ნებართვას გასცემს
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ელექტრონულად ან მატერიალური სახით წარდგენილი განცხადების საფუძველზე.
ავტობუსით მგზავრთა საერთაშორისო არარეგულარული გადაყვანის ნებართვა
ქვეყნებს შორის ან მათი ტერიტორიის გავლით საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო არარეგულარული გადაყვანა საბერძნეთის, ბულგარეთის, თურქეთის (ტრანზიტულად გავლა), რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანის, ლიტუვას, ლატვიის, ესტონეთის, მოლდოვას, ბელარუსის და უკრაინის რესპუბლიკებთან ხორციელდება აღნიშნული ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრული კვოტის ფარგლებში გაცვლილი ნებართვების თანხლებით, რომელიც ძალაშია ერთი რეისის (იქით-აქეთ) შესასრულებლად.
ერთჯერადი ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
განცხადება;კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის -სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი, ფიზიკური პირისათვის _ იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთის ასლი, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლი;ავტობუსის (ავტობუსების) ფლობის დამადასტურებელილ დოკუმენტი/ების ასლები;ავტობუსების გზისთვის ვარგისიანობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასლები);შესაბამისი კატეგორიის მძღოლის/ების მართვის მოწმობის/ების ასლი/ები;ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) 1995 წლის 7-8 ივნისის ჟენევის 95/2 რეზოლუციით განსაზღვრული საკონტროლო დოკუმენტი (მგზავრების სია).მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი,რომელიც თითოეულ ქვეყანაზე ერთჯერად 70ლარს შეადგენს.გაითვალისწიეთ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
სხვა ხელშემკვრელ ქვეყნებთან ან ECMT კონვენცის წევრ ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, მგზავრთა ორმხრივი არარეგულარული (დახურული კარით) გადაყვანა ხორციელდება ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის 1995 წლის 7-8 ივნისის #95/2 რეზოლუციით „International Passenger transport by Buses and Coach“ განსაზღვრული საკონტროლო დოკუმენტის (მგზავრების სია) თანხლებით, მგზავრის აყვანის ან ჩამოსმის გარეშე.
ავტობუსით მგზავრთა საერთაშორისო რეგულარული გადაყვანის ნებართვა
ქვეყნებს შორის ან მათი ტერიტორიის გავლით სართაშორისო საავტომობილო სამგზავრო რეგულარული გადაყვანა ხორციელდება ნებართვისა და თანმხლები დოკუმენტაციის (მოძრაობის განრიგი, ტარიფი და სამარშრუტო სქემა) საფუძველზე. ნებართვას გასცემენ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შემდეგი ვადით:
რუსეთის ფედერაციასთან 5 წლიანი;საბერძნეთისა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან 3 წლიანი;დანარჩენ ქვეყნებთან კი (თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი) ყოველწლიური.მრავალჯერადი ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
განცხადება;ხელშემკვრელ ქვეყანაში რეგისტრირებულ პარტნიორ გადამზიდველთან შეთანხმებული:მარშრუტზე ავტობუსების მიმოსვლის განრიგი, სიხშირისა და მიმოსვლის პერიოდულობის გათვალისწინებით;ტარიფები;მარშრუტის სქემა, გაჩერებებისა და სასაზღვრო გადასასვლელების გათვალისწინებით.მარშრუტზე დაგეგმილი რეისების შესასრულებლად საჭირო რაოდენობის ავტობუსის (ავტობუსების) ფლობის საბუთის/ების ასლები;ავტობუსები გზისთვის ვარგისიანობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასლები);საჭირო რაოდენობის შესაბამისი კატეგორიის მძღოლის/ების მართვის მოწმობის/ების ასლი/ები;ხელშეკრულების ასლი (ასლები) რეგისტრაციის ქვეყანაში არსებულ იმ სამგზავრო ავტოსადგურთან(ავტოსადგურებთან), სადაც გადამზიდველი განახორციელებს მგზავრების ავტობუსში ჩასხდომას და გადმოსხდომას. ნებართვის მოქმედები პერიოდის განმავლობაში მომსახურების საფასური შეადგენს:
საქართველოს საზღვრიდან 100 კმ-მდე სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 400 ლარს;საქართველოს საზღვრიდან 100-დან 1000 კმ-მდე სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 2 000 ლარს;საქართველოს საზღვრიდან 1000 კმ-ზე მეტი სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 3 000 ლარს.
მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანა
სართაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა ქვეყნებს შორის ან მათი ტერიტორიის გავლით შესაძლებელია განხორციელდეს რეგულარული ან არარეგულარული რეჟიმით, შესაბამისი ნებართვის თანხლებით: