საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა «A»

საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი - ფორმა «A» გაიცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან განსაზღვრული სახის ქართული წარმოშობის საქონლის „პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის“ – GSP ქვეყნებში (აშშ, კანადა, იაპონია) ექსპორტის დროს პრეფერენციის მომნიჭებელი ქვეყნის დირექტივების შესაბამისად.

GSP-ის ქვეყნები ცალმხრივად გვანიჭებენ შეღავათს და ქართული წარმოშობის საქონლის ამ ქვეყნებში იმპორტი (რომელსაც ახლავს პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი -ფორმა «A») ნაწილობროვ ან მთლიანად თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.  

პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის ზოგადი პრინციპი ამ შემთხვევაშიც უცვლელია:

  • საქონელი უნდა იყოს მთლიანად საქართველოში წარმოებული
  • ან განიცადოს საკმარისი დამუშავება
  •        ფორმა „A”-ს მოქმედების ვადაა 10 თვე.

  • აშშ 
  • იაპონია 
  • კანადა

  • წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი)

    წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი) გაიცემა „საქართველო-ჰონგ-კონგის, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2018 წლის 28 ივნისის შეთანხმების მე-3 თავის შესაბამისად.

    პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ჰონგ-კონგ ჩინეთში ექსპორტზე გაიცემა თუ:

  • საქონელი მთლიანად საქართველოში წარმოებული
  • ან გაიარა საკმარისი დამუშავება  (3-1 დანართის შესაბამისად ან RVC≥40%)
  • შეთანხმების 3-1 დანართით განსაზღვრულია „წარმოშობის სპეციფიური წესები“ 1-24 ჯგუფის საქონლისთვის, ასევე, რამდენიმე სასაქონლო კოდის სამრეწველო პროდუქციისთვის

    სხვა საქონლისთვის (რომელიც არ არის შეტანილი მითითებულ დანართში), შეთანხმების მიხედვით საკმარისი დამუშავების კრიტერიუმი გამოხატულია ადვალური წესით, ე.წ.  რეგიონალური მნიშვნელობის კრიტერიუმით - RVC, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 40%.

    რეგიონალური ღირებულების მინიმალური მოთხოვნა გამოთვლილ უნდა იქნას შემდეგნაირად:

                         ფრანკო-ქარხნის ფასი - VNM

    RVC=  ------------------------------------------------------  x 100%

                                 ფრანკო-ქარხნის ფასი

    სადაც:

    RVC არის ღირებულების მინიმალური მოთხოვნა, რომელიც გამოხატულია პროცენტებში; და VNM არის წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების ღირებულება.

    ორმხრივი კუმულაცია

    ერთერთი მხარის წარმოშობის მქონე მასალები, რომლებიც გამოიყენება მეორე მხარის ტერიტორიაზე საქონლის წარმოებისათვის, მიჩნეულ უნდა იქნას ამ უკანასკნელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილად.

    წარმოშობის სერტიფიკატის (ჰონგ-კონგი) მოქმედების ვადა შეადგენს 1 წელს.


    წარმოშობის სერტიფიკატი ჩინეთი

    წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი) გაიცემა „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმების მე-3 თავის შესაბამისად.

    პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ჩინეთში ექსპორტზე გაიცემა თუ:

  • საქონელი მთლიანად საქართველოში წარმოებული
  • ან გაიარა საკმარისი დამუშავება
  • შეთანხმების II-A დანართით განსაზღვრულია წარმოშობის სპეციფიური წესები“ 1-24 ჯგუფის საქონლისთვის, ასევე, 4001, 5201, 5202 და 5203 სასაქონლო პოზიციის საქონლისთვის.

    სხვა საქონლისთვის (რომელიც არ არის შეტანილი მითითებულ დანართში), შეთანხმების მიხედვით საკმარისი დამუშავების კრიტერიუმი გამოხატულია ადვალური წესით, ე.წ.  რეგიონალური მნიშვნელობის კრიტერიუმით - RVC, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 40%.

    რეგიონალური ღირებულების მინიმალური მოთხოვნა გამოთვლილ უნდა იქნას შემდეგნაირად:

                         ფრანკო-ქარხნის ფასი - VNM

    RVC=  ------------------------------------------------------  x 100%

                                 ფრანკო-ქარხნის ფასი

    სადაც:

    RVC არის ღირებულების მინიმალური მოთხოვნა, რომელიც გამოხატულია პროცენტებში; და VNM არის წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების ღირებულება.

    ორმხრივი კუმულაცია

    ერთერთი მხარის წარმოშობის მქონე მასალები, რომლებიც გამოიყენება მეორე მხარის ტერიტორიაზე საქონლის წარმოებისათვის, მიჩნეულ უნდა იქნას ამ უკანასკნელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილად.

    წარმოშობის სერტიფიკატის (ჩინეთი) მოქმედების ვადა შეადგენს 1 წელს.


    საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 (გადაადგილების სერტიფიკატი)

    EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი გამოიყენება საქართველოსა და ევროკავშირს შორის,  საქართველოსა და თურქეთს შორის, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებს შორის, საქართველოსა და უკრაინას შორის და საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სავაჭრო ურთიერთობებში.

  • ქართული წარმოშობის საქონლის ევროკავშირში, EFTA-ს ქვეყნებში (შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი), თურქეთის რესპუბლიკასა და უკრაინაში ექსპორტისას EUR.1 გაიცემა „პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“  რეგიონული კონვენციის შესაბამისად
  • 2026 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირთან, EFTA-ს ქვეყნებთან (შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი) და თურქეთის რესპუბლიკასთან თავისუფალ ვაჭრობაში გამოიყენება კონვენციის განახლებული წესები („პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის 2023 წლის 7 დეკემბრის No1/2023 გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესები) -  
  • უკრაინასთან თავისუფალ ვაჭრობაში გამოიყენება „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის 2012 წლის წესები  
  • ქართული წარმოშობის საქონლის გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტისას EUR.1 გაიცემა „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის  გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის“ 2019 წლის 21 ოქტომბრის შეთანხმების I ოქმის  შესაბამისად
  • ამასთან, მითითებული ოქმის I - IV b დანართები  გულისხმობს პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენცის I დანართის I-დან IV b დანართებს  რომლებიც წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
  • „შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალსიწინებული შეღავათით სარგებლობისათვის იმპორტიორი ქვეყნის საბაჟოს უნდა წარედგინოს EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი ან „წარმოშობის დეკლარაცია“ (ტექსტი იხილეთ ქვემოთ), რომელსაც ექსპორტიორი ურთავს ანგარიშფაქტურას, მიწოდების შეტყობინებას ან ნებისმიერ სხვა კომერციულ დოკუმენტს, რომელიც აღწერს მოცემულ პროდუქციას ისეთი დეტალებით, რომლებიც იძლევა მისი იდენტიფიკაციის საშუალებას.

     წარმოშობის დეკლარაცია შეიძლება შეადგინოს:

  • უფლებამოსილმა ექსპორტიორმა ნებისმიერი ღირებულების საქონლის ექსპორტზე ან
  • ნებისმიერი ისეთი პარტიის ნებისმიერმა ექსპორტიორმა, რომელიც შედგება ერთი ან მეტი წარმოშობის მქონე პროდუქციის შემცველი ფუთისგან, რომელთა საერთო ღირებულება არ აღემატება 6 000 ევროს.                                                                  („წარმოშობის დეკლარაცია“:
  • The exporter of the products covered by this document (customs authorization No ...(1)) declares that, except where otherwise clearly indicated, these products are of ...(2) preferential origin.)

    წარმოშობის დეკლარაცია უნდა იყოს ხელმოწერილი ექსპორტიორის მიერ!

    შენიშვნა! თუმცა, უფლებამოსილ ექსპორტიორს არ მოეთხოვება ხელმოწერა იმ პირობით, რომ ის ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებას წარუდგნს წერილობითი ვალდებულებას, რომ იგი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერ იმ წარმოშობის დეკლარაციაზე, რომელიც განიხილება, როგორც ხელმოწერილი მის მიერ

    EUR.1-ის გაცემისთვის წარმოშობის კრიტერიუმები განსაზღვრულია „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციით, რომლის შესაბამის დანართში მოცემულ ცხრილში განსაზღვრულია  არისვის რმის სტის ანიჭებლარმის რმქონზე ანხოიელებელი ირო უშაოისა უშელი პრესეს ჩონა

    II დანართი - ახალი წესები

    II დანართი - ძველი წესები

    განახლებული წესების  II დანართში მოცემული ცხრილი შედგება 3 სვეტისგან:

    ჩამონათვალის პირველი 2 სვეტი აღწერს მიღებულ საქონელს. პირველ სვეტში მოცემულია  სასაქონლო პოზიცია ან საქონლის ჯგუფი, რომელიც გამოიყენება ჰარმონიზებულ სისტემაში. მეორე სვეტში მოცემულია საქონლის აღწერილობა, რომელიც გამოიყენება ამ სისტემაში სასაქონლო პოზიციის ან საქონლის ჯგუფისთვის. პირველ ორ სვეტში მოცემული საქონლისათვის წესი განსაზღვრულია მე-3 სვეტში.

    იმ შემთხვევაში, როდესაც პირველ სვეტში ჩანაწერს წინ უსწრებს “ex“, ეს ნიშნავს, რომ მე-3 სვეტში განსაზღვრული წესები გამოიყენება აღნიშნული სასაქონლო კოდის პროდუქციის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც აღწერილია მე-2 სვეტში.

    კონვენციის 2012 წლის წესების II დანართში მოცემული ცხრილი შედგება 4 სვეტისგან:

    ამ შემთხვევაში წარმოშობის კრიტერიუმი მოცემულია მე-3/მე-4 სვეტებში. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემისათვის საკმარისია საქონელმა დააკმაყოფილოს ან მე-3 ან მე-4 სვეტში მოცემული პირობა.

    EUR.1-ის მომქედების ვადა განახლებული წესების მიხედვით არის 10 თვე, ხოლო 2012 წლის წესების მიხედვით - 4 თვე.   

    წარმოშობის კუმულაცია

    დიაგონალური კუმულაცია კონვენციის ფარგლებში

    პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენცია ითვალისწინებს დიაგონალური კუმულაციის შესაძლებლობას კონვენციის მხარე ქვეყნებს შორის იმ პირობით, რომ ასეთ ქვეყნებს გაფორმებული აქვთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და იყენებენ იდენტურ წარმოშობის წესებს.

  • პროდუქცია ჩაითვლება კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილად, თუ მისი წარმოება მოხდა ამ ტერიტორიაზე, და გამოყენებულია მასალები, რომლებიც წარმოშობილია სხვა კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ექსპორტიორი კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული დამუშავება-გადამუშავების ოპერაციები აღემატება მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ოპერაციებს. აუცილებელი არ არის, რომ ასეთი მასალა იყოს საკმარისად დამუშავებული-გადამუშავებული.
  • კუმულაციის გამოყენების პირობები:

  • (a) წარმოშობის სტატუსის მიღების პროცესში ჩართულ ხელშემკვრელ მხარეებსა და დანიშნულების ხელშემკვრელ მხარეს შორის მოქმედებს GATT 1994-ის XXIV მუხლის მოთხოვნების თანახმად გაფორმებული შეთანხმება პრეფერენციული ვაჭრობის შესახებ;
  • (b) საქონელმა მიიღო წარმოშობის სტატუსი კონვენციაში გაწერილი წარმოშობის წესების იდენტური წესების საფუძველზე და
  • (c) გამოქვეყნებულია შეტყობინება, კუმულაციის გამოყენებისათვის აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში (C სერია) და იმ ხელშემკვრელ მხარეთა მიერ, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამისი შეთანხმებების მხარეებს, თავიანთი პროცედურების თანახმად.
  • კუმულაცია ამოქმედდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში (C სერია) გამოქვეყნებულ შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან.
  • აღნიშნულის გათვალისწინებით, ძალაშია დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, ევროკავშირს, EFTA-ს სახელმწიფოებსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის, რაც საშუალებას იძლევა მითითებულ ქვეყნებში წარმოშობილი ნედლეულის გადამუშავებით (რომელიც აღმატება კონვენციის  I დანართის მე-6 მუხლით განსაზღვრულ არასაკმარისი გადამუშავების ოპერაციებს) მიღებული პროდუქცია პრეფერენციული წარმოშობით გავიდეს ექსპორტზე, ასევე, მითითებულ ქვეყნებში.

    სრული კუმულაცია კონვენციის ფარგლებში

    პან-ევრო ხმელთაშუა ზღვის კონვენციის „ახალი“ წესები ითვალისწინებს „სრულ კუმულაციას“ ხელშემკვრელ მხარეებს შორის:

    50-63-ე სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებული პროდუქციის გამოკლებით, ხელშემკვრელ მხარეში განხორციელებული დამუშავება-გადამუშავების ოპერაციები ჩაითვლება ექსპორტიორ მხარეში განხორციელებულად, როდესაც წარმოებული საქონელი განიცდის შემდგომ დამუშავება-გადამუშავებას ამ ექსპორტიორ მხარეში. აღნიშნული გულისხმობს, რომ შესაძლებელი გადამუშავების პროცესების დაჯამება - ხელშემკვრელ მხარეში განხორციელებული გადამუშავება განიხილება, როგორც ექსპორტიორ მხარეში განხორციელებული პროცესი.

    ტექსტილის შემთხვევაში (50-63 ჯგ.), სრული კუმულაცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ორმხრივ ფორმატში, ხოლო მხარეებს შორის შეთანხმების შემთხვევაში - დიაგონალურ ფორმატშიც.

    კუმულაცია გაერთიანებულ სამეფოსთან

    საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის  გაერთიანებულ სამეფოს შორის ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებს ორმხრივი კუმულაცია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის და ასევე, დიაგონალური კუმულაცია მხოლოდ „ერთი მიმართულებით“:

  • ევროკავშირი-საქართველო-გაერთიანებული სამეფო, მაგრამ არა პირიქით
  • თურქეთი-საქართველო-გაერთიანებული სამეფო, მაგრამ არა პირიქით
  • რაც ნიშნავს, რომ კუმულაციით სარგებლობა შესაძლებელია ევროკავშირსა ან/და თურქეთის რესპუბლიკაში წარმოშობილი ნედლეულის გამოყენებისას, როდესაც საბოლოო პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ კუმულაციას ვერ გამოვიყენებთ გაერთიანებულ სამეფოში წარმოშობილი მასალების მიმართ, როდესაც წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება ევროკავშირსა ან/და თურქეთში.


    საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1

    პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 გაიცემა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესის“  შესაბამისად (გარდა რუსეთისა) და მოქმედებს “თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ” დსთ-ს 1994 წლის 15 აპრილის მრავალმხრივი შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებში.

    თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობისათვის დამატებითი პირობაა:

  • სავაჭრო გარიგების ორივე მხარე უნდა იყოს შეთანხმების მონაწილე ქვეყნების რეზიდენტები, ისე, როგორც გამგზავნი და მიმღები ქვეყნები.
  • ასევე, საქონელი არ უნდა გადაადგილდებოდეს მესამე (შეთანხმების არამონაწილე) ქვეყნის ტერიტორიის გავლით, თუ ასეთი გადაადგილება არ არის განპირობებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობით.
  • შენიშვნა თუმცა საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის აღნიშნული სახელმწიფოდან იმპორტი თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, მიუხედავად საქონლის გადაადგილების მარშრუტისა (ექსპორტიორი ქვეყნის ტერიტორიიდან საქონლის გადაადგილებისას  აღნიშნული შეთანხმების არამონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის გავლის მიუხედავად).

    დსთ-ს 2000 წლის ხელშეკრულებით დადგენილი წესების მიხედვით, CT-1 გაიცემა საქონელზე, რომელიც მთლიანად ქვეყანაშია წარმოშობილი ან გავლილი აქვს საკმარისი დამუშავება-გადამუშავება.

    შეთანხმების N1 დანართში  მოცემულია ცხრილი, რომელშიც კონკრეტული სასაქონლო კოდების მიხედვით განსაზღვრულია ის აუცილებელი პირობები, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციები, რაც უნდა დააკმაყოფილოს ცხრილში მოცემულმა საქონელმა პრეფერენციული წარმოშობის მისაღებად.

    ცხრილი შედგება 3 სვეტისაგან. ჩამონათვალის პირველი 2 სვეტი აღწერს მიღებულ საქონელს. პირველ სვეტში მოცემულია  სასაქონლო პოზიცია ან სასაქონლო ჯგუფი, რომელიც გამოიყენება ჰარმონიზებულ სისტემაში. მეორე სვეტში მოცემულია საქონლის აღწერილობა, რომელიც გამოიყენება ამ სისტემაში სასაქონლო პოზიციის ან საქონლის ჯგუფისთვის. პირველ ორ სვეტში მოცემული საქონლისათვის პრეფერენციული წრამოშობის კრიტერიუმი განსაზღვრულია  მე-3 სვეტში.

    იმ შემთხვევაში, როცა ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონელი არ შედის პირველი დანართის აღნიშნულ ცხრილში, იმისათვის, რომ ასეთ საქონელზე გაიცეს CT-1 სერტიფიკატი, საქონელმა უნდა დააკმაყოფილოს სეს ესნ სასაქონლო კოდის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი.

    შენიშვნა საქართველოში წარმოშობილი საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი СТ-1 გაიცემა რუსეთის 2010 წლის N1968/4дснг ნოტის მოთხოვნათა შესაბამისად, მთავრობის N453 დადგენილების მე-5 დანართის მიხედვით.

    СТ-1 -ის მოქმედების ვადა შეადგენს 12 თვეს


    საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი

    საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი არის საქონლის აღ­წერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერ­ტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

    საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი შეიძლება იყოს პრეფერენციული (შეღავათიანი) და არაპრეფერენციული (შეღავათების გარეშე).

    პრეფერენციული წარმოშობა ადგენს გარკვეულ სატარიფო უპირატესობებს - შემცირებული ან ნულოვანი განაკვეთი საქონლისათვის, რომელიც ვაჭრობის საგანს წარმოადგენს პრეფერენციული ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის.

    პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესები, პრეფერენციული წარმოშობის კრიტერიუმები განსაზღვრულია შესაბამისი სართაშორისო ხელშეკრულებებით.

    საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას გაიცემა  პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატები:

  • პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1;
  • პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1.
  • საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა «A»;
  • „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სერტიფიკატი (შემდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი))
  • „საქართველო-ჰონგ-კონგის, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2018 წლის 28 ივნისის შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სერტიფიკატი (შემდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი))
  • „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის „ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ“  2023 წლის 10 ოქტომბრის შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სერტიფიკატი (შემდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი (არაბეთი)),

  • საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი არაბეთი

    წარმოშობის სერტიფიკატი (არაბეთი) გაიცემა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის „ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ“  2023 წლის 10 ოქტომბრის შეთანხმების მე-3 თავის (წარმოშობის წესები ) მიხედვით (ძალაშია 2024 წლის 27 ივნისიდან). საქონელი ჩაითვლება მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილად და მის ექსპორტზე გაიცემა პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი  თუ:

    (ა) საქონელი მთლიანად მიღებულია ან წარმოებულია მხარის ტერიტორიაზე, 3.3 მუხლის შესაბამისად (მთლიანად მიღებული ან წარმოებული საქონელი);

    (ბ) საქონელი არ არის მთლიანად მიღებული ან წარმოებული მხარის ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ მან განიცადა საკმარისი გადამუშავება  ან

    (გ) საქონელი მთლიანად წარმოებულია მხარის ტერიტორიაზე, ექსკლუზიურად რომელიმე მხარის წარმოშობის მქონე მასალისგან.

    საკმარისი გადამუშავების დადგენის მიზნით, საქონელი ჩაითვლება წარმოშობის მქონედ, თუ ის აკმაყოფილებს რომელიმე შემდეგ პირობას:

    (ა) სასაქონლო პოზიციის ცვლილება (CTH), რაც ნიშნავს, რომ საბოლოო პროდუქციის წარმოებაში გამოყენებულმა ყველა წარმოშობის არმქონე მასალამ განიცადა სასაქონლო კოდის ცვლილება პირველ ოთხნიშნა დონეზე; ან

    (ბ) კვალიფიციური ღირებულების მინიმალური მოთხოვნა (QVC) ფრანკო-ქარხნის ღირებულების არანაკლებ 35%-ია.

    (გ) თუ საქონელი შეტანილია პროდუქტის სპეციფიკური წესების (PSR) სიაში (დანართი 3A - წარმოშობის სპეციფიკური წესები) , მაშინ საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს მასში მითითებულ სპეციფიკურ წესს.

    შენიშვნა: კვალიფიციური ღირებულების მინიმალური მოთხოვნა (QVC) გამოითვლება შემდეგნაირად:

                        𝐸𝑥𝑊𝑜𝑟𝑘𝑠 𝑉𝑎𝑙𝑢𝑒- V.N.M.

    QVC =  ---------------------------------------  x 100%

                                 𝐸𝑥𝑊𝑜𝑟𝑘𝑠 𝑉𝑎𝑙𝑢𝑒

    QVC არის საქონლის მაკვალიფიცირებელი ღირებულების შემცველობა გამოხატული პროცენტებში;

    Ex-Works Value (ფრანკო-ქარხნის ფასი) არის ფასი, რომელიც გადახდილია საქონელთან დაკავშირებით განხორციელებულ სამუშაოში მწარმოებლისთვის იმ მხარეში, სადაც შესრულდა ბოლო დამუშავება ან გადამუშავება, იმ პირობით, რომ ფასი მოიცავს ყველა გამოყენებული მასალის ღირებულებას, შიდა გადასახადების გამოკლებით, რომლებიც უკან არის დაბრუნებული ან შეიძლება უკან დაბრუნდეს მხარეში სრულად მიღებული ან წარმოებული საქონლის ექსპორტის დროს.

    V.N.M. არის წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების საბაჟო/CIF ღირებულება იმპორტის დროს ან ყველაზე ადრე დადგენილი ფასი, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია მხარეში მასალების შეძენისთვის.

    ორმხრივი კუმულაცია

    ერთი მხარის წარმოშობის მქონე საქონელი, რომელიც გამოიყენება ნედლეულად მეორე მხარის ტერიტორიაზე გადამუშავების ან წარმოების პროცესში, ჩაითვლება წარმოშობილად უკანასკნელი მხარის ტერიტორიაზე. ამასთან, განხორციელებული გადამუშავება უნდა აღემატებოდეს 3.8 მუხლში (არასაკმარისი დამუშავების ოპერაციები-) ჩამოთვლილ მინიმალური ან არასაკმარისი დამუშავების ოპერაციებს.

    თუ ერთი მხარის წარმოშობის მქონე მასალა მეორე მხარეში არ გადის ისეთ დამუშავებას, რომელიც აღემატება 3.8 მუხლში (არასაკმარისი დამუშავების ოპერაციები) ჩამოთვლილ მინიმალურ ან არასაკმარისი დამუშავების ოპერაციებს, შეინარჩუნებს პირველი მხარის წარმოშობის მქონე მასალის სტატუსს.

         წარმოშობის სერტიფიკატის (არაბეთი) მოქმედების ვადა შეადგენს 1 წელს.


    საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი

    საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი არის საქონლის აღ­წერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერ­ტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

    საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი შეიძლება იყოს პრეფერენციული (შეღავათიანი) და არაპრეფერენციული (შეღავათების გარეშე).

    პრეფერენციული წარმოშობა ადგენს გარკვეულ სატარიფო უპირატესობებს - შემცირებული ან ნულოვანი განაკვეთი საქონლისათვის, რომელიც ვაჭრობის საგანს წარმოადგენს პრეფერენციული ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის.

    პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესები, პრეფერენციული წარმოშობის კრიტერიუმები განსაზღვრულია შესაბამისი სართაშორისო ხელშეკრულებებით.

    საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას გაიცემა  პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატები:

  • პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1;
  • პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1.
  • საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა «A»;
  • „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სერტიფიკატი (შემდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი))
  • „საქართველო-ჰონგ-კონგის, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2018 წლის 28 ივნისის შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სერტიფიკატი (შემდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი (ჰონგ-კონგი))
  • „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის „ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ“  2023 წლის 10 ოქტომბრის შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სერტიფიკატი (შემდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი (არაბეთი)),

  • პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-ГУАМ/CT-GUAM

    პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-ГУАМ/CT-GUAM გაიცემა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია „სუუამ-ის წევრ სახელმწიფოთა შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 2002 წლის მრავალმხრივი შეთანხმების 2022 წლის 20 სექტემბერს ხელმოწერილი „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე“ ოქმის შესაბამისად და მოქმედებს საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის ვაჭრობაში.

  • თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობისათვის დამატებითი პირობაა, რომ სავაჭრო გარიგების ორივე მხარე უნდა იყოს შეთანხმების მონაწილე ქვეყნების რეზიდენტები, ისე, როგორც გამგზავნი და მიმღები ქვეყნები.
  • ასევე, საქონელმა არ უნდა დატოვოს შეთანხმების მხარეთა ტერიტორიები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონელი მესამე ქვეყნების ტერიტორიებზე იმყოფება/გადადგილდება საბაჟო კონტროლის ქვეშ, რაც დოკუმენტურად დადასტურებულია აღნიშნული საბაჟოს მიერ. ამასთან, საქონელი უნდა იყოს უცვლელ მდგომარეობაში და მასზე არანაირი ოპერაცია არ უნდა შესრულდეს, გარდა საქონლის შენახვის უზრუნველყოფის და გადატვირთვის ოპერაციებისა.
  • CT-ГУАМ/CT-GUAM გაიცემა საქონელზე, რომელიც მთლიანად ქვეყანაშია წარმოშობილი ან გავლილი აქვს საკმარისი დამუშავება-გადამუშავება.

    შეთანხმების დანართ 1-ში მოცემულია ცხრილი, რომელშიც კონკრეტული სასაქონლო კოდების მიხედვით განსაზღვრულია ის აუცილებელი პირობები, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციები, რაც უნდა დააკმაყოფილოს ცხრილში მითითებულმა საქონელმა პრეფერენციული წარმოშობის მისაღებად.

    ცხრილი შედგება 3 სვეტისაგან. ჩამონათვალის პირველი 2 სვეტი აღწერს მიღებულ საქონელს. პირველ სვეტში მოცემულია  სასაქონლო კოდი ჯგუფის, პოზიციის, სუბპოზიციის დონეზე, რომელიც გამოიყენება ჰარმონიზებულ სისტემაში. მეორე სვეტში მოცემულია საქონლის აღწერილობა. პირველ ორ სვეტში მოცემული საქონლისათვის პრეფერენციული წრამოშობის კროტერიუმი განსაზღვრულია  მე-3 სვეტში.

    იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არ შედის პირველი დანართის აღნიშნულ ცხრილში, იმისათვის, რომ მასზე გაიცეს CT-ГУАМ/CT-GUAM სერტიფიკატი, საქონელმა უნდა დააკმაყოფილოს სეს ესნ სასაქონლო კოდის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი.

    CT-ГУАМ/CT-GUAM -ის მოქმედების ვადა შეადგენს 12 თვეს.


    text