წარსადგენი დოკუმენტაცია
განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სასაქონლო კოდის ოთხნიშნა (ფორმა A-ს შემთხვევაში თერთმეტნიშნა) დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, საქართველოს მთავრობის N453 დადგენილების N4 დანართის შესაბამისად;კონტრაქტი;ანგარიშ-ფაქტურა;შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემთხვევაში; საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ექსპორტიორის განცხადების საფუძველზე გაიცემა წარმოშობის სერტიფიკატის „დუბლიკატი“. დუბლიკატის მოქმედების ვადა აითვლება ორიგინალი სერტიფიკატის გაცემის თარირიდან.
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა შესაძლებელია ტვირთის ექსპორტირების შემდეგაც (რეტროსპექტიულად). ამ შემთხვევაში, სერტიფიკატის გამცემ ორგანოს დამატებით უნდა წარედგინოს საქონლის ექსპორტის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ., ექსპორტის დეკლარაცია).
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა
სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ;საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ.შენიშვნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1, წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი), წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი), ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელი შესაბამისი ფორმის სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ.
თუ წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ, სერტიფიკატის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით www.rs.ge – ს საშუალებით.
სსიპ შემოსავლების სამსახურში საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის აღება შესაძლებელია
საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებსა და ქვედანაყოფებში:გეზ „თბილისი“გეზ „აეროპორტი“ გეზ „ბათუმი“ გეზ „ფოთი“ ქუთაისის გაფორმების განყოფილებაახალციხის გაფორმების განყოფილებარუსთავის გაფორმების განყოფილებათელავის გაფორმების განყოფილება სგპ „ბათუმის პორტი“ სგპ „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“სგპ „ქუთაისის და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრიზუგდიდის სერვის-ცენტრისაბაჟო დეპარტამენტის არასატარიფო კონტროლის სამმართველო (ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, აბზიანიძის 4). საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უფასოდ.
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა წერილობითი ან ელექტრონული განცხადების წარდგენა საბაჟო დეპარტამენტის იმ სტრუქტურულ ერთეულსა ან ქვედანაყოფში, სადაც გსურთ სერტიფიკატის მიღება.