როგორ შევინარჩუნოთ ავტორიზაცია
სტატუსის მფლობელი იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ ფლობს სტატუსს, უნდა აკმაყოფილებდეს სტატუსის მინიჭებისათვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს. სტატუსის მფლობელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს აცნობოს ისეთი ცვლილებების განხორციელების განზრახვისას, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სტატუსის შენარჩუნებაზე. ძირითადად, ასეთი შეტყობინების აუცილებლობა დგება ორგანიზაციული, პერსონალის, სისტემების ან პროცედურების ცვლილებების შემთხვევაში. თუ სტატუსის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, შესაძლოა მას შეუჩერდეს ან/და გაუუქმდეს სტატუსი, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში (გარდა სტატუსის მფლობელის მოთხოვნისა), განმეორებით წარდგენილი განაცხადი სტატუსის მოპოვების თაობაზე, არ განიხილება სტატუსის გაუქმებიდან 3 წლის განმავლობაში.
მომზადება სტატუსის მისაღებად
იმისათვის, რომ სტატუსის მაძიებელმა უკეთ გააანალიზოს ავტორიზაციის მოსაპოვებლად საჭირო პირობები, ავტორიზაციის მოსაპოვებლად განცხადების გაკეთებამდე მას შეუძლია გაეცნოს თვითშეფასების კითხვარს და მის განმარტებებს აღნიშნული კითხვარი დაეხმარება მას უკეთ შეაფასოს საკუთარი საქმიანობა და გააანალიზოს, რამდენად არის მზად სტატუსის მოსაპოვებლად. კითხვარმა შესაძლოა მისცეს მინიშნებები, თუ სად საჭიროებს მისი საქმიანობის პროცესები განვითარებას.
სტატუსის მოპოვების მიზნით განაცხადისა და თვითშეფასების კითხვარის წარდგენისას, სტატუსის მაძიებელი მზად უნდა იყოს დაადასტუროს თავისი საქმიანობის პროცესებისა და პროცედურების შესაბამისობა, როგორც თვითშეფასების კითხვარში ასახულ ინფორმაციასთან, ასევე ავტორიზაციის მისაღებად საჭირო კრიტერიუმებთან. ამავდროულად, სტატუსის მაძიებელი უნდა დარწმუნდეს, რომ იგი და მისი პერსონალი მზად არიან შემოწმების ჯგუფის მისაღებად.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლი მზად არის, პირს სტატუსის მისაღებად მომზადების თუ სტატუსის მიღების შემდგომ ეტაპებზე გაუწიოს კონსულტაცია.
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ლოგო
ლოგოს ძირითადი ნაწილი გამოსახულია ერთმანეთთან შერწყმული და დაკავშირებული ლათინური ანბანის ასოებით - „AEO“, რომელიც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ლათინური დასახელების („AUTHORISED ECONOMIC OPERATOR“) აბრევიატურას წარმოადგენს. პირველ ლათინურ ასოსთან „A“ ჩართულია სიმბოლოები: ერთი ჰორიზონტალური ხაზი და სამი დახრილი ჯვარი, რომლებიც ერთობლიობაში მოაზრებულია, როგორც საქართველოს სახელმწიფო დროშის გამომსახველი სიმბოლო. სიმბოლოები შესრულებულია წითელი ფერით (ფერის კოდები: RGB 255-0-0; CMYK 0-100-100-0; Pantone 485C; Web №FF0000), რომელიც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერს. სიმბოლოებს ქვევით დაყვება ტექსტი შესრულებული ქართულ და ინგლისურ ენაზე: „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი. საქართველო“; „AUTHORISED ECONOMIC OPERATOR. GEORGIA“ (ტექსტის შესრულების შრიფტი: Quicksand).
შემოსავლების სამსახური ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ლოგოს გამოყენების უფლებას აძლევს სტატუსის მფლობელს. აღნიშნული ლოგო სტატუსის მფლობელმა შესაძლებელია გამოიყენოს საქმიანი მიმოწერის დროს, მის წერილებსა და ინვოისებზე გამოსახვის გზით, აგრეთვე შეუძლია დაიტანოს საქონლის შეფუთვებზე, სატრანსპორტო საშუალებებზე და ა. შ.
შენიშვნა სტატუსის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში გადამხდელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ლოგოს გამოყენება.
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის შეღავათები:
ნაკლები სიხშირით ფიზიკური და დოკუმენტური კონტროლი - ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერების და საქონლის დოკუმენტური შემოწმების სიხშირე; წინასწარი შეტყობინება ფიზიკური დათვალიერების შესახებ (AEOS ავტორიზაციის შემთხვევაში) - საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, საქონლის შესახებ წინასწარ ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო ავტორიზაციის მფლობელს აცნობებს საქონლის ფიზიკური დათვალიერების შესახებ; საბაჟო სერვისებით უპირატესი სარგებლობის უფლება - ავტორიზაციის მფლობელისთვის შესაძლებელი გახდება მისი კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ გაფორმებისა და საბაჟო კონტროლის ღონისძიებები განხორციელდეს პრიორიტეტული წესით; საზღვარზე უპირატესი გავლა - ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლისას საზღვარზე გადაადგილება ხორციელდება პრიორიტეტული წესით; კონტროლის განხორციელება შეთანხმებულ ადგილას (AEOC ავტორიზაციის შემთხვევაში) - ავტორიზაციის მფლობელისათვის შესაძლებელი იქნება კუთვნილი საქონელი საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ დათვალიერდეს წინასწარ შეთანხმებულ ადგილას; გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლება (AEOC ავტორიზაციის შემთხვევაში) - სტატუსის მფლობელი არ წარადგენს გარანტიას:საქონლის დროებითი შემოტანისას;შიდა გადამუშავებისას;საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას;როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული საბაჟო დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას;საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისათვის განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცევისას. შენახვის სხვა ადგილზე საქონლის დროებით შენახვა (AEOC ავტორიზაციის შემთხვევაში) - კუთვნილი საქონლის შემთხვევაში, სტატუსის მფლობელისათვის დაშვებული იქნება საქონლის დროებითი შენახვა შენახვის სხვა ადგილზე (მაგ: საკუთარ საწყობში); •გაფორმების ადგილზე საქონლის წარუდგენლობა (AEOC ავტორიზაციის შემთხვევაში) - კუთვნილი საქონლის შემთხვევაში, სტატუსის მფლობელს შეუძლია არ წარადგინოს საქონელი საბაჟო კონტროლის ზონაში;ხსენებული შეღავათების გარდა, სტატუსის მფლობელზე შესაძლებელია გავლენა იქონიოს არაპირდაპირმა შეღავათებმაც, კერძოდ:
საქმიანობის პროცესების ეფექტურობის ზრდა - გადასახადის გადამხდელმა, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მოსაპოვებლად და მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შესაძლებელია დანერგოს ახალი ტექნოლოგიები, შემოიღოს დამატებითი პროცედურები ან/და მიმართოს სხვა ღონისძიებებს, რომლებმაც თავის მხრივ შესაძლებელია განავითაროს და გააუმჯობესოს საქმიანობის პროცესები;უსაფრთხო და სანდო პარტნიორად აღიარება - უსაფრთხოებისა და დაცვის მოთხოვნების დაკმაყოფილება ხელს შეუწყობს საბაჟო ორგანოსა და სტატუსის მფლობელს შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებას მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. ამავდროულად, უსაფრთხოებისა და დაცვის სტანდარტების დანერგვა, დადებითად აისახება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებულ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებზე;ქვეყნებს შორის ორმხრივი აღიარება - სტატუსის მფლობელისათვის შესაძლებელს გახდის ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეღავათებით ისარგებლოს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც მიღწეული იქნება შესაბამისი ურთიერთაღიარების შეთანხმებები. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქეთთან და ჩინეთთან ორმხრივი აღიარების მოპოვების მიზნით, მომავალში იგეგმება ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოება.შენიშვნა: ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვერ ისარგებლებს გათვალისწინებული გამარტივებებითა და შეღავათებით შემდეგი საქონლის გადაადგილების ან/და გაფორმების შემთხვევაში:
პრეკურსორები, ნარჩენები, ოზონდამშლელი ნივთიერებები და მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები და პესტიციდები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება); ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიოაქტიური ნივთიერებები, რადიოაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება); „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები; იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება); სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები; მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი.
