ავტორიზაციის გაუქმება
ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტორიზაცია შეიძლება გაუქმდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალება ავტორიზაციით განსაზღვრულ ერთ გზობას (სვლა ერთი მიმართულებით და უკუმიმართულებით) არ დაასრულებს და სხვა სახის გადაზიდვას განახორციელებს შესაბამისი ნებართვით.
მაგალითად სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება „ორმხრივი“ ავტორიზაციით განსაზღვრული გადაზიდვის განხორციელებისას, შეიცვლის გადაზიდვის სახეს და ამისთვის გამოიყენებს სხვა შესაბამის ნებართვას.(გარდა მრავალჯერადი ნებართვისა, ავტორიზაციისა და CEMT-ისა)
სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ავტორიზაცია და მისის სახეები
საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა კვოტის ფარგლებში:
ერთჯერადი
ერთჯერადი : ორმხრივი ან ტრანზიტული გადაზიდვა, მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვა;
ერთჯერადი ორმხრივი ან ტრანზიტული ავტორიზაციით („მესამე ქვეყნის“ უჯრა გადახაზულია სტამბურად):
ორმხრივიორმხრივი გადაზიდვის შემთხვევაში (გადაზიდვის სახე განისაზღვრება გადაზიდვის დაწყების წინ) - შესაძლებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნიდან, დატვირთული ან ცარიელი სვლა საქართველოში და საქართველოდან დატვირთული ან ცარიელი სვლა რეგისტრაციის ქვეყნის მიმართულებით (გადმოტვირთვა/დატვირთვის უფლებით).
დაუშვებელია ამავე ავტორიზაციით - „ტრანზიტული“ და „მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან“ გადაადგილება.
ტრანზიტულიტრანზიტული გადაზიდვის შემთხვევაში (გადაზიდვის სახე განისაზღვრება გადაზიდვის დაწყების წინ) - შესაძლებელია დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საქართველოს ტერიტორიაზე „ორი ტრანზიტული გადაზიდვის შესრულება“ ერთი მიმართულებით და უკუმიმართულებით, გადმოტვირთვა/დატვირთვის უფლების გარეშე. დაუშვებელია ამავე ავტორიზაციით - „ორმხრივი“ და „მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან“ გადაადგილება.
მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვის ავტორიზაციით („ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვის“ უჯრები გადახაზულია სტამბურად) - შესაძლებელია დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაადგილდეს მესამე ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით და საქართველოდან მესამე ქვეყნის მიმართულებით (გადმოტვირთვა/დატვირთვის) უფლებით. დაუშვებელია ამავე ავტორიზაციით - „ორმხრივი“ და „ტრანზიტული“ გადაადგილება.
მრავალჯერადი უნივერსალური
მრავალჯერადი ორმხრივი ან ტრანზიტული გადაზიდვა - რეგისტრირებული ავტოსატრანპორტო საშუალებით;
მრავალჯერადი უნივერსალური (უკრაინა და რუსეთი)ავტორიზაციით გადაზიდვის შემთხვევაში - შესაძლებელია მრავალჯერადად ორმხრივი ან/და ტრანზიტული გადაზიდვების განხორციელება ნებართვის მოქმედების ვადის ფარგლებში. დაუშვებელია ამავე ავტორიზაციით - მესამე ქვეყანა/ქვეყნიდან გადაადგილება
ერთჯერადი უნივერსალური
ერთჯერადი უნივერსალური (ორმხრივი ან ტრანზიტული ან მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან) გადაზიდვა - ბელარუსში (BY) რეგისტრირებული ავტოსატრანპორტო საშუალებით;
ერთჯერადი უნივერსალური ბელარუსის (BY) ავტორიზაციით გადაზიდვის შემთხვევაში - შესაძლებელია ცარიელი ან დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებით განხორციელდეს მხოლოდ ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი გადაზიდვა:
ტრანზიტიორმხრივიმესამე ქვეყანა/ქვეყნიდან ერთჯერადი უნივერსალური (ორმხრივი, ტრანზიტული, მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან) გადაზიდვა - უკრაინაში (UA) და მოლდოვაში (MD) რეგისტრირებული ავტოსატრანპორტო საშუალებით;
ერთჯერადი უნივერსალური (უკრაინის (UA) და მოლდოვას (MD)) ავტორიზაციით გადაზიდვის შემთხვევაში - შესაძლებელია მხოლოდ ერთერთი ქვემოთ მოყვანილი გადაზიდვის შესრულება:
ტრანზიტიორმხრივიმესამე ქვეყანა/ქვეყნიდან მესამე ქვეყანა- საქართველო- ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყანა.ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყანა - საქართველო- მესამე ქვეყანა.ერთჯერადი დაუტვირთავი შესვალა დატვირთული გამოსვლა(თურქეთი)-ავტორიზაცის საშუალებით შესაძლებელია ხელშემკვრელ ქვეყნის ტერიტორიაზე ცარიელი შესვა და დატვირთული გამოსვლა.
