ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა (EXBS)
პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებას და კონვენციური იარაღის უპასუხისმგებლო გადატანას, ეროვნული სტრატეგიული სავაჭრო კონტროლის სისტემების მშენებლობით იმ ქვეყნებში, რომლებიც ფლობენ, აწარმოებენ ან აწვდიან სტრატეგიულ ნივთებს, ასევე ქვეყნებში, რომლებთანაც მსგავსი ნივთების ტრანზიტი ხორციელდება.
EXBS პროგრამა პარტნიორ მთავრობებთან ერთად მუშაობს მარეგულირებელი და ინსტიტუციური ხარვეზების გამოსავლენად და რესურსების მოთხოვნების შემუშავების მიზნით. პროგრამა უზრუნველყოფს ტექნიკური დახმარების ფართო სპექტრს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამა
პროგრამა აერთიანებს 11 ქვეყანას და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:
ეკონომიკა და ფინანსური სტაბილურობა; ვაჭრობა, ტურიზმი და ეკონომიკური დერეფნები; ინფრასტრუქტურა და კავშირგაბმულობა; სოფლის მეურნეობა და ჰიდრორესურსებთან წვდომა; ადამიანის განვითარება. საქართველო აღნიშული პროგრამის წევრი გახდა 2016 წლის ოქტომბერში.
ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის საბაჟო თანამშრომლობის კომიტეტი (Customs Cooperation Committee CCC) წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში არსებული საბაჟო საკითხებზე პასუხისმგებელ ორგანოს. კომიტეტი შეიქმნა 2002 წლის იანვარში და აერთიანებს პროგრამის 11 წევრი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირებს. კომიტეტის მიზანია რეგიონალური ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობა კოორდინირებული საბაჟო რეფორმების გატარების გზით. კომიტეტი ასევე წარმოადგენს პლატფორმას ვაჭრობის გამარტივების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემებისა და დისკუსიებისათვის. მის ფუნქციებში ასევე შედის როგორც უწყებათაშორისი, ასევე კერძო სექტორთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი (Organization for Democracy and Economic Development – GUAM )
2006 წლის 22-23 მაისს, ქ. კიევში გამართულ სუამ-ის მორიგ სამიტზე, სუამ-ის გაერთიანების ბაზაზე შეიქმნა ახალი ორგანიზაცია - დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი. ახალი ორგანიზაციის შექმნა ოფიციალურად გაფორმდა სუამ-ის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა მიერ კიევის შესაბამისი დეკლარაციის, ორგანიზაციის წესდებისა და სხვა დამფუძნებელი დოკუმენტების ხელმოწერით.
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის ძირითადი მიზნები, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად:
დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრება, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველყოფა;სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა;საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება;ევროპის ინტეგრაციის გაღრმავება საერთო უსაფრთხოების სივრცის შესაქმნელად, აგრეთვე ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაფართოება;მხარეთა სოციალურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული პოტენციალის განვითარება;საერთო ინტერესის სფეროებში პოლიტიკური ურთიერთქმედებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გააქტიურება.2003 წლის 4 ივლისს ქ. იალტაში (უკრაინა) ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნა სუამ-ის ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროექტი, რომლის ფარგლებში, სამდივნოს კოორდინაციით, წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციების მიერ ხდება ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება და ერთობლივი სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავება. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს ხელმძღვანელობას უწევს - მმართველი კომიტეტი, რომლის ფარგლებშიც წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები იკრიბებიან წელიწადში ორჯერ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (International Financial Corporation – IFC)
არის მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი ფინანსური ინსტიტუტი რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო და აქტივების მართვის მომსახურებას კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 1956 წელს და მიზნად ისახავს განვითარებად ქვეყნებში არაკომერციულ და კომერციულ პროექტებში კერძო ინვესტიციების მობილიზებას ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და სიღარიბის დაძლევისათვის.
შემოსავლების სამსახური თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან რიგი მიმართულებებით, მათ შორისაა საბაჟო რისკების მართვის სისტემის მოდერნიზაციის პროექტი, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სახელმძღვანელოს დანერგვის პროექტი, გაშვების შემდგომი შემოწმების რეგულაციური გარემოს დახვეწა და სხვა აქტივობები, რომლებიც დაკავშირებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმებით გათვალისწინებულ დებულებების იმპლემენტაციასთან.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Organization for Migration –IOM)
სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას მთავრობებისა და მიგრანტთათვის სტრატეგიული და პროგრამული საჭიროებების უზრუნველყოფით.
სამი ათეული წელია IOM უზრუნველყოფს მთავრობების მხარდაჭერას პოლიტიკის და პრაქტიკული მექანიზმების დახვეწაში ეროვნულ და მრავალმხრივ დონეზე მიგრაციის მართვისთვის და გაჭირვებულ მიგრანტთა დაცვისა და დახმარების უზრუნველსაყოფად.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისია 1993 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას მიგრაციის მართვის ერთიანი და სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბებაში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი (International Road Transport Union - IRU)
საგზაო ტრანსპორტის ინტერესების დამცავი საერთაშორისო ორგანიზაციაა. IRU მიზნად ისახავს ადამიანებისა და საქონლის, მდგრადი მობილურობის ხელშეწყობის გზით ეკონომიკური ზრდის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, საჯარო და კერძო პარტნიორობის ხელშეწყობას შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტების შემუშავებასა და განხორციელებას. ორგანიზაცია გაეროს მანდატით TIR კონვენციის განმახორციელებელია, მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც ემსახურება საგზაო ტრანსპორტის ინდუსტრიის როლის და მნიშვნელობის გაზრდას, სხვადასხვა საკითხთან პოზიციების, სანდო მონაცემებისა და ინფორმაციის მიწოდებას, საგზაო ტრანსპორტის ოპერატორებისთვის პრაქტიკული სერვისებისა და ინფორმაციის მიწოდებას.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ეუთო- (Organization for Security and Co-operation Europe - OSCE)
არის მსოფლიოს უდიდესი რეგიონალური უსაფრთხოების ორგანიზაცია. ეუთო მუშაობს სტაბილურობის, მშვიდობასა და დემოკრატიის უზრუნველყოფის მიმართულებით.
ეუთო წარმოადგენს პოლიტიკური დიალოგის ფორუმს უსაფრთხოების საკითხების ფართო სპექტრში და ერთობლივი მოქმედების პლატფორმას ინდივიდებისა და საზოგადოებების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ორგანიზაცია იყენებს უსაფრთხოების ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც მოიცავს სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ და ადამიანურ განზომილებებს. ამ მიდგომით და ინკლუზიური წევრობით ეუთო ეხმარება ურთიერთობების აღკვეთასა და სახელმწიფოებს შორის ნდობის დამყარებას კონფლიქტების პრევენციის, კრიზისების მართვისა და კონფლიქტის რეაბილიტაციაში თანამშრომლობის გზით.
ეუთო თავისი ინსტიტუტებით, ექსპერტების და საველე ოპერაციებით პოზიტიურ გავლენას ახდენს საერთო უსაფრთხოებაზე, მათ შორის იარაღის კონტროლზე, ტერორიზმზე, კარგ მმართველობაზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ადამიანების ტრეფიკინგზე, დემოკრატიზაციაზე, მედიის თავისუფლებასა და ეროვნულ უმცირესობებზე. საქართველო ეუთოს წევრია 1992 წლის მარტიდან.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია - (The United Nations Economic Commission for Europe - UNECE)
არის რეგიონალური კომისია, რომელიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს იურისდიქციის ქვეშ იმყოფება. იგი შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და წევრ სახელმწიფოებში ინტეგრაციის მიზნით.
როგორც მრავალმხრივი პლატფორმა, UNECE მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მიზნით ხელს უწყობს პოლიტიკური დიალოგის, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების, მოლაპარაკების, რეგულაციების და ნორმების შემუშავებას, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლასა და გამოყენებას.
UNECE ადგენს ნორმებს, სტანდარტებს და კონვენციებს, რათა ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (United Nations Office on Drugs and Crime - UNODC)
არის გლობალური ლიდერი უკანონო ნარკოტიკების და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და სამართლებრივ და ტექნიკურ დახმარებას უწევს გაეროს, ტერორიზმის თავიდან ასაცილებლად.
UNODC-ს სათაო ოფისია ქ. ვენაში (ავსტრია), მსოფლიოს მასშტაბით გააჩნია 54 ოფისი, რომელიც მოიცავს 150-ზე მეტ ქვეყანას. საქართველოში 2011 წელს გაიხსნა UNODC– ის პროექტის ოფისი.
UNODC საქმიანობს ხუთი თემატური მიმართულებით: ორგანიზებული დანაშაული და ტრეფიკინგი, კორუფცია, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმა, ჯანმრთელობა და საარსებო საშუალებები, ტერორიზმის პრევენცია.
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა (WCO) და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის (CCP) ფარგლებში, საქართველოში 2012 წლის მაისიდან, საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებული ტვირთების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების ერთობლივ კონტროლს ახორციელებს სამი უწყებათაშორისი დანაყოფი, რომელშიც შედიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტო საერთაშორისო განვითარებისთვის (U.S. Agency for International Development - USAID)
არის ამერიკის ფედერალური მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც, პირველი რიგში, პასუხისმგებელია უცხო ქვეყნებისთვის სამოქალაქო დახმარების ადმინისტრირებასა და ტექნიკურ დახმარებაზე.
ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, USAID ხელს უწყობს საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროგრესის გავრცელებას და სტაბილური, თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებას, განავითარებს ახალ ბაზრებს და ქმნის ამერიკის ახალ სავაჭრო პარტნიორებს.
USAID-ის ფარგლებში თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:
ჯანდაცვის განვითარება მსოფლიო მასშტაბით გლობალური მდგრადი განვითარების ხელშეწყობაჰუმანიტარული დახმარებაინოვაციების ხელშეწყობა ქალთა და გოგონების უფლებები საქართველოში USAID-ის პროგრამები ხორციელდება 1992 წლიდან, რომელთა საერთო ღირებულებამ $1.8 მლრდ. შეადგინა. ამჟამად, USAID-ის დახმარებით, მიმდინარეობს 30-ზე მეტი აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თავისუფალი ბაზრების შექმნას და დასავლურ მისწრაფებებს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (The World Customs Organization - WCO)
არის დამოუკიდებელი მთავრობათაშორისი ორგანო, რომელიც დაარსდა 1952 წელს. ორგანიზაციის მისიაა საბაჟო ადმინისტრაციების ეფექტურობის გაზრდა. საქართველო მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრია 1993 წლიდან. დღეის მდგომარეობით მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში გაერთიანებული 182 წევრი საბაჟო ადმინისტრაცია.
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ ხდება საერთაშორისო სტანდარტების შემუშავება, ხელს უწყობს საბაჟო ადმინისტრაციების საერთაშორისო თანამშრომლობას და ქმნის ლეგიტიმური ვაჭრობის შესაძლებლობებს, რათა დაცული იყოს გადასახადების მობილიზების სამართლიანობა და საზოგადოების უსაფრთხოება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
მსოფლიო ბანკი (The World Bank)
მსოფლიო ბანკთან მიმდინარე ტექნიკური დახმარების პროექტი გულისხმობს 4 მიმართულებით დახმარების აღმოჩენას. ეს მიმართულებებია:
შიდა აუდიტი;გადამხდელთა რეესტრი;რისკების მართვა;საინფორმაციო ტექნოლოგიები.პროექტის ფარგლებში შემოსავლების სამსახურს აპრილი-მაისის თვეში სტუმრობდა მსოფლიო ბანკის 4-5 კაციანი დელეგაცია. ექსპერტები შეხვდნენ შესაბამის მიმართულებებზე პასუხისმგებელ დეპარტამენტებს, წინა შეხვედრებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წარუდგინეს მათ ანგარიშები და პრეზენტაციები შესაძლო დახმარების ფორმების შესახებ. აგვისტო-სექტემბრის თვეში იგეგმება ექსპერტთა ჯგუფის მორიგი ვიზიტი, რა დროსაც მოხდება დახმარების ფარგლებში კონკრეტული ქმედებების ჩატარება.
ევროკომისია (The European Commission)
ევროკავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა და წარმოადგენს კავშირის ინტერესებს საერთაშორისი ასპარეზზე, ევროკომისიის ფუნქცია-მოვალეობებში შედის როგორც კავშირის საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება ისევე როგორც საერთო პოლიტიკის ადმინისტრირების უზრუნველყოფა და ფონდების და პროგრამების მართვა. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს გენერალურ დირექტორატებად წოდებული 33 დეპარტამენტების მეშვეობით.
