D-ტერმინი
გამყიდველი ვალდებულია თავის თავზე აიღოს ყველა ხარჯი და რისკი, რაც აუცილებელია საქონლის დანიშნულების ადგილზე მისატანად.
DAT (Delivered at Terminal) მიწოდება დანიშნულების ტერმინალში, ან პორტშიმიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით, ასევე შესაძლებელია მულტიგადაზიდვაც.
გამყიდველი იხდის ყველა ხარჯს (გარდა საიმპორტო საბაჟო ხარჯებისა) და თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს, საქონლის დანიშნულების ადგილზე გადმოტვირთვამდე.
მყიდველი თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს და იხდის ყველა ხარჯს საქონლის დანიშნულების ადგილზე მიტანის შემდეგ.
DAP ( Delivered at Place) მიწოდება დანიშნულების ადგილასმიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით, ასევე შესაძლებელია მულტიგადაზიდვაც.
გამყიდველი იხდის ყველა ხარჯს (გარდა საიმპორტო საბაჟო ხარჯებისა) და თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს, საქონლის დანიშნულების ტერმინალში გადმოტვირთვის ჩათვლით.
მყიდველი თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს და იხდის ყველა ხარჯს საქონლის დანიშნულების ტერმინალში გადმოტვირთვის შემდეგ.
DDP (Delivered Duty Paid) მიწოდება იმპორტის გადასახდელების გადახდით (მითითებულ დანიშნულების ადგილზე)მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით, ასევე შესაძლებელია მულტიგადაზიდვაც.
გამყიდველი იხდის ყველა ხარჯს და თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების ყოველგვარ რისკს საქონლის მყიდველის შენობა-ნაგებობაში მისატანად, საქონელს აწოდებს მყიდველს მის შენობა-ნაგებობაში.
მყიდველი არ იღებს თავის თავზე არანაირ ხარჯს და რისკს.
C-ტერმინი
საერთაშორისო გადაზიდვის ხარჯებს გამყიდველი იხდის, იგი მოვალეა საქონელი მიაწოდოს მყიდველს ან მისგან დასახელებულ ექსპედიტორს.
CFR (cost and freight) ღირებულება და ფრახტი (დანიშნულების მითითებულ პორტში)მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტით.
გამყიდველი იხდის საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებისა და შიდა ტრანსპორტირების ხარჯებს, აგრეთვე დასახელებულ პორტში საქონლის მისატანად აუცილებლ ფრახტს, მაგრამ არ იღებს თავის თავზე საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს.
მყიდველი თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს ჩატვირთვისას, საქონლის მიერ გემის ბორტის გადაკვეთის მომენტიდან და იხდის გემიდან საქონლის გადმოტვირთვის, აგრეთვე გადმოტვირთვის შემდეგ წარმოშობილ ყველა ხარჯს;
CIF (cost, insurance, freight) -ღირებულება, დაზღვევა, ფრახტი (დანიშნულების მითითებულ პორტში)მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტით.
გამყიდველს, იმპორტიორი ქვეყნის დანიშნულების მითითებულ პორტში ჩააქვს საქონელი და იხდის საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებისა და შიდა ტრანსპორტირების ხარჯებს, აგრეთვე დასახელებულ პორტში საქონლის მისატანად აუცილებლ ფრახტს, აგრეთვე საქონლის დასაზღვევად საჭირო ხარჯს, მაგრამ არ იღებს თავის თავზე საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს .
მყიდველი თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს ჩატვირთვისას, საქონლის მიერ გემის ბორტის გადაკვეთის მომენტიდან და იხდის გემიდან საქონლის გადმოტვირთვის, აგრეთვე გადმოტვირთვის შემდეგ წარმოშობილ ყველა ხარჯს.
CPT (carriage paid to ...) ფრახტი გადახდილია (მითითებულ დანიშნულების ადგილამდე) მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით, ასევე შესაძლებელია მულტიგადაზიდვაც.
გამყიდველი იხდის საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებისა და შიდა ტრანსპორტირების ხარჯებს, აგრეთვე დასახელებულ ადგილამდე საქონლის მისატანად აუცილებელ ხარჯებს, მაგრამ არ იღებს თავის თავზე საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს.
მყიდველი თავის თავზე იღებს საქონლის მისატანად აუცილებელ ხარჯებს და რისკს მას შემდეგ, რაც საქონელი მიეწოდება მის მიერ დასახელებულ პირველ გადამზიდავს.
CIP (carriage and insurance paid to ...)- ფრახტი და დაზღვევა გადახდილია (მითითებულ დანიშნულების ადგილამდე)მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით, ასევე შესაძლებელია მულტიგადაზიდვაც.
გამყიდველი იხდის საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებისა და შიდა ტრანსპორტირების, დასახელებულ ადგილმდე საქონლის მისატანად აუცილებელ ხარჯებს, აგრეთვე საქონლის დასაზღვევად საჭირო ხარჯს, მაგრამ არ იღებს თავის თავზე საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს.
მყიდველი თავის თავზე იღებს საქონლის მისატანად აუცილებელ ხარჯებს და რისკს მას შემდეგ, რაც საქონელი მიეწოდება მის მიერ დასახელებულ პირველ გადამზიდავს.
F-ტერმინი
საერთაშორისო გადაზიდვის ხარჯებს გამყიდველი არ იხდის, გამყიდველი მოვალეა საქონელი მიაწოდოს მყიდველის ან მისგან დასახელებულ ექსპედიტორს.
FCA (free carrier)- ფრანკო გადამზიდველი (მითითებულ ადგილზე)მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით, ასევე შესაძლებელია მულტიგადაზიდვაც.
ამ პირობების თანახმად გამყიდველი მითითებულ ადგილზე ექსპორტიორ ქვეყანაში, დასახელებულ სატრანსპორტო საშუალებასთან აწოდებს საქონელს მყიდველს ყოველგვარი საექსპორტო დოკუმენტაციით, ამასთან:
თუ საქონლის გადაცემის დასახელებული ადგილი გამყიდველის შენობა-ნაგებობაა, გამყიდველი პასუხისმგებელია საქონლის დატვირთვის რისკსა და ხარჯებზე;სხვა შემთხვევაში გამყიდველი პასუხისმგებელია საქონლის დატვირთვის, ასევე შიდა გადაზიდვის რისკსა და ხარჯებზე, მაგრამ არ არის პასუხისმგებელი გადმოტვირთვის რისკსა და ხარჯებზე.მყიდველი იხდის ტრანსპორტირების ყველა ხარჯს და თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს, გამყდველის შენობა-ნაგებობიდან საქონლის გადამზიდველის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთის შემდეგ, ან გამყიდველის მიერ საქონლის დასახელებულ ადგილამდე მიტანის შემდეგ.
FAS (free alongside ship)- ფრანკო გემის ბორტთან (ჩატვირთვა მითითებულ პორტში)ამ ტერმინს ხშირად იყენებენ მძიმე ან ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირებისას. მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტით.
გამყიდველს საქონელი მიაქვს ექსპორტიორ ქვეყანაში დასახელებულ პორტში და ათავსებს მას გემის ბორტთან. იგი პასუხისმგებელია საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადების, დატვირთვა გადმოტვირთვის, ასევე შიდა ტრანსპორტირების რისკსა და ხარჯებზე საქონლის გემამდე მიტანამდე.
მყიდველი იხდის ტრანსპორტირების ყველა ხარჯს და თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს, საქონლის გემთან მიტანის შემდეგ.
FOB (free on board) -ფრანკო გემის ბორტზე (ჩატვირთვა მითითებულ პორტში)მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტით.
გამყიდველს საქონელი მიაქვს დასახელებულ ადგილზე, ექსპორტიორ ქვეყანაში და ტვირთავს მას გემზე. იგი პასუხისმგებელია საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადების, დატვირთვა გადმოტვირთვის, ასევე შიდა ტრანსპორტირების რისკსა და ხარჯებზე საქონლის მიერ გემის ბორტის გადაკვეთამდე, ხოლო მყიდველს, გარდა იმისა რომ უწევს საქონლის ტრანსპორტირების ყველა ხარჯის გადახდა, იგი თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს ჩატვირთვისას, საქონლის მიერ გემის ბორტის გადაკვეთის მომენტიდან.
E- ტერმინი
E-ტერმინი ნიშნავს გამყიდველის მიერ თავისავე საწყობში მყიდველისთვის ტვირთის გადაცემას. მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით, ასევე შესაძლებელია მულტიგადაზიდვაც.
EXW (ex works) ქარხნიდან -ამ ტერმინით განისაზღვრება მყიდველის მაქსიმალური, ხოლო გამყიდველის მინიმალური პასუხისმგებლობა. მართალია გამყიდველი ვალდებულია დაეხმაროს მყიდველს საექსპორტო დოკუმენტების მომზადებაში, თუმცა მყიდვლს უწევს ყველა ხარჯისა და რისკის გაწევა საქონლის დანიშნულების პუნქტამდე ტრანსპორტირებისთვის.
საერთაშორისო სავაჭრო ტერმინები - Incoterms (International Commercial Terms)
საერთაშორისო სავაჭრო ტერმინები-ინკოტერმსი შემუშავებულია საერთშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ 1936 წელს. ინკოტერმსი არის კომერციული ტერმინებისა და წესების ერთიანი სისტემა. მისი საშუალებით საქონლის მყიდველსა და გამყიდველს შორის გადანაწილებულია ვალდებულებები, ტრანსპორტირების პირობები, ხარჯები,რისკები და სხვა ურთიერთსავალდებულო საკითხები.
INCOTERMS 2010