საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაუქმება

საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა უქმდება, ნებართვის მფლობელის მომართვის, კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების  ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული საქმიანობის უფლების  ჩამორთმევის  თაობაზე გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.

 საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაუქმებამდე, შესაბამისი საფუძვლის (მათ შორის, ნებართვის მფლობელის მომართვა) არსებობისას:

  • საბაჟო საწყობში საქონლის არსებობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო წერილობით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს:
  • საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს საბაჟო საწყობის საქმიანობის  ნებართვის გაუქმების განზრახვის თაობაზე და საქონლის დამსაწყობებელთან სამართლებრივი ურთიერთობების დასრულებისთვის, აგრეთვე საქონლის უპატრონოდ ცნობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისთვის განუსაზღვრავს ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 180 კალენდარულ დღეს;
  • იდენტიფიცირებულ დამსაწყობებელს ზემოაღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახვის თაობაზე და საქონლის სხვა საბაჟო საწყობში გადატანის ან შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენების ან რეექსპორტის განხორციელების ვალდებულების შესახებ;
  • საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას ;
  • საქონლის სხვა საბაჟო საწყობში გადატანისას, დამსაწყობებელს უფლება აქვს, საქონლის გადატანის ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვოს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს.
  • გაითვალისწინეთ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.


    საბაჟო საწყობის სანებართვო პირობები

    საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ  ინსტრუქციით.

    საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

  • დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;
  • საბაჟო საწყობის საქმიანობის განხორციელება დაიწყოს არაუგვიანეს ნებართვის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში და დაწყებული საქმიანობა არ შეაჩეროს უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში;
  • ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;
  • მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები;
  • გადატვირთვის ოპერაციების განხორციელებამდე შეამოწმოს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობა და მათი რეკვიზიტები თანმხლები დოკუმენტების მიხედვით, ხოლო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის (მათ შორის, მოხსნა/მოცილების) ან/და მათი რეკვიზიტების თანმხლებ დოკუმენტებთან შეუსაბამობის ფაქტის დაფიქსირებისთანავე, შესაბამისი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საბაჟო ორგანოს, ამასთან არ განახორციელოს გადატვირთვის ოპერაციები და  იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითების შესაბამისად;
  • საბაჟო საწყობში საქონლის (შესაბამის სათავსში განთავსებული საყარი და თხევადი საქონლის გარდა) შენახვა უზრუნველყოს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი იდენტიფიცირება საქონლის მფლობელის ან/და სასაქონლო პარტიის შესაბამისად;
  • დაიცვას საბაჟო საწყობში შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, გამორიცხოს დაბინძურების ყველა პოტენციური წყაროს არსებობა, სურსათის, ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ან სხვა სპეციფიკური საქონლის შენახვის შემთხვევაში – უზრუნველყოს აღნიშნული საქონლის სხვა პროდუქტებისაგან განცალკევებულ ადგილზე შენახვა და შენახვისათვის საჭირო სათანადო პირობების დაცვა;
  • საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას;
  • საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უსასყიდლოდ გამოუყოს საბაჟო კონტროლის პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუალებები;
  • საბაჟო საწყობის, აგრეთვე მის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) შესასვლელი და გასასვლელი აღჭურვილი ჰქონდეს გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით. გამოსახულების ვიდეო ჩამწერი საშუალებებით უწყვეტად უნდა ფიქსირდებოდეს (უნდა იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღე-ღამის განმავლობაში) ნებართვის მფლობელის მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობის შემთხვევაში, გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს: საბაჟო საწყობის შესასვლელში ან/და გასასვლელში გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი და საბაჟო კონტროლის ზონაში შემავალი და გამავალი – ნავთობპროდუქტების გამტარი მილსადენ(ებ)ის დამცავი (ჩამკეტი და გამშვები) მოწყობილობები;
  • საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების, გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი იმგავარად ჰქონდეს აღჭურვილი გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით, რომ აღნიშნული ადგილები უწყვეტად ფიქსირდებოდეს (იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღე-ღამის განმავლობაში). ამასთან, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობისაგან (მათ შორის, საყარი ან/და თხევადი საქონლის  შესანახი სათავსი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა) შემდგარ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გადატვირთვის ოპერაციების რეალურად განხორციელების ადგილიდან საბაჟო საწყობის ტერიტორიამდე არსებული ტერიტორიაც ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლით;
  • ზედა ორი ქვეპუნქტების შესაბამისად განხორციელებული ვიდეოჩანაწერები შეინახოს არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს. მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება შესაძლებელი უნდა იყოს DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით avi, vcv ან mp4 ფორმატის ფაილებში. ვიდეოჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული თარიღის ან/და კონკრეტული საათის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის ნახვა. ვიდეოჩაწერის შეწყვეტის (ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო) შემთხვევაში, ნებართვის მფლობელმა საბაჟო ორგანოს უნდა გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება ვიდეოჩაწერის შეწყვეტის ფაქტის დადგომისთანავე ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში, ხოლო აღნიშნულისა და მასთან ერთად, ვიდეოჩაწერის სავარაუდო აღდგენის ვადის შესახებ შეტყობინება – სხვა საშუალებით, ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ. ამასთან, შეტყობინება დამატებით უნდა შეიცავდეს: საბაჟო საწყობის დანიშნულების ადგილის კოდს, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომერს, ვიდეოჩაწერის შეწყვეტის თარიღსა და დროს. ვიდეოჩაწერის აღდგენისას, შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ნებართვის მფლობელმა აღნიშნულზე ასევე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს – საბაჟო საწყობის დანიშნულების ადგილის კოდის, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომრის, ვიდეოჩაწერის აღდგენის თარიღისა და დროის მითითებით;
  • საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეს გარანტიით რომელიც შეადგენს 200 000 ლარს.
  • საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის სარგებლობის ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი (იჯარა, უზუფრუქტი და სხვ.) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ნებართვის გამცემს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს აღნიშნული ხელშეკრულება (რომლის მოქმედების ვადაც უნდა უზრუნველყოფდეს საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის სარგებლობის ექსკლუზიურ უფლებას ნებართვის მოქმედების პერიოდში) და მხარის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ნებართვის გამცემს;
  • საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში განახორციელოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებებით, დადგენილი წესის შესაბამისად;
  • გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ან/და გენმოდიფიცირებული პროდუქტის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შენახვის შემთხვევაში, გამოყოს სპეციალური სათავსი, რომელშიც დაცულია შესაბამისი კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი პირობები, ხოლო ასეთი სათავსის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მხოლოდ იმ საქონლის შენახვა, რომელზეც დასრულებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ან/და გენმოდიფიცირებული პროდუქტის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობისა და ფიტოსანიტარიული/ვეტერინარული კონტროლის პროცედურები;
  • სახიფათო საქონლის ან ისეთი საქონლის შენახვის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია დააზიანოს/გააფუჭოს სხვა საქონელი ან რომელიც სხვა მიზეზის გამო მოითხოვს შენახვის სპეციალურ პირობებს, უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილი სათავსის არსებობა;
  • გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
  • შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავების შემთხვევაში, გააჩნდეს საქონლის გადამუშავებისათვის შესაბამისი საწარმოო კომპლექსი;
  • იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, ან საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და მათზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა ან მოხსნილია/მოცილებულია იდენტიფიკაციის საშუალება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ;
  • აწარმოოს საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ნაშთების აღრიცხვა დადგენილი დანართის შესაბამისად და წელიწადში ორჯერ, შესაბამისი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ან ელექტრონულ მატარებლებზე ჩაწერილი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით წარუდგინოს საბაჟო ორგანოს შემდეგი პერიოდულობით: ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს არაუგვიანეს 20 იანვრისა; ყოველი წლის 1 ივლისის მდგომარეობით არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს არაუგვიანეს 20 ივლისისა;
  • უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
  • გაითვალისწინეთ სანებართვო პირობების დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობას 2000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში  საბაჟო სანქცია შეადგენს 6000 ლარს.


    საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემა

    ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

     ნებართვის მაძიებლის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

  • შესაბამისი საქმიანობისათვის  სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი-1000  ლარის ოდენობით;
  • საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სარგებლობის ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულება (ნებართვის მისაღებად განცხადების შეტანიდან არანაკლებ 12 თვის ვადით დადებული იჯარა, უზუფრუქტი და სხვ.) და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა;
  • შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები  200 000 ლარის  ოდენობის გარანტია. აღნიშნული გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს შესაბამისი განცხადების რეგისტრაციიდან ერთ კალენდარულ წელზე ნაკლები;
  • წერილობითი ინფორმაცია საბაჟო საწყობის, მის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) შესასვლელისა და გასასვლელის, აგრეთვე დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების, გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ;
  • საყარი ან/და თხევადი საქონლის შენახვის შემთხვევაში – შესაბამისი სათავსის ან/და ასაშენებელი სათავსის და მასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების/ინფრასტრუქტურის, კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა;
  • მონაცემები დათვალიერებისა და სინჯის ან/და ნიმუშის აღების ადგილის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ადგილი განთავსებულია ნებართვით გათვალისწინებული საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე, აკმაყოფილებს საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციფიკის გათვალისწინებით დათვალიერების პირობებს, გადახურულია და არ გამოიყენება საქონლის შესანახად. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო საწყობში შეინახება მხოლოდ სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 ან/და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ან/და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები, ასევე საყარი, თხევადი ან/და დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში შესანახი საქონელი;
  • გაითვალისწინეთ ნებართვის მაძიებელზე, რომელიც აკმაყოფილებს სანებართვო პირობებს, საბაჟო საწყობის საქმიანობისათვის  ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განუსაზღვრელი ვადით

     შენიშვნა  აკრძალულია ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა.


    საბაჟო საწყობი

    საბაჟო საწყობი არის  საბაჟო კონტროლის ზონა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობების ან/და მიწის ნაკვეთისაგან შემდგარი ტერიტორია, მის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და შემოსაზღვრული იმდაგვარად, რომ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ამ ტერიტორიაზე შეტანა/ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელი იყოს მხოლოდ ამისათვის სპეციალურად მოწყობილი ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელის და გასასვლელის საშუალებით. საყარი ან/და თხევადი საქონლის  შემთხვევაში, საბაჟო საწყობის ტერიტორიას განეკუთვნება აგრეთვე შესაბამისი სათავსი და მასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემები/ინფრასტრუქტურა;

    საბაჟო საწყობში შესაძლებელია:

  • საქონლის შენახვა, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწყობის პროცედურაში;
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის დასრულებამდე დროებით შენახვა;
  • იმ საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი;
  • საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვა;
  • საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით გაჩერება;
  • საბაჟო ორგანოს თანხმობით:
  • საქართველოს საქონლის 3 თვემდე ვადით შენახვა;
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შიდა გადამუშავების საბაჟო პროცედურაში ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცეული უცხოური საქონლის შენახვა ამ საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავებისას.
  • საბაჟო საწყობები


    text