შენიშვნა გადაზიდვის სახე განისაზღვრება გადაზიდვის დაწყების წინ!
სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ავტორიზაციის წარდგენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი:
ერთიან ელექტრონულ სისტემაში ნებართვის ნომრის შეყვანისას, სისტემაში ინტეგრირებული „პარტნიორ ქვეყნებთან გასაცვლელი საავტომობილო-სატვირთო გადაზიდვების განსახორციელებლად განკუთვნილი მიმდინარე წლის ავტორიზაციის ბლანკების რაოდენობრივი ნუსხიდან“, სისტემას გამოაქვს ინფორმაცია აღნიშნული ნომრით გაცემული ნებართვის შესახებ (მაგ. რომელ ქვეყანასთან არის გაცვლილი ამ ნომრით ფორმა, რა ტიპის გადაზიდვის უფლებას აძლევს ეს ნებართვა), ამოწმებს ავტორიზაციის და თანმხლები დოკუმენტების ურთიერთ შესაბამისობას, რის შემდგომ უფლებამოსილი თანამშრომელი ავსებს შესაბამის ველებს, აკეთებს აღნიშვნას და შევსებულ ფორმას ინახავს სისტემაში .
ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
განცხადება;ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში;შესაბამისი კატეგორიის მძღოლის მართვის მოწმობის ასლი;5.მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტიმომსახურების საფასური
მომსახურების ვადის ყოველ კალეენდალურ თვეზე- 70 ლარი
საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა (კვოტის ზემოთ)
საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზემოთ) უცხო ქვეყნის გადამზიდველს აძლევს უფლებას, ერთჯერადად განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლებით. აღნიშნულ ნებართვა გაიცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტ მიერ,
შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე
განცხადება; (განაცხადის წარდგენა ხორციელდება მატერიალური და ელექტრონული სახით )მართვის მოწმობის ასლი;ა/ს რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი.სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტიმომსახურების საფასური
500 ლარი( სახელმწიფო ბიუჯეტის მოსაკრებელი 322003093)
20 ლარი დაჩქარებული მომსახურების საფასური(სახაზინო კოდი 707217057) დაუჩქარებელი უფასოა
საბაჟო კონტროლი
მებაჟე ოფიცერი ერთიან ელექტრონულ სისტემაში ამოწმებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ნებართვას, ამოწმებს ნებართვის შევსების სიზუსტეს, თანმხლებ დოკუმენტებთან ურთიერთ შესაბამისობას და აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. სატრანსპორტო საშუალების მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ, ახდენს აღნიშნული ნებართვის განაშთვას- „დადასტურებას.“
გაითვალისწინეთ, ტვირთების ყოველი საერთაშორისო გადაზიდვისათვის გამოყენებული უნდა იყოს ცალკეული ავტორიზაცია.
