საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
არჩილ დარახველიძე
archil.darakhvelidze@rs.ge
(+995 32) 26 21 77
დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი ბიზნესისა და მართვის სპეციალობით. მინიჭებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. გავლილი აქვს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის სასწავლო კურსი. პროფესიული საქმიანობა დაიწყო 2013 წელს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში ასისტენტის თანამდებობაზე. 2014 წლის 2 აპრილიდან მუშაობა გააგრძელა აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აუდიტორის პოზიციაზე. 2016 წლის 5 იანვრიდან ეკავა უფროსი აუდიტორის თანამდებობა, ხოლო 2020 წლის 3 სექტემბრიდან — მთავარი აუდიტორის პოზიცია. 2021 წლის 14 ივნისიდან 2025 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით იკავებდა საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას. 2025 წლის 7 აგვისტოდან 22 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა სსიპ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე. 2025 წლის 23 ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს.