თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაუქმება
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა უქმდება:
ნებართვის მფლობელის მომართვის;კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში:
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელი ვალდებულია, საქონელი, რომელიც იმყოფება სავაჭრო დარბაზებსა და დამხმარე სათავსებში, ნებართვის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაიტანოს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობში; საბაჟო ორგანო წერილობით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელს უცხოური საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობიდან სხვა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ან საბაჟო საწყობში გადატანის ან შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენების ან რეექსპორტის განხორციელების ვალდებულების შესახებ და განუსაზღვრავს აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადას (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს).გაითვალისწინეთ-თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის რეალიზაცია
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის გაყიდვა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, ხორციელდება შემდეგი დოკუმენტების წარდგენისას:
პირადობის დამადასტურებელი ქვემოთ მითითებული ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელშიც დასმულია თარიღის შტამპი აღნიშვნით – „გასვლა“:საქართველოს მოქალაქის პასპორტი;მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი;ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი;ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი;უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი;კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სამგზავრო დოკუმენტი;ზემოაღნიშნული დოკუმენტების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის;აეროპორტში განთავსებულ DUTY FREE პუნქტში საქონლის შეძენისას, დამატებით ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი დოკუმენტი:საერთაშორისო რეისზე ჩასხდომის ბარათი;საავიაციო პერსონალის მოწმობა (სერტიფიკატი); ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობა.2026 წლის 1 იანვრამდე, ქვეყნის შიგნით მდებარე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში (Duty Free) შესაძლებელია განხორციელდეს უცხოური საქონლის (იმპორტის გადასახდელის გადახდისა და ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების გარეშე) და საქართველოს საქონლის საცალო წესით რეალიზაცია, უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრებზე (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) − პირადი სარგებლობისათვის.
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზიდან საქონლის რეალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათის წარდგენისას; უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მიმართვის წერილის წარდგენისას. აღნიშნული მიმართვის წერილით უნდა დასტურდებოდეს, რომ კონკრეტული პირის მიერ შესაბამისი საქონლის შეძენა ხორციელდება ამ წარმომადგენლობის სამსახურებრივი სარგებლობისათვის.
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის სანებართვო პირობები
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის სანებართვო პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციით.
ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას ზემოაღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის:
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება;თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზ(ებ)ში დამონტაჟებული გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით ფიქსირდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის კონკრეტულ ფიზიკურ პირ(ებ)ზე რეალიზაციის პროცესი, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობ(ებ)ის შესასვლელსა და გასასვლელში დამონტაჟებული გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით – საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შეტანა/გამოტანა და შესაძლებლობის შემთხვევაში იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი; თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, განხორციელებული ვიდეოჩანაწერები შეინახოს არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს. მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება შესაძლებელი უნდა იყოს DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით avi, vcv ან mp4 ფორმატის ფაილებში. ვიდეოჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული თარიღის ან/და კონკრეტული საათის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის ნახვა. ვიდეოჩაწერის შეწყვეტის (ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო) შემთხვევაში, ნებართვის მფლობელმა საბაჟო ორგანოს უნდა გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება ვიდეოჩაწერის შეწყვეტის ფაქტის დადგომისთანავე ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში, ხოლო აღნიშნულისა და მასთან ერთად, ვიდეოჩაწერის სავარაუდო აღდგენის ვადის შესახებ შეტყობინება – სხვა საშუალებით, ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ. ამასთან, შეტყობინება დამატებით უნდა შეიცავდეს: თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის დანიშნულების ადგილის კოდს, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომერს, ვიდეოჩაწერის შეწყვეტის თარიღსა და დროს. ვიდეოჩაწერის აღდგენისას, შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ნებართვის მფლობელმა აღნიშნულზე ასევე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს – თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის დანიშნულების ადგილის კოდის, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომრის, ვიდეოჩაწერის აღდგენის თარიღისა და დროის მითითებით. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია, აწარმოოს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, დადგენილი ფორმით და უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდება შემოსავლების სამსახურისათვის: თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებულ საქონელზე − საქონლის მოთავსებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის 18 საათისა; თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზებულ საქონელზე − საქონლის რეალიზაციისთანავე ავტომატურ რეჟიმში, ხოლო ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო აღნიშნული ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში, ელექტრონული სხვა ფორმით – საქონლის რეალიზებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის 18 საათისა. ობიექტში ნებისმიერი მასალისაგან ხელით შესრულებული ტილოს, სურათის, ნახატის (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) ან გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის, ასევე ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალური ნაწარმოების შეტანისას, ნებართვის მფლობელის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა;თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში.შენიშვნა დაუშვებელია თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზების, დამხმარე სათავსებისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობის გამოყენება იმ საქონლის შესანახად და სარეალიზაციოდ, რომელიც არ გაცხადებულა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შესატანად.
გაითვალისწინეთ სანებართვო პირობების დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობას 2000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში საბაჟო სანქცია შეადგენს 6000 ლარს.
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემა
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
მას შემდეგ რაც ნებართვის მაძიებელი წარადგენს განცხადებასა და თანდართული დოკუმენტაციას, შემოსავლების სამსახური განიხილავს და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
ნებართვის მაძიებლის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
შესაბამისი საქმიანობისათვის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი-100 ლარის ოდენობით ყოველ წელზე;თავისუფალი ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სარგებლობის ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულება (არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული იჯარა, უზუფრუქტი და სხვ.) და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან .თავისუფალი ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა;წერილობითი ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ზონაში (სავაჭრო დარბაზების გარდა, ობიექტის სხვა მონაკვეთებზე) დაშვებულ ფიზიკურ პირთა (თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მომუშავე პერსონალის) შესახებ, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი); იმ ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი, ხელმოწერის ნიმუში), რომელთა მიერაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობა) უკანა გვერდზე დადასტურდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში;წერილობითი ინფორმაცია ობიექტის სავაჭრო დარბაზ(ებ)ის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ, რომლითაც დაფიქსირდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის კონკრეტულ ფიზიკურ პირზე რეალიზაციის პროცესი, აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობ(ებ)ისა და 2026 წლის 1 იანვრამდე ქვეყნის შიგნით მდებარე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტთან დაკავშირებული საქმიანობის შემთხვევაში – ობიექტის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ წერილობითი ინფორმაცია, რომლითაც დაფიქსირდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შეტანა/გამოტანა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ასეთი საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი); აეროპორტში, ნავსადგურში ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია სხვა ადგილზე არსებული, ტერიტორიულად ერთიან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული დარბაზ(ებ)ი, რომელშიც ხდება ნებისმიერი მასალისაგან ხელით შესრულებული ტილოს, სურათის, ნახატის (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის, ასევე ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალური ნაწარმოების რეალიზაციის შემთხვევაში ობიექტის მესაკუთრესთან გაფორმებული ხელშეკრულება (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.), რომელიც ანიჭებს ნებართვის მაძიებელს უფლებას, გაყიდოს საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტში ექსკლუზიურად.თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის დასაწყებად - შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები 50 000 ევროს ეკვივალენტი ლარში ოდენობის გარანტია. გარანტიის მოქმედების ვადა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის დასაწყებად – არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წელზე ნაკლები. ნებართვის მაძიებელზე, რომელიც აკმაყოფილებს სანებართვო პირობებს, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობისათვის ნებართვა გაიცემა 5 ან 5-ზე მეტი წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს 50 წლისა.
შენიშვნა აკრძალულია ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა.
გაითვალისწინეთ გარანტიის წარდგენის გარეშე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის დაწყება ითვლება სანებართვო პირობების დარღვევად.
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი (Duty Free)
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი არის კონტროლის ზონა, სადაც შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს:
უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე;საქართველოს საქონელი. საქონლის გაყიდვა ხორციელდება საზღვარზე მდებარე პუნქტიდან ან/და საერთაშორისო რეისის განმახორციელებელ საჰაერო ხომალდიდან ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიას, აგრეთვე 2026 წლის 1 იანვრამდე, ქვეყნის შიგნით მდებარე პუნქტიდან უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრებზე (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის საცალო წესით.
შენიშვნა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შენახული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
საქართველოს საქონლის გადასახადებისგან გათავისუფლება :
აქციზი-საქართველოს საქონლის მიწოდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისათვის; დღგ- თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქართველოს საქონლის მიწოდება რეალიზაციისთვის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის რეალიზაცია ან/და კვების მომსახურების გაწევა;თავისუფალ ვაჭრობის პუნქტში მისაწოდებელი საქონელი თავისუფლდება აქციზური მარკების ნიშანდებისგან.