BSEC- და TRACECA ნებართვები
BSEC და TRACECA ნებართვები -არის მრავალმხრივი ნებართვა, რომელიც გაიცემა წევრ სახელმწიფოში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მიზნით. ნებართვა აძლევს უფლებას გადამზიდველს განახორციელოს ორმხრივი (საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტვირთვა/დატვირთვა ან დატვირთვა) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ან ტრანზიტული (საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლების გარეშე).
BSEC, TRACECA ნებართვა უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტზე და მოთხოვნისთანავე წარედგინოს შესაბამისი კომპეტენტური მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს.
BSEC, TRACECA ნებართვების მოქმედების ვადა განისაზღვრება ერთი კალენდარული წლით (1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით). თუმცა თუ კვოტის ფარგლებში გაცემული ნებართვები დარჩენილია და არ მომხდარა მისი ბოლომდე გახარჯვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მომდევნო კალენდარული წლის 31 იანვრამდე.
BSEC და TRACECA წარდგენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი:
ამოწმებს ნებართვის და სერტიფიკატების შევსების სიზუსტეს და ურთიერთ შესაბამისობას.საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ნებართვის შესაბამის გრაფაში (შემოსვლა/გასვლა) აფიქსირებს თარიღს და ადასტურებს მას პირად ნომრიანი ბეჭდით.
ECMT ნებართვა და ECMT სერტიფიკატები
ECMT - ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია - სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია, დაარსებული 1953 წელს, რომლის წევრიც არის საქართველო 2000 წლის 1 ივნისიდან.
შენიშვნა ECMT სამდივნო უგზავნის კვოტირებულ ნებართვებს მის წევრ ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებს (ჩვენს შემთხვევაში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს) იგი აღნიშნულ ნებართებს უნაწილებენ მათ ქვეყანაში დარეგისტრირებულ გადამზიდავ კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ECMT-დაწესებულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს.
ნებართვის გამოყენების პირობები:
ECMT ნებართვა- გამოყენებულ უნდა იქნას თითოეულ ჯერზე მხოლოდ ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ, კომპანიის კუთვნილი ავტომობილების მონაცვლეობით. ECMT ნებართვა- უნდა ახლდეს სატრანსპორტო საშუალებას დატვირთვისა და გადმოტვირთვის პუნქტებს შორის, დატვირთული რეისის, ან ცარიელი გარბენის შესრულებისას.ავტოსატრანსპორტო კომპანიამ, მიღებული ECMT ნებართვა შესაძლებელია გამოიყენოს იჯარით ან ლიზინგით (მძღოლის გარეშე) მის სრულ მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. იჯარის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება უნდა იმყოფებოდეს მხოლოდ ექსპლუატაციაში მყოფი კომპანიის სრულ მფლობელობაში და ექსპლუატაციას უნდა უწევდეს მხოლოდ მისი პერსონალი. ამ შემთხვევაში, მოცემული სატრანსპორტო საშუალების ბორტზე უნდა არსებობდეს შემდეგი დოკუმენტები:იჯარის ან ლიზინგის ხელშეკრულება, რომელიც უნდა შეიცავდეს მეიჯარის დასახელებას, ხელშეკრულების დადების თარიღს, მოქმედების ვადას და სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერს (VIN);შრომითი ხელშეკრულება მძღოლთან, რომელშიც უნდა მიეთითოს მეიჯარის და მძღოლის სახელი და გვარი, ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა ან გადახდის ბოლო ქვითარი. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნას ექვივალენტური დოკუმენტები, თუ იგი გაცემულია წევრი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ.ECMT ნებართვის საფუძველზე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისას, ნებართვასთან ერთად მძღოლმა უნდა იქონიოს:
აღრიცხვის წიგნაკი;ECMT სერტიფიკატი (სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის ECMT-ს ტექნიკურ უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატი);ავტოსატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან/და ქირავნობის ან ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;შესაბამისი კვალიფიკაციის მართვის მოწმობა;ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა.ნებართვა სავალდებულოა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