ვის შეუძლია გახდეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი
ნებისმიერ პირს, რომელიც ჩართულია საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საბაჟო ფორმალობებთან, შეუძლია მოითხოვოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი.
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შეიძლება გახდეს როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე კომპანია, ვინაიდან შერჩევის კრიტერიუმებში კომპანიის ბრუნვის მოცულობა არ არის განმსაზღვრელი.
გადასახადის გადამხდელი, რომელსაც სურს მიიღოს ავტორიზაცია, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
პირობები/მოთხოვნები
AEOC
AEOS
საქართველოს საბაჟო, საგადასახადო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევის არარსებობა, ასევე ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულის არარსებობა
X
X
განხორციელებული ოპერაციების და საქონლის ნაკადების კონტროლი, შესაბამისი აღრიცხვა
X
X
გადახდისუნარიანობა და ფინანსური მდგრადობა
X
X
გამოცდილება ან/და პროფესიული კვალიფიკაცია
X
დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სათანადო სტანდარტის უზრუნველყოფა
X
რა არის საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვი
საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვი იწყება საქონლის წარმოების პროცესიდან და სრულდება საქონლის სხვა ქვეყანაში საბოლოო მიმღებთან მიწოდებით. შესაბამისად, საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვში მოიაზრება ყველა ჩართული მხარე, რომელიც საქონლის A პუნქტიდან B პუნქტამდე საერთაშორისო გადაადგილებაში მონაწილეობს.
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის არსი
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფცია დაფუძნებულია საბაჟოსა და ბიზნესს შორის პარტნიორობაზე. პირი, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მიიღებს სტატუსს. სტატუსის შესაბამისად იგი ისარგებლებს სხვადასხვა გამარტივებებით/უპირატესობებით და საბაჟოსთან ერთად მჭიდროდ განაგრძობს მუშაობას საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მოიცავს:
ავტორიზაციას საბაჟო გამარტივებისათვის - მის მფლობელს აძლევს საშუალებას ისარგებლოს გარკვეული გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით (AEOC);ავტორიზაციას დაცვისა და უსაფრთხოებისათვის - მის მფლობელს აძლევს უფლებას ისარგებლოს დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული შეღავათებით (AEOS).პირს უფლება აქვს ერთდროულად ფლობდეს ორივე სახის ავტორიზაციას.
AEO
ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება, საბაჟო პროცედურები ევროპულ რეგულაციებს დაუახლოვოს. აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (აეო) კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს.
ინფორმაცია ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორთან დაკავშირებით:
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მქონე პირები
საიდენტიფიკაციო ნომერი
გადამხდელის დასახელება
ავტორიზაციის ტიპი
სტატუსის მინიჭების თარიღი
406290525
შპს ჰავი ლოჯისტიკს
AEOC/AEOS
4/21/2022
202282369
შპს ქართული სადისტრიბუციო- მარკეტინგული კომპანია
AEOC/AEOS
5/6/2022
211397004
შპს შარმ ტრეიდინგი
AEOC/AEOS
4/27/2023
200066221
შპს დემასი
AEOC/AEOS
5/19/2023
226523866
შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია
AEOC
5/23/2023
205000381
სს შატო მუხრანი
AEOC
5/23/2023
204870540
შპს გოსელინ მობილითი ჯორჯია
AEOC/AEOS
5/30/2023
230026888
სს საქკაბელი
AEOC/AEOS
10/25/2023
206330709
შპს ნუტრიმაქსი
AEOC/AEOS
20 /12/023
404931972
შპს გებრიუდერ ვაის
AEOC/AEOS
20/12/2023
204557121
შპს დიპლომატ ჯორჯია
AEOC/AEOS
08/02/2024
406175936
შპს ჯი დი სი სი
AEOC/AEOS
01/04/2024
404981098
შპს ემტექნიკსი
AEOC/AEOS
17/04/2024