საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ეკონომიკური და ტექნიკური დახმარება

2019 წლის 15 მარტს ხელი მოეწერა -  ,,საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 100 მილიონი იუანის გამოყოფის“ შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოს მხარისათვის საავტომობილო, სარკინიგზო და ბარგის ტვირთების სტაციონარული რენტგენის სკანერის გადაცემას. ამასთან, 5 წლიანი გრანტის ფარგლებში, იგეგმება, 16 ერთეული ახალი რენტგენო-ინსპექტირების სისტემის გადმოცემა.

ეს ძვირადღირებული ტექნიკა უზრუნველყოფს კანონიერ სავაჭრო ბრუნვაში ჩართული საქონლის დაუბრკოლებლად გადაადგილებას. ამასთან, შეჩერებისა და გადმოტვირთვის გარეშე, საქონლის პირველად კონტროლს კონტრაბანდული ტვირთის გამოვლენის მიზნით.


ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური საბჭოს ოფისი - კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP)

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახურისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების სტატუსი მინიჭებისა და საქონლის გაშვების შემდგომი აუდიტის ჩატარების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისა და კადრების გადამზადების მიზნით.

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების მექანიზმის შემოღების ვალდებულება საქართველომ აიღო 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის დირექტივებთან.

გარდა ამისა, ანალოგიური ვალდებულება საქართველოს გააჩნია 2006 წლის 3 თებერვალს ძალაში შესული განახლებული კიოტოს კონვენციისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმების ფარგლებში.

პროექტის დაწყება იგეგმება 2020 წ. სექტემბერში

დახმარების პროგრამა, გულისხმობს:

  • CLDP-ის მიერ გამოცდილი საერთაშორისო ექსპერტების დაქირავებას, საქართველოში სასწავლო კურსებისა ჩატარების მიზნით;
  • ექსპერტების დახმარებით, სიმულირებული შემოწმებების ჩატარებას;
  • გასვლით ვიზიტებს სხვა ქვეყნებში, ადგილზე გამოცდილებისა და პრაქტიკის გასაცნობად;
  • ტრენერთა ტრენერების მომზადება.

  • ,,ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ (EU-ACT) პროექტი

    ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი მიზნად რეგიონალური და ტრანს-რეგიონალური სამართალდამცავი თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერებას ჰეროინის მარშრუტის გასწვრივ ორგანიზებულ დანაშაულთან და ტრეფიკინგის ღონისძიებებთან ბრძოლაში.

    შემოსავლების სამსახურს პროექტის მხარდაჭერით 133 ერთეული GPS ლუქი გადაეცა.  ლუქის საშუალებით შესაძლებელია საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული მაღალი რისკის შემცველი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მთლიანობის შენარჩუნება და მისი გადაადგილების მონიტორინგი საქართველოს ტერიტორიაზე. 

    პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა არაერთი სემინარი  ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების კონტროლთან დაკავშირებით. უცხოელ ექპერტებთან ერთად შემუშავდება მობილური ჯგუფების ოპერატიული სახელმძღვანელო.

    პროექტის ხანგრძლივობა: 2017-2021 წლები, დონორი-ევროკავშირი.

    დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ


    სუამ-ის ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროექტი

    სუამ-ის ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციების მიერ ხდება ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება და ერთობლივი სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავება.

    პროექტის მიზანია, უზრუნველყოს წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციების მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მათ შეიმუშაონ და დანერგონ შესაბამისი ინსტრუმენტები და მექანიზმები, სუამ-ის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიმართულებით.

    პროექტის ფარგლებში ხელმოწერილია რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი (ვრცლად იხილეთ სხვა შეთანხმებებში). ამჟამად მიმდინარეობს რიგ დოკუმენტებზე მუშაობა.

    პროექტის ხელმძღვანელი ორგანოა - მმართველი კომიტეტი, რომლის ფარგლებშიც წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები იკრიბებიან წელიწადში ორჯერ, სადაც წარადგენენ ანგარიშს ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის კუთხით თავიანთ ადმინისტრაციებში გატარებული ღონისძიებების შესახებ.

    დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ


    მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია-IOM -საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)

    როექტის ზოგადი მიზანია, ევროკავშირს და საქართველოს შორის თანამშრომლობის ჩარჩო და სამთავრობო სამოქმედო გეგმების შესაბამისად საზღვრის ინტეგრირებული მართვის სფეროში საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერება და მიგრაციის მართვა.

    რაც მოიცავს გაუმჯობესებულ თანამშრომლობას საჯარო სექტორს შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას, საზღვრის მართვის პროცესების გაძლიერებას, განსაკუთრებით ქვეყანაში შემოსვლამდე და შემოსვლის პროცესში.  

    პროექტის ფარგლებში შემოსავლების სამსახურს გადაეცა კონტრაბანდის აღმოსაჩენი ხელსაწყოები, ნარკო- დეტექტორები და სამკერდე კამერები. ჩატარდა არაერთი ტრენინგი და სემინარი.

    პროექტის ხანგრძლივობა: 2017-2021 წლები, დონორი-ევროკავშირი. პროექტის საერთო ბიუჯეტი- €4 500 000

    დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ


    ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტი II

    ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტი II ( AA Facility II ), ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანმხების განხროციელების პროცესში, სათანადო დახმარებას გაუწევს, როგორც საქართველოს მთავრობას, ისე საქართველოს პარლამენტს, იმ პრიორიტეტებზე ფოკუსირებით, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგითა და 2017-2020 წლების ჩარჩო ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. ექსპერტული დახმარება, რომელსაც პროექტის ექსპერტები გაუწევენ ბენეფიციარ უწყებებს, ხელს შეუწყობს პოლიტიკის განვითარებას, კიდევ უფრო გააძლიერებს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის კოორდინაციას, მონიტორინგსა და ანგარიშგებას, გაზრდის ცნობადობას აღნიშნულთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას, ევროკავშირის დახმარების კოორდინაციასა და მონიტორინგის.

    პროექტის განხორციელების ვადებია   2019-2020 წწ.

    პროექტის დონორია - ევროკავშირი.

    პროექტის ფარგლებში 2020 წელს ჩატარდა 3 ტრენინგი სანიტარული,    ფიტოსანიტარული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის მიმართულებით.

    დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ


    მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა (WCO) და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ერთობლივი პროექტი - კონტეინერების კონტროლის პროგრამა (CCP)

    მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა (WCO) და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის (CCP) ფარგლებში, საქართველოში 2012 წლის მაისიდან, საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებული ტვირთების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების ერთობლივ კონტროლს ახორციელებს სამი უწყებათაშორისი დანაყოფი, რომელშიც შედიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები.

    პროგრამის ფარგლებში ერთობლივი კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფები ფუნქციონირებს: ფოთის პორტში, თბილისში და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

    პროგრამის მიზანია: საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებული ტვირთების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების კონტროლი (ინფორმაციის მოპოვება, რისკების ანალიზი, თარგეტირება და ა.შ.) მებაჟე-ოფიცრებთან ერთად, ერთობლივად, კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტების (ტექნიკური, საინფორმაციო, ანალიტიკური და ა.შ.) გამოყენებით, რათა პრევენცია გაუკეთონ, გამოავლინონ და აღკვეთონ ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული საშუალებების, ორმაგი დანიშნულებისა და სტრატეგიული ტვირთების, ინტელექტუალურ საკუთრებაში შემავალი საქონლის, აქციზური საქონლის და სხვ. უკანონო ბრუნვა.

    მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ექსპერტების მხარდაჭერით დანაყოფების თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩატარებულია 40-მდე სხვადასხვა თეორიული თუ პრაქტიკული ტრენინგი და სასწავლო ვიზიტები: აშშ-ში, ნიდერლანდებში, პაკისტანში, ფინეთში, ბელგიაში, იორდანიაში, რუმინეთში, უკრაინაში, უზბეკეთში, გერმანიაში.

    საქართველოში მოქმედი დანაყოფების გამოცდილების გაზიარების მიზნით, ფოთისა და თბილისის დანაყოფებში სხვადასხვა დროს სასწავლო ვიზიტი განახორციელეს: აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უკრაინის, მოლდოვას, შრი-ლანკას, მონტენეგროს, ალბანეთის, ავღანეთის კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში მოქმედი დანაყოფების თანამშრომლებმა.

    საქართველოში პროგრამას 2012 წლიდან ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ: ევროკავშირი,  აშშ EXBS პროგრამა, კანადა.

    დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ


    ავღანეთის საბაჟო დეპარტამენტისთვის ტექნიკური დახმარება

    წარმოდგენილი პროექტის მიზანია ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისთვის შემოსავლების სამსახურის ექსპერტების მიერ ტექნიკური დახმარების აღმოჩენა, რომელიც ითვალისწინებს საბაჟო სასაზღვრო, საბაჟო გაფორმების და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გამოცდილების გაზიარებას.

    აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობა დაეხმარება ავღანეთის მთავრობას ავღანეთის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტებისა და საბაჟო გაფორმების ზონების მოდერნიზებისა და ინფრასტრუქტურულ განვითარებაში.

    დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს რაიმე დავალების შესრულების ვადებს.


    ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამა

    მიდინარე პროექტები:

  • ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC)   პროგრამის ერთიანი სატრანზიტო სისტემის (CAREC Advanced transit System – CATS) და საბაჟო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის (Customs Information Common Exchange - ICE) პროექტი.
  • პირველ ეტაპზე პროექტით  გათვალისწინებულია ერთიანი სატრანზიტო სისტემის და საბაჟო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საპილოტე პროექტის გაშვება საქართველოს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის.  აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ერთიანი, ელექტრონული სატრანზიტო სისტემის  შექმნას ერთი დეკლარაციისა და ერთი გარანტიის სისტემის გამოყენებით.

  • საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა
  • ერთობლივი ინიციატივა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობის შესახებ, ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებას და კიდევ უფრო გაძლიერებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებს. ერთობლივი მართვის პრინციპებზე დაფუძნებული ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი, საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული საბაჟო კონტროლის პროცედურების დუბლირება, რაც თავის მხრივ შეამცირებს საზღვრის კვეთის პროცედურებზე დახარჯულ დროს და გაზრდის ტრანსსასაზღვრო სავაჭრო ნაკადებს.

  • „SPS  სისტემის მოდერნიზაცია ვაჭრობის გამარტივებისათვის“ - CAREC ქვეყნებისთვის
  • ტექნიკური დახმარების პროექტი CAREC ქვეყნების მხარდაჭერისთვის  SPS სისტემის მოდერნიზაციის პროცესში. პროექტი გულისხმობს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას  ეროვნული საუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაში, რეგულაციების და პროცედურების შემუშავებაში, რომელებიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და სასაზღვრო უწყებების გაძლიერების მხარდაჭერას სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის კუთხით.

    პროექტის განხორციელების ვადებია 2018-2020 წწ.

    პროექტის დონორია აზიის განვითარების ბანკი ADB. პროექტის განმახორციელებელია აზიის განვითარების ბანკი ADB და CAREC პროგრამა.

    პროექტის ფარგლებში 2019 წლის მარტში ექსპერტთა მისიის მიერ განხორციელდა გარდაბნის რკინიგზის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის მშენებლობის აუცილებლობის შეფასება და წარმოდგენილ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

    დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ


    ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვის პროექტი

    საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ტექნიკური ნაწილის - „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) და ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის „ასოცირების დღის წესრიგის“ ფარგლებით განსაზღვრული ვალდებულებების, კერძოდ, „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ (CTC)  და „ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციებთან მიერთებისა და “ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის” “NCTS” იმპლემენტაცია.

    მიმდინარე წლის მარტში დასრულდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტი „სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის  (NCTS) ამოქმედების  მხარდაჭერის სახელწოდებით“ ევროკავშირის დაძმობილების პროექტი.

    ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავებული ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტის საფუძველზე “ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის” (NCTS) პროგრამული უზრუნველყოფის შეძენასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება. პროგრამული უზრუნველყოფის შეძენის პროექტი ასევე დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ითვალისწინებს ახალი ელექტრონული სატრანზიტო მოდულის შექმნას. პროგრამის ბიუჯეტია 1,000,000 ევრო.     


    ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და მასთან დაკავშირებული საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა- EXBS

    აშშ-ს ექსპორტის კონტროლის და საზღვრი უსაფრთხოების პროგრამა-EXBS-ის ხელშეწყობით და აშშ-ში წამყვანი ანალიტიკური კომპანია NU Borders ჩართულობით მიმდინარეობს საბაჟოს საინფორმაციო სისტემების  მოდერნიზაციის პროექტი. პროექტი მიზნად ისახავს საბაჟო მონაცემთა სისტემის სრულ მოდერნიზაციას, კერძოდ დღეის მდგომარეობით მოქმედი მონაცემთა ავტომატიზებული სისტემაში და გადასახადების ადმინისტრირების სისტემებში არსებული საბაჟო მოდულების ჩანაცვლებას ერთიან ახალ პლატფორმაზე შექმნილი სისტემით და საქართველოს საბაჟოს თავისებურებებზე მორგებული თანამედროვე, მოქნილი და მრავალ ფუნქციური პლატფორმის შექმნას.

