საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

სურსათის/ტარის უვნებლობის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა როგორც დაფასოებულ, ისე დაუფასოებელ სურსათზე, ნებაყოფლობით, განმცხადებლის (მწარმოებლის/დისტრიბუტორის, ექსპორტიორის) ინიციატივით.

ჰიგიენურ სერტიფიკატს გასცემს:

  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.
  • სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება, რომელშიც მიეთითება ბიზნესოპერატორის საიდენტიფიკაციო მონაცემები, სურსათის/ტარის დასახელება, რაოდენობა, დამზადების თარიღი, პარტიის ნომერი, შეფუთვის სახეობა, მიმღები ქვეყანა, სურსათის ჰიგიენური მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია;
  • აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე გაცემული სურსათის/ტარის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გამოცდის ოქმი.
  • შენიშვნა თუ საქართველოში არ არის შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საგამოცდო ლაბორატორია და განმცხადებლის მიერ ერთხელ წარმოდგენილ იქნა შესაბამისი აკრედიტაციის მქონე სხვა ქვეყნის საგამოცდო ლაბორატორიის მიერ გაცემული ტარის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გამოცდის ოქმი და უცვლელია ტარის საწარმოებლად გამოყენებული ნედლეული და საწარმო პროცესი, განმცხადებელი ოქმის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში თავისუფლდება სურსათთან დაკავშირებული ტარის სხვა პარტიაზე გამოცდის ოქმის წარმოდგენისაგან.

    გაითვალისწინეთ რომ ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე,  თარგმანის შემთხვევაში დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა ჰიგიენური შეფასების განხორციელებისას, რომელიც მოიცავს სურსათის/ტარის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სურსათის/ტარის იდენტიფიცირებას, ლაბორატორიული გამოცდის შედეგებისა და ჰიგიენური სერტიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვას, შესწავლასა და შეფასებას

    მომსახურების გაწევისათვის საფასური შეადგენს 50 ლარს. მომსახურების გაწევის საფასურის გადახდა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე.

    ანგარიშის რეკვიზიტები:                                                                                                                              

  • სსიპ "შემოსავლების სამსახური"-ს მიმღები ბანკი-სახელმწიფო ხაზინა
  • ბანკის კოდი TRESGE22
  • სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ანგარიში/სახაზინო კოდი - 707017021
  • (დანიშნულებაში მიუთითეთ: ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის საფასური)

    text