საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
დეპარტამენტის დებულება
ალექსანდრე
ლუაშვილი
a.luashvili@rs.ge
(+995 32) 2 262 139
function TabChange() {
var i, tabcontent, tablinks;
tabcontent = document.getElementsByClassName("tabcontent");
for (i = 1; i < tabcontent.length; i++) {
tabcontent[i].style.display = "none";
}
}
window.onload = TabChange();
function tabClick(evt, tabnumber) {
var i, tabcontent, tablinks;
tabcontent = document.getElementsByClassName("tabcontent");
for (i = 0; i < tabcontent.length; i++) {
tabcontent[i].style.display = "none";
}
tablinks = document.getElementsByClassName("tablinks");
for (i = 0; i < tablinks.length; i++) {
tablinks[i].className = tablinks[i].className.replace(" active", "");
tablinks[i].style.background = "#F2F2F2";
tablinks[i].style.opacity = " 0.5";
}
document.getElementById(tabnumber).style.display = "block";
evt.currentTarget.className += " active";
evt.currentTarget.style.background = "rgba(225, 228, 235, 0.45)";
evt.currentTarget.style.opacity = "1";
}
დამთავრებული აქვს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, ფლობს სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. აქვს საჯარო უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კერძოდ - 1996-2000 წლებში, მუშაობდა საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის სპეციალური ოპერატიული თანამშრომლის პოზიციაზე. 2003-2006 წლებში, იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიულ სამსახურში, აღმოსავლეთის სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი და ამავე უწყების ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი ინსპექტორი. 2007-2011 წლებში, იკავებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობას. 2011 წელს, მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, სამხედრო საპატრულო პოლიციის სამმართველოს, უზრუნველყოფის განყოფილების სერჟანტის თანამდებობაზე. 2013-2015 წლებში, იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი. 2015-2018 წლებში, ასრულებდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, გლდანი- ნაძალადევის რაიონის განყოფილების უფროსის მოვალეობას. 2018-2020 წლებში, იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის, ინსპექტირების, მონიტორინგისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოს, მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო 2020-2022 წლებში, ამავე უწყების, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარატმენტის, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი. 2022-2025 წლებში, იკავებდა შსს-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, საავიაციო უშიშროების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას. 2025-2026 წლებში, იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსი. 2026 წლის 21 მაისს, დაინიშნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის უფროსის თანამდებობაზე.
საგადასახადი მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია:
დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:ა) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას;
ა1) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას;
ბ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებას ქრონომეტრაჟით, საკონტროლო შესყიდვით, დათვალიერებით, ინვენტარიზაციით, საგადასახადო მონიტორინგით;
გ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლს ;
დ) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
ე) აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას;
ვ ) (ამოღებულია - 12.12.2017, №33408);
ზ ) (ამოღებულია - 12.12.2017, №33408);
თ) (ამოღებულია - 23.09.2013, №46844);
ი ) (ამოღებულია - 11.09.2014, №39727);
კ) (ამოღებულია - 11.09.2014, №39727);
ლ ) საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას;
ლ1) დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კონტროლის ღონისძიებებისა და გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკის წარმოებას;
მ) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
მ1) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
მ2) ,,გადასახადის გადამხდელებთან კომუნიკაციას შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღამდე და სავადო თარიღის შემდეგ;
მ3) ანალიზის შედეგად ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ რისკის შემცველად მიჩნეული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების მონაცემების დამუშავებას;
მ4) გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარაციების ჭრილში წარმოდგენილი ინფორმაციის ვალიდაციის პროცესის განხორციელება;
მ5) ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, ანალიზის შედეგად, რისკის შემცველად მიჩნეული საგადასხადო ვალდებულების განმსაზღვრელი საგადასახადო დოკუმენტების დამუშავებას, რომლებიც არ არის ასახული შესაბამის საგადასახადო დეკლარაციაში;
მ6) შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემთა ხარისხის, ასევე დამქირავებლის მიერ წარმოდგენილ დაქირავებულ პირთა რეესტრის კონტროლს;
მ7) სავარაუდო დარიცხვას „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად;
მ8) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანხების დარიცხვას/შემცირებას;
ნ) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
ო) (ამოღებულია - 20.03.2014, №16644);
ო1) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემას;
ო2) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ო3) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
ო4) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვას/ლუქის ახსნას;
ო5) მიკრობიზნესის და მცირე ბიზნესის, ასევე ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენას;
ო6) შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას;
ო7) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურებას;
ო8) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფას;
პ) (ამოღებულია - 20.03.2014, №16644);
ჟ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებების და მითითებების შესრულებას, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
11. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი, 11 და 12 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება, მოსთხოვოს მას პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება, აგრეთვე საქონლის დათვლა თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასად გენად და აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
12. (ამოღებულია – 11.07.2012, №11411).
დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სტანდარტებისა და პროცედურების, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიისა ან/და ანალიტიკური დეპარტამენტებისათვის წარდგენას.დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და სტრუქტურული ქვედანაყოფები, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საგადასახადო ან სხვა დავებთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადებას და შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის ან შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდებას.(ამოღებულია - 06.08.2020, №22933);დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.