შემოსავლების სამსახურის კომისიასთან თანამშრომლობა მრავალმხრივია და ხორციელდება დირექტორატებთან კოორდინაციაში. კერძოდ, საგადასახადო და საბაჟო გაერთიანების დირექტორატი (DG TAXUD) აკოორდინირებს ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ შეთანხმებით გაწერილ საბაჟოს საკითხების მარეგულირებელ დებულებების ადმინისტრირებას და უზრუნველყოფს შეთანხმებით გათვალისწინებული საბაჟო საკითხების ქვეკომიტეტში კომისიის მონაწილეობას; სანიტარული-ფიტო; სანიტარული და ვეტერინარული კონტროლის/უსაფრთხოების თემატიკის კოორდინაცია ხდება ევროკომისიის ჯანმრთელობის და სურსათის უვნებლობის დირექტორატთან (DG SANTE) თანამშრომლობით ხოლო სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხების დირექტორატთან (DG NEAR) მუშაობით ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე პროგრამები და ღონისძიებები ასევე სხვადასხვა სახის ტექნიკური დახმარების კოორდინაცია. საჭიროებიდან გამომდინარე თანამშრომლობა ხორციელდება სხვა დირექტორატებთანაც.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
DG SANTE
DG NEAR
DG TAXUD
Base Erosion and Profit Shifting (BEPS) ინკლუზიური პლატფორმა
ძირითადი მიზანია - ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტების შემუშავება, აგრესიული და საზიანო საგადასახადო პრაქტიკის აღკვეთის მიზნით. 2016 წლის 14 ივნისს საქართველო მიუერთდა BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმას. საქართველომ, როგორც BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმის წევრმა, აიღო BEPS-ის პროექტით გათვალისწინებული 4 მინიმალური სტანდარტის დანერგვის ვალდებულება, კერძოდ:
მე-5 ღონისძიება - საზიანო საგადასახადო პრაქტიკის აღკვეთა
მე-6 ღონისძიება - საგადასახადო შეთანხმებების ბოროტად გამოყენების აღკვეთა
მე-13 ღონისძიება - ქვეყნების მიხედვით ანგარიშგების გაცვლა
მე-14 ღონისძიება - დავების გადაჭრის მექანიზმის ეფექტურობის ზრდა
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
BRITACOM (The Belt and Road Initiative Tax Administration Cooperation Mechanism)
წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს „სარტყელი და გზის ინიციატივის“ (Belt And Road Initiative - BRI) წევრი ქვეყნების საგადასახადო ადმინისტრაციებს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი არის საქართველო. ორგანიზაცია შეიქმნა 2019 წლის აპრილში, ჩინეთში სარტყელი და გზის ინიციატივის ქვეყნებისთვის გამართული ფორუმის ფარგლებში. ორგანიზაციის მიზანია BRI-ს იურისდიქციებში, სხვასთან ერთად, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, თანამშრომლობის გაძლიერების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით, ისეთ საკითხებში როგორიც არის:
კანონის უზენაესობა;საგადასახადო განჭვრეტადობა;საგადასახადო დავის გადაწყვეტა;გადამხდელთა მომსახურება;საგადასახადო შესაძლებლობების გაძლიერება. ორგანიზაციას მართავს 34 წევრისგან (მათ შორის საქართველო) შემდგარი საბჭო. ორგანიზაციას ასევე გააჩნია, 22 წევრისგან შემდგარი დამკვირვებელთა საბჭო და 11 წევრისგან შემდგარი მრჩეველთა საბჭო. მრჩეველთა საბჭოში გაწევრიანებულები არიან წამყვანი საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციების/კომპანიების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები.
2021 წელს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე პაატა კილაძე ორი წლის ვადით არჩეულ იქნა BRITACOM-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
აზიის განვითარების ბანკი (Asian Development Bank - ADB)
წარმოადგენს ფინანსურს ინსტიტუტს, რომლის შექმნის მიზანი ემსახურება აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში სიღარიბის დაძლევას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
ADB დაარსდა 1960 წელს, ის აერთიანებს მსოფლიოს 68 ქვეყანას და მისი შტაბ-ბინა განლაგებულია ფილიპინების დედაქალაქ მანილაში. საქართველო აღნიშნულ ინსტიტუტს 2007 წელს შეუერთდა.
დახმარების ფორმები, რომელსაც ADB იყენებს თავის წევრებთან და პარტნიორებთან, გულისხმობს სესხების და გრანტების გაცემას, ტექნიკური დახმარების პროექტის განხორციელებას, საწესდებო კაპიტალში მონაწილეობას.
2007 წლიდან მოყოლებული დღემდე ADB-ს მხარდაჭერით არაერთი პროექტია განხორციელებული ეკონომიკის სხვადასხვა დარგში საერთო ღირებულებით - 3.4 მილიარდი დოლარი.
რაც შეეხება საგადასახადო მიმართულებას, მიმდინარე წლის მაისის თვეში საფუძველი ჩაეყარა ტექნიკური დახმარების ახალ პროექტს, რომლის მიზანია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმების პროგრამის („Advance Pricing Agreement“) დანერგვის ხელშეწყობა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით, მდგრადი განვითარებისა და განათლების ხელშეწყობით მსოფლიოში საცხოვრებელი გარემოს განვითარების მიზნით. GIZ 50 წელზე მეტია მუშაობს მრავალი მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების, დასაქმების ხელშეწყობის, ენერგეტიკისა და გარემოს, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში.
GIZ საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. მისი ადგილობრივი ოფისი მდებარეობს თბილისში, რომელიც უზრუნველყოფს კავკასიის რეგიონალური პროექტების მართვას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სახელით, GIZ-ის სამოქმედო პროექტების პრიორიტეტებს წარმოადგენს:
მდგრადი ეკონომიკური განვითარება;დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება;გარემოს დაცვის პოლიტიკა, კონსერვაცია და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება.GIZ-ის დახმარებით, შემოსავლების სამსახურში არაერთი პროექტი წარმატებით განხორციელდა. მიმდინარე პერიოდში, GIZ დახმარებას უწევს შემოსავლების სამსახურს ოფიციალური ვებსაიტის უზრუნველყოფაში და ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის საერთაშორისო სტანდარტის საპილოტე პროექტის (AEOI) განხორციელებაში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
საგადასახადო ადმინისტრაციათა შიდა-ევროპული ორგანიზაცია (The Intra-European Organisation of Tax Administrations - IOTA)
დაარსდა 1996 წელს, ვარშავაში. IOTA-ს სამდივნომ ფუნქციონირება დაიწყო 1997 წლის 1 მარტიდან, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 7 დამფუძნებელი წევრი ქვეყნის შესახებ (ბულგარეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, სლოვაკეთი). ამჟამად IOTA–ს სათაო ოფისი მდებარეობს ბუდაპეშტში (უნგრეთი). დღეის მდგომარეობით IOTA–ს ჰყავს 44 წევრი საგადასახადო ადმინისტრაცია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ორგანიზაციის წევრი გახდა 2004 წელს, ხოლო 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 წლებში საქართველო არჩეულ იქნა IOTA-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრად. 2021 წელს საქართველო არჩეულ იქნა ტექნიკური დახმარების მრჩეველთა ჯგუფის წევრად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი არჩეულ იქნა IOTA-ს შიდა აუდიტორად 2021-2022 წლებში.
IOTA წარმოადგენს საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მთავარ პლატფორმას.
2022 წელს IOTA-ს რიგით 26-ე გენერალური ასამბლეაზე საქართველომ საკუთარი კანდიდატურა წარუდგინა ასამბლეას საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის პრეზიდენტობის პოსტზე და გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, საქართველო ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი ქვეყანა პირველად გახდა.
ერთი წლის ვადით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის IOTA-ს პრეზიდენტად არჩევა საქართველოს მისცა შესაძლებლობა მკაფიოდ წარმოეჩინა, როგორც საკუთარი, ასევე რეგიონის სახელმწიფოების საგადასახადო ადმინისტრაციების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტული საკითხები.
საქართველომ, როგორც პრეზიდენტი ქვეყანა 2023 წლის 27-29 ივნისს თბილისში უმასპინძლა რიგით 27-ე გენერალურ ასამბლეას და შიდა-ევროპული ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგადასახადო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს. გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე საქართველო არჩეულ იქნა აღმასრულებელი საბჭოს წევრად.
