საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატებ გასცემს:

  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ კონტროლის ზონებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელია
  • ცხოველების კარანტინში განთავსება;
  •  ნიმუშების აღება ანალიზისათვის.                                                                                                     
  • სერტიფიკატის მისაღებად ფიზიკური ან იურიდიული პირი გამცემ ორგანოში ელექტრონულად ან წერილობით წარადგენს განაცხადს:

  • განაცხადი იურიდიული პირისათვის უნდა შეიცავდეს – ორგანიზაციის დასახელებას, მისამართსა და ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ფიზიკური პირისათვის – სახელს, გვარს, მისამართსა და პირადობის მოწმობის ასლს;
  • ტვირთის მიმღების დასახელებასა და მისამართს;
  • დანიშნულების ქვეყნის დასახელებასა და შესვლის პუნქტს;
  •  საქონლის წარმოების ადგილის დასახელებას;
  • საქონლის დასახელებას, რაოდენობას, მდგომარეობას, საბოლოო გამოყენების დანიშნულებასა და ადგილმდებარეობას;
  • შეფუთვის სახეობას, ადგილების რაოდენობას;
  • სატრანსპორტო საშუალების სახეობასა და სარეგისტრაციო ნომრებს;
  • იმ ტრანზიტული ქვეყნების დასახელებას, რომელთა გავლითაც უნდა მოხდეს საქონლის ტრანსპორტირება;
  • ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალების გაწმენდისა და დეზინფიცირების შესახებ.
  • ცოცხალი ცხოველების ექსპორტის შემთხვევაში, გამცემ ორგანოს წარედგინება ცხოველთა მარშრუტის გეგმა და განაცხადი დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • ცოცხალი ცხოველების წარმომავლობის ადგილის შესახებ (ცხოველთა დაბადების ან შეძენის ადგილი – ქვეყანა, ოლქი, რაიონი. გარეული ცხოველების შემთხვევაში – დაჭერის ადგილები);
  • მათი სახეობის, სქესის, ჯიშის, ასაკის, წონისა და საიდენტიფიკაციო ნიშნების შესახებ;
  • კარანტინის ადგილის შესახებ (იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის უზრუნველყოფის შემთხვევაში).
  • იურიდიული პირის შემთხვევაში − ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში − პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტი არ განუხორციელებია ერთი წლის განმავლობაში ან/და თუ პირი ახორციელებს არაკომერციული დანიშნულების შინაური ბინადარი ცხოველის ექსპორტს;
  • შენიშვნა - საქართველოსა და საერთაშორისო მოვაჭრე ქვეყანას შორის ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, სერტიფიკატის გამცემ ორგანოს ასევე წარედგინება შესაბამისი ინფორმაცია. 

     სერტიფიკატის გაცემიდან ტვირთის ქვეყნის ტერიტორიიდან გატანა უნდა განხორციელდეს 10 კალენდარულ დღეში, ხოლო ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში, მისი გაცემის თარიღი უნდა შეესაბამებოდეს ცხოველების ჩატვირთვის თარიღს და ცხოველების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანა უნდა განხორციელდეს სერტიფიკატის გაცემიდან 72 საათში 

    სერტიფიკატი გაიცემა ვეტერინარული კონტროლის პროცედურების განხორციელების საფუძველზე.

    ელექტრონული განცხადებები ვეტერინარული სერტიფიკატის მისაღებად:

  • ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა (ცოცხალი ცხოველები) 
  • ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა (სხვა) 
  • მომსახურების  საფასური შეადგენს  

  • ცოცხალი ცხოველების ექსპორტის დროს ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა 1 დღე – 100 ლარი;
  • გარდა ცოცხალი ცხოველების ექსპორტისა:
  • 5 სამუშაო დღე – 100 ლარი;
  • 1 სამუშაო დღე – 150 ლარი;
  • შაბათ-კვირა ან უქმე დღე – 200 ლარი
  • მომსახურების გაწევის საფასურის გადახდა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე. საფასურის გადახდა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად, პლასტიკური ბარათით.

    ანგარიშის რეკვიზიტები:

  • სსიპ "შემოსავლების სამსახური"-ს მიმღები ბანკი-სახელმწიფო ხაზინა
  • ბანკის კოდი TRESGE22
  • სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ანგარიში/სახაზინო კოდი - 707017021
  • შენიშვნა  ვეტერინარული სერტიფიკატი არ გაიცემა თუ ტვირთი არ პასუხობს იმპორტიორი ქვეყნის ვეტერინარულ მოთხოვნებს ან/და განმცხადებელს სურსათთან დაკავშირებულ საქმიანობაში კრიტიკული შეუსაბამობის გამო შეჩერებული აქვს საწარმოო პროცესი. 

    text