,,ოქროს სიის’’ მონაწილის სტატუსის გაუქმება
ოქროს სიის სტატუსის განმსაზღვრელ პირობების (საგადასახადო დავალიანების გარდა) დაკმაყოფილების მდგომარეობას შემოსავლების სამსახური ამოწმებს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მინიჭების თარიღიდან ყოველი 6 თვის შემდეგ, საგადასახადო დავალიანების არსებობას – სტატუსის მინიჭების თარიღიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ხოლო „ოქროს სიის“ სტატუსის სპეციალური წესით მიღებისას
სტატუსის მინიჭების თარიღიდან 6 თვის შემდეგ და 1 წლის (12 თვის) შემდეგ.
შემოსავლების სამსახური „ოქროს სიის“ სტატუსს კომპანიას უუქმებს პირობების დარღვევის ან სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში.
„ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის ბრძანების გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული პირის განცხადება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება და არსებობს საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის შესაბამისი სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.
გამარტივებული საბაჟო ფორმალობები ოქროს სიის მონაწილისთვის
ოქროს სიის მონაწილეს შეუძლია:
საქონლის მიწოდება განახორციელოს თავის საწყობში.გაითვალისწინეთ თუ „ოქროს სიის” მონაწილეს სურვილი აქვს, საქონლის მიწოდება განახორციელოს თავის საწყობში (რომელიც უზრუნველყოფს საქონლის დაცულობას და შენახვას), წარადგენს ინფორმაციას ასეთი საწყობის სახეობის, ფართობის, შენახვის პირობების, მისამართისა და კუთვნილების (შენობა-ნაგებობის ან/და ღია მოედნის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ერთი წლის ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი ან სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) თაობაზე.
გაფორმების საბაჟო ორგანოს საქონლის საბაჟო დეკლარაცია წარუდგინოს ელექტრონულად მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms”-ის მეშვეობით . (კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს)თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის გამოყენებისას, „ოქროს სიის“ მონაწილეს იმპორტის გადასახდელი შეუძლია გადაიხადოს, საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა –კუთვნილ, სეს ესნ-ის 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ხორბალზე;
,,ოქროს სიის’’ მონაწილის სტატუსის მინიჭება
შემოსავლების სამსახური „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსს ანიჭებს პირს თუ:
შემოსავლების სამსახურში განცხადების რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვიდან წინა უწყვეტი 12 თვის განმავლობაში კანდიდატს აქვს: საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან/და ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;იმპორტის გადასახდელზე წარმოშობილი საბაჟო/საგადასახადო ვალდებულების შესრულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან/და ექსპორტის პროცედურაში მოქცევის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა; შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით: საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისი მუხლით
გათვალისწინებული , პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა, ან სამართალდარღვევის გამოვლენიდან უწყვეტი 6 თვის გასვლა
;
დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია;საგადასახადო დავალიანების არქონა.სუბიექტები, რომლებზეც არ ვრცელდება ზემოთ მოყვანილი პირობები.
სპეციალური წესით მიღება -განსაკუთრებულ შემთხვევებში, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი პირს შესაძლებელია მიენიჭოს ზემოთ მოყვანილი პირობების დაკმაყოფილების გარეშეც, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ განახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არანაკლებ 5,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მიღებიდან უწყვეტი 12 თვის განმავლობაში, ამასთან, არანაკლებ 3,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას განახორციელებს პირველი 6 თვის განმავლობაში.)
„ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატს შეუძლია შემოსავლების სამსახურს მიმართავს წერილობითი განცხადებით როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით
პირს „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსი ენიჭება შემოსავლების სამსახურის უფროსის ან მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის ბრძანებით და განცხადების საფუძველზე ხდება მისი დაშვება მონაცემთა დამუშავების ელექტრონულ საშუალებაზე - „eCustoms” და ასევე „ოქროს სიის” მონაწილის თითოეულ საწყობს ცალკეული მისამართის მიხედვით ენიჭება ხუთნიშნა ციფრული კოდი.
,,ოქროს სიის’’ მონაწილე
„ოქროს სიის“ მონაწილე არის პირი, რომელსაც ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას ისარგებლოს გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით.
საქონელი, რომლის გადაადგილების ან/და გაფორმების შემთხვევაში არ გამოიყენება გამარტივებული საბაჟო ფორმალობები