საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A
მომსახურების დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
დეპარტამენტის დებულება

ლევან დგებუაძე

l.dgebuadze@rs.ge

(+995 32) 2 26 21 99

function TabChange(){

var i, tabcontent, tablinks;

tabcontent = document.getElementsByClassName("tabcontent");

for (i = 1; i < tabcontent.length; i++) {

tabcontent[i].style.display = "none";

}

}

window.onload=TabChange();

function tabClick(evt, tabnumber) {

var i, tabcontent, tablinks;

tabcontent = document.getElementsByClassName("tabcontent");

for (i = 0; i < tabcontent.length; i++) {

tabcontent[i].style.display = "none";

}

tablinks = document.getElementsByClassName("tablinks");

for (i = 0; i < tablinks.length; i++) {

tablinks[i].className = tablinks[i].className.replace(" active", "");

tablinks[i].style.background= "#F2F2F2";

tablinks[i].style.opacity= " 0.5";

}

document.getElementById(tabnumber).style.display = "block";

evt.currentTarget.className += " active";

evt.currentTarget.style.background="rgba(225, 228, 235, 0.45)";

evt.currentTarget.style.opacity="1";

}

ლევან დგებუაძე შემოსავლების სამსახურში მუშაობს 2007 წლიდან, იგი იკავებდა მომსახურების სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილების უფროსის, ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის განყოფილების უფროსის, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს, მომსახურების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობამდე. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრი და ამავე უნივერსისტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი.

მომსახურების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) აქციზური მარკების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების, ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების გაცემა;

ბ) აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა, ნებართვის გაუქმება. წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობის შეთანხმება. აზარტული და მომგებიანი თამაშობების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება. ლატარიის თამაშების შეთანხმება, მათში ცვლილების შეტანა. ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ყოველკვარტალური გადასახდელის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

​1) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვა/ლუქის ახსნა. აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლი. ლატარიის ორგანიზატორის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი;

გ) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭება და გაუქმება;

​1) საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის/სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭება და გაუქმება. იურიდიული პირისთვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭება და გაუქმება;

​2) იურიდიული პირისთვის სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა. სპეციალური სავაჭრო ზონების ერთიანი შიდასაუწყებო რეესტრის წარმოება;

​3) ფიზიკური პირისთვის მიკრო ბიზნესის სტატუსის, მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის და პირისთვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება და გაუქმება;

​4) დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების მინიჭება და გაუქმება. უფლებამოსილი გამყიდველის თაობაზე ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეტანა;

დ) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენასთან, ჩამორთმევასთან და გაუქმებასთან, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;

ე) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოება. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე შესაბამისი ცნობების გაცემა;

ვ) (ამოღებულია - 06.07.2012, №222);

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვა, გადასახადის გადამხდელთა მომსახურება, მონაცემთა დამუშავება, გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოება, გადასახადის გადამხდელთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღება და გაცემა;

​1) (ამოღებულია - 26.02.2020, №55);

​2) (ამოღებულია - 26.02.2020, №55);

​3) (ამოღებულია - 26.02.2020, №55) ;

თ) (ამოღებულია - 12.04. 2013, №106);

ი) დაინტერესებული პირისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, გადასახადის გადამხდელისთვის პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების გაწევა;

კ) საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

ლ) (ამოღებულია - 18.03.2014, №80);

მ) (ამოღებულია - 10.07.2012, №230);

ნ) (ამოღებულია - 23.08.2012, №353);

ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ჟ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

რ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

text