    პროექტი ორ ფაზად დაიყო. პირველი ფაზა ფოკუსირებული იქნება მოთხოვნების შეგროვებაზე, ბიზნეს პროცესის რუკების შემუშავებასა და არქიტექტურა/დიზაინის შექმნაზე, ასევე სისტემის მომხმარებლისთვის  ტესტირების კონცეფციის შემუშავებაზე.

    მეორე ფაზის ფარგლებში ზემოთ იდენტიფიცირებული სამუშაოს შედეგად განხორციელდება პლატფორმისთვის ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა, სისტემის ჩაშვება და ტესტირება, პასუხისმგებელი თანამშრომლობის და მომხმარებლების სწავლება. 


    საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტი

    შემოსავლების სამსახურში 2012 წლიდან 2017 წლამდე, ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, საგადასახადო ადმინისტრაციის რეფორმების მხარდაჭერის მიზნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის ექსპერტები მუშაობდნენ.

    2017 წელს შემოსავლების სამსახურსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად დაიწყო სავალუტო ფონდის მიერ დაფინანსებული შემოსავლების მობილიზაციის ტექნიკური დახმარების სამწლიანი პროექტი, რომელიც დაფინანსდა შემოსავლების მობილიზაციის სატრასტო ფონდიდან.

    აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2017-2020 წლებში, შემოსავლების სამსახურში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზიდენტმა ექსპერტმა  იმუშავა. 2017 წლიდან დღემდე ტექნიკური დახმარების პროგრამით, შემოსავლების სამსახურში სამუშაო შეხვედრები გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოკლე-ვადიანმა ექსპერტებმა.

    უნდა აღინიშნოს, რომ სამ წლიანი პროექტი წარმატებით დასრულდა, რაც თავის მხრივ ასახულ იქნა TADAT-ის შეფასებაშიც. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მომდევნო სამი წლის განმავლობაში თანამშრომლობის  გაგრძელება, შემოსავლების სამსახურისთვის პრიორიტეტული მიმართულებებით.


    თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთან IT ინფრასტრუქტურის და მონაცემთა დამუშავების სფეროში

    2021 წელს დაიწყო შემოსავლების სამსახურის თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთან IT სისტემის მიმართულებით. კერძოდ, პროექტი გულისხმობს IT სისტემის შეფასებას სამი მიმართულებით ``IT DIAMOND`` მოდულის (ერთ-ერთი მოდული, მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული 9 მოდულიდან. აღნიშნული მოდულები ეხმარება საგადასახადო ადმინისტრაციებს არსებული სისტემების შეფასებაში, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში,  ნაკლოვანებების დაიდენტიფიცირებაში და სხვა) გამოყენებით.

    აღნიშნული მიმართულებებია:

    1. IT ინფრასტრუქტურის შეფასება;

    2. ინფრასტრუქტურული საჭიროებების განსაზღვრა;

    3. მონაცემთა უსაფრთხოების შეფასება.

    ამ ეტაპზე, დასრულებულია პირველი ორი შეფასება, მესამე შეფასებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ამას გარდა, მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს მეორე პროექტი, რომელიც ემსახურება მონაცემთა დამუშავების კუთხით სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერებას. ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ განისაზღვრა და მსოფლიო ბანკს მსჯელობისთვის გაეგზავნა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაშიც დეპარტამენტი ხედავს დახმარების საჭიროებას.  ეს მიმართულებებია: მონაცემთა საცავის უსაფრთხოების კონცეფციის, მონაცემებთან წვდომის პოლიტიკის შემუშავება;

  • გამოყენებული არქიტექტურის და ტექნოლოგიის შეფასება და არსებული რესურსების შესაძლებლობების ზღვარის განსაზღვრა, მონაცემთა მოცულობის და მომხმარებელთა მუდმივი მატების პირობებში;
  • საინტერესო იქნება რეკომენდაციები ე.წ. „Change Management“-თან დაკავშირებით;
  • ინსტიტუციური მოწყობა, როლების და პასუხისმგებლობების გადანაწილება და ფუნქციები რომლებზეც შესაბამისი პასუხისმგებელი პირები უნდა იყოს მიმაგრებული;
  • მონაცემთა საცავისა და BI გარემოს განვითარებისა და გამოყენების გრძელვადიანი ხედვისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება;
  • ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელთა უნარ-ჩვევების განვითარება, ახალი კადრების მოზიდვა და კადრების შენარჩუნების პოლიტიკა საჯარო სექტორის თავისებურებების გათვალისწინებით.
  • აღნიშნულთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა, ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად უნდა განსაზღვრონ სამოქმედო გეგმა, რომელსაც განახორციელებენ მომდევნო პერიოდში პერმანენტული (კვირაში ერთხელ) შეხვედრების ფარგლებში.


    თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება - ხარისხის ცენტრი ფინანსებში - CEF-ის პროგრამა

    CEF-ის სასწავლო აქტივობების მთავარი მიზანი გახლავთ  ხელი შეუწყოს საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მათი მუშაობის ეფექტურობის ზრდას. საერთაშორისო ორგანიზაციის პრიორიტეტია რეგიონის ქვეყნებში იყოს ძლიერი და საიმედო პარტნიორი, რომელიც მხარს უჭერს განვითარებად ქვეყნებში რეფორმების პრიორიტეტულობას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროებს შორის 2014 წელს გაფორმებულ იქნა მემორანდუმი, რის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს მიეცათ საშუალება სისტემატიურად მიიღონ მონაწილეობა CEF-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში.


    საგადასახადო ინსპექტორები საზღვრებს გარეშე (TAX INSPECTORS WITHOUT BORDER - TIWB)

    პროექტი წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივით შექმნილ პლატფორმას, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში მეტწილად ორიენტირებულია საგადასახადო აუდიტის მიმართულებით ტექნიკური დახმარების პროგრამების განხორციელებაზე და ამ ქვეყნებში საგადასახადო შემოწმების პოტენციალის ამაღლებაზე.

    აღსანიშნავია, რომ დღემდე „TIWB“-ის ეგიდით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განხორციელდა ტექნიკური დახმარების ორი ფაზა, ერთი საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების ზოგადი აუდიტის მიმართულებით, ხოლო მეორე ფინანსური ტრანზაქციების ჭრილში.

    ამ ეტაპზე მიმდინარეობს რიგით მესამე პროექტი, რომელიც ემსახურება ტრანსფერული ფასწარმოქმნის სამმართველოს თანამშრომლებისთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას ნავთობისა და გაზის სფეროში ტრანსფერული ფასწარმოქმნის ოპერაციების მართვასთან დაკავშირებით. პროექტის დასრულება იგეგმება 2022 წელს. 2022 წელს ოფიციალურად ჩაეშვა რიგით მეოთხე პროექტი TIWB-სთან. ხსენებული პროექტი დაეხმარება ტრანსფერული ფასწარმოქმნის და არამხოლოდ, სამმართველოს “ფასის წინასწარი შეთანხმების (APA)” პროგრამის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების გაძლიერებაში. პროექტის ფარგლებში შემოსავლების სამსახურს პარტნიორობას უწევს იტალიის საგადასახადო ადმინისტრაცია. იტალიელი ექსპერტების მხრიდან ტრანსფერული ფასწარმოქმნის სამმართველოს თანამშრომლებს დისტანციურად ჩაუტარდათ ზოგადი ხასიათის  ტრენინგი; ნოემბერში განხორციელდა იტალიელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოშო, რომლის დროსაც ადგილზე მოხდა ტრანსფერული ფასწარმოქმნის სამმართველოს თანამშრომლებისთვის პრაქტიკული დახმარების გაწევა შემოსავლების სამსახურში შემოსული APA შეთანხმების განხილვის პროცესში. შეთანხმებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია იტალიელ ექსპერტებსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს შორის  გრძელდება დისტანციურ რეჟიმში.     


    საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის ტექნიკური დახმარების პროგრამა

    მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტის (EOIR) დანერგვაზე ვალდებულება აღებული აქვს ყველა წევრ ქვეყანას. სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით გლობალური ფორუმი ახორციელებს თითოეული იურისდიქციის შეფასებას. შეფასების პირველი რაუნდის ანგარიშით, დადგენილია, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტს (რეიტინგი: “Largely Compliant”). შეფასების მეორე რაუნდის ჩატარება დაგეგმილია 2022 წელს. შესაბამისად, საქართველოც წარმატებით იყენებს ინფორმაციის გაცვლის ამ ინსტრუმენტს.

    საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმი ახორციელებს ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამას იმ მიზნით, რომ გაზრდილი საგადასახადო გამჭვირვალობითა და ინფორმაციის გაცვლით სარგებლის მიღება ყველა ქვეყანამ შეძლოს, მათ შორის განვითარებულმა ქვეყნებმაც.

    ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გლობალური ფორუმი წევრ იურისდიქციებს ეხმარება საგადასახადო გამჭვირვალობის სტანდარტების იმპლემენტაციაში, ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შედეგად, შემოსავლების მობილიზებაში.

    საქართველოში ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში მიმდინარეობს 2019 წლიდან და დასრულდება 2022 წლამდე.


    საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმების პროგრამის („ADVANCE PRICING AGREEMENT“) დანერგვა

    პროექტის მიზანია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმების პროგრამის („Advance Pricing Agreement“) დანერგვის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ტრანსფერული ფასწარმოქმნის მეთოდოლოგიის წინასწარი შეთანხმების პრაქტიკის დანერგვას საგადასახადო ორგანოსა და გადამხდელს შორის და როგორც შედეგი შემოსავლების სამსახურისთვის მომავალში საერთაშორისო საგადასახადო დავების თავიდან აცილებას. 

    პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის ფინანსური და ექსპერტული მხარდაჭერით და მისი დასრულება იგეგმება 2020 წლის ბოლოსთვის.

    პროექტით წლის ბოლომდე გათვალისწინებულია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან, თანამშრომლების გადამზადება და მათთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, და საბოლოოდ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმებისთვის პროცედურული სახელმძღვანელოების შემუშავება.


    ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის სტანდარტის საპილოტე პროექტი - AEOI Pilot

    ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის სტანდარტის საპილოტე პროექტი - AEOI Pilot დაიწყო 2017 წლის ნოემბერში. პროგრამა სრულად ფინანსდება გერმანიის მთავარობის მიერ და მას აღასრულებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს წარმომადგენლობა. პროექტს ადმინისტრირებას უწევს გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის (Global Forum on Transparency and Exchange of Information) სამდივნო.

    პროგრამის მიზანია ტექნიკური დახმარება გაუწიოს საქართველოს დიდი ოცეულის (G20) და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) მიერ შემუშავებული ფინანსური ინფორმაციის ავტომატური გაცვლის გლობალური სტანდარტის (AEOI/Common Reporting Standard) დანერგვაში.  

    ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის სტანდარტის (AEOI) დანერგვაზე ვალდებულება აქვს აღებული 100-ზე მეტ ქვეყანას. 2020 წელს, საქართველომ ოფიციალურად დაადასტურა სტანდარტის იმპლემენტაციის ვალდებულება. აღნიშნული სტანდარტის ფარგლებში ინფორმაციის პირველი გაცვლა დაიწყება 2024 წელს.

    საკითხის მასშტაბურობიდან გამომდინარე, თანამშრომლობა მრავალვექტორიანია და მოიცავს საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევას შემდეგ მიმართულებებით:

  • საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ბაზის სრულყოფა;
  • შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა დატრენინგება და კვალიფიკაციის ამაღლება;
  • საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლების დატრენინგება და მათთან კონსულტაციების გამართვა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით;
  • კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისი პროცედურების და ტექნიკური უზრუნველყოფის შემუშავება/შეძენა;
  • IT ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების ინსტალირება/შეძენა;
  • და სხვ.

  • საგადასახადო აუდიტის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს შემოსავლების სამსახურში

    კონტექსტი

    მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად, საქართველომ გაზარდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები. ინვესტიციების ზრდასთან ერთად გაიზარდა რისკებიც, რომ უფრო მეტი მულტინაციონალური კომპანია მოახდენდა ე.წ. მოგების გადატანას და ისარგებლებდა სხვადასხვა ქვეყნების საგადასახადო სისტემებს შორის არსებული ხვრელებითა და შეუსაბამობებით. კოვიდ 19 ისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე კი მულტინაციონალური კომპანიების დაბეგვრა კრიტიკულად მნიშვნელოვანია შიდა რესურსების მობილიზაციის პროცესში.

    საქართველო არის გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ქმედებების აქტიური თანამონაწილე. აღნიშნულ პროექტებს შორისაა ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და გაეროს (UN) ერთობლივი პროგრამა- საგადასახადო ინსპექტორები საზღვრების გარეშე (TIWB), რომლის აქტიური პარტნიორი გახდა საქართველოს შემოსავლების სამსახური და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს შექმნაში, სადაც მულტინაციონალური საწარმოები იხდიან სამართლიან გადასახადს.

