საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის მისაღებად საჭიროა ელექტრონულად შევსებული განცხადებარომელიც უნდა შეიცავდეს ექსპორტიორი ქვეყნისა და შემოსატანი ტვირთის:

  • დასახელებას;
  • რაოდენობას;
  • მოძრაობის მარშრუტსა და მიღების ადგილს;
  • ხოლო ეტაპობრივად შემოტანის შემთხვევაში – თითოეული პარტიის რაოდენობასა და შემოტანის ვადას.
  • ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა არა უმეტეს ექვსი თვის ვადით.

    ნებართვის გაცემის პროცედურა -ნებართვის მისაღებად წარმოადგინეთ წერილობითი ან ელექტრონული  განცხადება საბაჟო დეპარტამენტში ან იმ საბაჟო გამშვებ პუნქტში სადაც გსურთ ნებართვის მიღება. ელექტრონული განცხადების წარდგენის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-საიტზე - www.rs.ge აირჩიეთ ფანჯარა „განცხადება“, „საბაჟო, გეზი“, თქვენთვის სასურველი ნებართვის ტიპი (ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა) და შეავსეთ განცხადების შესაბამისი ველები. ელექტრონულად ატვირთეთ ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები - მომსახურების გადასახადის ქვითრის ასლი და სხვა დოკუმენტები (არსებობისას).

    ველების შევსების შემდგომ ფანჯრის „გაგზავნა“ საშუალებით დაარეგისტრირეთ განცხადება. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის თაობაზე გეცნობებათ ვებ-გვერდზე www.rs.ge „ჩემი გვერდი“ და მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონზე.

    ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის იმპორტის ნებართვის მომსახურების საფასური:

  • 20 სამუშაო დღე - 25ლ.;
  • 10 სამუშაო დღე -35ლ;
  • 5 სამუშაო დღე - 45ლ;
  • 1 სამუშაო დღე - 50ლ.
  • შენიშვნა მომსახურების გაწევის საფასურის გადახდა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე. საფასურის გადახდა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად, პლასტიკური ბარათით.

    ანგარიშის რეკვიზიტები:                                                           

  •  სსიპ "შემოსავლების სამსახური"-ს მიმღები ბანკი-სახელმწიფო ხაზინა
  • ბანკის კოდი TRESGE22
  • სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ანგარიში/სახაზინო კოდი - 707017021
  • text