საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

სასაზღვრო კონტროლის პროცედურები

შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ახორციელებს:

  • ტვირთის დოკუმენტურ შემოწმებას;
  • ტვირთის იდენტურობისა და ფიზიკურ შემოწმებას, მათ შორის, ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების აღებას, რომლებიც ხორციელდება, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტრონული პროგრამის საშუალებით, შესაბამისი ნუსხით დამტკიცებული, რისკზე დაფუძნებული სიხშირის მიხედვით ან/და ეჭვის საფუძველზე.
  • აღებული ნიმუში ანალიზისათვის იგზავნება შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეულ შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.

    შესაძლებელია რეფერენტული ნიმუშის აღება, რომელიც ხორციელდება ლაბორატორიული ნიმუშის აღების პარალელურად, ტვირთის მფლობელის მოთხოვნით და მისი ხარჯით.

  • რეფერენტული ნიმუშის აღების შემთხვევაში, ორმაგდება ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა. ამასთანავე, გაერთიანებული ნიმუშიდან გამოიყოფა 2 ერთნაირი ნიმუში, რომელთაგან ერთი (ლაბორატორიული ნიმუში) იგზავნება ლაბორატორიაში ანალიზისათვის, ხოლო მეორე (რეფერენტული) გადაეცემა ტვირთზე პასუხისმგებელ პირს და ინახება იმავე სატრანსპორტო საშუალებაში, ტვირთისგან განცალკევებით.
  • თუ ტვირთზე პასუხისმგებელი პირი არ ეთანხმება ლაბორატორიული ნიმუშის ანალიზის შედეგებს, ტვირთის მფლობელის ხარჯით  ხორციელდება რეფერენტული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი, რომლის შედეგად გამოცემული დასკვნა საბოლოოა.
  • რეფერენტული ნიმუშის ანალიზის ჩასატარებლად მხარეთა შეთანხმებით შეირჩევა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ეროვნული ან საერთაშორისო რეფერენსლაბორატორია.


    საზღვარზე წარსადგენი დოკუმენტები

    საქართველოს საბაჟო საზღვარზე წარსადგენი დოკუმენტებია:

  • ტვირთის სატრანსპორტო დოკუმენტი, ანგარიშფაქტურა (ინვოისი), საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • წინასწარი შეტყობინება - საერთო შესვლის დოკუმენტი (ფორმა 4)
  • მიკოტოქსინებით, მათ შორის, აფლატოქსინებით, პესტიციდების ნარჩენებით, მიკრობიოლოგიური, პენტაქლოროფენოლით და დიოქსინებით დაბინძურების საფრთხის შემცველ, სპეციალურ მოთხოვნებს (პირობებს) დაქვემდებარებულ არაცხოველური წარმოშობის სურსათზე/ცხოველის საკვებზე დამატებით წარედგინება:
  • ოფიციალური სერტიფიკატი საქართველოში იმპორტისათვის;
  • ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ლაბორატორიული კვლევის ოქმი.
  • გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სურსათის/ცხოველის საკვების კონკრეტულ სახეობებზე, შესაძლებელია დამატებით წარსადგენად განისაზღვროს სხვა დოკუმენტად.
  • წინასწარი შეტყობინება წარედგინება ელექტრონულად„საერთო შესვლის დოკუმენტის“ ფორმით ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, ხოლო, იმ შემთხვევაში როდესაც ტვირთის გადაზიდვებთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პროცესების შეფერხების გამო განსაზღვრულ ვადაში ვერ ხერხდება წინასწარი შეტყობინების გაგზავნა, აღნიშნული ვალდებულება შესაძლებელია, შესრულდეს ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე არანაკლებ 4 საათით ადრე.


    სასაზღვრო კონტროლი

    არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება იმპორტისათვის განკუთვნილი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და იგი ვრცელდება:

  • არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების ნუსხაზე; 
  • მიკოტოქსინებით, მათ შორის, აფლატოქსინებით, პესტიციდების ნარჩენებით, მიკრობიოლოგიური, პენტაქლოროფენოლით და დიოქსინებით დაბინძურების საფრთხის შემცველ, სპეციალურ მოთხოვნებს (პირობებს) დაქვემდებარებულ არაცხოველური წარმოშობის სურსათზე/ცხოველის საკვებზე;
  • შენიშვნა კონტროლის პროცედურებს ექვემდებარება მხოლოდ  ნუსხებში წარმოდგენილი სასაქონლო კოდისა და დასახელების მქონე პროდუქცია შესაბამისი ქვეყნიდან.

  • ორი ან მეტი ინგრედიენტისგან შედგენილ პროდუქტზე, რომელიც ცალკეულად ან ჯამურად შეიცავს 20%-ზე მეტი ოდენობით მიკოტოქსინებით, მათ შორის, აფლატოქსინებით, პესტიციდების ნარჩენებით, მიკრობიოლოგიური, პენტაქლოროფენოლით და დიოქსინებით დაბინძურების საფრთხის შემცველ, სპეციალურ მოთხოვნებს (პირობებს) დაქვემდებარებულ არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების“ ნუსხით განსაზღვრულ, აფლატოქსინით დაბინძურების საფრთხის შემცველ სურსათს;
  • განსაკუთრებულ შემთხვევებში, სურსათის/ცხოველის საკვების კონკრეტულ სახეობებზე, რომლებიც განისაზღვრება სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით; 
  • არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლი არ ვრცელდება:

  • პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ, მგზავრის ბარგით, ხელბარგით ან/და ფიზიკური პირის საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე, რომელიც არ არის გამიზნული ბაზარზე განთავსებისათვის და რომლის ნეტო წონა არ აღემატება:
  • ახალი ხილისა და ბოსტნეულის შემთხვევაში – 5 კილოგრამს;
  • სხვა პროდუქტების შემთხვევაში – 2 კილოგრამს;
  • სავაჭრო/ლაბორატორიული ნიმუშის სახით შემოტანილ ან საგამოფენო/სამეცნიერო მიზნებისათვის განკუთვნილ საქონელზე, რომელიც არ არის გამიზნული ბაზარზე განთავსებისათვის და რომლის ნეტო წონა არ აღემატება:
  • ახალი ხილისა და ბოსტნეულის შემთხვევაში – 50 კილოგრამს;
  • სხვა პროდუქტების შემთხვევაში – 10 კილოგრამს.

  • არაცხოველური წარმოშობის სურსათი/ცხოველის საკვები

    არაცხოველური წარმოშობის სურსათი/ცხოველის საკვები, მაგალითად: ხილი (მათ შორის მშრალი ხილი), ბოსტნეული (სანელებლების ჩათვლით),  მარცვლეული, პარკოსნები (როგორიცაა მიწის თხილი), ჩაი და ა.შ, არ არის წარმოებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისაგან და არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს.   

    ვინაიდან მაღალია ასეთი პროდუქტების დაბინძურების რისკი აფლატოქსინებით, პესტიციდების ნარჩენებითა და სხვა დამაბინძურებლებით, რაც საფრთხის შემცველია, როგორც ადამიანის, ისე ცხოველის ჯანმრთელობისათვის, განისაზღვრა მათი უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის პროცედურები ზოგიერთი ქვეყნიდან იმპორტირებულ სურსათზე/ცხოველის საკვებზე.


    text