საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ინტერნეტ შესყიდვა

საფოსტო გადამზიდავი ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების)წარმომადგენლობას და უზრუნველყოფს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის შენახვა/დაცულობას.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საფოსტო გზავნილების გადაადგილებაზე კონტროლი და ზოგადი დეკლარირება  ხორციელდება  გზავნილის მიმღების მიერ წარდგენილი ღირებულების დამასატურებელი დოკუმენტაციის   ან ელექტორნული ფორმით გაცხადებული ღირებულების შესაბამისად, საფოსტო გადამზიდველის მიერ შევსებული საფოსტო გზავნილების დეკლარაციით ან საფოსტო გზავნილების ნუსხით.

ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილის შემთხვევაში , საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემების საფუძველზე, საფოსტო გადამზიდავი ავსებს:

  • საფოსტო გზავნილების დეკლარაციას – საფოსტო გზავნილებზე, რომლითაც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც არ იბეგრება/ გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია);
  • ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, იმპორტის გადასახდელით დაბეგვრას ან/და აკრძალვებსა და შეზღუდვებს დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №4-ს .
  • საფოსტო გადამზიდავის მიერ საფოსტო გზავნილების დეკლარაცია, რომელსაც თან ერთვის „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციები“, და ნუსხა №4,  რეგისტრირდება „Oracle“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებ-საიტის  საშუალებით,  საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო ამობეჭდილი და გადამზიდავის მიერ დამოწმებული ეგზემპლარი წარედგინება საბაჟო ორგანოს.

    ნუსხა №4 წარმოადგენს საქონლის ზოგადი დეკლარირების, საფოსტო გზავნილის გადამზიდავის საწყობამდე გადადგილებისა და დროებით შენახვის დოკუმენტს, რომლითაც წარდგენილ საქონელზე გადამზიდავი ვალდებულია:

  • უზრუნველყოს საქონლის დროებით შენახვა საბაჟო საწყობში ან თავის საწყობში, რომელსაც მინიჭებული უნდა ჰქონდეს საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილის კოდი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული კლასიფიკატორის შესაბამისად და უნდა უზრუნველყოფდეს საქონლის დაცულობას;
  • ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს მიმღების ვინაობის დადგენა, საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის  შევსება, რეგისტრაცია და საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა (რაც დასტურდება აღნიშნული დეკლარაციის ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნება (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით);
  • ხელმოწერილი საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 (რომელსაც თან ერთვის „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციები“) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი, არა უგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.
  • იმ შემთხვევაში, თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება 3 სამუშაო დღის ვადაში ვერ ხორციელდება, საფოსტო გადამზიდავი ვალდებულია, ამავე ვადაში წარადგინოს ზოგადი დეკლარირების დადგენილ ვადაში განუხორციელებელი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილების ნუსხა №5 ,რის შემდგომაც ზოგადი დეკლარირების ვადა იზრდება 5 სამუშაო დღით.

    საფოსტო გადამზიდველს უფლება აქვს:

  • განახორციელოს საფოსტო გზავნილების დეკლარაციაში ან/და ნუსხა №4-ში ცვლილების შეტანა საბაჟო ორგანოს მიერ მისი დამუშავების (შემოწმება, შეფასება) დაწყებამდე;
  • იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის თანმხლებ დოკუმენტებში საქონლის ღირებულება მითითებულია უცხოურ ვალუტაში და საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის რეგისტრაციის დღისათვის შეიცვალა ლარის კურსი იმდენად, რომ საქონლის ღირებულება არ აღემატება დაუბეგრავ რაოდენობას,  შეიტანოს ცვლილება საფოსტო გზავნილების დეკლარაციაში და ნუსხა №4-ში.
  • შენიშვნა თუ ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა გადამზიდავის მიერ საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება, აგრეთვე აკრძალვებსა და შეზღუდვებს დაქვემდებარებულ საქონელზე შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენა, საფოსტო გზავნილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, გადამზიდავის წერილობითი განცხადების საფუძველზე გადაეცემა საბაჟო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.


    საფოსტო გზავნილი

    საფოსტო გადამზიდავი ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას და უზრუნველყოფს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის შენახვა/დაცულობას.

    საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საფოსტო გზავნილების გადაადგილებაზე კონტროლი და ზოგადი დეკლარირება  ხორციელდება  გზავნილის მიმღების მიერ წარდგენილი ღირებულების დამასატურებელი დოკუმენტაციის   ან ელექტორნული ფორმით გაცხადებული ღირებულების შესაბამისად, საფოსტო გადამზიდავის მიერ შევსებული საფოსტო გზავნილების ნუსხით:

  • დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1;
  • დეკლარირებას დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №2 ;
  • დაუდგენელი ღირებულების საფოსტო გზავნილების ნუსხა №3 .
  • საფოსტო გადამზიდავის მიერ საფოსტო გზავნილების ნუსხები რეგისტრირდება „Oracle“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგსაიტის (rs.ge) საშუალებით,  საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო ამობეჭდილი და გადამზიდავის მიერ დამოწმებული ეგზემპლარი წარედგინება საბაჟო ორგანოს.

    საფოსტო გადამზიდავი ვალდებულია ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს მიმღების ვინაობის დადგენა, საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის  შევსება, რეგისტრაცია და საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა (რაც დასტურდება აღნიშნული დეკლარაციის ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნება (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით).

    ხელმოწერილი საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4 თანხმლებ დოკუმენტებთან ერთად, ან გამომგზავნთან დაბრუნებული საფოტო გზავნილის დამადასტურებელი დოკუმენტი, წარედგინება საბაჟო ორგანოს არა უგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა.

    გაითვალისწინეთ საფოსტო გზავნილით აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან და თამბაქოს შემოტანის შემთხვევაში საფოსტო გადამზიდავი ვალდებული 10 კალენდარული დღის განმავლობაში გააფრთხილოს ამანათის მიმღები სავალდებული დეკლარირების შესახებ.

    შენიშვნა თუ ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა გადამზიდავის მიერ საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება, აგრეთვე აკრძალვებსა და შეზღუდვებს დაქვემდებარებულ საქონელზე შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება და დეკლარირების განხორციელება, საფოსტო გზავნილი, ზემოაღნიშნული ვადების ამოწურვიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, გადამზიდავის წერილობითი განცხადების საფუძველზე გადაეცემა საბაჟო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.


    საფოსტო გზავნილების გადაზიდვა

    აფოსტო გზავნილების გადამზიდველმა  საფოსტო გზავნილების ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის მიზნით  ინტერნეტ პორტალზე დაშვებისათვის  უნდა  მიმართოს შემოსავლების სამსახურს ელექტრონულად

    მომსახურების გაწევისათვის საფასური შეადგენს:

  • 1 სამუშაო დღე - 200ლარი                                                                                                  
  • 3 სამუშაო დღე - 150ლარი                                                                                                  
  • მომსახურების გაწევის საფასურის გადახდა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე. საფასურის გადახდა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად, განცხადების გაგზავნის შემდეგ.

    ანგარიშის რეკვიზიტები:

  • სსიპ "შემოსავლების სამსახური"-ს მიმღები ბანკი-სახელმწიფო ხაზინა
  • ბანკის კოდი TRESGE22
  • სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ანგარიში/სახაზინო კოდი - 707017021

  • text