გადამხდელმა რომელსაც აქვს ავტორიზაცია (მომხმარებლის სახელი და პაროლი), საჩივარი უნდა წარდგენოს ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან
ყურადღება! თქვენ შეგიძლიათ სისტემაში შეხვიდეთ „სატესტო მომხმარებლით“ და დაათვალიეროთ ელექტრონული საჩივრის ფორმა. რეალური საჩივრის წარსადგენად კი აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია თქვენი მომხმარებლით
მნიშვნელოვანია გადამხდელმა გასაჩივრებული დოკუმენტების გრაფაში სწორად მიუთითოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების რეკვიზიტები (ნომერი, თარიღი). რეკვიზიტების სწორად მითითების შემთხვევაში, სადავო თანხები აისახება დროებითი აღრიცხვის (არაღიარებულ) ბარათზე და გადამხდელის მიმართ სადავო თანხებზე საგადასახადო დავის პერიოდში საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები დავის დასრულებამდე არ გავრცელდება.
ელექტრონული საჩივრის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში საჩივრის წარდგენა შესაძლებელია მატერიალური ფორმით კანცელარიაში საჩივრის უშუალოდ ჩაბარების გზით ან/და ფოსტის მეშვეობით
შენიშვნა დავების განხილვის ორგანოს გადაწყვეტილება გადამხდელს გაეგზავნება ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე. იმ შემთხვევაში თუ არ გააჩნია ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი გადაწყვეტილებას მიიღებს ფოსტის მეშვეობით ან პირადად ჩაიბარებს კანცელარიაში