საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

საბაჟო დეპარტამენტი

კიაზო ახალაია

k.akhalaia@rs.ge

(+995 32) 26 11 03

2004 წელს, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი. მას აქვს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. კერძოდ - 2006-2008 წლებში, მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ჯერ ინსპექტორის, შემდეგ მთავარი ინსპექტორისა და ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციებზე. 2008-2010 წლებში, იყო თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს აეროპორტის განყოფილების, ასევე ამავე რეგიონალური ცენტრის საბაჟო დამუშავების ოპერაციებისა და საბაჟო კონტროლის სამმართველოს ნაძალადევის განყოფილების და ფოთის რეგიონალური ცენტრის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს უფროსი. 2010-2012 წლებში ხემძღვანელობდა ბათუმის რეგიონული ცენტრის საბაჟო გამშვები პუნქტ ,,სარფს" და ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ,,დასავლეთის პორტალს - ,,სარფი". 2012-2019 წლებში იყო საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონების - „თბილისისა“ და „ბათუმის“ უფროსი. 2019 წლიდან 2026 წლის 16 სექტემბრამდე, იკავებდა საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას. 16.09.2026 წლიდან არის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
text