გზათსარგებლობის საფასური არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გადაიხდება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული (გარდა სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის მიზნით გადაადგილებულისა) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) ტვირთის გადაზიდვისათვის დადგენილია გზათსარგებლობის საფასური, ერთ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 350 ლარის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული (გარდა სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის მიზნით გადაადგილებულისა) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) ტვირთის გადაზიდვისას, სეს ესნ-ის 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები) ან 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა)) სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია (გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც პირი თავისუფლდება გზათსარგებლობის საფასურის გადახდისაგან):
უზრუნველყოს გზათსარგებლობის საფასურის გადახდა;გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს:ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას – საბაჟო გამშვებ პუნქტში;საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საზღვაო გზით გასატანი ტვირთის:საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო კონტროლის ზონაში გადმოტვირთვისას – შესაბამის საბაჟო საწყობში;საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე გადმოტვირთვისას – შესაბამის საბაჟო გამშვებ პუნქტში;საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საჰაერო გზით გასატანი ტვირთის:საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავედ განლაგებული საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გადმოტვირთვისას – შესაბამის საბაჟო საწყობში;საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ან მის მომიჯნავედ განლაგებული საბაჟო კონტროლის ზონის (გარდა საბაჟო საწყობისა) ტერიტორიაზე გადმოტვირთვისას – შესაბამის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში.გზათსარგებლობის საფასურის გადახდა შესაძლებელია:
საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებში, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ა(ა)იპ – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პუნქტებში ან საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოგასამართ სადგურებში/კომპლექსებში იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილია გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესახებ ელექტრონული ინფორმაციის სსიპ – შემოსავლების სამსახურში მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენა, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ფორმით;გზათსარგებლობის საფასურის ბარათის ნებისმიერ იმ პირთან (მათ შორის, ზემოაღნიშნულ პირებთან) შეძენით, რომელსაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ სარეალიზაციოდ აქვს გადაცემული გზათსარგებლობის საფასურის ბარათები;საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ უზრუნველყოფილია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალების) შესახებ ელექტრონული ინფორმაციის სსიპ – შემოსავლების სამსახურში მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენა, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ფორმით.გზათსარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი მარშრუტით, საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით.
გაითვალისწინეთ:
– დაუშვებელია გზათსარგებლობის საფასურის გადახდის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული (გარდა სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის მიზნით გადაადგილებულისა) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) გასატანი ტვირთის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა.
- საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული (გარდა სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის მიზნით გადაადგილებულისა) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში გადმოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენის შემდეგ.
გზათსარგებლობის საფასური გადაიხდევინება 302003277 სახაზინო კოდზე.