საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს/რეექსპორტის ფი­ტო­სა­­ნი­ტა­რიულ სერტიფიკატს (საქართველოდან ექსპორტის/რეექსპორტის შემთხვევაში) გასცემს:

  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელია
  • დამუშავება;
  •  ნიმუშების აღება ანალიზისათვის.
  • ელექტრონული განცხადება ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის მისაღებად

    ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის მისაღებად, ფიზიკური ან იურიდიული პირი ავსებს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნისა და ფიტოსანიტარიული პროცედურების ჩატარების შესახებ  დოკუმენტის პირველ ნაწილს და წარადგენს გამცემ ორგანოში, ელექტრონულად  ან წერილობით, განაცხადს თან უნდა დაურთოს:

  • იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  •  რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის მისაღებად - წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილი სამსახურების მიერ გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ან მისი დამოწმებული ასლი.
  • რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გაიცემა, თუ:

  • ტვირთი იმპორტირებულია ქვეყანაში და შემდგომ ხორციელდება მისი ექსპორტი სხვა ქვეყანაში;
  • უფლებამოსილი პირი დარწმუნებულია, რომ იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული რეგულაციები დაცულია;
  • ტვირთი დასაწყობდა, დანაწევრდა, მოხდა სხვა ტვირთებთან შერევა ან შეფუთვის შეცვლა იმ პირობით, რომ მათ არ განუცდიათ მავნე ორგანიზმებისაგან დასნებოვნება ან კონტამინაცია
  • თუ იმპორტირებული ტვირთი იმყოფებოდა მავნე ორგანიზმებისაგან დასნებოვნების ან კონტამინაციის საშიშროების ქვეშ, ან შეცვლილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა ან მთლიანობა, ასეთ ტვირთზე ქვეყნიდან გატანისას გაიცემა ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი. ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში მიეთითება წარმოშობის ქვეყანა.

    ტრანზიტული ტვირთის შემთხვევაში, თუ არ მოხდა ტვირთის მავნე ორგანიზმებით დასნებოვნება ან კონტამინაცია, მაშინ ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ან რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი არ გაიცემა. თუ მოხდა ტვირთის მავნე ორგანიზმებით დასნებოვნება ან კონტამინაცია, მაშინ გაიცემა ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი. თუ ტვირთი დანაწევრდა, მოხდა სხვა ტვირთებთან შერევა ან შეფუთვის შეცვლა, მაშინ გაიცემა რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი.

    ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გაიცემა ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელების საფუძველზე, იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნების გათვალისწინებით.

    ფიტოსანიტარიული პროცედურები მოიცავს:

  • საქონლის თანმხლები დოკუმენტების შემოწმებას
  • ინფორმაციის მოძიებას საქონლის წარმოების ადგილზე ადრე ჩატარებული შემოწმებების შესახებ
  • საქონლის ვიზუალურ შემოწმებას
  • ეჭვის შემთხვევაში ნიმუშების აღებას ანალიზისათვის (სერტიფიკატი გაიცემა ანალიზის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში)
  • უფლებამოსილი პირის მიერ ფიტოსანიტარიული პროცედურები ტარდება ტვირთის მდებარეობის ადგილზე

    შენიშვნა ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ  ტვირთი არ პასუხობს იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს  ან/და განმცხადებელს სურსათთან დაკავშირებულ საქმიანობაში, კრიტიკული შეუსაბამობის გამო, შეჩერებული აქვს საწარმოო პროცესი, რომელიც უკავშირდება ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელს.

    მომსახურების საფასური შეადგენს

  • ექსპორტის/რეექსპორტის დროს ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება ტვირთის ფიზიკური შემოწმების გარეშე:
  • 5 სამუშაო დღე – 25 ლარი;
  • შაბათ-კვირა ან უქმე დღე – 100 ლარი
  • ექსპორტის/რეექსპორტის დროს ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება ტვირთის ინსპექტირებით:
  • 5 სამუშაო დღე – 85 ლარი;
  • შაბათ-კვირა ან უქმე დღე – 200 ლარი
  • საფოსტო გზავნილის, მგზავრის ბარგის,ხელბარგის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება:
  • 5 სამუშაო დღე – 30 ლარი;
  • შაბათ-კვირა ან უქმე დღე – 100 ლარი
  • მომსახურების გაწევის საფასურის გადახდა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე. საფასურის გადახდა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად, პლასტიკური ბარათით.

    ანგარიშის რეკვიზიტები:                                 

  • სსიპ "შემოსავლების სამსახური"-ს მიმღები ბანკი-სახელმწიფო ხაზინა
  • ბანკის კოდი TRESGE22
  • სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ანგარიში/სახაზინო კოდი - 707017021
  • იტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის დაკარგვის, დაზიანების, მისამართის, დანიშნულების ქვეყანაში შეტანის პუნქტის შეცვლის, საექსპორტოდ განკუთვნილი ტვირთის მიერ ქვეყნის დატოვებამდე სატრანსპორტო საშუალების გამოცვლის, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის შევსებისას ინფორმაციის გამოტოვების ან ინფორმაციის არასწორად შეტანის შემთხვევაში, ექსპორტიორის მოთხოვნით,  შესაძლებელია ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის შეცვლა გამცემი ორგანოს მიერ. გამცემ ორგანოს ექსპორტიორის მიერ უბრუნდება გაუქმებული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ორიგინალი და დამოწმებული ასლები.

    შენიშვნა გაითვალისწინეთ, სერტიფიკატის გაცემიდან ტვირთის ქვეყნის ტერიტორიიდან გატანა უნდა მოხდეს 14 კალენდარული დღის ვადაში, ქვეყნის ტერიტორიიდან ტვირთის გატანის ვადის განსაზღვრისას, გათვალისწინებული უნდა იყოს გაუქმებული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის თარიღი.

    text