საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი
ვახტანგ ლაშქარაძე
vato@rs.ge
(+995 32) 2 26 22 77
დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფიზიკის ფაკულტეტი, ასევე საბაჟო აკადემია - საბაჟო საქმის სპეციალობით. კარიერა დაიწყო 1989 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული სისტემების კათედრის ინჟინერ-პროგრამისტის პოზიციაზე. 1998 წელს მუშაობა გააგრძელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში, საბაჟო სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს, კომპიუტერული სისტემების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მოადგილის პოზიციაზე. შემდგომ, ის დაინიშნა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს უფროსად. 01.08.2008-08.04.2010 მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, ხოლო 08.04.2010-07.09.2010 იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე. 07.09.2010-25.02.2014 სსიპ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი. 2014 წლის 25 თებერვლიდან - 2019 წლის 6 თებერვლამდე იკავედა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. 2018 წლის 7 ნოემბრიდან - 2019 წლის 6 თებერვლამდე მას დაეკისრა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება. 2019 წლის 6 თებერვლიდან - 2019 წლის 21 ნოემბრამდე ის ხელმძღვანელობდა სსიპ შემოსავლების სამსახურს. შემდგომ წლებში მას სსიპ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის მრჩევლის პოზიცია ეკავა. 11.04.2023 დაინიშნა სსიპ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2025 წლის 23 ივლისიდან, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს სსიპ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსის თანამდებობაზე.