ადამიანთა და ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი მარილი იოდირებული უნდა იყოს ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.
არაიოდიზებული მარილის საქართველოში რეალიზაცია დასაშვებია:
სამედიცინო მიზნით;ტექნიკური დანიშნულებით და არასაკვები პროდუქციის წარმოებისათვის.იოდიზებული მარილის იმპორტი
იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტისას საგადასახადო ორგანოებს წარედგინება შესაბამისობის სერტიფიკატი.
სუფრის მარილის იოდიზაციისათვის გამოიყენება კალიუმის იოდიდი და კალიუმის იოდატი. იოდის მასური წილი იოდირებულ მარილში უნდა შეადგენდეს 40±10 მკგ/გ. კალიუმის იოდიდის სტაბილიზატორად გამოიყენება ნატრიუმის თიოსულფატი, რომლის მასური წილი არ უნდა აღემატებოდეს 250±50 მკგ/გ. ამასთან, იოდირებული მარილის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 1%-ს. იოდირებული მარილის მარკირებაზე აუცილებლად უნდა იქნეს მითითებული დამატებული იოდის ფორმა (კალიუმის იოდიდი ან კალიუმის იოდატი), იოდის შემცველობა, გამოშვების თარიღი და შენახვის ვადა. ამასთან, კალიუმის იოდიდის გამოყენებით იოდირებული მარილის შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო კალიუმის იოდატის გამოყენებით იოდირებისას კი – 9-12 თვეს. იოდირებული მარილის შეფუთვისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი ტარა, რომელიც უზრუნველყოფს მარილის იოდიზაციის რეგლამენტირებული დონის შენარჩუნებას შენახვის ვადის გასვლამდე. აღნიშნული მიზნით რეკომენდებულია პოლიეთილენური აპკის გამოყენება პიგმენტის (ცისფერი, ყვითელი, ყავისფერი, თეთრი) დამატებით ან მის გარეშე. აგრეთვე შესაძლებელია კომბინირებული (მუყაოსა და პოლიმერული) მასალის ქილების ან კოლოფების გამოყენება.სუფრისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური მარილის ხარისხისა და უსაფრთხოების ჰიგიენური ნორმატივები
მაჩვენებლები
ზღვრული დონეები მგ/კგ, არა უმეტეს
შენიშვნა
ტოქსიკური ელემენტები:
ტყვია
2.0
დარიშხანი
1.0
კადმიუმი
0.1
ვერცხლისწყალი
0.1
„ექსტრა“
0.01
სამკურნალო -პროფილაქტიკური
სპილენძი
3.0
თუთია
10.0
რადიონუკლიდები:
ცეზიუმ-137
300
ÁÊ/ÊÂ
სტრონციუმ-90
100
ÉÂÉÅÄ