ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ასევე შესაძლებელია, საბაჟო სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდაღვევის საქმეზე მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებების გასაჩივრება :
„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითარი (რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი);საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ სახდელის დადებას დაქვემდებარებული ადმინისტრაციული სამართალდაღვევის გამოვლენისას შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საჩივრდება მხარისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში − წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის შემოსავლების სამსახურში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) წარდგენის გზით; აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).შენიშვნა გასაჩივრების 10-დღიანი ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა).
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამო საჩივარს განიხილავს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) მათი შესვლიდან 30 დღის ვადაში.
საჩივრის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უცვლელად დატოვებისა და საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი დადგენილების ასლი 7 დღის ვადაში გაეგზავნება პირს, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) გაუქმება საქმის შეწყვეტით გამოიწვევს გადახდევინებული ფულადი თანხების, სასყიდლით ჩამორთმეული ან კონფისკაციაქმნილი საგნების დაბრუნებას, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას. თუ საგნის დაბრუნება შეუძლებელია, ანაზღაურდება მათი ღირებულება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
გასაჩივრების გავლენა საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების მოქმედებაზე
საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობას ან მისი აღსრულება შესაბამის პირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს და საბაჟო ორგანომ/დავის განმხილველმა ორგანომ მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერა ამ გადაწყვეტილების აღსრულება.გასაჩივრებული გადაწყვეტილება წარმოშობს იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის გადახდის ვალდებულებას. ასეთი გადაწყვეტილება შეჩერებულად მიიჩნევა დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე, მხოლოდ იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის გადახდის ნაწილში.იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, რომელიც წარმოშობს იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის გადახდის ვალდებულებას, საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებები (ყადაღა დაადოს პირის ქონებას ან/და საბანკო ანგარიშებს).
დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში ;სასამართლოში.მომჩივანს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.
დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია:
დააკმაყოფილოს საჩივარი;ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი;არ დააკმაყოფილოს საჩივარი; განუხილველად დატოვოს საჩივარი;მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული შინაარსების გაერთიანებით;მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს საჩივრის განხილვა.დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება, მისი გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში, ძალაში შედის მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 21-ე დღეს.
ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საჩივრის განხილვის ვადა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს 20 დღის ვადაში.
საჩივრის განხილვის ვადა შესაძლებელია შეჩერდეს:
არა უმეტეს 45 დღით, დავის განმხილველი ორგანო ინიციატივით ან მხარის მოტივირებული შუამდგომლობით დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოსაპოვებლად;არა უმეტეს 30 დღით, დავების განხილვის საბჭოს სხდომის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრის გადაწყვეტილებით.
საჩივრის განხილვაზე უარის თქმა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ:
მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე;მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს;საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;არ არსებობს საბაჟო დავის საგანი;გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში;არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს;მომჩივანი გარდაიცვალა;გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში;მომჩივნის მოძიება შეუძლებელია;საჩივარი ანონიმურია;გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
საჩივრის წარმოებაში მიღება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ პროცედურულ მოთხოვნებს:
საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საკონტაქტო მონაცემები;საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი;საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);საჩივრის ან მისთვის დართული დოკუმენტების გვერდები დაუნომრავია;საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტაცია არ იკითხება;საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე;საჩივარი ხელმოუწერელია.საჩივარი წარმომადგენლის მიერ არის წარდგენილი და მას არ ერთვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, მომჩივნის მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში გააგრძელოს ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა.
დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია ხარვეზის არსებობის მიუხედავად მიიღოს საჩივარი წარმოებაში, თუ იგი არსებითად არ უშლის ხელს საჩივრის განხილვას.
საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შემოსავლების სამსახურში
თუ პირი არ ეთანხმება საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, საგადასახადო მოთხოვნა ან/და საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება), უფლება აქვს, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს შემოსავლების სამსახურში:
მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;მისი ჩაბარებიდან 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მხოლოდ ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:დავის ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით;შენიშვნა ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. საჩივარი დავის განმხილველ ორგანოს წარედგინება წერილობით ან ელექტრონულად
საბაჟო დავა
საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განმხილველი ორგანოები არიან:
შემოსავლების სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით.
მომჩივანს უფლება აქვს, თავისი ინტერესები დაიცვას პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით და ასევე, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს სასამართლოს.
დავის პერიოდში საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა ჩერდება.