საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

სახიფათო ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა

სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვა რეგულირდება  ტექნიკური რეგლამენტით- „სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“  შესაბამისად.

აღნიშნული რეგლამენტი შემუშავებულია „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ჟენევა 1957 წლის 30 სექტემბერი), „საგზაო მოძრაობის შესახებ“  საქართველოს კანონის და სხვა სამართლებლივი აქტების შესაბამისად და სრულ შესაბამისობაშია სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ გაეროს წესებთან და ADR-ის დებულებების მოთხოვნებთან.

შენიშვნა რეგლამენტი განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის პირობებს , გამონაკლის შემთხვევებს  როდესაც „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ “ ევროპული შეთანხმების (ADR) დებულებები არ გამოიყენება , სახიფათო ტვირთის გადამზიდავ სატრანპორტო საშუალებების კონსტრუქციასთან და მათ აღჭურვილობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს , განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალებების დაშვებასთან და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მომზადებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს , განსაზღვრული სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობის გაცემის პირობებს, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის მონაწილეთა უფლებებს , ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას .

სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისას , საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ამოწმებს შემდეგი დოკუმენტების  შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით , გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი წესებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან:

  • განსაზღვრული სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას , აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, გაცემული განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დაშვების მოწმობა, ყოველ სატრანსპორტო ერთეულზე. ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში , საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელებისას - ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი , რომელიც შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით ან /და ADR-ით განსაზღვრულ მონაცემებს ;
  • შენიშვნა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაცემული მოწმობა ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე, მზადდება სტანდარტულ A4 ფორმატის თეთრი ფერის ქაღალდზე , დიაგონალზე ვარდისფერი ზოლით. დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე გაიცემა მხოლოდ EX/II, EX/III, FL და AT და MEMUს ტიპის სატრანსპორტო საშუალებებებზე .

  • ADR-ის მოწმობა მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ , ხოლო ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი , რომელიც შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით , გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი წესებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ADRის მოწმობისთვის განსაზღვრულ მონაცემებს ;
  • სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადებითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინსპექტირების ანგარიში );
  • შესაბამისი ლიცენზია /ნებართვა , ან ლიცენზიის /ნებართვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული დოკუმენტი , ან უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული , შესაბამისი ლიცენზია /ნებართვა , რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით და მინიჭებული აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი , როგორიც აქვს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას /ნებართვას .
  • გაითვალისწინეთ მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამამრთალდარღვევათა კოდექსით   გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

    განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ :

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებული მოძრაობის მარშრუტით ;
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ტვირთის გადაზიდვის თარიღის (თვე და რიცხვი ) შესახებ წერილობითი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე ;
  •  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ -დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ) ჯგუფის , სპეციალური აღჭურვილობისა (ხმამაღლა მოლაპარაკე , სანათი და ხმოვანი სიგნალები ) და სპეციალური შეფერილობის ავტოსატრანსპორტო საშუალების თანხლებით .
  • გამონაკლისი შემთხვევები  (შეგიძლიათ ასევე იხილოთ  ADR-ის 1.1.3 პუნქტი. ) როდესაც სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვების დროს ADR-ის დებულებები არ გამოიყენება:

      სატრანსპორტო ოპერაციის მახასიათებლებთან დაკავშირებული გამონაკლისები;

  • აირების გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები;
  • თხევადი საწვავის გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები ;
  • ერთი სატრანსპორტო ერთეულით გადატანილ ოდენობებთან დაკავშირებული გამონაკლისები:
  • შეზღუდულ ოდენობებად შეფუთულ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული გამონაკლისები;
  • გამოთავისუფლებულ ოდენობებად შეფუთულ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული გამონაკლისები;
  • ცარიელ, გაუწმენდავ ტარასთან დაკავშირებული გამონაკლისები;
  • ელექტროენერგიის აკუმულატორებისა და გამომუშავების სისტემების გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები;
  • გამონაკლისები იმ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებებში ან კონტეინერებში გაგრილებისა ან კონდიცირების ნიზნით;
  • სახიფათო ტვირთების შემცველი ნათურების გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები
  • სპეციალური დებულებები კონკრეტული სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით , რომლებიც ADR-ის 3.3 თავის ზოგიერთი სპეციალური დებულებებით ნაწილობრივ ან სრულად თავისუფლდებიან ADR-ის მოთხოვნებისგან , აღნიშნული გამონაკლისი მოქმედებს იმ შემთხვევაში , თუ ADR-ის 3.2 თავის A ცხრილის მე -6 სვეტში , შესაბამისი სახიფათო ტვირთების გრაფაში მითითებულია სპეციალური დებულება;

  • ADR-ის შესაბამისად , სახიფათო ტვირთები საშიშროების ტიპის , ასევე მათი ფიზიკური , ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების მიხედვით , იყოფა შემდეგ კლასებად და ქვეკლასებად:

    კლასი 1

    -

    ფეთქებადი ნივთიერებები და ნაკეთობები ;

    ქვეკლასი 1.1

    -

    ნივთიერებები და ნაკეთობები , რომელთაც ახასიათებთ მასიური აფეთქების საშიშროება (მასიური აფეთქება ნიშნავს აფეთქებას , რომელიც პრაქტიკულად მყისიერად ვრცელდება თითქმის მთელ ტვირთზე );

    ქვეკლასი 1.2

    -

    ნივთიერებები და ნაკეთობები , რომელთაც ახასიათებთ გაფანტვის საშიშროება , მაგრამ არა მასიური აფეთქების საშიშროება ;

    ქვეკლასი 1.3

    -

    ნივთიერებები და ნაკეთობები , რომელთაც ახასიათებთ ხანძრის გაჩენის , აგრეთვე უმნიშვნელო აფეთქების ან უმნიშვნელო გაფანტვის საშიშროება , და /ან ორივე ერთად , თუმცა არა მასიური აფეთქების საშიშროება :

    ა ) რომლებიც წვის დროს გამოყოფენ სხივისებური სითბოს მნიშვნელოვან რაოდენობას , ან ;

    ბ ) რომლებსაც , თანმიმდევრულად წვისას , ახასიათებთ უმნიშვნელო აფეთქების ან გაფანტვის ეფექტები ან ორივე მათგანი ;

    ქვეკლასი 1.4

    -

    ნივთიერებები და ნაკეთობები , რომლებიც წარმოადგენენ აფეთქების მხოლოდ უმნიშვნელო საფრთხეს გადაზიდვების დროს აალების ან ინიცირების შემთხვევაში . აღნიშნული ეფექტები ძირითადად თავს იჩენს შეფუთვის შიგნით და ამ შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ზომისა თუ მოცულობის ნატეხების გავრცელება . გარეგანმა ხანძარმა არ უნდა გამოიწვიოს შეფუთვის თითქმის მთლიანი შიგთავსის პრაქტიკულად მყისიერი აფეთქება ;

    ქვეკლასი 1.5

    -

    ძალიან დაბალი მგრძნობელობის ნივთიერებები , რომელთაც ახასიათებთ მასიური აფეთქების საშიშროება , თუმცა აღენიშნებათ იმდენად დაბალი მგრძნობელობა , რომ არსებობს მათი ინიცირების ან წვიდან დეტონაციის მდგომარეობაში გადასვლის ძალიან მცირე ალბათობა გადაზიდვების ნორმალურ პირობებში . მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად , ისინი არ უნდა აფეთქდნენ მათი გამოცდისას ხანძრის მიმართ მედეგობაზე ;

    ქვეკლასი 1.6

    -

    უკიდურესად დაბალი მგრძნობელობის ნაკეთობები , რომელთაც არ აღენიშნებათ მასიური აფეთქების საშიშროება . აღნიშნული ნაკეთობები შეიცავს ძირითადად უკიდურესად არამგრძნობიარე ნივთიერებებს და ავლენს აფეთქების ინიცირებისა თუ გავრცელების უმნიშვნელო ალბათობას .

    კლასი 2

    -

    აირები ;

    კლასი 3

    -

    ადვილაალებადი სითხეები ;

    კლასი 4.1 

    -

    ადვილაალებადი მყარი ნივთიერებები , თვითრეაქტიული ნივთიერებები და მყარი დესენსიბილიზებული ფეთქებადი ნივთიერებები ;

    კლასი 4.2

    -

    თვითაალების გამომწვევი ნივთიერებები ;

    კლასი 4.3

    -

    ნივთიერებები , რომლებიც წყალთან შეხებისას გამოყოფენ ადვილაალებად აირებს ;

    კლასი 5.1

    -

    მჟანგავი ნივთიერებები ;

    კლასი 5.2

    -

    ორგანული პეროქსიდები ;

    კლასი 6.1

    -

    ტოქსიკური ნივთიერებები ;

    კლასი 6.2

    -

    ინფექციური ნივთიერებები ;

    კლასი 7

    -

    რადიოაქტიური მასალები ;

    კლასი 8

    -

    კოროზიული ნივთიერებები ;

    კლასი 9

    -

    სხვა სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები .

    განსაკუთრებით სახიფათო ტვირთები  კი არის  სახიფათო ტვირთები , რომლებსაც მიკუთვნებული აქვთ პირველი ან მეშვიდე კლასი.

    სახიფათო ტვირთი აღინიშნება გაეროს მიერ მინიჭებული ოთხციფრა კოდით (UN Number), „სახიფათო ტვირთების გადაზიდვის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტიპური წესების შესაბამისად (ST/SG/AC.10/1/Rev.18 (vol.1)).


    სახიფათო ტვირთი

    არის ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც საერთაშორისო ნორმებით, საშიშროების ტიპის მიხედვით 9 კლასადაა კლასიფიცირებული და რომელთა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ “ ევროპული შეთანხმების (ADR)  შესაბამისად აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით.


    text