პესტიციდები - ქიმიური ან ბიოლოგიური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, ასევე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის. მოსავლის აღების წინ მცენარეთა ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები), მცენარეთა ფოთლების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, ნიადაგის, მცენარეთა და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქტების გაუსნებოვნებისათვის.
აგროქიმიკატი - სასუქები, ქიმიური მელიორანტები, აგრომადნეულები, საკვები დანამატები, რომლებიც გათვალისწინებულია ნიადაგების გასანოყიერებლად და მცენარეთა კვებისათვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო.
აკრძალულია ისეთი პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის შემოტანა, რეალიზაცია, წარმოება, გამოყენება და მიმოქცევა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ თანახმად პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანა რეგისტრაციის გარეშე შეიძლება:
ექსპერიმენტული კვლევისათვის; რეგისტრაციისათვის – ნიმუშის სახით;გამოფენის, სიმპოზიუმის, კონფერენციის, ფორუმისა და კონგრესისათვის – ნიმუშის სახით, რეალიზაციის უფლების გარეშე;რეექსპორტისათვის;საქონლის საწყობში/ტერმინალში შენახვის ან/და ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისათვის; განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, ეპიზოოტია, ეპიზოოტიის საშიშროება, ეგზოტიკური დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით; შენიშვნა რეგისტრაციას არ ექვემდებარება პესტიციდი და აგროქიმიკატი, რომლებიც შემოტანილია სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ან/და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების დაყოვნების საშიშწროების შემთხვევაში.
პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია, მომსახურების საფასურები და ვადები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე