საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ვეტერინარული კონტროლი არ ვრცელდება

საქართველოს საბაჟო კოდექსით გან­სა­ზღ­ვ­რუ­ლი დაუძლეველი ძალის პირობების დადგომისას, დაუძლეველი ძა­ლის პირობების შედეგების სალიკვიდაციოდ საქონლის გა­და­ა­დ­გილებისას.


ნიმუშის აღება

ნიმუშის აღება ხორციელდება ფიზიკური შემოწმების ფარგლებში ,,მონიტორინგის გეგმის’’ თანახმად ან ეჭვის საფუძველზე საქონლის მფლობელის ხარჯით, ორ ეგზემპლარად:

  • ერთი - იგზავნება შემოსავლების სამსახურის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა  შერჩეულ, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში;
  • მეორე – რეფერენტული  (შედარებითი) ნიმუშის სახით, ინახება საქონლის მფლობელის მიერ, სათანადო პირობებში,  ნიმუშის ნომრის, დასახელების, წონის, რაოდენობისა და ნიმუშის აღების თარიღის მითითებით, დალუქულ მდგომარეობაში, საქონლის მფლობელისთვის შედეგებისა და დასკვნის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • საქონლის მფლობელს უფლება აქვს, მოითხოვოს აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის დაჩქარებული წესით ჩატარება თავისი ხარჯით იმ ლაბორატორიაში, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტაცია დაჩქარებული მეთოდით გამოკვლევაზე;

    იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის პირველად შედეგს, ხორციელდება რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი, რომლის ჩატარების ხარჯსაც ფარავს მოდავე მხარე.

    რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების შესახებ მოთხოვნა დაყენებულ უნდა იქნეს საქონლის მფლობელის მიერ, მისთვის ლაბორატორიული ანალიზის პირველადი შედეგებისა და დასკვნის მიწოდებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

    რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ანალიზი ტარდება:

  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ანალიზი განსაზღვრულია მისი აკრედიტაციის სფეროთი და პირველადი ლაბორატორიული ანალიზი ჩატარებულია სხვა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ;
  • მხარეთა შეთანხმებით შერჩეულ, სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში, გარდა საქონლის წარმოშობის ქვეყნისა.
  •  შენიშვნა რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გამოცემული დასკვნა საბოლოოა და მის საფუძველზე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზისათვის, თუ საქონლის მფლობელის მიერ წარდგენილი იქნება დაზიანებული (დარღვეულია შეფუთვის, ლუქის მთლიანობა, არ იკითხება ლუქის ნომერი და სხვ.) რეფერენტული (შედარებითი) ნიმუში, ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის პირველადი შედეგი ჩაითვლება საბოლოოდ.


    ვეტერინარული კონტროლის პროცედურები

    ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის :

  • საქართველოში შემოსატანისას ­- სასაზღვრო ინსპენქციის პუნქტში  ხორციელდება:
  • დოკუმენტური შემოწმება;
  • იდენტურობის შემოწმება;
  • ფიზიკური შემოწმება.
  • საქართველოში უკან დაბრუნებისას - სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ხორციელდება:
  • დოკუმენტური შემოწმება - წარედგინება ვეტერინარული სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ტვირთის სხვა თანხმლები დოკუმენტები.
  • იდენტურობის შემოწმება;
  • საჭიროების შემთხვევაში - ფიზიკური შემოწმება.
  • საბაჟო საწყობიდან და თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან იმპორტისას - საქონელი ექვემდებარება ხელახალ ვეტერინარული კონტროლის პროცედურებს. ამ შემთხვევაში, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში დოკუმენტური შემოწმებისათვის წარსადგენი დოკუმენტია „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი“, რომლის თანახმად მოხდა საქონლის დროებითი დასაწყობება. დოკუმენტური შემოწმების შემდგომ საქონელი ექვემდებარება იდენტურობის შემოწმებას და ფიზიკურ შემოწმებას (ეჭვის საფუძველზე ან მო­ნი­ტო­რინ­გის გეგმის თანახმად), ხოლო ცოცხალი ცხოველების შემ­თ­ხ­ვე­ვაში – ცოცხალი ცხოველების კლინიკურ შემოწმებას.
  •  ექსპორტისას - სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ: 
  •  საკლავი, სანაშენე ცხოველებზე;
  •  4101, 4102, 4103 საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდებით გათვალისწინებულ საქონელზე (გარდა, მსუბუქი, სატვირთო-სამგზავრო ავტომობილით, ავტობუსით, საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით გასატან 4101, 4102, 4103 საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდებით გათვალისწინებულ საქონელზე).
  • კიბოსნაირებსა (რომელიც მიეკუთვნება Crustacea-ის ქვეტიპს) და მის პროდუქტებზე.
  •  რეექსპორტისას - ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალი მიჰყვება საქონელს დანიშნულებისამებრ.
  • გაითვალისწინეთ  თუ პასუხისმგებელი პირი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვებ პუნქტშივე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის  განზრახვას ან/და ამ ოპერაციის განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი შენახვის  ადგილზე, ასეთი ობიექტი ექვემდებარება ტრანზიტული საქონლის ვეტერინარული კონტროლის პროცედურებს.

