საერთაშორისო ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
ხელშეკრულებები დსთ-ს ქვეყნებთან
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრ ქვეყნებთან, გარდა რუსეთის ფედერაციისა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი რეგულირდება “თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ” დსთ-ს 1994 წლის მრავალმხრივი შეთანხმებით“ და ასევე, ორმხრივ ფორმატში იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს ორმხრივი შეთანხმება:
რუსეთის ფედერეციააზერბაიჯანისომხეთიუკრაინამოლდოვაყაზახეთიუზბეკეთითურქმენეთიდსთ-ს ქვეყნებთან ვაჭრობისას (გარდა უზბეკეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციისა) გამოიყენება დსთ-ს მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესი“
“საქართველო, ასევე, არის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია „სუუამ-ის წევრ სახელმწიფოთა შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 2002 წლის მრავალმხრივი შეთანხმების მონაწილე ქვეყანა. აღნიშნული შეთანხმება მოქმედებს საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას შორის. 2022 წლის 20 სექტემბერს ხელი მოეწერა შეთანხმების „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე“ ოქმს, რომელიც საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2023 წლის 27 დეკემბრიდან.
სუამის ოქმი ინგლისური
სუამის ოქმი რუსული
უკრაინასთან ვაჭრობისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც დსთ-ს მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესი“ და მის შესაბამისად გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1, ასევე, „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენციის“ დებულებები (2020 წლის 26 მარტიდან „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად) და მათ შესაბამისად გაცემული EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი ან წარმოშობის დეკლარაცია.
“უკრაინასთან თავისუფალ ვაჭრობაში, ასევე, შესაძლებელია პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის CT-ГУАМ/CT-GUAM გამოყენება, რომელიც გაიცემა „სუუამ-ის წევრ სახელმწიფოთა შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ შეთანხმების „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე“ 2022 წლის 20 სექტემბრის ოქმის შესაბამისად
უზბეკეთის რესპუბლიკასთან ვაჭრობისას გამოიყენება დსთ-ს მეთაურთა საბჭოს 1993 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესი“.
რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობისას გამოიყენება საქართველო-რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული კრიტერიუმები. საქართველოში წარმოშობილი რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისთვის განკუთვნილ საქონელზე წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N453 დადგენილების მე-5 დანართით.
რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან ამოღებული პროდუქციის ნუსხა.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ (DCFTA) შეთანხმება.
2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ 2014 წლის 27 ივნისის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექნიკური ნაწილი - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმება.
აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით წარმოშობის წესები და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები განსაზღვრულია „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონალური კონვენციით
2026 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობაში გამოიყენება კონვენციის განახლებული წესები („პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის 2023 წლის 7 დეკემბრის No1/2023 გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესები)
„საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმება
თურქეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან ამოღებები:
საქართველოს მხრიდან თურქეთის მხრიდანთურქეთის საიმპორტო კვოტები შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით წარმოშობის წესები და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები (2021 წლის 29 პრილიდან) განსაზღვრულია
„პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონალური კონვენციით
2026 წლის 1 იანვრიდან თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობაში გამოიყენება კონვენციის განახლებული წესები („პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის 2023 წლის 7 დეკემბრის No1/2023 გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესები)
საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება
2016 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. 2017 წლის სექტემბრიდან შეთანხმება ძალაში შევიდა ნორვეგიისთვის და ისლანდიისთვის, ხოლო შვეიცარიასა და ლიხტენშტეინთან 2018 წლის პირველი მაისიდან.
შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით წარმოშობის წესები და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები განსაზღვრულია „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციით.
