ვალის მართვის დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
დეპარტამენტის დებულება
გიორგი ოქროშიძე
g.okroshidze@rs.ge
(+995 32) 2 262 880
function tabChange(){
var i, tabcontent, tablinks;
tabcontent = document.getElementsByClassName("tabcontent");
for (i = 1; i < tabcontent.length; i++) {
tabcontent[i].style.display = "none";
}
}
window.onload=tabChange();
function tabClick(evt, tabnumber) {
var i, tabcontent, tablinks;
tabcontent = document.getElementsByClassName("tabcontent");
for (i = 0; i < tabcontent.length; i++) {
tabcontent[i].style.display = "none";
}
tablinks = document.getElementsByClassName("tablinks");
for (i = 0; i < tablinks.length; i++) {
tablinks[i].className = tablinks[i].className.replace(" active", "");
tablinks[i].style.background= "#F2F2F2";
tablinks[i].style.opacity= " 0.5";
}
document.getElementById(tabnumber).style.display = "block";
evt.currentTarget.className += " active";
evt.currentTarget.style.background="rgba(225, 228, 235, 0.45)";
evt.currentTarget.style.opacity="1";
}
დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი - ფინანსები და კრედიტის სპეციალობით. მას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის 31 წლიანი გამოცდილება. კერძოდ, 1995-2007 წლებში, მუშაობდა საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ჯერ ინსპექტორის, შემდგომ უფროსი ინსპექტორისა და მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2007-2009 წლებში, იყო გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა განყოფილების მთავარი ინსპექტორი. 2009-2010 წლებში, იგი შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 2010-2014 წლებში, მუშაობდა შემოსავლების სამსახურის იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს საგადასახადო შემოსავლების აღრიცხვისა და მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელად. 2014-2019 წლებში, ამავე უწყების, ანალიტიკური დეპარტამენტის საგადასახადო დავალიანების მართვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი. 2019-2026 წლებში, იკავებდა შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტისა და ვალის მართვის დეპარტამენტების უფროსის მოადგილის თანამდებობას. 2026 წლის 21 მაისს, დაინიშნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.
ვალის მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების დაგეგმვას;
ბ) გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე მონიტორინგს;
გ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებას;
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების გამოვლენას;
ე) ყადაღადადებული ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის განცხადების განხილვას და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;
ვ) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვას და შესაბამისი ინფორმაციის მომზადებას;
ზ) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადებას და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
თ) ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ი) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე სამსახურში შემოსული განცხადებების განხილვას, შესაბამისი წინადადებების მომზადებას და ხელშეკრულების გაფორმებას;
კ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებისას, მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ან/და სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებას საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით;
ლ) სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების საბაზრო ღირებულების დადგენას;
მ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადებას;
ნ) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან/ცრუმაგიერი პირების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენას და აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობას;
ო) გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას სამსახურის წარმომადგენლობა სასამართლოში.
პ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში სამსახურის წარმომადგენლობას;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევების გამოვლენას და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მომზადებას;
ტ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას;
უ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულებას.