არაიოდიზებული მარილის საქართველოში რეალიზაცია დასაშვებია:
სამედიცინო მიზნით;ტექნიკური დანიშნულებით და არასაკვები პროდუქციის წარმოებისათვის.არაიოდიზებული მარილის იმპორტირება დასაშვებია შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენა ხორციელდება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
განცხადებასთან თან უნდა ახლდეს:
არაიოდიზებული მარილის საქართველოში შემოტანის სამართლებრივი საფუძველი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ოფიციალური წერილი და ა.შ.); საქონლის რაოდენობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები; არაიოდიზებული მარილის შემდგომში არასაკვები მიზნით გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება), თუ არაიოდიზებული მარილის იმპორტიორი ამავდროულად მომხმარებელია – ინფორმაცია ვალდებულების შესახებ, რომლის მიხედვითაც შემოტანილი საქონელი არ გამოიყენება საკვები მიზნით.ნებართვის გაცემა უფასოა და ხორციელდება როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.
შენიშვნა ნებართვის ელექტრონულად გაცემის შემთხვევაში, როდესაც შემოსავლების სამსახურისათვის ხელმისაწვდომია ნებართვების ელექტრონული ბაზა, მისი დედნის წარდგენა საბაჟო ორგანოში სავალდებულო არ არის.