2026 წლის 1 იანვრიდან EFTA-ს სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობაში გამოიყენება კონვენციის განახლებული წესები („პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის 2023 წლის 7 დეკემბრის No1/2023 გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესები)
შეთანხმების ტექსტი:
ძირითადი შეთანხმების ტექსტი-EFTA-საქართველოI დანართი არასასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნომენკლატურა II დანართი წარმოშობის წესები და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები III დანართი ვაჭრობის ხელშეწყობაIV დანართი ქვეკომიტეტის მანდატი საქონლით ვაჭრობაზეV დანართი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე სატარიფო ვალდებულებების ნუსხა - ისლანდია და საქართველოVI დანართი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე სატარიფო ვალდებულებების ნუსხა - ნორვეგია და საქართველოVII დანართი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე სატარიფო ვალდებულებების ნუსხა - შვეიცარია და საქართველოVIII დანართი სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილები IX დანართი უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმიდან გამონაკლისების ჩამონათვალი X - XV დანართები (მომსახურება; დათქმები; ინტელექტუალური საკუთრების დაცვა) XVI დანართი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის“.
შეთანხმების ძირითადი ტექსტი დანართი I დანართი I ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სატარიფო განრიგი დანართი I - საქართველოს სატარიფო განრიგი დანართი II A - წარმოშობის სპეციფიური წესები დანართი II B - წარმოშობის სერტიფიკატის ფორმასაქართველო – ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება
ძირითადი შეთანხმების ტექსტი – საქართველო–ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებადანართი 2-1 საქართველოს გამონაკლისების ჩამონათვალიდანართი 3-1 წარმოშობის სპეციფიური წესებიდანართი 3-2 წარმოშობის სერტიფიკატიდანართი 8-1a ჰონგ კონგ, ჩინეთის სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილიდანართი 8-1b საქართველოს სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილი დანართი 8-2 საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტიდანართი 10-1a ჰონგ კონგ, ჩინეთის დათქმების ცხრილი დანართი 10-1b საქართველოს დათქმების ცხრილი2020 წლის 31 დეკემბრიდან (გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ) ამოქმედდა „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება“
შეთანხმების ძირითადი ტექსტი
დანართი I
ოქმი I („საქონლის წარმოშობის” ცნების განსაზღვრის და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ
2024 წლის 27 ივნისიდან ამოქმედდა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება“
შეთანხმება
წარმოშობის წესები
საქართველოს სატარიფო დათმობები
არაბეთის სატარიფო დათმობები
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გულისხმობს შეთანხმების მონაწილე მხარეებს შორის ვაჭრობის გათავისუფლებას იმპორტის გადასახადისგან, გარდა ურთიერთშეთანხმებული გამონაკლისებისა.
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს:
დსთ-ს ყველა ქვეყანასთან; თურქეთთან; ევროკავშირთან; ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებთან (შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი); გაერთიანებულ სამეფოსთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ჰონგ-კონგ, ჩინეთთან.არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან
პრეფერენციების გენერალიზებული სისტემა (Generalized System of Preferences)
პრეფერენციების გენერალიზებული სისტემა (GSP) წარმოადგენს ცალმხრივი პრეფერენციების სისტემას, სადაც განვითარებული ქვეყნები ცალმხრივად ანიჭებენ შეღავათებს (საბაზო საიმპორტო ტარიფის შემცირებული ან ნულოვანი განაკვეთები) ბენეფიციარი განვითარებადი ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელს.
საქართველო არის შემდეგი ქვეყნების პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის რეჟიმის ბენეფიციარი:
აშშიაპონიაშენიშვნა : აშშ-ს GSP შეჩერებულია 2020 წლის 31 დეკემბრიდან
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (Most-Favored-Nation)
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების უმეტესობა არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი და შესაბამისად, ვმო-ს წევრ ქვეყნებთან (164 ქვეყანა) სავაჭრო ურთიერთობები ხორციელდება “უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის” (MFN) საფუძველზე.
შენიშვნა უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის შესაბამისად, ნებისმიერი პრივილეგია თუ უპირატესობა, რომელიც შეთანხმების (GATT 1994) მონაწილე რომელიმე მხარემ მიანიჭა რომელიმე სხვა ქვეყანაში შექმნილ, ან რომელიმე სხვა ქვეყნისათვის განკუთვნილ ნებისმიერ საქონელს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა მიენიჭოს ყველა დანარჩენი წევრი ქვეყნის ტერიტორიებზე წარმოშობილ ან შეთანხმების მონაწილე ყველა დანარჩენი მხარის ტერიტორიებისათვის განკუთვნილ მსგავს საქონელს.