სასაქონლო პარტიათა ნაკრები არის ერთი გადამზიდველის მიერ ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული რამდენიმე სასაქონლო პარტია.
სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი არის პირი, რომელიც ორგანიზებას უწევს რამდენიმე მიმღების მისამართით გამოგზავნილი საქონლის დახარისხებას ექსპორტის ქვეყანაში, ახორციელებს საქონლის შეფუთვას და საქონლის შეფუთვაზე (ყუთზე, კონტეინერზე) შტრიხ-კოდის დატანას. შტრიხ-კოდი შეიცავს ინფორმაციას საქონლის მფლობელის, წონის და შეფუთვის თარიღის შესახებ. ასევე გადამზიდველი ახდენს სასაქონლო პარტიათა ნაკრების ტრანსპორტირებას და საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის განხორციელებას. სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდავი ახორციელებს პირის (საქონლის მიმღების) წარმომადგენლობას.
სასაქონლო პარტიათა ნაკრები შესაძლებელია შემოტანილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე როგორც სახმელეთო და საზღვაო ასევე საჰაერო გზით.
სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი არის პირი, რომელიც ორგანიზებას უწევს რამდენიმე მიმღების მისამართით გამოგზავნილი საქონლის დახარისხებას ექსპორტის ქვეყანაში, ახორციელებს საქონლის შეფუთვას და საქონლის შეფუთვაზე (ყუთზე, კონტეინერზე) შტრიხ-კოდის დატანას. შტრიხ-კოდი შეიცავს ინფორმაციას საქონლის მფლობელის, წონის და შეფუთვის თარიღის შესახებ. ასევე გადამზიდველი ახდენს სასაქონლო პარტიათა ნაკრების ტრანსპორტირებას და საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის განხორციელებას. სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდავი ახორციელებს პირის (საქონლის მიმღების) წარმომადგენლობას.
სასაქონლო პარტიათა ნაკრები შესაძლებელია შემოტანილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე როგორც სახმელეთო და საზღვაო ასევე საჰაერო გზით. გადამზიდველი, სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებულ საქონელზე, გაფორმების დროს წარადგენს, სასაქონლო პარტიათა ნაკრების ტრანსპორტირების ღირებულების დოკუმენტს .
სასაქონლო პარტიათა ნაკრებში შემავალ თითოეულ სასაქონლო პარტიაზე საქონლის საბაჟო დეკლარაციას ავსებს საბაჟო ორგანო ან სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდავი საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაციის საფუძველზე.
შენიშვნა საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია არის - სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში, იმპორტიორის მიერ ნასყიდობის დოკუმენტის საფუძველზე შედგენილი და დამოწმებული საბაჟო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
გადამზიდველის მიერ საბაჟო დეკლარაციების შევსება ხორციელდება ტვირთის საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში დეკლარაციები იბეჭდება საბაჟო ორგანოში. საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია ივსება სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაზიდული საქონლის დეკლარანტის (იმპორტიორის) მიერ ნასყიდობის დოკუმენტების საფუძველზე. საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაციის სისწორეს ტვირთის მიმღები ადასტურებს ხელმოწერით. დეკლარაციის შევსებისას თანმხლები დოკუმენტები იტვირთება ელექტრონულად და თან ერთვის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციას.
სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების ორგანოდ განესაზღვრება საბაჟო ორგანო ან გადამზიდველის საბაჟო საწყობი. აღნიშნული ავტომობილის კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდეგ, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამოწმებს, გამოცხადების ვადის და ტვირთის დეკლარირების თარიღს, ასევე მოწმდება სასაქონლო პარტიათა ნაკრების წონა დეკლარირებულ საქონელთან მიმართებაში. ყოველივე ამის შემდეგ ხორციელდება საბაჟო ორგანოს საქონლის გაფორმების სამმართველოს თანამშრომლის მიერ დეკლარაციებისათვის დერეფნის განსაზღვრა ელექტრონული პროგრამა eCustoms-ის საშუალებით.
დეკლარაციას შესაძლებელია მიენიჭოს წითელი, ყვითელი, მწვანე ან ლურჯი დერეფანი. დეკლარაციებისათვის ფერის განსაზღვრის მინიჭების შემდეგ სასაქონლო პარტიათა გადამზიდველი, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით, ხსნის ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ტვირთს ახარისხებს დერეფნების შესაბამისად.
საბაჟოს უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება საბაჟო პროცედურები / კონტროლი რისკის დერეფნის ფერის შესაბამისად.