ფინანსური დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
დეპარტამენტის დებულება
გიორგი ყენია
Giorgi.kenia@rs.ge
(+995 32) 26 12 38
function tabChange(){
var i, tabcontent, tablinks;
tabcontent = document.getElementsByClassName("tabcontent");
for (i = 1; i < tabcontent.length; i++) {
tabcontent[i].style.display = "none";
}
}
window.onload=tabChange();
function tabClick(evt, tabnumber) {
var i, tabcontent, tablinks;
tabcontent = document.getElementsByClassName("tabcontent");
for (i = 0; i < tabcontent.length; i++) {
tabcontent[i].style.display = "none";
}
tablinks = document.getElementsByClassName("tablinks");
for (i = 0; i < tablinks.length; i++) {
tablinks[i].className = tablinks[i].className.replace(" active", "");
tablinks[i].style.background= "#F2F2F2";
tablinks[i].style.opacity= " 0.5";
}
document.getElementById(tabnumber).style.display = "block";
evt.currentTarget.className += " active";
evt.currentTarget.style.background="rgba(225, 228, 235, 0.45)";
evt.currentTarget.style.opacity="1";
}
დამთავრებული აქვს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი - ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით. 2014 - 2015 წლებში, მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში - უფროს კონსულტანტად. 2016-2026 წლებში, მას ეკავა, სსიპ - შემოსავლების სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, სამმართველოს უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის პოზიციები. 2026 წლის მარტიდან, იგი იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას, ხოლო 2026 წლის 3 ივნისიდან, დაინიშნა შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.
ფინანსური დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიური გეგმისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში სამსახურის ბიუჯეტის პროექტების შედგენა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, ასევე სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დამტკიცებული/დაზუსტებული ბიუჯეტის განწერის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, ასევე სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დამტკიცებულ ბიუჯეტში გეგმის ცვლილებების პროექტების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
დ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით, სამსახურის კომპეტენციას განკუთვნილი საკითხების/ინფორმაციის მომზადების ორგანიზება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
ე) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი სახსრების მართვა;
ე1) კომპეტენციის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების მიზნით პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ამ ღონისძიებათა განხორციელება;
ვ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
ზ) სამსახურის საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
თ) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადება;
ი) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
კ) სამსახურში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი;
ლ) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;
მ) სამსახურში საარქივო საქმიანობის წარმართვა;
მ1) სამსახურში საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი;
მ2) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების განკარგვა და მოვლა-პატრონობა;
ო) სამსახურის მიერ განსახორციელებელი კაპიტალური პროექტების ბიუჯეტების მომზადება, საჭიროებათა ანალიზი და ფინანსური დასაბუთება, ასევე კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ჟ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
რ) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.