საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

მოწმობის ვადა

გემის სანიტარული კონტროლისგან გათავისუფლების/გემის სანიტარული კონტროლის ჩატარების მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება 6 თვით.

შენიშვნა გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების მო­წ­მობის გაგრძელება 1 თვით შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სა­საზღვრო ინსპექციის პუნქტში შეუძლებელია სანიტარიულ-საკა­რან­ტინო კონტროლის პროცედურების ჩატარება და არ არსებობს რის­კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.


მომსახურების საფასური

გემის სანიტარული კონტროლისგან გათავისუფლების/გემის სანიტარული კონტროლის ჩატარების მოწმობის გაცემის მომსახურების საფასური შეადგენს:

  • 1 სამუშაო დღე - 400ლ;
  • 1 სამუშაო დღეზე მეტი - 200 ლ
  • ანგარიშის რეკვიზიტები:                                                                                                                                                           

  • სსიპ "შემოსავლების სამსახური"-ს მიმღები ბანკი-სახელმწიფო ხაზინა
  • ბანკის კოდი TRESGE22
  • სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ანგარიში/სახაზინო კოდი - 707017021

  • მოწმობის გაცემა

    გემის სანიტარული კონტროლისგან გათავისუფლების/გემის სანიტარული კონტროლის ჩატარების მოწმობის მისაღებად  ივსება  განაცხადი 

    შენიშვნა ასატვირთ ფაილად მიუთითეთ გადახდის ქვითარი


    გემის სანიტარული კონტროლისგან გათავისუფლების/გემის სანიტარული კონტროლის ჩატარების მოწმობა

    გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გე­მის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობა  არის დოკუმენტი, რომელიც ეხმარება ქვე­­­ნებს მცურავი საშუალებების საერთაშორისო გადაადგილებისას მინი­მუ­მამდე დაიყვანონ დაავადების საერთაშორისო გავრცელების რისკი.

    მოწმობა მოეთხოვება ყველა გემს, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ცურვისათვის განკუთვნილებს, როდესაც ისი­ნი შემოდიან პორტში საერთაშორისო მიმოსვლის შემდეგ. მოწ­მობა შეიძლება განახლდეს ყველა პორტში, რომელსაც უფლება­მო­სი­ლება აქვს მო­ნა­წილე სახელმწიფოს მიერ.


    text