ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია იმპორტის დროს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია ტრანზიტის დროს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვების მისაღებად საჭიროა ელექტრონულად შევსებული განცხადება
ნებართვების გამცემი ორგანოებია:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი -სურსათის ეროვნული სააგენტო; საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.შენიშვნა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვების მიღება შესაძლებელია საბაჟო დეპარტამენტში ან საბაჟო გამშვებ პუნქტში/გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული განცხადების საფუძველზე.
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე ნებართვა გაიცემა 1 თვის ვადით.
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისათვის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება;ვეტერინარული სერტიფიკატი;საბუთი პროდუქციის სახეობის, რაოდენობის,იმპორტიორი ან სატრანზიტო ქვეყნისა და ტრანსპორტირების მარშრუტის შესახებ;ცოცხალი ცხოველების იმპორტის შემთხვევაში (გარდა არაკომერციული დანიშნულების შინაური ბინადარი,საკლავი, საგამოფენო,კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეცხოველებისა) − კანონმდებლობით დადგენილი იმპორტირებული და ექსპორტისთვის განკუთვნილი ცხოველების საკარანტინო სადგომის შესაბამისობის აქტი;ბიოლოგიური და სამკურნალო პრეპარატების იმპორტისას დამატებით უნდა წარმოადგინოს სარეგისტრაციო მოწმობა;ფრინველის მექანიკურად განცალკევებული ხორცის იმპორტის შემთხვევაში, განცხადებას, დამატებით უნდა ერთოდეს ექსპორტიორი ქვეყნის აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული სალმონელაზე (Salmonella) გამოკვლევის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი თითოეულ პარტიაზე; ბიოლოგიური და სამკურნალო პრეპარატების იმპორტისას დამატებით უნდა წარმოადგინოს სარეგისტრაციო მოწმობა;ნებართვის გაცემის პროცედურა -ნებართვის მისაღებად წარმოადგინეთ წერილობითი ან ელექტრონული (www.rs.ge) განცხადება საბაჟო დეპარტამენტში ან იმ საბაჟო გამშვებ პუნქტში, სადაც გსურთ ნებართვის მიღება. ელექტრონული განცხადების წარდგენის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-საიტზე -www.rs.ge აირჩიეთ ფანჯარა „განცხადება“, ,,საბაჟო, გეზი’’, თქვენთვის სასურველი ნებართვის ტიპი( ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა) და შეავსეთ განცხადების შესაბამისი ველები. ელექტრონულად ატვირთეთ ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები - მომსახურების გადასახადის ქვითრის ასლი, ვეტერინარული სერტიფიკატი, ბიოლოგიური და სამკურნალო პრეპარატების იმპორტისას - სარეგისტრაციო მოწმობა და სხვა დოკუმენტები (არსებობისას). ველების შევსების შემდგომ ფანჯრის „გაგზავნა“ საშუალებით დაარეგისტრირეთ განცხადება. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის თაობაზე გეცნობებათ ვებ-საიტზე www.rs.ge „ჩემი გვერდი“ და მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონზე.
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვის მომსახურების საფასური
20 სამუშაო დღე - 50 ლარი;10 სამუშაო დღე - 70 ლარი;5 სამუშაო დღე - 90 ლარი;1 სამუშაო დღე - 100 ლარი;შენიშვნა მომსახურების გაწევის საფასურის გადახდა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე. საფასურის გადახდა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად, პლასტიკური ბარათით.
ანგარიშის რეკვიზიტები:
სსიპ "შემოსავლების სამსახური"-ს მიმღები ბანკი-სახელმწიფო ხაზინაბანკის კოდი TRESGE22სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ანგარიში/სახაზინო კოდი - 707017021