მეპატრონის გვარი ან სატრანსპორტო კომპანიის დასახელება და მისამართი;ნებართვის გამცემი ორგანოს ხელმოწერა და ბეჭედი;ნებართვის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.ECMT სერტიფიკატები:
სატვირთო ავტომობილის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი – ღია მწვანე A4 ფორმატის ქაღალდზე, ბეჭდით ფურცლის ორივე გვერდზე;მისაბმელის ECMT-ს ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი – ღია ყვითელ A4 ფორმატის ქაღალდზე;სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ECMT-ს ტესტის სერტიფიკატი – სტანდარტულ თეთრ A4 ფორმატის ქაღალდზე.აღრიცხვის წიგნაკი
მოკლევადიანი ნებართვის შემთხვევაში 5 ფურცლიანი;გრძელვადიანი ნებართვის შემთხვევაში 52 ფურცლიანი.აღრიცხვის წიგნაკი შევსებული უნდა იქნეს ნებართვის მფლობელის სახელზე და მისი გადაცემა სხვა პირზე აკრძალულია;
აღრიცხვის წიგნაკს ენიჭება ნებართვის ნომერი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ქვენომერი (თუ პირველი წიგნაკი მთლიანად შევსებულია და გაიცემა ახალი აღრიცხვის წიგნაკი;
ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
განცხადება;კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი, ფიზიკური პირისათვის _ იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთის ასლი, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლი. ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ების ასლები;ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასლები);სატვირთო ავტომობილების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების შესატყვისობის სერტიფიკატის ასლები. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.ECMT-ს წარდგენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი:
ამოწმებს ნებართვისა და ECMT-ს სერტიფიკატების შევსების სიზუსტესა და ურთიერთშესაბამისობას;ამოწმებს აღრიცხვის წიგნაკში დაფიქსირებულ მონაცემებს (მოძრაობის ამსახველი გრაფები); არკვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების კუთვნილებას (იჯარა, ლიზინგი და ა.შ.) და მძღოლის კავშირს ECMT-ს ნებართვის მფლობელ კომპანიასთან;მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, პირად ნომრიანი ბეჭდით ადასტურებს აღრიცხვის წიგნაკის გრაფაში შეტანილ იმ ინფორმაციას, რომელიც ასახავს მოცემულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადაადგილებას (როგორც ქვეყანაში შემოსვლისას, ასევე ქვეყნიდან გასვლისას). მოქმედების ვადის მიხედვით არსებობს ორი სახის ECMT ნებართვა:
ერთწლიანი (მწვანე ფერის);მოკლევადიანი (30 დღიანი, ყვითელი ფერის).ნებართვის საფასური
იმ ქვეყნებში, რომლებისთვისაც არ არის დაწესებული კვოტების შეზღუდვები ერთი თვის 70 ლარი;იმ ქვეყანაში, რომლისთვისაც დაწესებულია კვოტების შეზღუდვა ერთი თვის 35 ლარი.
ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა
საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას, (ცარიელი ან დატვირთული) საბაჟო გამშვები პუნქტის და საბაჟო გაფორმების ადგილებში უფლებამოსილ პირს (შემდგომში უფლებამოსილი პირი) სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარედგინება:
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებული საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის ნებართვა (ECMT , BSEC, TRACECA);ან სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ავტორიზაცია, რომელსაც გასცემს მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტური ორგანო; ან საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა (კვოტის ზემოთ).გადამზიდველის მიერ ნებართვების წარმოუდგენლობა
ზოგადი დეკლარირების ვადაში, გადამზიდველის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებული საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის ნებართვის/ავტორიზაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი დადგენილი ფორმით აცნობებს გადამზიდველს, რომ გადამზიდველს ეძლევა დამატებით სამ სამუშაო დღე აღნიშნული დოკუმენტების წარდგენისათვის ან უკან დაბრუნებისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში გადამზიდავმა არ წარმოადგინა ნებართვა/ავტორიზაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნდების მიზნით უფლებამოსილი პირი ატარებს სათანადო ღონისძიებებს.
