საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ოპერაციები, რომლებიც არ გაითვალისწინება საქონლის წარმოშობის ქვეყნის კრიტერიუმის დადგენის დროს

ოპერაციები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს საქონლის ძირითადი მახასიათებლების ან თვისებების მიღებას ან უზრუნველყოფენ მათ მხოლოდ უმნიშვნელო ოდენობით, ძირითადად კი, ოპერაციები, რომლებიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე ოპერაციას ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, არ უნდა იქნეს მიჩნეული როგორც საქონლის წარმოებისა და გადამუშავებისათვის მნიშვნელოვანი ოპერაციები:

  • ოპერაციები, რომლებიც აუცილებელია საქონლის ტრანსპორტირების ან შენახვის უზრუნველსაყოფად;
  • საქონლის გარეგანი სახის ან კომერციული ხარისხის გაუმჯობესების ან მისი ტრანსპორტირებისათვის მომზადების ოპერაციები, რომლებშიც შედის საქონლის პარტიის დაყოფა, შეფუთვების დაჯგუფება, სორტირება, მარკირება, მეორეული შეფუთვა;
  • მარტივი აწყობითი ოპერაციები;
  • სხვადასხვა წარმოშობის საქონლის შერევა იმ პირობით, რომ მიღებული პროდუქციის მახასიათებლები არსებითად არ განსხვავდება იმ პროდუქტების მახასიათებლებისაგან, რომელთა შერევა ხდება.
  •  ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციები, ასევე მათი კომბინაცია, არ ითვლება გადამუშავების ოპერაციად და მიუხედავად იმისა, რომ მათ შედეგად შეიძლება შეიცვალოს ოთხნიშნა პოზიცია, ან ადვალური წილის კრიტერიუმებიდან გახდეს შესაძლებელი წარმოშობის ქვეყნის შეცვლა, ჩაითვლება რომ წარმოშობის ქვეყანა მაინც არ შეცვლილა.   


    აუცილებელი პირობების, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციების კრიტერიუმი

    აღნიშნული კრიტერიუმის გამოყენებით საქონელი ჩაითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც:

  • მან განიცადა მნიშვნელოვანი და ეკონომიკურად გამართლებული გადამუშავება, ან
  • ამ მიზნებისათვის აღჭურვილ საწარმოში საქონლის მიმართ შესრულდა სამუშაო, რომლის შედეგადაც წარმოებულ იქნა ახალი პროდუქცია ან რომელიც წარმოადგენს წარმოების პროცესის მნიშვნელოვან ეტაპს.

  • ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი

    ადვალური კრიტერიუმის გა­მოყენების დროს საქონელი ითვლება იმ ქვეყანაში წარმოშო­ბილად, სადაც არის წარმოშობილი ამ საქონლის დასამ­ზადებლად გამოყენებული მასალები და ნედლეული, ხოლო ამ მასალებისა და ნედლეულის ღირებულება შეადგენს მზა პრო­დუქციის ღირებულების სულ ცოტა 51%.

    იმ შემთხვევაში, თუ მითი­თებული მასალებისა და ნედლეულის წარმოშობის ქვეყნები სხვადასხვაა და მათი საერთო ღირებულება აჭარბებს მზა პროდუქციის ღირებულების 51%-ს, მაშინ მზა პროდუქცია ჩა­ითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც არის წარმოშო­ბილი ის მასალა და ნედლეული, რომელთა ღირებულების პრო­ცენტული წილი უდიდესია.               

    ადვალური კრიტერიუმის გამოყენების შემთხვევებში, ღირებულებები, რომელთა გათვალისწინება ხდება, უნდა იყოს შემდეგი: 

  • შემოტანილი მასალებისათვის – მათი საბაჟო ღირებულება შემოტანისას;
  • მზა საქონლისათვის – ფასი ფრანკოქარხნის ან ექსპორტის საბაჟო ღირებულების მიხედვით.

  • საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი

    ნიშნავს საქონლის გადამუშავებას მოცემულ ქვეყანაში ისეთი დოზით, როდესაც გადასამუშავებელი საქონელი იცვლის სა­საქონლო პოზიციიდან თუნდაც ერთ ნიშანს (ციფრს) (მა­გალითად, 2204 შეიცვალა 2205-ით). ამ შემთხვევაში ითვლე­ბა, რომ საქონელი წარმოშობილია იმ ქვეყანაში, სადაც გან­ხორ­ციელდა ეს ცვლილება.

    მოცემული კრიტერიუმით საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის დროს გამოიყენება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ).


    მოცემულ ქვეყანაში მთლიანად მიღებული საქონლის კრიტერიუმი

    მოცემულ ქვეყანაში მთლიანად მიღებულად მიიჩნევა:

  • სასარგებლო წიაღისეული, მოპოვებული ამ ქვეყნის წიაღებიდან, მისი ტერიტორიული წყლიდან ან ზღვის ფსკერიდან;
  • მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, მოყვანილი ან შეგროვებული ამ ქვეყანაში;
  • ამ ქვეყანაში გაჩენილი და გაზრდილი ცხოველები;
  • ამ ქვეყანაში ბინადარი ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტები;
  • ამ ქვეყანაში ნადირობისა და თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქცია;
  •  საზღვაო თევზჭერის შედეგად მიღებული და საზღვაო წარმოშობის სხვა პროდუქცია, მოპოვებული ამ ქვეყნის გემის საშუალებით;
  •  ამ ქვეყნის სარეწ გემზე მიღებული პროდუქცია, რომელიც მხოლოდ ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქციისაგან არის წარმოებული;
  •  პროდუქცია, რომელიც ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე ზღვის ფსკერიდან ან ზღვის ფსკერის წიაღიდან არის მიღებული, მხოლოდ იმ პირობით, თუ ქვეყანას აქვს ზღვის ფსკერის ან წიაღის ამ მონაკვეთის დამუშავების საგანგებო უფლებები;
  •  საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენები, ჯართი და ნახმარი ნაკეთობები, რომელთა შეგროვება განხორციელდა ამ ქვეყანაში და რომელთა გამოყენება შეიძლება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის;
  • საქონელი, რომელიც წარმოებულია ამ ქვეყანაში ამ პუნქტის „ა“ – „ი“ ქვეპუნქტებში მითითებული პროდუქციისაგან.

  • საქონლის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი

    საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი არის საქონლის აღ­წერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერ­ტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

    საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი შეიძლება იყოს პრეფერენციული (შეღავათიანი) და არაპრეფერენციული (შეღავათების გარეშე).

    არაპრეფერენციული წარმოშობა  საქონელს ანიჭებს  „ეკონომიკურ“ ეროვნებას  და არ იძლევა რაიმე სახის სატარიფო უპირატესობას. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი სავაჭრო ზომების განხორციელებისათვის, როგორიცაა ანტი-დემპინგური ზომები, რაოდენობრივი შეზღუდვები თუ სატარიფო ქვოტები. ის გამოიყენება სტატისტიკის მიზნებისათვის ან წარმოშობის განსაზღვრისათვის „წარმოშობის მარკირების“ კანონმდებლობის კონტექსტში (ანუ ეტიკეტისათვის “Made in” („დამზადებულია“).

    არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა საქონლის ექსპორტისას ყველა იმ ქვეყანაში, რომელთანაც არ მოქმედებს პრეფერენცია, ასევე, იმ ქვეყნებში საქონლის ექსპორტისას, რომელთანაც საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა, როდესაც პროდუქცია ვერ აკმაყოფილებს პრეფერენციული წარმოშობის კრიტერიუმებს.

    გარდა ამისა, არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა სხვა ქვეყანაში წარმოშობილი პროდუქციის საქართველოდან ექსპორტის დროსაც.

    საქონლის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი დარაპრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის კრიტერიუმები დადგენილია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N453 დადგენილებით 

    საქონლის წარმოშობის განსაზღვრის კრიტერიუმებია:


    text