    შემოსავლების სამსახური და TIWB

    TIWB პროგრამა შეიქმნა 2015 წელს ადდის აბაბას კონფერენციაზე და მისი მიზანია განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა საგადასახადო აუდიტის შესაძლებლობების გაძლიერებაში. გამოცდილი საგადასახადო აუდიტორები პარტნიორი საგადასახადო ადმინისტრაციებიდან მუშაობენ მასპინძელ საგადასახადო ორგანოსთან მიმდინარე აუდიტის საქმეებზე და უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას მულტინაციონალური კომპანიების აუდიტის საკითხშებში.

    საგადასახადო აუდიტორები საზღვრებს გარეშე პროგრამა დაეხმარა ქართველ აუდიტორებს უნარ-ჩვევების დახვეწაში, რაც ორგანიზაციული ცვლილებების, გაუმჯობესებული სერვისების, გადამხდელებთან უკეთესი თანამშრომლობისა და გაზრდილი საგადასახადო კანონმორჩილების აუცილებელი წინაპირობაა.

    TIWB ექსპერტები, რომლებმაც იმუშავეს საქართველოში, ამბობენ რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტორების მიერ ჩატარებული აუდიტის ხარისხი გაზრდილია. პროგრამის ფარგლებში და მისი მხარდაჭერით, აუდიტორებმა შეიძინეს რისკის შეფასების უნარები და საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ცოდნები. ამასთან ერთად მათ მიიღეს საბანკო და ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე გადამხდელებთან ურთიერთობის ღირებული გამოცდილება.

    TIWB პროგრამის მეშვეობით დაიხვეწა სამუშაო მეთოდები და ინსტრუმენტები. გაძლიერედა თანამშრომლობა საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების სამმართველოსა და ზოგადი აუდიტის ჯგუფებს შორის, რამაც ხელი შეუწყო ცოდნის გაზიარებას აუდიტის დეპარტამენტში.  შემოსავლების სამსახურის აუდიტორები წარმატებით იყენებენ ხუთ ეტაპიან აუდიტის მეთოდოლოგიას (რისკის შერჩევა, დოკუმენტაციის გამოკვლევა და წერილობით ინფორმაციის გამოთხოვა, კომპანიის ინფორმაციის ანალიზი, დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა, გასვლითი აუდიტი და დამატებითი კითხვები და დარიცხვის გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლობის შესაბამისად). აღნიშნული მიდგომით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების სამმართველოს მიერ ინფორმაციის კომპანიებიდან გამოთხოვა ხდება უფრო ეფექტურად. სამმართველოს აქვს წვდომა კომპანიის მონაცემებზე, მონაცემთა ბაზის მეშვეობით. ამასთან ერთად, განვითარდა გამარტივებული რისკის შეფასების პროფილი ყველაზე რელევანტური აუდიტის საქმეების შესარჩევად.

    თავდაპირველი საგადასახადო აუდიტორები საზღვრებს გარეშე პროგრამა დაიწყო 2016 წელს. პროგრამის ექსპერტმა იმუშავა ქართველ აუდიტორებთან ერთად.

    2018 წელს შემოსავლების სამსახური ჩაერთო TIWB მეორე პროგრამაში. საქართველოს აქვს ძალიან კარგი პროგრესი საგადასახადო ბაზის ეროზიის და მოგების გადატანის (BEPS)  მინიმალური სტანდარტების დანერგვის კუთხით და არის ერთ-ერთი პირველი განვითარებადი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა „BEPS ის თავიდან აცილების საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ზომების დანერგვის შესახებ მრავალხმრივ კონვენციას და მაოხდინა მისი რატიფიცირება. საგადასახადო გამჭირვალობის მიმართულებით, საქართველომ, 2023 წლისთვის თავის თავზე აიღო ვალდებულება საგადასახადო საკითხებში ფინანსური ანგარიშების ავტომატური გაცვლის სტანდარტის დანერგვის შესახებ. 2018 წლიდან მოყოლებული საგადასახადო აუდიტორები საზღვრებს გარეშე პროგრამის ექსპერტმა იმუშავა ქართველ აუდიტორებთან ერთად აუდიტის 10 საქმეზე. პროგრამის ფოკუსს წარმოადგენდა კომპანიის შეფასება, რისკის შეფასება და მუდმივი დაწესებულებები.

    საგადასახადო აუდიტორები საზღვრებს გარეშე პროგრამის ფარგლებში მოხდა ისეთი სექტორების დაფარვა როგორიცაა საბანკო, სამშენებლო, ონლაინ ვაჭრობა, ფინანსები, წამორება, გაყიდვები და დისტრიბუცია და გაზი და ნავთობი. აღნიშნული მხარდაჭერით საქართველოს შემოსავლების სამსახურმა განახორციელა 2.16 მილიონი აშშ დოლარის თანხის მობილიზება საგადასახადო შემოსავლებში.

    2021 წელს საქართველო ჩაერთვება საგადასახადო აუდიტორები საზღვრებს გარეშე ახალ პროგრამაში.

     „აღნიშნულმა პროგრამამ მოგვცა ახალი შესაძლებლობები. ჩვენ ვხედავთ პროგრესს ჩატარებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საქმეების რაოდენობასა და ხარისხში. შეინიშნება ასევე დადებითი ცვლილებები გადამხდელების ქცევაში საგადასახადო დარიცხვების საკითხში“- ამბობს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, პაატა კილაძე.

    იხილეთ ვრცლად : https://www.oecd.org/countries/georgia/learning-by-doing-in-georgia.pdf


    ამერიკის ხაზინის პროექტი ( Project of the U.S. Department of the Treasury)

    ამერიკის ხაზინის პროექტი გულისხმობს 16 კომპონენტის მიხედვით ტექნიკური დახმარების გაწევას შემოსავლების სამსახურისთვის. აღნიშნული კომპონენტები შინაარსობრივად ერთიანდება შემდეგ მიმართულებებში:

  • საბაჟო;
  • საგადასახადო აუდიტი;
  • მონაცემთა საცავი;
  • ადამიანური რესურსები;
  • საინფორმაციო უსაფრთხოება;
  • ვალის მართვა;
  • კანონშესაბამისობა.
  • პროექტის მიზნებისთვის გრძელდება ამერიკის ხაზინის ექსპერტთა ვიზიტები საქართველოში. აღნიშნული ვიზიტები სიტუაციის შეფასების და მონაცემების შეგროვების ემსახურება, რაც იქნება საფუძველი მათი მხრიდან უფრო მეტი სიზუსტით კონკრეტული საჭიროებების განსაზღვრისთვის და შემოსავლების სამსახურის საჭიროებებზე მორგებული სამოქმედო გეგმის შემუშავება. 2024 წლიდან იგეგმება სამოქმედო გეგმის მიხედვით გაწერილი ღონისძიებების გატარება. 


    ევროკავშირის საგადასახადო და საბაჟო პროგრამები (Fiscalis and Customs programs of the European Union)

    2022 წელს საქართველო ჩაერთო ევროკავშირის თემატურ, საგადასახადო და საბაჟო პროგრამებში.

    საგადასახადო პროგრამის მიზანია წევრი სახელმწიფოებისა და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის ფინანსური ინტერესების დაცვა. პროგრამის ფარგლებში, საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის განხორციელდება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ევროკავშირის საგადასახადო კანონმდებლობის ეროვნულ დონეზე დანერგვა. აგრეთვე, შეიქმნება ევროპის ქვეყნების ეროვნული წარმომადგენელებით დაკომპლექტებული თანამშრომლობის ქსელი.

    საბაჟო პროგრამაში ჩართულობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის პროცედურების გამარტივებას და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ახალი და ეფექტური სერვისების შემუშავებას. თავის მხრივ, პროგრამა წაახალისებს რეგიონის სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალის განვითარებას, საქართველოს მიმზიდველობასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას.


    შვედეთის საგადასახადო ადმინისტრაცია (Swedish Tax Agency)

    შემოსავლების სამსახურსა და შვედეთის საგადასახადო ადმინისტრაციას შორის ორმხრივი ტექნიკური დახმარების ახალი პროექტის ინიცირებისათვის განისაზღვრა ოთხი პრიორიტეტული მიმართულება და შემუშავდა საპროექტო წინადადებები.

    თანამშრომლობის ფარგლებში შვედეთის საგადასახადო ადმინისტრაცია შემოსავლების სამსახურს დახმარებას გაუწევს შემდეგი მიმართულებით: გადამხდელთა მომსახურება და განათლება; უწყებრივი რისკების მართვა; კანონშესაბამისობის რისკების მართვა და მონაცემთა საცავი. შვედეთის საგადასახადო ადმინისტრაციასთან ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში SIDA-გან მიღებულია თანხმობა პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ტექნიკური დახმარება2024 წლიდან დაიწყება


    text