შენიშვნა აღნიშნულ შემთხვევაში, შესაძლებელია მისაბმელის შემდგომი გადაზიდვა განხორციელდეს საქართველოში რეგისტრირებული ან ნებართვის მქონე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სხვა გამწევის მეშვეობით.
საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა არ ესაჭიროება შემდეგი სახის გადაზიდვებს (თუ ორმხრივი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული):
ტვირთების გადაზიდვა ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა ტვირთთან ერთად დასაშვები მაქსიმალური წონა, მისაბმელების ჩათვლით არ აღემატება 3,5 ტონას;ფრენის მარშრუტის შეცვლის შემთხვევაში, აეროპორტიდან ან აეროპორტის დანიშნულებით ტვირთების არარეგულარული გადაზიდვა; დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაზიდვა და სარემონტო ავტომობილების გადაადგილება; სხვა ქვეყანაში მწყობრიდან გამოსული ავტომობილების ჩასანაცვლებლად ცარიელი ავტომობილების გადაადგილება და მწყობრიდან გამოსული ავტომობილების რემონტის შემდგომი უკუგადაადგილება;შინაური ცხოველების გადაზიდვა, სპეციალური ან შინაური ცხოველების გადასაზიდად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც წევრი ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ აღიარებულია ამ მიზნებისათვის; საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისათვის სათადარიგო ნაწილებისა და სურსათის გადაზიდვა; ექსტრემალურ შემთხვევებში, სამედიცინო ტვირთისა და მოწყობილობების გადაზიდვა, კერძოდ სტიქიური უბედურებებისა და ჰუმანიტარული მიზნებისთვის;გამოფენებისა და ბაზრობებისათვის განკუთვნილი ნაკეთობებისა და ხელოვნების ნიმუშების არაკომერციული მიზნებით გადაზიდვა;არაკომერციული მიზნებით ნივთების, რეკვიზიტებისა და ცხოველების ორმხრივი გადაზიდვა თეატრალური, მუსიკალური, სპორტული ან საცირკო წარმოდგენებისათვის, ბაზრობებისა და ზეიმისათვის, ასევე რადიოგადაცემის ჩასაწერად ან ფილმებისა და ტელეგადაცემების საწარმოებლად;საქონლის გადაზიდვა საკუთარი ხარჯებით; მიცვალებულისა და ნეშთის გადაზიდვა; კომუნალური მომსახურების სახით ფოსტის გადაზიდვა ახლად შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების ცარიელი გადაადგილება საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.რეგისტრაციიდან მოხსნილი და საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება საქართველოს საბაჟო საზღვარზე.
ECMT-ს წესების თანახმად საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა არ ესაჭიროება რეგისტრაციიდან მოხსნილ და საკუთრებაში არსებულ იმ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბოლოო დანიშნულების ადგილამდე გადაადგილებას, რომლის ტრანსპორტირება ხორციელდება ცარიელ მდგომარეობაში, ან როდესაც გადამზიდავი გადაადგილებს თავის საკუთარ ტვირთს (საკუთარი ხარჯით).
აკრძალულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე რეგისტრაციიდან მოხსნილი და საკუთრებაში არსებული იმ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, რომლებიც ახორციელებენ საქონლის კომერციულ გადაზიდვას.
შენიშვნა აღნიშნულ შემთხვევაში ხორციელდება:
სატრანსპორტო საშუალების ტვირთით უკან დაბრუნება, ანდატვირთული მისაბმელის შემდგომი გადაზიდვა საქართველოში რეგისტრირებული ან ნებართვის მქონე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სხვა გამწევის მეშვეობით, ანშემდგომი გადაზიდვის მიზნით ტვირთის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში.