საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

პასუხისმგებლობის ზომები

თუ სასაზღვრო კონტროლისას აღმოჩნდა, რომ საქონელი წარმოადგენს გენმოდიფიცირებულს, იგი დაექვემდებარება უკან გაბრუნებას, ან განადგურებას საქონლის მფლობელის ხარჯით.

ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2072 მუხლის თანახმად, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  მათი  ჩაკეტილ  სისტემაში  გამოყენების  მიზნით იმპორტის შემთხვევისა) ან/და რეექსპორტი – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე. ხოლო იურიდიული პირი  - ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.


აკრძალვები

აკრძალულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების:

  • იმპორტი / რეექსპორტი (გარდა ჩაკეტილ სისტემებში გამოყენების მიზნით იმპორტისა).
  • ერთ ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისას, საქმიანობის განმახორციელებელი  პირის  ან  იმპორტიორის მიერ ერთი წლის განმავლობაში 5კგ-ზე მეტი ერთი და იგივე სახეობის გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი. 
  • საქართველოს ტერიტორიაზე საბაზრო ქსელში განთავსება;
  • გაითვალისწინეთ  აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა იწვევს  კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.


    სასაზღვრო კონტროლის პროცედურები

    გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო ან/და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებთან ერთად, შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.

    ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლს დაქვემდებარებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იდენტიფიცირების მიზნით შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ინფორმაცია, რომელიც მიიღება:

  • ეტიკეტზე ან საქონლის შეფუთვაზე განთავსებული მონაცემებით;
  • გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას თანდართულ დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით;
  • საქონლის ლაბორატორიული ანალიზით, რომელიც ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შერჩეულ შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.
  •  ნიმუშის აღება

    ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღების სიხშირე განისაზღვრება რისკის შეფასების საფუძველზე .

     საქონლის ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება, ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ხორბლის შემთხვევაში – აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი  ხორციელდება საქონლის მფლობელის ხარჯით. 

    საქონლის მფლობელს უფლება აქვს, მოითხოვოს აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის დაჩქარებული წესით ჩატარება თავისი ხარჯით იმ ლაბორატორიაში, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტაცია დაჩქარებული მეთოდით გამოკვლევაზე.

    ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, თუ გამოვლინდა გენმოდიფიცირებული ორგანიზმი, საქონლის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს განმეორებითი ნიმუშის აღება. განმეორებითი ნიმუშის აღება ხორციელდება მისი მოთხოვნით და  ხარჯით.

      განმეორებითი ნიმუში აიღება:

  • ორ ეგზემპლარად, ილუქება და ერთი ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მფლობელს ლაბორატორიული ანალიზისათვის, ხოლო მეორე - რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით სათანადო პირობებში ინახება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. საქონლის მფლობელის მოთხოვნით, შესაძლებელია ნიმუშის ორივე ეგზემპლარის ერთდროულად გადაცემა ლაბორატორიული ანალიზისათვის.
  • ერთ ეგზემპლარად, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით იმ შემთხვევაში, თუ ნიმუში ლაბორატორიული ანალიზისათვის, საქონლის მფლობელის მიერ, გაიგზავნება ევროკავშირის ქვეყნებში ევროკომისიის მიერ აღიარებულ რეფერენტულ აკრედიტებულ ლაბორატორიაში.
  • განმეორებითი, მათ შორის, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ანალიზის ჩასატარებლად მხარეთა შეთანხმებით შეირჩევა სხვა აკრედიტებული ლაბორატორია ან სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.


    საზღვარზე წარსადგენი დოკუმენტები

    გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას, სავალდებულოა, საბაჟო გამშვებ პუნქტს, საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, წარედგინოს:

  • ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით შემოტანის შემთხვევაში, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობა (რომელიც ადასტურებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესაბამის ლიცენზიაში აღნიშნული მიზნებისათვის იმპორტის უფლებას);
  • ტრანზიტის მიზნით გადაადგილების შემთხვევაში (რაც არ საჭიროებს ლიცენზიას), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანზიტის განმახორციელებელი პირის განცხადების (შეტყობინების) დაკმაყოფილების შესახებ.

  • ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები

    ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი - ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია არაბუნებრივი (თანამედროვე ბიოტექნოლოგიური) მეთოდების გამოყენებით, რაც ნიშნავს ორგანიზმის გენეტიკური მასალის შეცვლას ხელოვნურ (ინ ვიტრო) პირობებში ნუკლეინის მჟავების ორგანიზმის უჯრედებში ან ორგანელებში პირდაპირი ინექციის მეთოდის ან/და სხვადასხვა ტაქსონომიური სტატუსის მქონე ორგანიზმების უჯრედების შერწყმის მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები საშუალებას იძლევა, გადაილახოს ბუნებრივი, ფიზიოლოგიური, რეპროდუქციული ან რეკომბინაციული ბარიერი; ამავე დროს, ისინი არ განეკუთვნებიან ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;

    საქართველოს ბიომრავალფეროვნების, გარემოსდაცვითი პრინციპებისა და სამეცნიერო მიზნების გათვალისწინებით, ხორციელდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლი და იგი ვრცელდება ნებისმიერ ცოცხალ

    ორგანიზმზე

    რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს.


    text