საგადასახადო ადმინისტრაციების ფორუმი (The Forum on Tax Administration - FTA)
წარმოადგენს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ერთ-ერთი მნიშვნელოვან საგადასახადო პლატფორმას. FTA შეიქმნა 2002 წელს და აერთიანებს 53 ყველაზე განვითარებული ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციათა ფორუმს, მოიცავს დიდი ოცეულის (G20) ყველა ქვეყნის, ისევე როგორც OECD წევრი და რამდენიმე არაწევრი ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 2018 წლის დასაწყისიდან გახდა საგადასახადო ადმინისტრაციების ფორუმის (FTA) სრულუფლებიანი წევრი.
FTA-ის ხედვას წარმოადგენს, შექმნას ფორუმი, რომლის მეშვეობითაც, საგადასახადო ადმინისტრაციებს შეეძლებათ გამოავლინონ, განიხილონ და რეაგირება მოახდინონ გლობალური სახის ტენდენციებზე, ასევე განავითარონ ახალი იდეები, რომელიც გააძლიერებს საგადასახადო ადმინისტრირებას მთელ მსოფლიოში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმი (Global Forum on Transparency and Exchange of Information)
წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ბაზაზე არსებულ მსოფლიოში უდიდეს საგადასახადო პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც OECD-ის წევრი და არაწევრი სახელმწიფოები 2000 წლიდან მუშაობენ საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობასა და ინფორმაციის გაცვლის საკითხებზე.
2009 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, გლობალური ფორუმი წარმოადგენს საგადასახადო სფეროში გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო სტანდარტის იმპლემენტაციისათვის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას. იგი აერთიანებს მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს 2011 წლის 11 აპრილიდან.
საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტები გახლავთ:
მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტი (EOIR);ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის სტანდარტი (AEOI)დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (The International Monetary Fund - IMF )
ყოფა - გაცვლითი კურსებისა და საერთაშორისო გადასახადების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მიერ ტრანზაქციების განხორციელებას.
დღეისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდში გაწევრიანებულია 189 ქვეყანა. მისი წლიური ბიუჯეტი ტრენინგებისა და ტექნიკური დახმარებებისთვის შეადგენს 303 მილიონ აშშ დოლარს.
2017 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად დაიწყო სავალუტო ფონდის მიერ დაფინანსებული შემოსავლების მობილიზაციის ტექნიკური დახმარების სამწლიანი პროექტი, რომელიც ფინანსდება შემოსავლების მობილიზაციის სატრასტო ფონდიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ სამ წლიანი პროექტი წარმატებით დასრულდა, რაც თავის მხრივ ასახულ იქნა TADAT-ის შეფასებაშიც. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მომდევნო სამი წლის განმავლობაში თანამშრომლობის გაგრძელება, შემოსავლების სამსახურისთვის პრიორიტეტული მიმართულებებით, ესენია: ვალის მართვა, მსხვილი გადასახადის გადამხდელთა ოფისი, რისკების მართვა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
ხარისხის ცენტრი ფინანსებში (Center of Excellence in Finance - CEF)
დაარსდა 2001 წელს. CEF გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ცენტრალური ოფისი მდებარეობს სლოვენიაში ქ. ლუბლიანაში.
ორგანიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო ადმინისტრაციებისათვის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. CEF ცნობილია, როგორც რეგიონალური ინსტიტუტი/ცოდნის ჰაბი.
საერთაშორისო ორგანიზაცია CEF-ის ორგანიზებით ქ. ლუბლიანაში (სლოვენია) სისტემატიურად იმართება საგადასახადო თემატიკასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრები.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
შვედეთის საგადასახადო ადმინისტრაცია (Swedish Tax Agency)
შემოსავლების სამსახურსა და შვედეთის საგადასახადო ადმინისტრაციას შორის ორმხრივი ტექნიკური დახმარების ახალი პროექტის ინიცირებისათვის განისაზღვრა ოთხი პრიორიტეტული მიმართულება და შემუშავდა საპროექტო წინადადებები.
თანამშრომლობის ფარგლებში შვედეთის საგადასახადო ადმინისტრაცია შემოსავლების სამსახურს დახმარებას გაუწევს შემდეგი მიმართულებით: გადამხდელთა მომსახურება და განათლება; უწყებრივი რისკების მართვა; კანონშესაბამისობის რისკების მართვა და მონაცემთა საცავი. ტექნიკური დახმარების დაწყების სავარაუდო დრო არის მიმდინარე წლის დეკემბერი.