შეღავათები/აკრძალვები
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და იმპორტის ნებართვის გარეშე დასაშვებია მცენარისა და მცენარეული პროდუქტის შემოტანა ნიმუშის სახით, მთლიანი წონით არაუმეტეს 10კგ, გარდა მცენარის თესლისა და მცენარის გასამრავლებელი მასალისა;
მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა კონტროლქვემდებარე ობიექტები, რომელთა იმპორტიც აკრძალულია
დასახელება
წარმოშობის ქვეყანა
ნიადაგი (გარდა მცირე რაოდენობის, რომელიც გადაადგილდება მცენარეებთან ერთად)
ყველა ქვეყნიდან
იზოლირებული ქერქი Castanea Mill
ევროპის კონტინენტის ქვეყნების გარდა
იზოლირებული ქერქი Populus L.
ამერიკის ქვეყნებიდან
იზოლირებული ქერქი Acer saccharum და Quercus L. (გარდა Quercus suber)
ჩრდ. ამერიკის ქვეყნები
ცოცხალი მცენარეები Pinus L., Picea A., Abies Mill., Tsuga Carr., Pseudotsuga Carr. გარდა ნაყოფისა და თესლისა
ჩრდ. ამერიკის ქვეყნები
Populus L. ცოცხალი მცენარე, გარდა თესლისა და ნაყოფისა
კანადა, აშშ
Malus Mill., Prunus L., Pyrus L., , Crateagus L., სარგავი მასალა, გარდა მოსვენების მდგომარეობაში მყოფი მცენარისა (ფოთლების, ყვავილისა და ნაყოფის გარეშე)
კანადა, აშშ
Solanum L. სარგავი მასალა, ტუბერები
ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, მექსიკა, პარაგვაი, პერუ, ვენესუელა, ბოლივია, ეკვადორი
Phoenix L., Washingtonia Wend., Trachycarpus Wend., სარგავი მასალა, ცოცხალი მცენარე, გარდა თესლისა და ნაყოფისა
ყველა ქვეყანა
ფიტოსანიტარული კონტროლის პროცედურები
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის:
საქართველოში შემოსატანისას - სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ხორციელდება:დოკუმენტური შემოწმება;იდენტურობის შემოწმება;მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ნიმუშის აღება (იხ. ნიმუშის აღება).საქართველოში უკან დაბრუნებისას - სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ხორციელდება:დოკუმენტური შემოწმება; ( ამ მიზნით წარედგინება ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ტვირთის სხვა თანხმლები დოკუმენტები); იდენტურობის შემოწმება; საჭიროების შემთხვევაში - მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლი.ექსპორტისას - საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი არ მოითხოვება - მსუბუქი, სატვირთო - სამგზავრო ავტომობილით, ავტობუსით, საფოსტო გზავნილით, ბარგით ან / და მგზავრის ხელბარგით გასატან ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე.საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას - საქონელი, ფიტოსანიტარიულ კონტროლს არ ექვემდებარება, იმ შემთხვევაში თუ გადაადგილდება დახურული და დალუქული სატრანსპორტო საშუალებით, არ დაიყოფა ნაწილებად და არ შეერევა სხვა საქონელს შემოტანისას;შენიშვნა ტრანზიტული საქონლის იმპორტში მოქცევა შესაძლებელია, თუ განხორციელებული ფიტოსანიტარიული პროცედურების შედეგად დასტურდება, რომ იგი შეესაბამება იმპორტის მოთხოვნებს.
რეექსპორტისას - თუ ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ტვირთზე პასუხისმგებელი პირი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს, საბაჟო გამშვებ პუნქტშივე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის განზრახვას, საქონლის მიმართ ხორციელდება ტრანზიტული საქონლის მიმართ გასატარებელი ფიტოსანიტარული კონტროლის პროცედურები.ნიმუშის აღება ხდება:
ადგილზე ინსპექტირების მიზნით; ანალიზისათვის ,,მონიტორინგის გეგმის’’ თანახმად;ეჭვის საფუძველზე.შენიშვნა განმეორებით ნიმუშის აღება ხდება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელი არ ეთანხმება ლაბორატორიული ანალიზის პირველად შედეგებს. ამ შემთხვევაში გამოკვლევის ჩატარების ხარჯს ფარავს საქონლის მფლობელი.
შედარებითი ნიმუშის ანალიზის ჩასატარებლად მხარეთა შეთანხმებით შეირჩევა: სხვა აკრედიტებული ლაბორატორია ან სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.
საზღვარზე წარსადგენი დოკუმენტები
საქართველოს საბაჟო საზღვარზე წარსადგენი დოკუმენტებია:
ექსპორტიორი/რეექსპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ორიგინალი (ტრანზიტის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს ორიგინალი დოკუმენტის სკანირებული ვერსია ელექტრონულად) ან ელექტრონული სერტიფიკატი იმ პირობით, რომ:1) წარმოდგენილი ინფორმაცია შეესაბამება მიღებულ მოდელს (მოდელებს);
2) ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება ხორციელდება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPS) ფარგლებში;
3) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გადამოწმება შესაძლებელია შესაბამისი ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის გამოყენებით;
Activity
წინასწარი შეტყობინება საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი (ფორმა N3);იმპორტის ნებართვა (საჭიროების შემთხვევაში); კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის სხვა თანმხლები დოკუმენტები.წინასწარი შეტყობინება წარედგინება ელექტრონულად „საერთო შესვლის დოკუმენტის“ ფორმით:
სახმელეთო გზით შემოტანისას – შემოტანამდე 24 საათით ადრე;საზღვაო გზით შემოტანისას – სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე 24 საათით ადრე;საჰაერო გზით შემოტანისას – საჰაერო ხომალდის საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში დაფრენამდე 2 საათით ადრე.შეავსეთ წინასწარი შეტყობინება
ფიტოსანიტარიული კონტროლი
ფიტოსანიტარიული კონტროლი მიმართულია მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების მავნე ორგანიზმების ქვეყანაში შემოჭრისა და გავრცელების წინააღმდეგ.
ფიტოსანიტარიული კონტროლის პროცედურები ვრცელდება ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო‑საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანასა და გატანაზე.
სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო‑საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა საქართველოსთვის მცენარეთა საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხა