ნებისმიერი საქონლის თანმხლები ხის შესაფუთი მასალა უნდა იყოს ქერქისაგან გასუფთავებული, თერმულად დამუშავებული ან გაუსნებოვნებული, რაც უნდა დასტურდებოდეს ორ მოპირდაპირე მხარეს დატანილი შესაბამისი მარკირებით, ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად – ISPM-15
მარკირება არ ვრცელდება ისეთი სახის შესაფუთ ხის მასალაზე, როგორებიცაა:
შპონი, ნახერხი, ბურბუშელა, ბოჭკო; 6 მმ-ის ან ნაკლები სისქის ხის მასალა; გადამუშავებული ხის მასალა, მათ შორის: ფანერა, მერქან-ბურბუშელოვანი, მერქან-ბოჭკოვანი, ორიენტირებულ-ბურბუშელოვანი ფილები, რომელთა დამზადებისას გამოყენებულია წებო, მაღალი ტემპერატურა და წნევა; თერმულად დამუშავებული ხის კასრები, რომლებიც განკუთვნილია ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელებისათვის; ბოთლის, სიგარისა და მოხმარების სხვა საგნისათვის ჩასადები სასაჩუქრე ყუთი, რომელთა დამზადებისა და დამუშავების ტექნოლოგია გამორიცხავს საკარანტინო მავნე ორგანიზმის არსებობას; ხის მასალის ნაწილი, რომელიც მუდმივად არის მიმაგრებული სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებასა და კონტეინერზე. შენიშვნა - გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაში, როდესაც ხის შესაფუთ მასალაზე არ არის დატანილი ზემოაღნიშნული მარკირება, აუცილებელია მას ახლდეს ფიტოსანიტარიული სერთიფიკატი.