საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო
საშუალების
შენახვა შესაძლებელია საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს საწყობში და გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, აგრეთვე შენახვის სხვა ადგილას, სადაც არსებობს საქონლის შენახვის შესაბამისი პირობები.
საქონლის შენახვის ადგილების (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო საწყობების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის შენახვის სხვა ადგილების) კლასიფიკატორი მტკიცდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ და ცხადდება საჯაროდ.
კლასიფიკატორის რეესტრი