ჯანმრთელობის სერტიფიკატს სურსათზე/ცხოველის საკვებზე ევროკავშირში ექსპორტის/რეექსპორტის დროს გასცემს:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (გარდა რეექსპორტისა);საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (გარდა ექსპორტისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელია ნიმუშის აღება ანალიზისათვის)ჯანმრთელობის სერტიფიკაცია ნებაყოფლობითია და იგი გაიცემა განმცხადებლის მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებულ სურსათზე/ცხოველის საკვებზე, იმ შემთხვევაში თუ სურსათი/ცხოველის საკვები და ამ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოშობის ქვეყანა ევროკომისიის მიერ შეყვანილია აფლატოქსინით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველი სურსათის/ცხოველის საკვების წარმოშობის ქვეყნების ნუსხაში.
ჯანმრთელობის სერტიფიკატის მისაღებად განმცხადებელმა, შემოსავლების სამსახურს, გარდა საქონლის წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ჯანმრთელობის სერტიფიკატისა და ლაბორატორიული გამოცდის ოქმისა, უნდა წარუდგინოს განცხადება შემდეგი ინფორმაციით:
ბიზნესოპერატორის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები;სურსათის/ცხოველის საკვების დასახელება;ტვირთის კოდი;წარმოშობის ქვეყნის დასახელება;ტვირთის აღწერა;შეფუთული ტვირთის რაოდენობა და ტიპი, შეფუთვის სახეობა;ბრუტო ან ნეტო წონა;პარტიის ნომერი;დატვირთვის ადგილი;გადამზიდველის მონაცემები;დანიშნულების ადგილი და ქვეყანა;სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.ჯანმრთელობის სერტიფიკატის მისაღებად:
განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ჯანმრთელობის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 დღისა;დაცული უნდა იქნეს საქონლის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები;დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტაცია, თარგმანის შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორესა და ნამდვილობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.მომსახურების გაწევისათვის საფასური შეადგენს:
5 სამუშაო დღე - 50 ლარი3 სამუშაო დღე - 75 ლარი1 სამუშაო დღე - 100 ლარიშენიშვნა მომსახურების გაწევის საფასურის გადახდა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე. საფასურის გადახდა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად, პლასტიკური ბარათით.
ანგარიშის რეკვიზიტები:
სსიპ "შემოსავლების სამსახური"-ს მიმღები ბანკი-სახელმწიფო ხაზინაბანკის კოდი TRESGE22სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ანგარიში/სახაზინო კოდი - 707017021(დანიშნულებაში მიუთითეთ: ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემის საფასური)