  • ტრანზიტისას - სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ხორციელდება:
  • დოკუმენტური შემოწმება ;
  • იდენტურობის შემოწმება (საჭიროების შემთხვევაში);
  • ფიზიკური შემოწმება(საჭიროების შემთხვევაში).
  • შენიშვნა ტრანზიტული საქონლის იმპორტში მოქცევა შესაძლებელია, თუ განხორციელებული ვეტერინარული პროცედურების შედეგად დასტურდება, რომ იგი შეესაბამება იმპორტის მოთხოვნებს. 

    გაითვალისწინეთ თუ ვეტერინარული კონტროლის ობიექტისათვის ,სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში, პასუხისმგებელი პირის მიერ არ არის გაცხადებული საქონლის საბოლოო დანიშნულება, საქონელი ჩაითვლება იმპორტში მოსაქცევად და იმპორტის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით აღნიშნული საქონელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება დოკუმენტურ, იდენტურობისა და ფიზიკურ შემოწმებას.


    საზღვარზე წარსადგენი დოკუმენტები

    საქართველოს საბაჟო საზღვარზე წარსადგენი დოკუმენტებია:

  • ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალი (ტრანზიტის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს საერთაშორისო ვეტერინარული მოწმობის ორიგინალი ან ვეტერინარული სერტიფიკატის ან საერთაშორისო ვეტერინარული მოწმობის სკანირებული ვერსია ელექტრონულად) ან ელექტრონული ვეტერინარული სერტიფიკატი, რომლის გადამოწმება შესაძლებელია შესაბამისი ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის გამოყენებით;
  • წინასწარი შეტყობინება - საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი -ცოცხალი ცხოველების შემოყვანის შემთხვევაში  (ფორმა 1)  ან  საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი - (ფორმა 2);
  • იმპორტის ნებართვა - საჭიროების შემთხვევაში;
  • ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში – დამატებით მარშრუტის გეგმა;
  • ფარმაცევტული პროდუქციის შემთხვევაში – ვეტერინარული სერტიფიკატი ან ჯანმრთელობის სერტიფიკატი ან ანალიზის დოკუმენტი (ჯანმრთელობის სერტიფიკატისა და ანალიზის დოკუმენტის წარდგენაც დასაშვებია, როგორც ორიგინალის სახით, ასევე ელექტრონულად, თუ მათი გადამოწმება შესაძლებელია შესაბამისი ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის გამოყენებით);
  • წინასწარი შეტყობინება წარედგინება ელექტრონულად „საერთო შესვლის დოკუმენტის“ ფორმით:

  • სახმელეთო გზით შემოტანისას – შემოტანამდე 24 საათით ადრე;
  • საზღვაო გზით შემოტანისას – სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე 24 საათით ადრე;
  • საჰაერო გზით შემოტანისას – საჰაერო ხომალდის საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში დაფრენამდე 2 საათით ადრე.
  • შეავსეთ წინასწარი შეტყობინება 

    ყურადღება - საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული „საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში  არსებული ქვეყნებიდან ცოცხალი ცხოველების ტრანზიტის შემთხვევაში საჭიროა მიმღები ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ ტვირთის გარანტირებულ მიღებაზე გაცემული დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, ორიგინალი ტრანზიტის ნებართვა (არსებობის შემთხვევაში) . სხვა შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული საქონლის გადაადგილებისას ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის წარდგენა სავალდებულო არ არის.


    ვეტერინარული კონტროლი

    ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი ვრცელდება საქონლის იმპორტზე, ტრანზიტზე, ექსპორტსა და რეექსპორტზე.

    ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი განსაზღვრავს, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელების პროცედურებს, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის  იმართ.


    text