ანალიტიკური დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
დეპარტამენტის დებულება
მიხეილ ჩიკვილაძე
m.chikviladze@rs.ge
(+995 32) 2 26 11 06
function tabChange() {
var i, tabcontent, tablinks;
tabcontent = document.getElementsByClassName("tabcontent");
for (i = 1; i < tabcontent.length; i++) {
tabcontent[i].style.display = "none";
}
}
window.onload = tabChange();
function tabClick(evt, tabnumber) {
var i, tabcontent, tablinks;
tabcontent = document.getElementsByClassName("tabcontent");
for (i = 0; i < tabcontent.length; i++) {
tabcontent[i].style.display = "none";
}
tablinks = document.getElementsByClassName("tablinks");
for (i = 0; i < tablinks.length; i++) {
tablinks[i].className = tablinks[i].className.replace(" active", "");
tablinks[i].style.background = "#F2F2F2";
tablinks[i].style.opacity = " 0.5";
}
document.getElementById(tabnumber).style.display = "block";
evt.currentTarget.className += " active";
evt.currentTarget.style.background = "rgba(225, 228, 235, 0.45)";
evt.currentTarget.style.opacity = "1";
}
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიურ ხარისხს. პროფესიული საქმიანობა დაიწყო 2006 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში. წლების განმავლობაში ეკავა სხვადასხვა პოზიციები კერძოდ: სპეციალისტის (აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია), ინსპექტორის (აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია), უფროსი ინსპექტორის (თბილისის საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოს, მონაცემთა დამუშავების განყოფილება), მთავარი ინსპექტორის (თბილისის რეგიონული ცენტრის მონაცემთა დამუშავების და ანალიზის სამმართველო), განყოფილების უფროსის (მომსახურების დეპარტამენტის ინფორმაციის დამუშავების სამმართველოს, გადამხდელთა მოთხოვნებზე რეაგირების განყოფილება), სამმართველოს უფროსის (ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის სამმართველო) თანამდებობები. 2021 წლის ივლისიდან, იკავებდა შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას. ამავე პერიოდიდან ასრულებს მსხვილ გადამხდელთა ადმინისტრირების საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას. ირიცხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მოკლევადიანი ექსპერტების (STX) რიგებში. აღნიშნული სტატუსით მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების საერთაშორისო მისიებში და გადასახადების ადმინისტრირების შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა პროექტებში. 2026 წლის 1 ივნისიდან, იკავებს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.
ანალიტიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
ა1) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, საგადასახადო კონტროლთან, ვალის მართვასა და გადამხდელთა მომსახურებასთან დაკავშირებული საოპერაციო გეგმების შემუშავება და მათი შესრულების შედეგების ანალიზი;
ა2) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და ინიციირება;
ა3) გადამხდელთა კანონშესაბამისობის რისკის მართვის მოდელების ჩამოყალიბება, ჩამოყალიბებული მოდელების იმპლემენტირება საოპერაციო გეგმებში;“;
ბ) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
გ) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
დ) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
ე) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
ვ) მონაცემთა ანალიზისთვის მონაცემთა ბაზების დახვეწა;
ზ) ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელება და მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრება, მათი შედარებითი, კრებსითი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტებისათვის ინფორმაციის გადაცემა;
თ) საგადასახადო კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევა და ინფორმაციის შესაბამისი დეპარტამენტებისათვის გადაცემა;
ი) მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი და შედეგების შესახებ შესაბამისი დეპარტამენტებისათვის ინფორმაციის გადაცემა;
კ) საგადასახადო შემოწმებებისათვის რისკის კრიტერიუმების და პრინციპების განსაზღვრა, ავტომატიზებული რისკების მართვის სისტემის მუშაობაში მონაწილეობა, მონიტორინგი, ანალიზი და შედეგების შესახებ შესაბამისი დეპარტამენტებისათვის ინფორმაციის გადაცემა;
კ1) გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრასთან დაკავშირებით სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
ლ) საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომზადებული, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული რისკის პროფილების განხილვა შესაბამისი კონფიდენციალობის დაცვით და წინადადებებისა და რეკომენდაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომზადება;
მ) იმპორტის გადასახდელზე საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების შესრულების რისკის კრიტერიუმების განსაზღვრა და საბაჟო დეპარტამენტისათვის მიწოდება რისკის პროფილების შესაქმნელად;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებთან ინფორმაციის გადამოწმება და მიღებული მონაცემების ანალიზი შემდგომი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
ო) „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა;
პ) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
ჟ) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
რ) საბიუჯეტო შემოსულობების დამუშავება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის, აგრეთვე საბაჟო, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
ს) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევების გამოვლენა და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
უ1) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემა;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადება;
ქ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ღ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.