სახელმძღვანელო ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოაქტიურ და ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის
სარჩევი
შესავალი.
ნაწილი 1: რას ნიშნავს ექსპორტის კონტროლი და როგორ ყალიბდებოდა დღეს არსებული კონტროლის სისტემა სხვადასხვა ქვეყნებში.
1.1 ექსპორტის კონტროლის განმარტება.
1.2 საქართველოს ექსპორტის კონტროლის სისტემის ისტორიული მიმოხილვა.
1.3 სტრატეგიული საქონლით, მასალებით და ტექნოლოგიებით საერთაშორისო ვაჭრობაზე კონტროლის სისტემების განვითარების ისტორია.
1.3.1 ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლის სისტემა.
1.3.2 ევროკავშირის ექსპორტის კონტროლის სისტემის ზოგადი მიმოხილვა.
1.3.3 სამხრეთ კორეის მაგალითი.
1.3.4 უკრაინის ეროვნული ექსპორტის კონტროლის სისტემა.
1.4. როგორ შექმნეს სხვადასხვა ქვეყნებმა მასობრივი განადგურების იარაღი სტრატეგიული საქონლით და ტექნოლოგიებით ვაჭრობის და გადაცემის გამოყენებით..
1.4.1 ინდოეთის ბირთვული პროგრამა.
1.4.2 პაკისტანის ბირთვული განვითარების ისტორია.
1.4.3 ლიბიის ბირთვული პროგრამა.
1.4.4. ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა.
1.4.5 ირანის ბირთვული პროგრამა.
1.4.6. არასახელმწიფო სუბიექტების მხრიდან მომდინარე საფრთხეები.
ნაწილი 2: გაუვრცელებლობის საერთაშორისო რეჟიმები და შეთანხმებები.
2.1 ბირთვულ მიმწოდებელთა ჯგუფი (Nuclear Suppliers Group (NSG)).
2.2 სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმი (MTCR).
2.3 ავსტრალიის ჯგუფი (AG).
2.4 ვასენაარის შეთანხმება.
2.5 ევროპის კავშირის სამხედრო ნუსხა 2008/944/CFSP მოიცავს სამხედრო დანიშნულების პროდუქციის 22 კატეგორიას:
2.6 შეთანხმება „იარაღით ვაჭრობის შესახებ“ (ATT).
2.7 ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენცია.
დანართი II-1: ქიმიური იარაღისა და საკონტროლო ნუსხების შესაბამისობა:
ნაწილი 3. მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციები და საქართველოს ვალდებულებები.
3.1 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) რეზოლუცია 1540(2004).
3.2 რეზოლუცია 2231 (2015) სანქციები ირანის წინააღმდეგ.
3.2.1 ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA)
3.2.2 ბირთვული საქმიანობის სახეები, რომლებსაც ესაჭიროება უშიშროების საბჭოს სანქცია (თანხმობა)
3.2.3 ბირთვული საქმიანობის სახეები, რომლებსაც არ ესაჭიროება უშიშროების საბჭოს სანქცია (თანხმობა)
3.2.4 „შესყიდვების არხის“ ფუნქციონირების წესი.
3.2.5 უშიშროების საბჭოსთვის წინადადების წარდგენის წესი.
3.2.6 ინფორმაცია „შესყიდვების არხის“ შესახებ.
3.2.7. 2231 (2015) რეზოლუცია სარაკეტო ტექნოლოგიების შესახებ.
3.2.8 2231 (2015) რეზოლუცია ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ.
3.2.9 2231 (2015) რეზოლუცია ფიზიკური პირების შესახებ. 62
დანართი III-1: ეროვნული საკონტროლო ნუსხის და INFCIRC/254/Rev.13/Part 1, INFCIRC/254/Rev.10/Part 2 და S/2015/546 ნუსხების შესაბამისობა დაახლოებით ასე გამოიყურება:
3.2.10 JCPOA დღეს.
3.3 კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.
ნაწილი 4: საქართველოს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არეგულირებს სტრატეგიული დანიშნულების საქონლის ბრუნვის კონტროლს.
4.1 ნორმატიული აქტების ჩამონათვალი.
4.2 საქართველოს კანონი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების კონტროლის შესახებ“.
4.3 საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“.
4.4 საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“.
4.5 საქართველოს საბაჟო კოდექსი.
4.6 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
4.7 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
4.8 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილება „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“.
4.9 „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის N372 დადგენილება.
4.10 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №292 ბრძანება „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხის გამოყენების თაობაზე“ წესის (საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურასთან კორელაციის ცხრილი) დამტკიცების შესახებ.
4.11 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №291 ბრძანება „ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების და ტექნიკური დახმარების სანებართვო მოწმობებისა და ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ“.
4.12 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს №65 ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
4.13 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“.
ნაწილი 5: ორმაგი დანიშნულების პროდუქციის განსაზღვრება.
5.1. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის განსაზღვრება.
5.2 ორმაგი დანიშულების პროდუქციის ნუსხის სტრუქტურა.
5.3 ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ჩამონათვალი.
5.3.1 კატეგორია 0: ბირთვული მასალები, საშუალებები და აღჭურვილობა.
5.3.2 კატეგორია 1: სპეციალური მასალები და შესაბამისი აღჭურვილობა.
5.3.3 კატეგორია 2: მასალების დამუშავება.
5.3.4 კატეგორია 3: ელექტრონიკა.
5.3.5 კატეგორია 4: კომპიუტერები.
5.3.6 კატეგორია 5: ტელეკომუნიკაცია და ინფორმაციის უსაფრთხოება:
5.3.7 კატეგორია 6: სენსორები და ლაზერები.
5.3.8 კატეგორია 7: ნავიგაცია და საავიაციო ელექტრონიკა.
5.3.9 კატეგორია 8: ზღვაოსნობა.
5.3.10 კატეგორია 9: ავიაკოსმოსური მრეწველობა და გადაადგილების სისტემები.
5.4. რა სახის პროდუქციას მოიცავს საკონტროლო ნუსხა, პრაქტიკული მაგალითები.
5.4.1 მაგალითი 1. უპილოტო საფრენი აპარატები.
5.4.2 მაგალითი 2. სახარატო, სალესი, საფრეზი, საჭრელი, საქსოვი, შიგაჩარხვის ჩარხები.
5.4.3 მაგალითი 3. ბოჭკოვანი ან ძაფისებრი მასალები.
5.4.4 მაგალითი 4. ალუმინის ფხვნილი.
5.4.5. მაგალითი 5. სარქველები.
5.4.6. მაგალითი 6. ცენტრიფუგები.
5.4.7. მაგალითი 7. ტრიტიუმი (1C235).
5.5. როგორ მოვძებნოთ ჩვენი პროდუქცია საკონტროლო სიაში, ძებნის მეთოდები და საქონლის იდენტიფიკაცია, კორელაციის ცხრილი.
5.5.1. კორელაციის ცხრილის აგებულება და მნიშვნელობა.
5.5.2. საქონლის იდენტიფიკაცია.
5.5.3. კონკრეტული საქონლის და ნუსხაში მოცემული იგივე ტიპის პროდუქციის ტექნიკური პარამეტრების შედარება და მათ შორის შესაბამისობის დადგენა.
5.5.4. საკონტროლო ნუსხაში საქონლის ძებნის მაგალითები.
5.6. რა სახის პროდუქციას ესაჭიროება ნებართვა იმპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში, ერთი (*) და ორი (**) ვარსკვლავით მონიშნული პროდუქცია.
5.7 CATCH ALL კონტროლის პრინციპი.
ნაწილი 6: ორმაგი დანიშნულები ნებართვა.
6.1. ნებართვის და ლიცენზიის ზოგადი ცნება;
6.2. ნებართვის გაცემის წესი:
6.3. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვის ონლაინ მიღების წესი.
6.3.1 შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია.
6.3.2 ნებართვის მისაღებად განაცხადის შევსება;
ნაწილი 7: საბაჟო სამსახურის უფლებამოსილება და როლი საქართველოს ექსპორტის კონტროლის სისტემაში
7.1 საბაჟო დეპარტამენტისფუნქციები და სტრუქტურა.
7.2 საბაჟო პროცედურები.
დანართი VII_1: ADR-ის და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესაბამისობა იხ. ცხრილში:
ნაწილი 8: ნებართვის მაძიებლის უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები.
8.1 ექსპორტის, ტექნიკური დახმარების და საბროკერო მომსახურების შემთხვევაში ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები.
8.2 იმპორტის შემთხვევაში ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები.
8.3 ტრანზიტის შემთხვევაში ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები:
8.4 ნებართვის მოქმედების ვადა და ნებართვის მოპოვების ვალდებულებისგან გათვისუფლება
8.5 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
ნაწილი 9: საბოლო მომხმარებლის სერტიფიკატი, რჩევები ბიზნესისთვის.
9.1 საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის ცნება.
9.2 რჩევები ბიზნესისთვის: როგორ ავიცილოთ საკონტროლო პროდუქციის გადაადგილებისას პრობლემები
ნაწილი 10: შიდა შესაბამისობის პროგრამა.
ნაწილი 11: საქართველოს ბაზრის ანალიზი და ეკონომიკური ოპერატორები.
დასასრული.
თუ თქვენ აწარმოებთ დანადგარებს, მოწყობილობებს, გამოთვლით ტექნიკას, ელექტრონულ კომპონენტებს, მასალებს, ქიმიურ ნივთიერებებს, ბიოლოგიურ აგენტებს და ა.შ., ქმნით ტექნოლოგიებს და პროგრამულ უზრუნველყოფას, ჩაბმული ხართ საერთაშორისო ვაჭრობაში, გსურთ, რომ ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ოპერაციები თქვენმა კომპანიამ განახორციელოს სტრატეგიული საქონლით ვაჭრობის კონტროლთან დაკავშირებული რეგულაციების სრული დაცვით, გთხოვთ, გაეცნოთ „ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის სახელმძღვანელოს“ (შემდგომ სახელმძღვანელო), რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ბიზნესს და სამოქალაქო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო და ეროვნული ექსპორტის კონტროლის სისტემების შესახებ, საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულ პირებს მისცეს რეკომენდაციები და რჩევები ექსპორტის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით პრაქტიკაში დანერგილი მიდგომების შესახებ.
სახელმძღვანელო შეიქმნა 1540 (2004) რეზოლუციის 8(d) პუნქტის შესაბამისად, რომელიც ავალებს ყველა სახელმწიფოს შეიმუშაოს სამრეწველო და სამოქალაქო წრეებთან (მათ შორის სამეცნიერო-კვლევით და აკადემიურ) ურთიერთობის საჭირო მეთოდები გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით ეროვნული ნორმატიული აქტებით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესახებ მათი ინფორმირების მიზნით.
აღნიშნული სახელმძღვანელოს მეშვეობით მიიღებთ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეჟიმები, შეთანხმებები და ხელშეკრულებები, რეზოლუციები, სანქციები, ემბარგოები, საქართველოს ვალდებულებები ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის სფეროში;სტრატეგიული საქონლით ვაჭრობის კონტროლის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა, ნებართვის სახეები, ნებართვის მისაღებად დადგენილი კრიტერიუმები და მოთხოვნები, ასევე ნებართვის მისაღებად საჭირო ადმინისტრაციული პროცედურები;ნებართვის მფლობელის ვალდებულებები;საქართველოს ექსპორტის კონტროლის სისტემის სპეციფიკა;ექსპორტის კონტროლის შიდა შესაბამისობის პროგრამა (ICP) და პრაქტიკაში მისი განხორციელების გზები;სტრატეგიული საქონლის საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმების პროცედურები;ნებართვების და ლიცენზიების ელექტრონული სისტემა;საქონლის და ტექნოლოგიების იდენტიფიცირების მეთოდები;ეროვნული საკონტროლო ნუსხებით სარგებლობის წესები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები.სახელმძღვანელო ასევე შეეხება სტრატეგიული ვაჭრობის კონტროლის სფეროში ბიზნეს სექტორის მიერ წამოჭრილ პრობლემატურ საკითხებს, სიახლეებს, მიმართულებებს, მიდგომებს და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.
სახელმძღვანელო ბიზნეს ოპერატორებს მისცემს საშუალებას ნემისმიერ დროს მიიღონ ინფორმაცია შესაბამის საკანონმდებლო აქტებსა და საკონტროლო ნუსხებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, როგორიცაა მაგ.: მიეკუთვნება თუ არა ორმაგი დანიშნულების პროდუქციას საქონელი, რომლის ექსპორტი/იმპორტი განზრახული აქვს კონკრეტულ კომპანიას; რომელ ქვეყნებთან ვაჭრობაზეა დაწესებული შეზღუდვები; რა პროცედურების გავლაა საჭირო ნებართვის მისაღებად და ა.შ.. წინამდებარე სახელმძღვანელო იქნება კიდევ ერთი დამხმარე და ხელშემწყობი საშუალება ნებართვის გამცემ ორგანოსა და ნებართვის მაძიებლებს შორის ურთიერთობების სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარებისთვის და ბიზნეს სექტორის მუდმივი ინფორმირებისათვის.
ამასთან, სახელმძღვანელოს მიზანია, საქართველოს ექსპორტის კონტროლის სისტემის შესახებ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებით ხელი შეუწყოს სტრატეგიული საქონლით ვაჭრობას მშვიდობიანი მიზნებისათვის.
იმედი გვაქვს, სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს სტრატეგიული ვაჭრობის კონტროლის სფეროში ჩართული სუბიექტების ცნობიერების ამაღლებას გლობალურ და ეროვნულ დონეზე მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ. ამასთან, სახელმძღვანელო დაეხმარება სახელმწიფო უწყებებს, რომ ბიზნესის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები გამოიყენოს ექსპორტის კონტროლის სისტემის შემდგომი გაუმჯობესებისათვის.
მრეწველობის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის თუ სხვა დაინტერესებული დარგებისთვის განახლებადი, სანდო და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათგან გამოხმაურებების მიღება ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სტრატეგიული ვაჭრობის კონტროლის სფეროში, რაც ერთერთ უმთავრეს კრიტერიუმს წარმოადგენს ეფექტური ეროვნული ექსპორტის კონტროლის სისტემის შექმნისა და შემდგომი დახვეწისათვის.
ნაწილი 1: რას ნიშნავს ექსპორტის კონტროლი და როგორ ყალიბდებოდა დღეს არსებული კონტროლის სისტემა სხვადასხვა ქვეყნებში
ექსპორტის კონტროლი არეგულირებს ისეთი საქონლის, პროგრამული უზრუნველყოფის, ტექნოლოგიის თუ მომსახურების ნებისმიერი სახით და ფორმით მიწოდებას/გადაზიდვას/გადაგზავნას, რომელიც დაკავშირებულია მასობრივი განადგურების იარაღის ან მისი მიწოდების სისტემების შესაქმნელად.
ექსპორტის კონტროლი არის ექსპორტზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და ხორციელდება იმ პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებით, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური მასობრივი განადგურების იარაღის და ამ იარაღის გადატანის საშუალებების შესაქმნელად.
ეს არის კომპლექსური ზომების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო და ეროვნული მარეგულირებელი აქტებით დადგენილი კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას იმ საქონლის ექსპორტზე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური მასობრივი განადგურების იარაღის და ამ იარაღის გადატანის საშუალებების შესაქმნელად.
ექსპორტის კონტროლი - ეს არის ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს განსაზღვრული საქონლით და ტექნოლოგიებით საგარეო სავაჭრო ოპერაციებზე სანებართვო (სალიცენზიო) კონტროლის განხორციელებას.
ექსპორტის კონტროლის ეროვნული რეჟიმის რეალიზება მოითხოვს სპეციალური სისტემის შექმნას, რომელიც მოიცავს საკანონმდებლო ბაზას, საკონტროლო საქონლის და ტექნოლოგიების ნუსხებს (საკონტროლო ნუსხები), ნებართვის გაცემის პროცედურებს (მათ შორის პროდუქციის იდენტიფიცირებას, უწყებათაშორის თანამშრომლობას და სხვ.), სანებართვო წესების შესრულებაზე კონტროლის მექანიზმებს, ამ წესების დარღვევის შემთხვევაში პასუხისგების ზომებს (პასუხისმგებლობის დაკისრებას), აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების დაცვას.
ექსპორტის კონტროლი - ეს არის შეიარაღებით, ორმაგი დანიშნულების საქონლით და მაღალი ტექნოლოგიებით ვაჭრობის რეგულირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ტერმინოლოგიით (განმარტებით), ექსპორტის კონტროლი - ეს არის საგარეო ეკონომიკური რეგულირების არასატარიფო ღონისძიება.
1.2 საქართველოს ექსპორტის კონტროლის სისტემის ისტორიული მიმოხილვა
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“. (იმავე დღეს, აშშ-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით, ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის (1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში ქვეყნის მოსახლეობის 98%-მა ხმა მისცა დამოუკიდებლობის აღდგენას) შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას).
1992 წლის ივლისში საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო-ს) 179-ე წევრი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა აღიარებს ორგანიზაციის ღირებულებებს და პრინციპებს და უერთდება საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას მსოფლიოში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნების საქმეში, რაზეც თავის მხრივ, მეტყველებს საქართველოს მიერ მიღებული მრავალმხრივი და ორმხრივი შეთანხმებები და ხელშეკრულებები.
საქართველო, როგორც გაერო-ს წევრი ქვეყანა, ასრულებდა და ასრულებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, უერთდება გადაწყვეტილებებს სანქციების დაწესების შესახებ ზოგიერთი ქვეყნის მიმართ, მათ მიერ ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებით. (მაგ. ასეთი რეზოლუციებია ირანის წინააღმდეგ 1737 (2006)-2231(2015), ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ 1718(2006)-2375(2017)).
1994 წლის 7 მარტიდან საქართველო შეუერთდა ხელშეკრულებას „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ“, რომელიც მიიღო გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 1969 წლის 12 ივნისის 2373 (XXII) რეზოლუციით;
1996 წლის 6 მარტის №132 დადგენილებით საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა, ხოლო 1996 წლის 22 მაისიდან საქართველო შეუერთდა კონვენციას „ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის დამუშავების, წარმოების, მისი მარაგის დაგროვებისა და მოსპობის შესახებ“;
1995 წლის 27 ნოემბრიდან საქართველო არის „ქიმიური იარაღის შექმნის, წარმოების, დაგროვების და გამოყენების აკრძალვის და მარაგების განადგურების შესახებ კონვენციის“ წევრი.
1998 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო კონტროლის შესახებ“ (2003 წლიდან საქართველოს კანონი „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“), რომელიც ადგენდა შეიარაღების, სამხედრო დანიშნულების ტექნიკის, ნედლეულის, მასალების, მოწყობილობების, ტექნოლოგიების, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და მათ წარმოება-გამოყენებასთან დაკავშირებული მომსახურების საექსპორტო კონტროლის განხორციელების საფუძვლებსა და წესს, საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული უშიშროების ინტერესების შესაბამისად და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმების განსამტკიცებლად.
2002 წლის 22 სექტემბერს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის №408 ბრძანებულება „საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, რომლითაც დამტკიცდა საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო ნებართვის ფორმა.
2013 წლის 25 ნოემბერს, საქართველომ გააფორმა თავისი ისტორიის მანძილზე ერთერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმება, როგორიცაა „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ (რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 18 ივლისის №2495–რს დადგენილებით), რომლითაც კიდევ ერთხელ აიღო ვალდებულება „ითანამშრომლოს და წვლილი შეიტანოს მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში შემდეგი ქმედებების განხორციელების გზით:
a) მიიღოს ზომები, რათა საჭიროების შემთხვევაში, ხელი მოაწეროს, რატიფიკაცია მოახდინოს, ან შეუერთდეს და სრულად შეასრულოს ყველა სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტი; და
(b) ჩამოაყალიბოს ექსპორტის კონტროლის ეფექტიანი ეროვნული სისტემა, რომელიც გააკონტროლებს მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული ტვირთების ექსპორტსა და ტრანზიტს, რაც მოიცავს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე მასობრივი განადგურების იარაღის საბოლოო გამოყენების კონტროლსა და ექსპორტის კონტროლის დარღვევებზე ეფექტიანი სანქციების დაწესებას“ (ასოცირების შესახებ შეთანხმება, კარი II, მუხლი 10.)[1].
2014 წელს, BAFA-სა (გერმანიის ეკონომიკის და ექსპორტის კონტროლის უწყება) და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დიდი მხარდაჭერით, საქართველომ მიიღო ახალი კანონი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების კონტროლის შესახებ“, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საკონტროლო ნუსხა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის (EC) No 428/2009 რეგლამენტით მიღებული საკონტროლო ნუსხის №388/2012 ვერსიასთან, რითაც უპასუხა ასოცირების შეთანხმების და გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1540(2004) რეზოლუციის მოთხოვნებს ყველა სახელმწიფოს მიმართ, მიიღოს და ეფექტურად გამოიყენოს შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა..., სასაზღვრო კონტროლის და სამართალაღსრულების საჭირო ეფექტური ზომები..., ეროვნულ დონეზე დააწესონ, სრულყონ, გადასინჯონ და შეინარჩუნონ საჭირო ეფექტური კონტროლი ... ექსპორტზე და ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე, ...რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშაონ საკონტროლო ნუსხები.
დღეისათვის საქართველოს აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული ექსპორტის კონტროლის სისტემა, რომელიც მოიცავს შესაბამის საკანონმდებლო ბაზას, სანებართვო სისტემას, ნებართვის გამცემ უწყებებს, საბაჟო კონტროლს, ტექნიკურ დახმარებას, იძულებითი ღონისძიებების გატარებას, არასამთავრობო სექტორის ჩართულობას, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობას.
წინამდებარე სახელმძღვანელოში დაწვრილებით გაეცნობით ჩვენი ქვეყნის ექსპორტის კონტროლის შემადგენელი თითოეული კომპონენტის არსს, დანიშნულებას და შინაარსს.
1.3 სტრატეგიული საქონლით, მასალებით და ტექნოლოგიებით საერთაშორისო ვაჭრობაზე კონტროლის სისტემების განვითარების ისტორია
ეკონომიკური სანქციები, რომელიც მოიცავს სავაჭრო და ფინანსურ სანქციებს, არის ამკრძალავი ხასიათის ეკონომიკური ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ვაჭრობის ერთი მონაწილის (ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფის) მიერ მეორე მონაწილის („სანქციების ობიექტის“) მიმართ ამ უკანასკნელის იძულების მიზნით, შეცვალოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკური კურსი.
ეკონომიკურ სანქციებს უძველესი ისტორია აქვს და გამოიყენებოდა ერთი მეომარი მხარის მიერ მოწინააღმდეგე მხარის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შესუსტების ან დასჯისთვის. ანტიკურ და შუასაუკუნეების ხანაში ასეთ სანქციებს ეწოდებოდა „რეპრესალიები“. ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის 432 წელს, ათენის საზღვაო კავშირმა სანქციები დაუწესა ბერძნულ ქალაქს მეგარუს.
XVII საუკუნეში გაჩნდა ემბარგოს (ესპ. Embargo-აკრძალვა, ზოგიერთი მოსაზრებით, სიტყვა ემბარგო წარმოიქმნა ლათინური ტერმინიდან imbarricare-დაბრკოლების შექმნა) მცნება, როდესაც ქვეყნები აპატიმრებდნენ სხვა სახელმწიფოს სავაჭრო გემებს და იარაღს. დროთა განმავლობაში ამ სიტყვამ ადგილი დაიმკვიდრა საერთაშორისო სამართალში და აქტიურად გამოიყენება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების და საერთაშორისო სავაჭრო უთანხმოებების რეგულირების სფეროში.
1806 წლის 16 მაისს გაერთიანებული სამეფოს მიერ საფრანგეთის სანაპიროს სამხედრო-საზღვაო ბლოკადის პასუხად, 1806 წლის 21 ნოემბერს ნაპოლეონმა გამოსცა „ბერლინის ბრძანება“, რომლითაც დააწესა მასშტაბური ემბარგო დიდი ბრიტანეთიდან ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში, რომელიც ცნობილია „კონტინენტური ბლოკადის“ სახელწოდებით და გრძელდებოდა 1814 წლის 11 აპრილამდე.
1807 წელს აშშ-ს კონგრესმა მიიღო ემბარგოს კანონი დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის წინააღმდეგ, ამერიკის სავაჭრო გემების დაკავების პასუხად.
როგორც წესი, სანქციები და ემბარგოები ყოველთვის იყო საომარი მოქმედებების თანმდევი ზომა და მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ გაჩნდა აგრესიის სანქციებით ჩანაცვლების საერთაშორისო მიდგომა.
იდეამ, რომ ეკონომიკური სანქციების კოლექტიური გამოყენებით შესაძლებელია აგრესიის თავიდან აცილება, საფუძველი ჩაუყარა ერთა ლიგის შექმნას 1920 წელს.
ერთა ლიგის მიზნები მოიცავდა: განიარაღებას, საომარი მოქმედებების თავიდან აცილებას, კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ქვეყნებს შორის უთანხმოებების დარეგულირებას დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით და საერთოდ, პლანეტაზე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ერთა ლიგამ არსებობა შეწყვიტა 1946 წელს.
სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ ვაჭრობის ნაწილობრივი ან სრული შეზღუდვა, სანქციების და ემბარგოს დაწესება ქვეყნისთვის, რომელიც არღვევს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საერთაშორისოდ მიღებულ ნორმებს ან ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, მსოფლიოში სულ უფრო აქტიურად გამოიყენება როგორც ზეწოლის ბერკეტი, იმისათვის, რომ ამ ქვეყანამ შეცვალოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა.
საერთაშორისო ემბარგოს დაწესებას ითვალისწინებს გაეროს წესდებაც, როგორც კოლექტიური რეპრესიული ზომის დაწესებას სახელმწიფოების მიმართ, რომელთა ქმედება საფრთხეს უქმნის მსოფლიოს უსაფრთხოებას (მაგ. გაერო-ს სანქციები ჩრდილოეთ კორეის მიმართ).
ასეთი ზომები შეიძლება იყოს იმპორტის/ექსპორტის შეზღუდვა ან აკრძალვა, რაოდენობრივი კვოტების დაწესება, განსაკუთრებული მოსაკრებლების და გადასახადების დაწესება, სატვირთო და სატრანსპორტო საშუალებების აკრძალვა, აქტივების და საბანკო ანგარიშების გაყინვა, მაღალტექნოლოგიური პროდუქციის და ტექნოლოგიების გატანაზე აკრძალვა/შეზღუდვა (მაგალითად „CoCom“, აშშ-ს სანქციები, ევროკავშირის სანქციები).
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიოში გაჩნდა ახალი საფრთხეები, რომელიც გამოწვეული იყო ქვეყნებს შორის სამხედრო უპირატესობის მოპოვებისთვის შეჯიბრით, მათ მიერ მასობრივი განადგურების იარაღის მარაგების შექმნით და ბირთვული მასალებით და ტექნოლოგიებით ვაჭრობით, რამაც გააფართოვა ბირთვული იარაღის მფლობელი სახელმწიფოების გეოგრაფია.
ამ პერიოდს უკავშირდება ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური მასალების და სამხედრო პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნების არაფორმალური გაერთიანებების (ე.წ. რეჟიმების) ჩამოყალიბება, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, განეხორციელებინათ საექსპორტო კონტროლი სტრატეგიული საქონლის მიწოდებაზე.
სწორედ ამ რეჟიმების სახელმძღვანელო პრინციპებში და გაუვრცელებლობის კონტროლის სფეროში მიღწეულ საერთაშორისო შეთანხმებებში და ხელშეკრულებებში გამოხატული პრიორირტეტების ერთობლიობა დაედო საფუძვლად სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საერთაშორისო ექსპორტის კონტროლის სისტემას, რომელიც დღეისათვის ეროვნულ დონეზე დანერგილია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში.
თითოეული ქვეყნის ექსპორტის კონტროლის სისტემას აქვს თავისი უნიკალური ისტორია. ამ ნაწილში აღწერილია ზოგიერთი ქვეყნის და რეგიონის უნიკალური გამოცდილება ექსპორტის კონტროლის შექმნასთან დაკავშირებით.
1.3.1 ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლის სისტემა
აშშ ზემოქმედების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, გასული საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, იყენებდა და იყენებს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ფინანსურ სანქციებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ზიანს აყენებდნენ/აყენებენ მის სტრატეგიულ ინტერესებს ან არღვევდნენ/არღვევენ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს და ამით საფრთხეს უქმნიან გლობალურ უსაფრთხოებას.
ეკონომიკური სანქციების და ემბარგოების მრავალწლიანმა პრაქტიკამ და რეგულაციების ერთობლიობამ გამოხატულება ჰპოვა აშშ-ს ექსპორტის კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებაში, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გაუვრცელებლობის კონტროლის რეჟიმების და სტრატეგიული საქონლით ვაჭრობის კონტროლის საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბებაში.
ქვემოთ მოყვანილია აშშ-ის ექსპორტის კონტროლის სისტემის განვითარების მოკლე მიმოხილვა:
კანონი მტერთან ვაჭრობის შესახებ (Trading With the Enemy Act), რომელიც აშშ-ს კონგრესმა მიიღო 1917 წლის 6 ოქტომბერს, აშშ-ს მოქალაქეებს და კომპანიებს უკრძალავს სავაჭრო ოპერაციების განხორციელებას ქვეყნებთან, რომლებიც საომარ მდგომარეობაში არიან შეერთებულ შტატებთან. მაგ., ეს კანონი კრძალავდა ვაჭრობას ნაცისტურ გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან და დამრღვევების მიმართ ითვალისწინებდა მკაცრ სასჯელს. მე-20 საუკუნის დასასრულს და 21-ე საუკუნის დასაწყისში ეს სამართლებრივი აქტი გამოიყენებოდა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც აშშ-ს აზრით აფინანსებდნენ ტერორისტებს და უკანონოდ ქმნიდნენ მასობრივი განადგურების იარაღს, ამ ქვეყნებს შორის იყო ერაყი და ჩრდილოეთ კორეა. დღეისათვის ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ კუბაზე, ხოლო ჩრდილოეთ კორეა იყო ბოლო სახელმწიფო, რომელიც ამოიღეს მტერთან ვაჭრობის შესახებ კანონის იურისდიქციის სფეროდან.
აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებული 1940 წლის კანონი ექსპორტის კონტროლის შესახებ იყო პრეზიდენტ რუზველტის ერთგვარი დეკლარაცია, რომლის მიზანი იყო წინა საომარ პერიოდში ზოგიერთი სტრატეგიული საქონლის დეფიციტის თავიდან აცილება და რომლითაც იკრძალებოდა საჰაერო ხომალდის ნაწილების, ქიმიკატებისა და სასარგებლო წიაღისეულის შეერთებული შტატებიდან ექსპორტი ნებართვის გარეშე.
კანონში მითითებულია, რომ ყოველთვის, როდესაც პრეზიდენტი ჩათვლის, რომ ეს აუცილებელია ნაციონალური თავდაცვის ინტერესებისთვის, მას შეუძლია აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალის, ინსტრუმენტების და მასალების ექსპორტი.
ზემოაღნიშნული კანონის აღსრულების ერთგვარი გაგრძელება იყო ცივი ომის პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული ე.წ. „1949 წლის კანონი ექსპორტის კონტროლის შესახებ“, რომლითაც დაწესდა შეზუდვები საბჭოთა კავშირში და მის მოკავშირე ქვეყნებში საქონლის ექსპორტზე. ეს იყო პირველი სამშვიდობო კანონი ექსპორტის კონტროლის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა საბჭოთა ბლოკის მხრიდან საფრთხეების გაანალიზების საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ 1949 წლის აპრილში დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO), როგორც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ კოლექტიური უსაფრთხოების მრავალმხრივი სისტემა. NATO თავდაპირველად შედგებოდა 12 ქვეყნისგან: ბელგია, კანადა, დანია, საფრანგეთი, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი და აშშ.
ცივი ომის პერიოდს უკავშირდება აგრეთვე 1949 წელს მრავალმხრივი ექსპორტის კონტროლის საკოორდინაციო კომიტეტის (Coordinating Committee for Multilateral Export Controls, CoCom) შექმნაც, რომლის ფუნქცია იყო საბჭოთა კავშირსა და სხვა სოციალისტურ ქვეყნებში ექსპორტზე მრავალმხრივი კონტროლის განხორციელება.
1951 წელს, კორეის ომთან (1950-1953 წწ.) დაკავშირებით, კონგრესმა მიიღო კანონი თავდაცვითი ურთიერთდახმარების და შეიარაღების კონტროლის შესახებ (ცნობილია აგრეთვე „ბეთლის“ (Battle Act) კანონის სახელწოდებით), რითაც აიკრძალა აშშ-ს დახმარება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ვაჭრობდნენ საბჭოთა კავშირთან და დაწესდა შეზღუდვები იარაღის, საბრძოლო მასალის, ბირთვული ნედლეულის და სხვა სტრატეგიული პროდუქციის (რომლის გამოყენება შეიძლებოდა ატომური იარაღის შექმნისათვის) ექსპორტზე საბჭოთა ბლოკის სახელმწიფოებში.
1949 წლის კანონი ექსპორტის კონტროლის შესახებ შეცვალა 1969 წლის კანონმა ექსპორტის ადმინისტრირების შესახებ (1969), რომელმაც ექსპორტის კონტროლის მანამდე არსებულ მიდგომებს უფრო ემბარგოს სახე მისცა.
ფედერალური კანონი საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ ((IEEPA)1977) აშშ-ს პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, განაცხადოს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის ან ეკონომიკისთვის გარედან მომდინარე უჩვეულო და საგანგებო საფრთხეების არსებობის შესახებ და ამ განცხადების შემდგომ დაბლოკოს ტრანზაქციები და გაყინოს აქტივები ამ საფრთხეებთან საბრძოლველად, ხოლო, შეერთებულ შტატებზე ფაქტიური თავდასხმის შემთხვევაში პრეზიდენტს შეუძლია კონფისკაცია გაუკეთოს იმ ქვეყნის, ჯგუფის ან პირის ქონებას, რომელიც დაკავშირებულია ამ თავდასხმასთან.
1974 და 1977 წლის ცვლილებების შემდეგ, 1979 წელს აღნიშნულმა კანონმა მიიღო საბოლოო სახე, რომელიც აშშ-ის საექსპორტო კონტროლის საფუძველს წარმოადგენს.
1990 წლის დეკემბერში აშშ-ს მთავრობის ინიციატივით ამოქმედდა მგი-ის გავრცელების გაძლიერებული კონტროლის სისტემა (EPCI), რაც გახდა „საბოლოო მომხმარებლის“ კონტროლის და ე.წ. “ყოვლისმომცველი კონტროლის“ (“catch all”) მექანიზმის ჩამოყალიბების საფუძველი.
თანამშრომლობა გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის სფეროში და EXBS პროგრამა (1994): 1994 წელს ჩამოყალიბდა გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის თანამშრომლობის ჯგუფი (NEC). აღნიშნულ ჯგუფს, აშშ-ს ექსპორტის კონტროლის თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით, დაეკისრა კოორდინატორის როლი რუსეთთან, უკრაინასთან, ყაზახეთთან, ბელარუსთან და ახლად განვითარებულ ცენტრალურ აზიასთან, კავკასიასთან, ბალტიის და ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობაში. 1995 წლის ბოლოს, NEC ჯგუფმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვისა და ენერგეტიკისა და საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დაიწყო ყოველწლიური ურთიერთთანამშრომლობა აღნიშულ ქვეყნებთან. აღნიშნული პროგრამა, რომელსაც ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამა ეწოდა, მნიშვნელოვნად დაეხმარა ამ ქვეყნებს ეროვნული ექსპორტის კონტროლის სისტემების ჩამოყალიბებაში.
პრეზიდენტ ობამას ექსპორტის კონტროლის რეფორმის ინიციატივა (2009): 2009 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა ობამამ უხელმძღვანელა აშშ-ს ექსპორტის კონტროლის სისტემის ფართომასშტაბიან უწყებათაშორის განხილვას. აღნიშნული განხილვის მიზანს წარმოადგენდა ეროვნული უსაფრთხოებისა და აშშ-ს წამყვანი საწარმოო და ტექნოლოგიური სექტორების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება არსებული საფრთხეების ფონზე და მათი ადაპტირება ცვალებად ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ლანდშაფტზე. აღნიშნულმა განხილვამ ცხადყო, რომ არსებული საექსპორტო კონტროლის სისტემა ზედმეტად გართულებული და გადატვირთულია, და ცდილობს რა დაიცვას ძალიან ბევრი, ასუსტებს აშშ-ს უნარს ფოკუსირება მოახდინოს ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებზე. შედეგად, ადმინისტრაციამ დაიწყო ექსპორტის კონტროლის რეფორმის ინიციატივა, რომელიც აშშ-ს ექსპორტის კონტროლის სისტემის ძირეულ რეფორმირებას მოახდენდა.
ექსპორტის კონტროლის რეფორმის ინიციატივის ფარგლებში 2010 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ობამამ გამოსცა განკარგულება (13558) ექსპორტის წესების დაცვის უზრუნველყოფის საკოორდინაციო ცენტრის (E2C2) შექმნის შესახებ, რომელიც შეასრულებდა დამაკავშირებელი რგოლის როლს ფედერალურ სამართალდამცავ და სადაზვერვო ორგანოებს და ექსპორტის მალიცენზირებელ სააგენტოებს შორის და ხელს შეუწყობდა უწყებათაშორის თანამშრომლობას ექსპორტის კონტროლის სფეროში.
2018 წლის 13 აგვისტოს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს ექსპორტის კონტროლის რეფორმის შესახებ (ECRA), რომელმაც გააუქმა 1979 წლის კანონი ექსპორტის ადმინისტრირების (EAA) შესახებ და განსაზღვრა მუდმივი საკანონმდებლო ბაზა ექსპორტის კონტროლის EAR-ის შესაბამისად რეგულირებისთვის.
ECRA ადგენს ექსპორტის კონტროლის პროცესში უწყებათაშორისი თანამშრომლობის წესებს და სახელმწიფო უწყებებს ავალებს გადასინჯონ და შეამოწმონ სალიცენზიო პირობები ექსპორტზე, რეექსპორტზე და საგნების გადაცემაზე ქვეყნებში, რომლებზეც ვრცელდება აშშ-ს ან გაერო-ს ემბარგო /სანქციები.
ECRA აგრეთვე ადგენს ახალი და ფუნდამენტური ტექნოლოგიების განსაზღვრის უწყებათაშორის პროცესს.
ECRA-ს მიხედვით, აღნიშნულ პროცესებში ჩართული უფლებამოსილი უწყებებია თავდაცვის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და ვაჭრობის სამინისტრო.
მოკლედ მიმოვიხილოთ, თუ როგორ ფუნქციონირებს აშშ-ს ექსპორტის კონტროლის სისტემა[2]:
აშშ-ში მოქმედებს შემდეგი სახის საექსპორტო შეზღუდვები:
შეზღუდვები ტექნოლოგიების, მომსახურების და ორმაგი საქონლის ექსპორტზე - განეკუთვნება ვაჭრობის სამინისტროს კომპეტენციას, რეგულირდება „ექსპორტის კონტროლის წესებით (EAR), რომელსაც განსაზღვრავს ვაჭრობის სამინისტროს მრეწველობის და უსაფრთხოების ბიურო (BIS);შეზღუდვები თავდაცვითი მნიშვნელობის ტექნოლოგიების, მომსახურების და საქონლის ექსპორტზე, რაც მოქცეულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ და რეგულირდება იარაღით საერთაშორისო ვაჭრობის წესებით (ITAR, USML), რომელსაც განსაზღვრავს თავდაცვითი ვაჭრობის კონტროლის დირექტორატი;სანქციები და ემბარგოები, რასაც აკონტროლებს აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილება (OFAC).აშშ-ს ექსპორტის კონტროლის წესების (EAR) რეგულირების ქვეშ მოქცეულია:
ყველა საქონელი და მომსახურება, რომლის წარმოშობის ქვეყანა არის აშშ, მიუხედავად მისი ადგილმდებარეობისა;
კომპონენტები, მასალები, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა საქონელი, რომელიც წარმოშობილია აშშ-ში, რომლებიც გამოყენებულია სხვა ქვეყანაში პროდუქციის შესაქმნელად/ასაწყობად და ამ პროდუქციაში მათი წილი აჭარბებს ამერიკული წარმოების კომპონენტებისთვის დადგენილ მაქსიმუმს (de minimis);განსაზღვრული უცხოური წარმოშობის საქონელი, რომელიც მიღებულია/წარმოებულია უშუალოდ ამერიკული ტექნოლოგიების ან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;განსაზღვრული საქონელი, წარმოებული ამერიკის ფარგლებს გარეთ განლაგებულ საწარმოში ან ამ საწარმოს ძირითადი დანადგარების მეშვეობით, თუ ეს საწარმო/მოწყობილობები შექმნილია უშუალოდ ამერიკული ტექნოლოგიების ან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.ექსპორტის კონტროლის წესების (EAR) მიხედვით, ექსპორტად ითვლება აშშ-დან სხვა ქვეყანაში საქონლის გაგზავნა, იმის მიუხედავად, თუ რა საშუალებებით ხორციელდება ტრანსპორტირება. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი საფოსტო გზავნილით ან ბარგით და ხელბარგით გადატანა, ინტერნეტით, მაგ., პროგრამული უზრუნველყოფის ან ტექნოლოგიის გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან ვებ-გვერდზე ატვირთვა/ვებ-გვერდიდან ჩამოტვირთვა, ტექნოლოგიის გადაცემა ფაქსიმილური (ფოტოსატელეგრაფო) კავშირით ან სატელეფონო საუბრით.
ექსპორტად განიხილება აგრეთვე საქონლის მიერ აშშ-ს დროებით დატოვება, არაკომერციული მიზნით საგნების გაგზავნა სხვა ქვეყანაში (მაგ., საჩუქარი), აშშ-ს საწარმოს კუთვნილი შვილობილი კომპანიისთვის ქვეყნის გარეთ პროდუქციის მიწოდება, აშშ-ს ტერიტორიის გავლით უცხოური წარმოშობის საქონლის გაგზავნა, გადაცემა ან გადატვირთვა სხვა ქვეყანაში ან დაბრუნება წარმოშობის ქვეყანაში. ქვეყნის შიგნით უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის EAR-ის წესებს დაქვემდებარებული პროგრამული უზრუნველყოფის ან ტექნოლოგიის გადაცემა, ითვლება ექსპორტად იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის ეს ფიზიკური პირი.
ექსპორტის კონტროლის წესებს (EAR) დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტზე ლიცენზიას გასცემს ვაჭრობის სამინისტროს მრეწველობის და უსაფრთხოების ბიურო (BIS).
BIS-ის მიერ ნებართვის გაცემისას მხედველობაში მიიღება: საქონლის ტექნიკური მახასიათებლები, პროდუქციაში გამოყენებული ტექნოლოგიის დონე, დანიშნულების ქვეყანა, საბოლოო მომხმარებელი და საქონლის საბოლოო გამოყენების სფერო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია აშშ-დან საქონლის ექსპორტისას განისაზღვროს:
რისი ექსპორტი ხორციელდება;სად იგზავნება საქონელი;ვინ არის მიმღები;რა მიზნით იქნება ეს პროდუქცია გამოყენებული.ვაჭრობის საკონტროლო ნუსხაში (Commerce Control List (CCL)) შეტანილია პროდუქცია და ტექნოლოგია, რომლის ექსპორტი ექვემდებარება ვაჭრობის სამინისტროს კონტროლს. CCL გაყოფილია პროდუქციის ათ ფართო კატეგორიად, ხოლო თითოეული კატეგორია თავის მხრივ იყოფა ხუთ ჯგუფად. აღნიშნული კატეგორიების და ჯგუფების მიხედვით, CCL-ში საქონელს მინიჭებული აქვს ექსპორტის კონტროლის საკლასიფიკაციო ნომერი - ECCN.
ECCN ეს არის ხუთნიშნა ციფრულ-ალფავიტური კოდი (მაგ. 3A001), რომლის პირველი ციფრი აღნიშნავს პროდუქციის კატეგორიას, ხოლო მეორე-ასოითი სიმბოლო-პროდუქციის ჯგუფს.
ექსპორტისთვის განკუთვნილი საქონლისთვის ECCN-ის მინიჭების ვალდებულება ეკისრება ექსპორტიორს. ამასთან, მას შეუძლია საქონლის კლასიფიცირების თხოვნით მიმართოს BIS-ს.
თუ საქონელი და მომსახურება ექცევა ვაჭრობის სამინისტროს მრეწველობის და უსაფრთხოების ბიუროს (BIS) კონტროლის ქვეშ, მაგრამ ის არ არის შეტანილი საკონტროლო ნუსხებში, ეს საქონელი აღინიშნება EAR99 კოდით.
EAR99 საგნები, როგორც წესი, ეს არის ნაკლებად სენსიტიური სამომხმარებლო საქონელი და ხშირად მის ექსპორტს არ ესაჭიროება ნებართვა. მაგრამ, თუ EAR99 საქონელი იგზავნება ქვეყანაში, რომელზეც ვრცელდება ემბარგო ან/და საბოლოო მომხმარებელი არის საეჭვო ან სანქცირებული, ამ შემთხვევაში მის ექსპორტს შესაძლებელია დასჭირდეს ნებართვა.
საქონლის კლასიფიცირების შემდეგ, უნდა განისაზღვროს ლიცენზიის საჭიროება დანიშნულების ქვეყნის და ე.წ. „კონტროლის მიზეზის“ მიხედვით.
CCL-ში ყოველი ECCN-ის ქვეშ ეთითება „კონტროლის მიზეზის“ შესაბამისი კოდი:
CB - ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი (Chemical & Biological Weapons);
NP - ბირთვული გაუვრცელებლობა (Nuclear Nonproliferati on);
NS - ეროვნული უსაფრთხოება (National Security;
MT - სარაკეტო ტექნოლოგიები (Missile Tech)
RS - რეგიონული სტაბილურობა (Regional Stability);
FC - ცეცხლსასროლი იარაღი (Firearms Convention);
CC - კრიმინალის კონტროლი (Crime Control).
AT – ტერორიზმთან ბრძოლა (AntiTerrorism)
EAR-ის 738-ე ნაწილის პირველი დანართში (ცხრილში) მოცემულია ქვეყნების ჩამონათვალი და ამ ქვეყნებში „კონტროლის მიზეზები“. თუ ცხრილში ქვეყნის (სადაც ხორციელდება ECCN საქონლის ექსპორტი) სტრიქონის და „კონტროლის მიზეზის“ (რომლის კოდიც მითითებული აქვს ECCN-ს) სვეტის გადაკვეთაზე მონიშნულია გრაფები “X”-ით, მაშინ ამ ქვეყანაში ექსპორტს ესაჭიროება ნებართვა[3].
მოვაჭრე ქვეყნის მიხედვით ლიცენზიის საჭიროების დადგენის შემდეგ, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ არის პროდუქციის მიმღები და საბოლოო მომხმარებელი, ვინაიდან ზოგიერთი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის საქონლის გადაცემა აკრძალულია, ხოლო ზოგისთვის საქონლის მიღება დაშვებულია მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე (მაშინაც კი, თუ ეს საქონელი არ კონტროლდება ECCN-ის და „კონტროლის მიზეზის“ მიხედვით ან აღიშნულია EAR99-ით).
სკრინინგის ნაერთი ნუსხა (Consolidated Screening List) - ეს არის იმ პირთა სია, რომელთა მიმართ აშშ-ს მთავრობა აწესებს შეზღუდვებს განსაზღვრული სახის ექსპორტზე, რეექსპორტზე და საგნების გადაცემაზე. ამ ნუსხებს (CSL) ადგენენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ხაზინა და ვაჭრობის სამინისტრო.
https://build.export.gov/main/ecr/eg_main_023148 ინტერნეტ მისამართზე ხელმისაწვდომია სანქცირებულ პირთა ნუსხა და CSL საძიებო სისტემა, რომლის გამოყენებით ექსპორტიორებს შესაძლებლობა აქვთ შეამოწმონ მისი პროდუქციის მიმღები და საბოლოო მომხმარებლი[4].
თუ აღმოჩნდება, რომ ექსპორტისთვის განკუთვნილ საქონელს ესაჭიროება ნებართვა, ექსპორტიორმა ნებართვის მოთხოვნით უნდა მიმართოს ვაჭრობის სამინისტროს მრეწველობის და უსაფრთხოების ბიუროს (BIS).
ნებართვის მოთხოვნაზე BIS-ის თანხმობის შემთხვევაში, ექსპორტიორი მიიღებს ლიცენზიის ნომერს და ლიცენზიის გამოყენების ვადას. როგორც წესი, BIS-ის მიერ გაცემული ლიცენზია მოქმედებს 4 წლის განმავლობაში[5].
1.3.2 ევროკავშირის ექსპორტის კონტროლის სისტემის ზოგადი მიმოხილვა[6]
ევროკავშირი − ევროპის 28 წევრი ქვეყნისგან შემდგარი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, დაარსდა 1992 წელს მაასტრიხში გაფორმებული ხელშეკრულების (ძალაში შევიდა 1993 წლის 1 ნოემბერს) შესაბამისად. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთიანი საგარეო და სავაჭრო პოლიტიკის შექმნამ განაპირობა სტრატეგიული საქონლით ვაჭრობის მიმართ ექსპორტის კონტროლის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, რაც ასახულ იქნა ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტის მიმართ ერთობლივი მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებაში №94/942/CFSP და გაერთიანების ტერიტორიაზე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე ერთიანი კონტროლის რეჟიმის შემოღების შესახებ საბჭოს (ЕС) №3381/94 დადგენილებაში,.
2000 წლის 22 ივნისს, აღნიშნული რეგულაციების ჰარმონიზაციის და ეფექტურობის ამაღლების მიზნით, მიღებულ იქნა ორმაგი დანიშნულების საქონლის და ტექნოლოგიების ექსპორტზე კონტროლის განხორციელების მიზნით ევროპის გაერთიანების რეჟიმის შექმნის შესახებ საბჭოს დადგენილება (ЕС) №1334/2000.
2009 წელს ევროკავშირმა მიიღო ახალი რეგულაცია, რეგლამენტი (ЕС) 428/2009, რითაც შევიდა რიგი არსებითი ცვლილებები ევროპის ორმაგი დანიშნულების ექსპორტის კონტროლის სფეროში. ასეთი სიახლეები იყო მაგ., ორმაგი დანიშნულების პროდუქციასთან დაკავშირებულ საბროკერო მომსახურებაზე, ტექნიკურ დახმარებაზე და ტრანზიტზე კონტროლის ზომების შემოღება. რეგლამენტი (ЕС) 428/2009-ით განახლდა აგრეთვე კონტროლირებადი საგნების ნუსხები, ბირთვულ მიმწოდებელთა და სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის ჯგუფების და ვასენაარის შეთანხმების მიერ 2008 წელს და ავსტრალიის ჯგუფის მიერ 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.
დღეისათვის რეგლამენტი (ЕС) 428/2009 არეგულირებს ევროკავშირის ექსპორტის კონტროლის რეჟიმს, რომელიც მოიცავს:
ექსპორტის კონტროლის ერთიან წესებს, მათ შორის შეფასების კრიტერიუმების ერთობლიობას და ნებართვების ტიპებს (ინდივიდუალური, გლობალური, და საერთო ტიპის ნებართვები);ევროკავშირის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ერთიან ნუსხებს;„აუცილებელ პირობებს“ ნუსხაში ჩაურთველი ელემენტებისთვის, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგ.; მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამასთან დაკავშირებით;კონტროლს ორმაგი დანიშნულების საქონლის საბროკერო მომსახურებაზე და ტრანზიტზე;კონტროლის კონკრეტული ზომების შემოღებას ექსპორტიორების მიერ, როგორიცაა მაგ.; აღრიცხვა და რეესტრების წარმოება;უფლებამოსილ უწყებებს შორის კოორდინაციას და ინფორმაციის გაცვლას, ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის ღონისძიებების უზრუნველყოფას და თანმიმდევრულ დანერგვას.ამასთან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ შემოიღონ კონკრეტულ საქონელზე ექსპორტის კონტროლის დამატებითი ღონისძიებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის მოსაზრებით. წევრ ქვეყნებში ექსპორტზე ნებართვის მისაღებად განაცხადების განხილვის და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ფუნქცია ეკისრება ეროვნულ სახელისუფლებო ორგანოებს.
ევროკავშირის ექსპორტის კონტროლის სისტემა სრულად ასახავს ვალდებულებებს, რომლებიც შეთანხმებულია ექსპორტის კონტროლის მრავალმხრივი რეჟიმების მიერ, როგორიცაა ავსტრალიის ჯგუფი, ვასენაარის შეთანხმება, ბირთვულ მიმწოდებელთა ჯგუფი და სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმი.
ტექნიკის და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ყოველწლიურად რეგლამენტში №428/2009 შედის ცვლილებები, ახლდება ნუსხები, ხდება ახალი პროდუქციის და ტექნოლოგიების დამატება, ტექნიკური პარამეტრების დაზუსტება და ა.შ..
2009 წლიდან დღემდე №428/2009 რეგლამენტში ძირითადი ცვლილებები შევიდა ევროსაბჭოს შემდეგი რეგულაციებით: №№1232/2011, 388/2012, 1382/2014, 2016/1969, 2017/2268 და 2018/1922.
1.3.3 სამხრეთ კორეის მაგალითი
სამხრეთ კორეის ექსპორტის კონტროლის სისტემა ჩამოყალიბდა 1987 წელს, როდესაც ქვეყანამ აშშ-ს მთავრობასთან ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს სტრატეგიული საქონლისა და ტექნოლოგიების დაცვის სფეროში. აღნიშნული მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყნიდან COCOM-ით კონტროლირებადი უკანონო (არასანქცირებული) ექსპორტის აკრძალვა კომუნისტური რეჟიმის ქვეყნების დანიშნულებით. მოგვიანებით, ქვეყანამ შესწორებები შეიტანა საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელ აქტში (Foreign Trade Act), რომელიც დღეისათვის წარმოადგენს ქვეყნის ძირითად კანონს ექსპორტის კონტროლის კუთხით, და საფუძველი ჩაუყარა ეროვნული ექსპორტის კონტროლის რეჟიმს.
1992 წელს, კვლავ შევიდა შესწორებები საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელ აქტში, რითაც ვაჭრობის მინისტრს მიენიჭა უფლებამოსილება სტრატეგიული საქონლის ექსპორტისას მოეთხოვა ნებართვები. თუმცა მხოლოდ 1993 წელს შეძლო სამხრეთ კორეის მთავრობამ, გამოეცხადებინა ახალი ყოვლისმომცველი გეგმის შესახებ, რომელმაც დაარეგულირა მალიცენზირებელი ორგანოების სამართლებრივი და ორგანიზაციული წყობა. ამის შემდგომ, სამხრეთ კორეა შეუერთდა შემდეგ გაერთიანებებს, როგორიცაა ბირთვულ მომწოდებელთა ჯგუფი (NSG) 1995 წელს, ავსტრალიის ჯგუფი (AG) და ვასენაარის შეთანხმება (WA) 1996 წელს და სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმი (MTCR) 2001 წელს. ყოველივე ამის შედეგად, სამხრეთ კორეამ აიღო სტრატეგიული საქონლისა და ტექნოლოგიების გაუვრცელებლობის ვალდებულებები, და ამჟამად ქვეყანა ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.
ამის შემდგომ, სამხრეთ კორეის ექსპორტის კონტროლის სისტემამ მნიშვნელოვანი აღმავლობა განიცადა. 2003 წელს დაინერგა სისტემა “Catch-All”, 2005 წელს შემოიღეს სტრატეგიული ვაჭრობის საინფორმაციო სისტემა “YesTrade”, 2007 წელს შეიქმნა სტრატეგიული ვაჭრობის ინსტიტუტი “KOSTI”, ხოლო 2008 წელს სამხრეთ კორეა გადავიდა ევროკავშირის სტრატეგიული საქონლისა და ტექნოლოგიების კლასიფიცირების ECCN სისტემაზე.
2015 წლის დეკემბერში მთავრობამ მიიღო თავდაცვის უსაფრთხოების ტექნოლოგიის აქტი (Defense Technology Security Act). აღნიშნული გაკეთდა იმისათვის, რათა უზრუნველყოთ ეროვნული უსაფრთხოება და შესაბამისი უწყებების მხარდაჭერით გაეზარდათ ეროვნული სანდოობა თავდაცვის ტექნოლოგიების სისტემატური დაცვის გზით. ამასთან, ინსტიტუტებს, რომელნიც ფლობენ მსგავს ტექნოლოგიებს, ეწოდათ „თავდაცვის ინსტიტუტები“. აღნიშნული ინსტიტუტები ვალდებულნი არიან დანერგონ თავდაცვის ტექნოლოგიების უსაფრთხოების სისტემა.
1.3.4 უკრაინის ეროვნული ექსპორტის კონტროლის სისტემა
უკრაინის ექსპორტის კონტროლის სახელმწიფო სისტემა - ეს არის ექსპორტის კონტროლის უფლებამოსილი ორგანოების და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ერთობლივი ღონისძიებების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სათანადო კონტროლი საქონლის საერთაშორისო გადაცემაზე, ექსპორტის კონტროლის და უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების და სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.
უკრაინის ექსპორტის კონტროლის სისტემის შექმნის ისტორია იწყება ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, და ამ კუთხით პირველ საკანონმდებლო ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს 1991 წელს უკრაინის რადას მიერ მიღებული კანონი საგარეო ვაჭრობის შესახებ. კერძოდ, კანონის მე-20 მუხლის თანახმად, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის და სპეციალური კომპონენტების, ასაფეთქებელი ნივთიერებების, ბირთვული მასალების, ტექნოლოგიების, მოწყობილობების და სხვა პროდუქტების და მომსახურების იმპორტის და ექსპორტის განხორციელება შეუძლიათ უკრაინის სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილ პირებს. ასეთი უფლებამოსილების მინიჭება და შესაბამისი ექსპორტის და იმპორტის ოპერაციების რეგულირება განეკუთვნება უკრაინის მინისტრთა კაბინეტის იურისდიქციას, რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებას ათანხმებს უკრაინის უმაღლესი რადას (პარლამენტის) შესაბამის მუდმივმოქმედ კომიტეტებთან.
ექსპორტზე სახელმწიფო კონტროლი პრაქტიკულად დაწესდა უკრაინის პრეზიდენტის 1992 წლის 20 იანვრის №45 ბრძანებულებით და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 25 მარტის №153 დადგენილებით, რომლის შესაბამისად შეიქმნა სამთავრობო საექსპერტო-ტექნიკური კომისია, მანქანათმშენებლობის, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და კონვერსიის მინისტრის ხელმძღვანელობით. კომისიას გააჩნდა შესაბამისი ფუნქციები და გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება სამხედრო-სამრეწველო საწარმოების გარკვეული სახის პროდუქციის ექსპორტთან და იმპორტთან დაკავშირებით. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გადაცემის კონტროლი ხორციელდებოდა მასობრივი განადგურების იარაღის და ჩვეულებრივი შეიარაღების გავრცელების აღკვეთის მიზნით. კომისიის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა უკრაინაში ექსპორტის კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება და ამ სფეროში სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა.
„ეროვნული ექსპორტის კონტროლის გაუმჯობესების შესახებ“ უკრაინის პრეზიდენტის 1993 წლის 3 იანვრის №3/93 ბრძანებულებით სამთავრობო საექსპერტო-ტექნიკური კომისია გარდაიქმნა ექსპორტის კონტროლის სამთავრობო კომისიად, უკრაინის ვიცე-პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, ხოლო უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 21 სექტემბრის №779 დადგენილებით შეიქმნა საექსპერტო-ტექნიკური კომიტეტი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა კონტროლირებადი საქონლის ექსპორტ/იმპორტზე სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა, აგრეთვე უკრაინის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის და გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვა. მის კომპეტენციაში შედიოდა სამხედრო ტექნიკის და ორმაგი დანიშნულების საქონლის და ტექნოლოგიების ექსპორტთან/იმპორტთან დაკავშირებული საკითხები.
ექსპორტის კონტროლის სამთავრობო კომისიაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა, თავდაცვის, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების და მანქანათმშენებლობის სამინისტროების, მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის, საბაჟო სამსახურის, უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროების და სახელმწიფო ბირთვული კომიტეტის წარმომადგენლები.
1993 წლის 4 მარტს, მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა საქონლის, მასალების, მოწყობილობების და ტექნოლოგიების ნუსხა, რომლის ექსპორტს უკრაინიდან ესაჭიროებოდა სპეციალური ნებართვა.
ამის შემდგომ, უკრაინამ ხელი მოაწერა გაუვრცელებლობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს:
1993 წელს - ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის შემუშავების, წარმოების, დაგროვების აკრძალვის და მისი მარაგების განადგურების შესახებ (რატიფიცირებული იქნა 1998 წელს);
1994 წელს - ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას, აშშ-სა და უკრაინას შორის მემორანდუმს სარაკეტო მოწყობილობების და ტექნოლოგიების გადაცემის შესახებ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სხვადასხვა დოკუმენტებს.
უკრაინა გახდა ექსპორტის კონტროლის საერთაშორისო რეჟიმების წევრი:
1996 წელს - ცანგერის კომიტეტის და ბირთვულ მიმწოდებელთა ჯგუფის, 1998 წელს -სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმის, 1996 წელს- ვასენაარის ხელშეკრულების, 2005 წელს - ავსტრალიის ჯგუფის.
ექსპორტის კონტროლის სისტემაში მთავრობის მიერ 90-იანი წლების დასასრულს განხორციელებული სხვადასხვა ტიპის ცვლილებების და ექსპერიმენტების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის 2001 წლის 27 დეკემბრის №1265 ბრძანებულების შესაბამისად, ფორმირებული იქნა უკრაინის ექსპორტის კონტროლის სამსახური, როგორც განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი ცენტრალური აღმასრულებელი და ექსპორტის კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანო[7].
უკრაინის ექსპორტის სახელმწიფო კონტროლის სამართლებრივი ბაზა მოიცავს უკრაინის კონსტიტუციას, კანონებს, პრეზიდენტის და მინისტრთა კაბინეტის აქტებს, სხვა ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს და ვალდებულებებს.
უკრაინის კანონი „სამხედრო დანიშნულების და ორმაგი გამოყენების საქონლის საერთაშორისო გადაცემაზე სახელმწიფო კონტროლის შესახებ“[8] არეგულირებს სამხედრო დანიშნულების და ორმაგი გამოყენების საქონლის საერთაშორისო გადაცემებზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას, რომლის მიზანია უკრაინის ეროვნული ინტერესების დაცვა, მასობრივი განადგურების იარაღის და მისი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ზომების გატარება ტერორისტული და სხვა კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის აღნიშნული საქონლის გამოყენების აღკვეთის მიზნით.
აღნიშნული კანონის მიხედვით:
„საქონლის საერთაშორისო გადაცემა“ ნიშნავს ექსპორტს, იმპორტს, რეექსპორტს, დროებით გატანას და დროებით შემოტანას, ტრანზიტს უკრაინის ტერიტორიის გავლით, აგრეთვე საქონლის ნებისმიერი სახით გადაცემას, რომელიც ხორციელდება უკრაინის საზღვრებს გარეთ.
„ორმაგი გამოყენების საქონელი“ არის ნაკეთობების, მოწყობილობების, მასალების, პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნოლოგიების ცალკეული სახეობები, რომლებიც არ არის სპეციალურად განკუთვნილი სამხედრო გამოყენებისათვის, აგრეთვე მათთან დაკავშირებული მომსახურება (ტექნიკური დახმარება), რომლებიც, გარდა სამოქალაქო დანიშნულებით გამოყენებისა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სამხედრო ან ტერორისტული მიზნებისთვის ან სამხედრო დანიშნულების პროდუქციის, მასობრივი განადგურების იარაღის და მისი გადატანის საშუალებების ან ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობების შემუშავების, შექმნისა და გამოყენებისათვის, მათ შორის ცალკეული ბირთვული მასალები, ქიმიური ნივთიერებები, ბაქტერიული, ბიოლოგიური და მომწამლავი ნივთიერებები, რომლის ჩამონათვალს ამტკიცებს უკრაინის მინისტრთა კაბინეტი.
კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ექსპორტის კონტროლის მეთოდებია:
• საქონლის იდენტიფიკაცია, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო გადაცემისთვის განკუთვნილი კონკრეტული საქონლის შესაბამისობის დადგენას სახელმწიფო ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნუსხებში შეტანილი საქონლის დასახელებასა და აღწერილობასთან.
საქონლის წინასწარი იდენტიფიკაცია (აგრეთვე საქონლის საერთაშორისო გადაცემაზე სანებართვო დოკუმენტების მიღებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელება) წარმოადგენს მეწარმე სუბიექტის და კანონმდებლობით განსაზღვრული პირების ვალდებულებას. აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ საქონლის წინასწარი იდენტიფიცირება დაავალონ იურიდიულ პირებს, რომლებსაც დადგენილი წესით მიღებული აქვთ უფლებამოსილება საქონლის წინასწარი იდენტიფიცირების საქმიანობის განხორციელებაზე;
• ნებართვის ან დასკვნის გაცემა საქონლის საერთაშორისო გადაცემაზე ან ასეთი გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებების განხორციელებაზე.
ნებართვა არის სახელმწიფო ექსპორტის კონტროლის პოლიტიკის განმსაზღვრელი აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც აძლევს საქონლის ექსპორტის და იმპორტის უფლებას.
დასკვნა არის სახელმწიფო ექსპორტის კონტროლის პოლიტიკის განმსაზღვრელი აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას საქონლის დროებით შემოტანაზე/გატანაზე და ტრანზიტზე, საქონლის საერთაშორისო გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებების განხორციელებაზე ან ორმაგი გამოყენების და სხვა საქონლის ექსპორტზე იმ სახელმწიფოებში, რომელთა მიმართაც დაწესებულია ნაწილობრივი ემბარგო ასეთი საქონლის მიწოდებაზე.
უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, ნებართვა და დასკვნა შეიძლება იყოს ერთჯერადი, განერალური და ღია.
ნებართვას/დასკვნას გასცემს უკრაინის ექსპორტის კონტროლის სამსახური;
• კანონმდებლობის შესაბამისად საბაჟო კონტროლის და საბაჟო გაფორმების განხორციელება;
უკრაინის შემოსავლების და საგადასახადო ორგანოები, საბაჟო საზღვარზე და საბაჟო რეჟიმში ორმაგი გამოყენების საქონლის გაშვებისას, საბაჟო ფორმალობებს ახორციელებენ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის საფუძველზე, „ერთი ფანჯრის“ მექანიზმის გამოყენებით, უკრაინის საბაჟო კოდექსის შესაბამისად. აღნიშნული ორგანოები, იმპორტიორის მოთხოვნით, აგრეთვე „ერთი ფანჯრის პრინციპით, ელექტრონული ან წერილობითი ფორმით, გასცემენ დანიშნულების ადგილზე მიტანის დადასტურების სერტიფიკატს, რაც ადასტურებს საქონლის უკრაინაში შესვლის ფაქტს;
• სანქციების გამოყენება იმ მეწარმე სუბიექტების მიმართ, რომლებმაც დაარღვიეს ექსპორტის კონტროლის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი საქონლის გადაცემის წესები. საქონლის საერთაშორისო გადაცემის სფეროში კანონმდებლობის და სახელმწიფო ექსპორტის კონტროლის ნორმების დარღვევისთვის უკრაინის კანონმდებლობით დადგენილია ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
უკრაინის კანონმდებლობა განსაზღვრავს ე,წ. „გარანტიის შესახებ დოკუმენტის“ ცნებას, რომელიც შეიცავს უკრაინის ან უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების წერილობით ვალდებულებას (დადასტურებას) გაცხადებული მიზნებისათვის საქონლის საბოლოო გამოყენების შესახებ.
ასეთი დოკუმენტებია:
საერთაშორისო იმპორტის სერტიფიკატი - ეს არის იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რითაც დასტურდება იმპორტიორის ვალდებულება, განახორციელოს იმპორტი თავის ქვეყანაში, ხოლო თუ არ მოხერხდა ასეთი იმპორტი, არ გააგზავნოს საქონელი სხვა ქვეყანაში აღნიშნული უფლებამოსილი უწყების ნებართვის გარეშე;საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი - ეს არის დოკუმენტი, რითაც საბოლოო მომხმარებელი განსაზღვრავს საქონლის საბოლოო გამოყენების ადგილს და მიზანს და კისრულობს ვალდებულებას, რომ ეს საქონელი არ იქნება გამოყენებული სერტიფიკატში მითითებულის გარდა სხვა მიზნებისთვის, არ გადასცემს სხვა მომხმარებელს და არ იქნება გატანილი რეექსპორტით უფლებამოსილი უწყების ნებართვის გარეშე, აგრეთვე იმპორტირებული საქონლის მიმართ იღებს სხვა ვალდებულებებს, კონტრაქტის და ექსპორტიორი ქვეყნის მოთხოვნების შესაბამისად;სერტიფიკატი დანიშნულების ადგილზე მიტანის შესახებ - ეს არის უფლებამოსილი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომ მასში მითითებული საქონელი მიტანილია ამ ქვეყანაში.ექსპორტის სახელმწიფო კონტროლის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საქონლის საერთაშორისო გადაცემის განმახორციელებელი სუბიექტები ქმნიან შიდა საწარმოო ექსპორტის კონტროლის სისტემას.
შიდა საწარმოო ექსპორტის კონტროლის სისტემა - ეს არის საორგანიზაციო, საკანონმდებლო, საინფორმაციო და სხვა სახის ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის დანერგვა სავალდებულოა იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომლებსაც განზრახული აქვთ მინისტრთა კაბინეტიდან მიიღონ სამხედრო პროდუქციის და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საქონლის ექსპორტის და იმპორტის უფლებამოსილება, ან თუ ამ სუბიექტებს ესაჭიროებათ გენერალური ან ღია ნებართვა ან დასკვნა.
უკრაინის ექსპორტის კონტროლის სამსახური ახორციელებს მეწარმე სუბიექტების მიერ შექმნილ შიდა საწარმოო ექსპორტის კონტროლის სისტემების ატესტაციას და გასცემს ატესტაციის შესაბამის მოწმობებს.
2018 წელს, უკრაინის ექსპორტის კონტროლის სისტემაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, კერძოდ 19 ოქტომბერს ძალაში შევიდა მინისტრთა კაბინეტის 2018 წლის 11 იანვრის №1 დადგენილება „ორმაგი გამოყენების საქონლის საერთაშორისო გადაცემაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რითაც დამტკიცდა ორმაგი გამოყენების საქონლის ერთიანი ნუსხა, რომელზეც ვრცელდება საერთაშორისო გადაცემებზე სახელმწიფო კონტროლი. აღნიშნული აქტით, მანამდე მოქმედი ორმაგი გამოყენების საქონლის ხუთი დამოუკიდებელი ნუსხა გაერთიანდა ერთ კონსოლიდირებულ ნუსხაში.
დღეისათვის, უკრაინის ორმაგი გამოყენების საქონლის ერთიანი ნუსხა (ისევე, როგორც საქართველოს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა) თავისი სტრუქტურით შეესაბამება ევროკავშირის საბჭოს 2009 წლის 5 მაისის №428/2009 რეგლამენტის პირველ დანართში მოცემულ ევროკავშირის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ერთიან ნუსხას[9].
1.4. როგორ შექმნეს სხვადასხვა ქვეყნებმა მასობრივი განადგურების იარაღი სტრატეგიული საქონლით და ტექნოლოგიებით ვაჭრობის და გადაცემის გამოყენებით
„ბირთვული კლუბი“ ეს არის არაოფიციალური სახელწოდება სახელმწიფოთა იმ ჯგუფისა, რომლებიც ფლობენ ბირთვულ იარაღს. ეს ქვეყნებია: აშშ (1945 წლიდან), რუსეთი (1949 წლიდან), დიდი ბრიტანეთი (1952 წლიდან), საფრანგეთი (1960 წლიდან), ჩინეთი (1964 წლიდან), ინდოეთი (1974 წლიდან), პაკისტანი (1998 წლიდან), ჩრდილოეთ კორეა (2006 წლიდან), ვარაუდობენ, რომ ბირთვულ იარაღს ფლობს ისრაელიც.
აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი (ე.წ. ბირთვული ხუთეული) ითვლებიან ლეგიტიმურ ბირთვულ სახელმწიფოებად, ვინაიდან არიან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების წევრი ქვეყნები.
ინდოეთი, პაკისტანი, ჩრდილოეთ კორეა და ისრაელი - „ახალგაზრდა“ ბირთვული ქვეყნები, რომელთა ბირთვული პროგრამები დღემდე საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთების საგნად რჩება.
1.4.1 ინდოეთის ბირთვული პროგრამა
ინდოეთის ბირთვული პროგრამა შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად: ატომური ენერგეტიკის პროგრამა (პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა 1969 წ.) და ბირთვული იარაღის შექმნის და განვითარების პროგრამა (1974 წ).
ინდოეთის სურვილი, ჰქონოდა ბირთვული იარაღი, გამოწვეული იყო ორი მიზეზით - პოტენციური საფრთხე ბირთვული სახელმწიფო ჩინეთის მხრიდან, რომელიც რეგიონში ლიდერობისკენ ისწრაფვოდა და პაკისტანთან მწვავე კონფრონტაცია, რამაც არაერთგზის მიიყვანა შეიარაღებულ დაპირისპირებამდე (1947-1948, 1965, 1971 წლებში).
1955 წელს, დიდი ბრიტანეთის დახმარებით დაიწყო პირველი 1 მგვტ. სიმძლავრის ინდური კვლევითი რეაქტორის „აფსარა“-ს მშენებლობა. იმავე წლის სექტემბერში კანადა დათანხმდა მიეწოდებინა 40 მგვტ. სიმძლავრის კვლევითი რეაქტორი. მოგვიანებით, 1956 წელს, „მშვიდობიანი ატომის“ პროგრამის ფარგლებში, აშშ დათანხმდა 21 ტ. მძიმე წყლის მიწოდებაზე. შესაბამისად, წარმოიშვა რეაქტორის დასახელებაც „Cirus“ ( Canada-India Reactor, U.S.). რეაქტორს შეეძლო ე.წ. საბომბე პლუტონიუმის (წელიწადში ერთი-ორი ბომბისთვის საკმარისი) წარმოება და ჰქონდა მაღალი კვლევითი შესაძლებლობები.
პირველი ატომური ელექტროსადგური (სიმძლავრით 420 000 კვტ.) ტარაპურში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 1969 წელს. ტარაპურის აეს-ი, რომლის ტექნიკური პროექტი შემუშავებული იქნა კომპანია „ჯენერალ ელექტრიკის“ (General Electric, აშშ) მიერ, აღჭურვილი იყო ორი მძიმე წყლის რეაქტორით და ეს რეაქტორები ბირთვულ საწვავად იყენებდნენ გამდიდრებულ ურანს.
შემდგომ ატომურ ელექტროსადგურებზე (რაჯასტხანის, მადრასის და ნარორეს) დამონტაჟებული იქნა ბუნებრივ ურანზე მომუშავე მძიმე წყლის რეაქტორები (CANDU-ს ტიპის), რომლებიც გათვლილი იყო ქვეყანაში არსებულ ურანის ხარისხზე.
ამ დროისათვის ინდოეთს უკვე გააჩნდა ბირთვული იარაღის შექმნისთვის საჭირო საკმარისი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი და ჩინეთის მიერ 1964-1966 წლებში განხორციელებული საცდელი ბირთვული აფეთქებების პასუხად, 1968 წელს ინდოელმა მეცნიერებმა დაიწყეს მუშაობა ატომური ბომბის შექმნაზე.
პირველი ბირთვული გამოცდებისთვის მზადება იყო უაღრესად გასაიდუმლოებული პროცესი, რის შესახებაც იცოდა მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო მოღვაწემ და თავდაცვის მინისტრსაც კი ბოლო მომენტში ეცნობა აღნიშნულის შესახებ.
1974 წლის მაისში ინდოეთმა განახორციელა ბირთვული იარაღის პირველი საიდუმლო გამოცდა, სახელწოდებით „მომღიმარი ბუდა“, ხოლო 1998 წელს მოახდინა რამოდენიმე საცდელი აფეთქება, სახელწოდებით „შაკტი“.
ეს იყო მშვიდობიანი მიზნებისთვის მიმართული ბირთვული ენერგიის პირველი გამოყენება იარაღის შესაქმნელად, რამაც საერთაშორისო საზოგადოებას ახალი პოტენციური საფრთხეები დაანახა.
ინდოეთი არის ექსპორტის კონტროლის სამი მრავალმხრივი რეჟიმის - სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმის (MTCR), ვასენაარის შეთანხმების (WA) და ავსტრალიის ჯგუფის (AG) წევრი, ხელი მოაწერა და რატიფიცირებული აქვს ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციები, არის ჰააგის ქცევის კოდექსის მონაწილე. ინდოეთი ფლობდა ქიმიურ იარაღს და ნებაყოფლობით გაანადგურა მთელი თავისი მარაგი 2009 წელს.
მაგრამ, ინდოეთმა ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებებს ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ, ვინაიდან თვლის, რომ ეს ხელშეკრულებები დისკრიმინაციული და უსამართლოა.
ინდოეთი იცავს ე.წ. „პირველი გამოყენების გარეშე“ ბირთვულ პოლიტიკას და „მინიმალური საიმედო შეკავების“ დოქტრინას.
ამასთან, ინდოეთი ფლობს გადატანის საშუალებებს − ბალისტიკურ და კონტინენტთაშორის რაკეტებს.
2008 წელს, ბირთვულ მომწოდებელთა ჯგუფმა (NSG) (მას შემდეგ, რაც 2006 წელს ინდოეთმა აშშ-ს მთავრობასთან ხელი მოაწერა სამოქალაქო ბირთვულ შეთანხმებას), უფლება მისცა ინდოეთს სხვა ქვეყნებიდან ჰქონოდა სამოქალაქო ბირთვული ტექნოლოგიებისა და საწვავის მიღებაზე წვდომა. შედეგად, ინდოეთი გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან „ბირთვული ვაჭრობა“, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ბირთვული იარაღის ფლობის სტატუსი, და არ არის გაუვრცელებლობის შეთანხმების წევრი ქვეყანა (NPT).
1.4.2 პაკისტანის ბირთვული განვითარების ისტორია
1947 წლის ინდოეთის გაყოფის შემდგომ, ინდოეთთან, აგრეთვე ავღანეთთან და საბჭოთა კავშირთან დაძაბულმა ურთიერთობებმა და ენერგიის ნაკლებობამ, ჯერ კიდევ 1948 წლის დასასრულს, პაკისტანს გაუჩინა ინტერესი ბირთვული მეცნიერების მიმართ.
ბირთვული პროგრამის განვითარებისკენ პაკისტანის პირველი პრაქტიკული ნაბიჯი იყო ბირთვული კვლევის ცენტრის დაარსება ისლამაბადში, ხოლო ამის შემდეგ, „მშვიდობიანი ატომის“ პროგრამის ფარგლებში, 1960 წელს აშშ-ს მიერ გაწეული დახმარებით − 5 მეგავატიანი სიმძლავრის კვლევითი მსუბუქი წყლის რეაქტორის შექმნა, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 1965 წლს.
1970 წელს კანადასთან და 1976 წელს საფრანგეთთან პაკისტანმა დადო ხელშეკრულებები ატომური ელექტროსადგურის და და მძიმე წყლის ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით.
1976 წელს კანადური პროექტი ქ. ყარაჩში დასრულა და შევიდა ექსპლუატაციაში, ხოლო ფრანგული პროექტი ქ. ჩასმაში დასრულების სტადიაში გაიყინა 1978 წელს, აეს-ის პირველი ენერგობლოკის და მძიმე წყლის ქარხნის დასრულების შემდეგ, როდესაც ცხადი გახდა პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის ბირთვული ამბიციების შესახებ. თუმცა ბირთვული ენერგიის კომისიის ხელში აღმოჩნდა მთელი რიგი ფრანგული ტექნოლოგიური დოკუმენტები ბირთვული საწვავის გადამუშავების შესახებ.
ძირითადი გარღვევა პაკისტანის ბირთვულ პროგრამაში მოხდა 1975 წელს, დოქტორი აბდულ კადირ ხანის გამოჩენით, რომლის მეშვეობით ქვეყანამ მიიღო ურანის გამდიდრების ცენტრიფუგების პროექტები და ტექნოლოგიები.
პაკისტანის ბირთვული პროგრამის ძირითადი რესურსი მიმართული იყო ურანის გამდიდრების ქარხნის პროექტზე, რომელიც იყენებდა ევროპული კონსორციუმის URENCO-ს (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰოლანდია) აირის ცენტრიფუგების უკანონოდ მითვისებულ ტექნოლოგიას.
პაკისტანის ბირთვული პროგრამის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ჩინეთთან 1986 წელს გაფორმებულმა შეთანხმებამ ბირთული კვლევების სფეროში. ამ თანამშრომლობამ პაკისტანს საშუალება მისცა განევითარებინა საბომბე პლუტონიუმის ბაზაზე მუხტის შექმნის პროგრამა, ხოლო 1990-იანი წლებში, ჩინელი სპეციალისტების დახმარებით პაკისტანმა მიიღო პირველი მძიმე წყლის რეაქტორი ქ. ქჰუშაბის აეს-ში.
ამ გარემოებების და აგრეთვე 1974-76 წლებში საფრანგეთისგან მიღებული პლუტონიუმის გადამუშავების ტექნოლოგიის მეშვეობით, პაკისტანმა შექმნა პლუტონიუმი, რომელიც საჭიროა თანამედროვე, კომპაქტური ბირთვული მუხტების შესაქმნელად.
ე.წ. „ისლამური ბომბის“ შექმნაზე გაწეული შრომის შედეგად, 90-იანი წლების დასასრულს პაკისტანს უკვე ჰქონდა 10-მდე ბირთვული მუხტი ურანის და 1-5 მუხტი პლუტონიუმის ბაზაზე.
ბირთვული იარაღის შექმნის 30-წლიანი შრომის დაგვირგვინება იყო 1998 წლის 28-30 მაისს განხორციელებული საცდელი აფეთქებები (6 აფეთქება) ბელუჯისტანის პროვინციაში ჩაგაის პოლიგონზე, რაც იყო პასუხი ინდოეთის მიერ 1998 წლის მაისის დასაწყისის ბირთვულ ცდებზე.
პაკისტანის ბირთვული პროგრამა მსოფლიომ დაიმახსოვრა აგრეთვე სკანდალით, რომელიც ამ პროგრამის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის აბდულ კადირ ხანის მიერ ბირთვული მასალებით და ტენოლოგიებით ვაჭრობის არალეგალური ქსელის შექმნას უკავშირდება.
საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთდა, როდესაც გამოჩნდა შუამავლების და კომპანიების ტრანსნაციონალური „ბირთვული ქსელის“ არსებობის პირველი ნიშნები, რომელსაც ხელმძღვანელობდა დოქტორი აბდულ კადირ ხანი. ეს ქსელი აწვდიდა მგრძნობიარე ბირთვულ ტექნოლოგიებს ირანს, ლიბიას და შესაძლოა სხვა ქვეყნებსაც, და არასახელმწიფო მოთამაშეებსაც.
„ხანის საქმის“ ისტორია დიწყო 2002 წელს, როდესაც პაკისტანის პრეზიდენტმა მუშარაფმა დაიწყო გამოძიება არმიაში და სპეცსამსახურებში იმ სეგმენტის მიმართ, რომელმაც 1990 წლებში ხელი შეუწყო ავღანური მოძრაობა „თალიბანის“ შექმნას. შემოწმების პროცესში, პაკისტანის და აშშ-ს სპეცსამსახურებმა აღმოაჩინეს პაკისტანის ბირთვული ტექნოლოგიების გაჟონვის ფაქტები „შავ ბაზარზე“. ამერიკულ პრესაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ პაკისტანელი ჩინოსნები გადასცემდნენ ბირთვულ საიდუმლოებებს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას, პაკისტანის სარაკეტო ტექნოლოგიების განვითარებაში ფხენიანის დახმარების სანაცვლოდ.
2003 წელს ირანმა მაგატე-ს (IAEA-ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო) წინაშე აღიარა, რომ კომპონენტები ურანის გამდიდრების ცენტრიფუგებისთვის შეიძინეს პაკისტანში. 2003 წელს ბირთვული ფიზიკის ორი პაკისტანელი სპეციალისტი დაპატიმრებული იქნა ირანისთვის ბირთვული ტექნოლოგიების გადაცემის ბრალდებით.
2003 წლის დეკემბერში, ლიბიამ მიაწოდა მაგატე-ს ინფორმაცია, პაკისტანიდან ხლეჩადი მასალების და ტექნოლოგიების არალეგალური მიწოდების შესახებ.
გაჩნდა ინფორმაცია ხანის ბირთვული ქსელის ე.წ. „საკვანძო კომპონენტების“ შესახებ, ეს იყვნენ ინდივიდუალური მიმწოდებლები, რომლებიც ბაზირებული იყვნენ გერმანიაში, მალაიზიაში, სამხრეთ აფრიკაში, შვეიცარიაში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთში და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში. ისინი შუამავლობდნენ ხანს და და სახელმწიფო მყიდველებს შორის.
2003 წლის 23 დეკემბერს პაკისტანის მთავრობამ ოფიციალურად აღიარა სხვა სახელმწიფოებისთვის ბირთვული ტექნოლოგიების არალეგალური გადაცემის ფაქტები.
2004 წლის 4 თებერვალს აბდულ კადირ ხანმა, პაკისტანის ტელევიზიით გამოსვლისას, აღიარა რომ ბირთვული მასალებით ვაჭრობას აწარმოებდა 20 წლის განმავლობაში და ამ მასალებს იგი აწვდიდა ირანს და ლიბიას. იგი უარყოფდა ჩრდ. კორეასთან კავშირს, თუმცა 2004 წლის აპრილში პრეზიდენტმა მუშარაფმა აღიარა, რომ ბირთვული ტექნოლოგიები ჩრდ. კორეასაც მიეწოდებოდა.
„ხანის საქმის“ მეორე ნაწილი უკავშირდება მის საქმიანობას ნიდერლანდებში ურანის გამდიდრების ევროპულ კონსორციუმში (URENCO). არსებობს ცნობები, რომ „ბირთვული ქსელის“ შექმნა მან დაიწყო ჯერ კიდევ URENCO-ში მუშაობისას 1972-1976 წლებში. ნიდერლანდების სასამართლოს მასალების მიხედვით, 1976 წელს ხანი გაიქცა პაკისტანში და თან წაიღო URENCO-ს ნახაზები G-1 და G-2 ტიპის ცენტრიფუგების შესახებ.
1.4.3 ლიბიის ბირთვული პროგრამა
ეს პროგრამა არის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი ბირთვული მასალების და ტექნოლოგიების უკანონო გავრცელებისა და საერთაშორისო ზეწოლის და ეკონომიკური სანქციების ეფექტურობისა, რის მეშვეობითაც ეს პროგრამა დაიხურა და თავიდან იქნა აცილებული კიდევ ერთი ბირთვული საფრთხე.
ურანის და პლუტონიუმის ბომბების შექმნის სამუშაოები ლიბიამ დაიწყო 1980-იან წლებში. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ლიბიამ შეიძინა 1200 ტონა ურანის კონცენტრატი, ხოლო 2004 წლისთვის უკვე ფლობდა 2263 ტონა კონცენტრატს.
1984 წერს ლიბიამ შეიძინა ურანის გადამამუშავებელი საწარმო, სავარაუდოდ ბელგიაში, ხოლო 1985 წელს - 39 კგ. ურანის ჰექსაფტორიდი (ჩინეთში ან სსრკ-ში). ამ პერიოდში იყო რამდენიმე მცდელობა შეესყიდათ ან აეშენებინათ ძლიერი რეაქტორი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა 1988 წელს ლიბიის წინააღმდეგ მიღებული სანქციების გამო.
1995 წელს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის შექმნის დაჩქარების შესახებ და უკვე 1997 წელს პაკისტანისგან შეიძინა პირველი 200 ერთეული ცენტრიფუგა ურანის გამდიდრებისთვის.
მალევე, ტიპოლიდან 12 კმ-ის მოშორებით, ჯანზურის ქარხანაში, დაიწყეს მზადება საკუთარი წარმოების ცენტრიფუგების გამოშვებისთვის. უკვე 2002 წელს ცენტრიფუგების დამონტაჟება დაიწყო ალ ჰასანში (Al Hasan). 2ტ. ურანის ჰექსაფტორიდი, რაც საკმარისი რაოდენობაა ერთი ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ლიბიამ მიიღო პაკისტანის მეშვეობით ჩრდ. კორეიდან 2001 წელს, ამავე დროს მიიღო ბირთვული ბომბის წარმოების ჩინური ტექნოლოგიური სქემები პაკისტანიდან. 2002 წელს, კვლავ შეიძინეს 10 000 ცალი ცენტრიფუგა პაკისტანში.
2003 წლის ოქტომბერში ხმელთაშუა ზღვაში დაკავებულ იქნა გემი, რომელსაც გადაჰქონდა ცენტრიფუგის ნაწილები მალაიზიიდან ლიბიაში.
2003 წლის ბოლოსთვის, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობდა ლიბიის ათ ობიექტზე.
თუმცა, სამეცნიერო-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზების არასაკმარისი განვითარების გამო, ლიბიამ ვერ შეძლო დამოუკიდებლად გამოეყენებინა მასალები და დანადგარები და მიეღწია მნიშვნელოვანი პროგრესისთვის საბომბე ბირთვული მასალების შექმნის სფეროში.
2003 წლის 19 დეკემბერს, აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან საიდუმლო მოლაპარაკებების შემდეგ, ლიბიამ უარი განაცხადა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის პროგრამის (რომლებშიც აგრეთვე მონაწილეობდნენ სამხრეთ აფრიკის, შვეიცარიის, სინგაპურის, არაბთა გაერთიანებული ემირატების, თურქეთის კომპანიები) რეალიზაციაზე, და დათანხმდა მასალების, მოწყობილობების და დოკუმენტაციის განადგურებაზე. ამის შემდგომ, ლიბიის ობიექტებზე მრავალრიცხოვანი ინსპექციების შემდგომ, ატომურმა სააგენტომ დაადასტურა ქვეყანაში საბომბე ბირთვული მასალების არარსებობა.
1.4.4. ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა
ხშირად ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის დასაწყისად მიიჩნევენ 1952 წელს, როდესაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბირთვული ენერგიის კვლევითი ინსტიტუტის დაარსების შესახებ.
1956 წელს კსდრ-მ და სსრკ-მ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას ბირთვული სპეციალისტების მომზადების შესახებ. ზოგიერთი შეფასებით, ამ ხელშეკრულების ფარგლებში 1990 წლისთვის სწავლება გაიარა 300-მდე ინჟინერმა.
ბირთვული ინფრასტრუქტურის რეალური შექმნა დაიწყო 1960-იან წლებში.
1959 წელს კსდრ-მ გააფორმა ხეშეკრულებები სსრკ-სთან და ჩინეთთან ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნით გამოყენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ და დაიწყო კვლევითი ცენტრის მშენებლობა იონბიონში, სადაც 1965 წელს დამონტაჟდა 2 მგვტ. სიმძლავრის საბჭოთა რეაქტორი ИРТ-2000. ეს იყო აუზის ტიპის მსუბუქი წყლის კვლევითი რეაქტორი, ნეიტრონების წყალი-ბერილიუმის ამრეკლით. საწვავად მასში გამოიყენებოდა შედარებით მეტად გამდიდრებული ურანი.
1993 წელს კსდრ-ს წარმომადგენლებმა ატომურ სააგენტოს ინსპექტორებს შეატყობინეს, რომ ჯერ კიდევ 1975 წელს ИРТ-2000 -ში გამოყოფილი იქნა 300 მლგ. პლუტონიუმი.
1985 წლიდან იონბიონში დაიწყო კიდევ ერთი ბირთვული რეაქტორის მშენებლობა, რომლის სიმძლავრე უნდა ყოფილიყო 50 მგვტ.. რეაქტორის მშენებლობა დაიწყო აგრეთვე თხონჩხონის რაიონში, რომელიც გათვლილი იყო 200 მგვტ. სიმძლავრეზე. სპეციალისტების შეფასებით, ამ რეაქტორებს აქვს ორმაგი დანიშნულება: ელექტროენერგიის გამომუშავება და საბომბე ხარისხის პლუტონიუმის მიღება.
ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის შექმნისთვის სამუშაოები დაიწყო 1970-იან წლებში.
1974 წელს კსდრ გახდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრი და მან, როგორც წევრმა, მიიღო სელაფილდის ატომური კომპლექსის (ამ კომპლექსში სხვადასხვა წლებში იწარმოებოდა საბობმე პლუტონიუმი, ბირთვული საწვავი, ხდებოდა დასხივებული ბირთვული საწვავის გადამუშავება) ატომური ელ. სადგურის კალდერ ჰოლის რეაქტორის სქემები (ეს იყო ე.წ. Magnox-ის ტიპის რეაქტორი, რომელშიც ბირთვულ საწვავად გამოიყენებოდა ბუნებრივი ლითონური ურანი, შემაკავებლად - გრაფიტი, ხოლო თბომატარებლად - აირი-ნახშირბადის დიოქსიდი). ამავე წელს ფხენიანმა მიმართა ჩინეთს დახმარებისთვის ბირთვული იარაღის შექმნაში და ჩინეთმა ჩრდ. კორეელი სპეციალისტები დაუშვა თავის პოლიგონებზე.
1979/1980 წელს კსდრ-მ დაიწყო აირგრაფიტული ბირთვული რეაქტორის მშენებლობა, რომელიც ექსპლოატაციაში შევიდა 1986 წელს. ჩრდ. კორეაში ამ რეაქტორს უწოდებენ ექსპერიმენტულ ენერგეტიკულ ბირთვულ რეაქტორს. მისი სიმძლავრე შეადგენს 5 მგვტ-ს, ხოლო სითბური სიმძლავრე - 20-დან 30 მგვტ-ს. ამ ტიპის რეაქტორები დიდ ბრიტანეთში გამოიყენებოდა პლუტონიუმის და ელექტროენერგიის მისაღებად.
1985 წლის აპრილში, სსრკ-ს ზეწოლით და მისი დახმარებით ატომური ელექტროსადგურის აშენების იმედით, კსდრ-მ ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას, ხელი მოეწერა აგრეთვე ხელშეკრულებას ჩრდილოეთ კორეაში ВВЭР-440 ტიპის მსუბუქი წყლის ოთხრეაქტორიანი აეს-ის მშენებლობას.
1990 წელს ეს ხელშეკრულება დაზუსტდა და გადაწყდა ოთხის ნაცვლად სამი უფრო მძლავრი ВВЭР-640-ის ტიპის რეაქტორის დამონტაჟება, ხელი მოეწერა აგრეთვე კონტრაქტს საბჭოთა კავშირიდან დაახლოებით 185 ათასი დოლარის ღირებულების თბოგამცვლელების მიღებაზე.
ამავე წლის ივნისიდან, მას შემდეგ, რაც აშშ-მ განაცხადა სამხრეთ კორეის ტერიტორიიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გატანის შესახებ, ატომურმა სააგენტომ ჩრდ. კორეის ობიექტებზე დაიწყო ინსპექციების სერია. 1992-1994 წლებში განხორციელდა ექვსი შემოწმება, რომლის შედეგებმა გარკვეული ეჭვები და შეშფოთების საფუძველი გაუჩინა ატომურ სააგენტოს.
1993 წლის თებერვალში, კსდრ-ის ატომური ენერგეტიკის მინისტრმა უარი უთხრა ატომურ სააგენტოს ე.წ სპეციალური ინსპექციის ჩატარებაზე, ხოლო 12 მარტს ჩრდ. კორეამ განაცხადა უარი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე. 1994 წლის 13 ივნისს, კსდრ გამოვიდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან. ეს მოვლენები ცნობილია ე.წ. „ჩრდილოკორეის ბირთვული კრიზისის“ სახელწოდებით.
გასაიდუმლოებული მონაცემების მიხედვით, 1994 წელს აშშს პრეზიდენტი ბილ კლინტონი და თავდაცვის მინისტრი უილიამ პერი განიხილავდნენ იონბიონის რეაქტორზე სარაკეტო იერიშის მიტანის საკითხს, მაგრამ ვინაიდან ასეთ შეტევას შეეძლო ფართომასშტაბიანი ომის და ადამიანების უდიდესი მსხვერპლის გამოწვევა, იერიში აღარ იქნა მიტანილი და აშშ-მ გააფორმა ჩრდ. კორეასთან „ჩარჩო ხელშეკრულება“, რომლითაც კსდრ-მ აიღო ვალდებულება, უარი ეთქვა ურანის გამდიდრების საწარმოების მშენებლობაზე და პლუტონიუმის მიღებაზე, ხოლო აშშ-მ იკისრა იონბიონის 5 მგვტ-იანი რეაქტორის ნაცვლად აეშენებინა ორი, უფრო მძლავრი რეაქტორი, რომლიდანაც შეუძლებელი იქნებოდა პლუტონიუმის მიღება.
მაგრამ, ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის უფრო დაიძაბა, ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა და 2002 წლის 12 დეკემბერს კსდრ-მ ოფიციალურად გამოაცხადა ბირთვული პროგრამის გაგრძელების და ატომური სააგენტოს ინსპექტორების გამოძევების შესახებ. ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მონაცემებით, 2002 წლის ბოლოს კსდრ-ს დაგროვილი ჰქონდა 7-დან 24 კგ. საბომბე პლუტონიუმი.
2003 წლის 10 იანვრიდან კსდრმ ოფიციალურად დატოვა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება.
ჩრდილოეთ კორეა სამხედრო და ბირთვული იარაღის, აგრეთვე ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის მნიშვნელოვან რაოდენობას ფლობს. 2003 წლის მდგომარეობით, ჩრდილოეთ კორეა აღარ წარმოადგენს NPT- ის წევრ ქვეყანას, ხოლო 2006 წლიდან, ეს ქვეყანა მოექცა მთელი რიგი სანქციების ქვეშ ბირთვული გამოცდების წარმოებისთვის (2006, 2009, 2013, 2016 და 2017 წლებში).
1.4.5 ირანის ბირთვული პროგრამა
ირანის ბირთვული პროგრამის განვითარება დაიწყო შაჰი მოჰამედ რეზა ფეხლევის მიერ 1950-60 წლებში წამოწყებული ე.წ. „თეთრი რევოლუციის“ ანუ ირანის მოდერნიზაციის პერიოდში.
1957 წლის 5 მარტს, ეიზენჰაუერის „მშვიდობიანი ატომის“ პროგრამის ფარგლებში, ირანმა და აშშ-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. 1958 წელს ირანი გახდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრი.
1963 წელს ირანი შეუერთდა ატმოსფეროში, კოსმოსურ სივრცეში და წყალქვეშ ატომური იარაღის გამოცდების აკრძალვის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს სსრკ-მ, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა.
1967 წელს, თეირანის უნივერსიტეტთან შექმნილ ბირთვულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ექსპლუატაციაში შევიდა ამერიკული 5 მგვტ. სიმძლავრის კვლევითი რეაქტორი 5,5 კგ მაღალგამდიდრებული ურანის საწვავით. იმავე წელს, აშშ-მ, კვლევითი მიზნებისთვის, ცენტრს მიაწოდა პლუტონიუმი და ე.წ „ცხელი კამერები“, რომლის მეშვეობით წელიწადში შესაძლებელი იყო დაახლოებით 600 გრ. პლუტონიუმის მიღება.
ამგვარად ჩაეყარა საფუძველი სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზას ირანის ატომური ენერგეტიკის განვითარებისთვის.
1968 წლის 1 ივლისს ირანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას (1970 წელს განახორციელა რატიფიცირება) ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა ატომური ენერგიის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებას.
1974 წელს, საერთაშორისო კონსორციუმი «Еurodif»-სგან (რომლის მოწილეები იყვნენ ესპანური კომპანია ENUSA, ბელგიური კომპანია «Synatom» და იტალიური კომპანია ENEA), ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ 1 მლრდ აშშ დოლარად შეიძინა საფრანგეთში, ტრიკასტენში მშენებარე ურანის გამდიდრების გაზოდიფუზიური ქარხნის აქციები, ამასთან თეირანმა მიიღო უფლება შეესყიდა ქარხნის პროდუქცია და ჰქონოდა სრული წვდომა კონსორციუმის მიერ შექმნილ გამდიდრების ტექნოლოგიებზე. ირანელი სპეციალისტების მომზადების მიზნით, ფრანგ სპეციალისტებთან ერთად 1974 წელს, ისპაჰანში დაიწყო ირანის მეორე ბირთვული კვლევითი ცენტრის მშენებლობა, სადაც 1980 წლისთვის იგეგმებოდა ფრანგული წარმოების ნამუშევარი ბირთვული საწვავის გადამამუშავებელი კვლევითი რეაქტორის განთავსება.
1979 წელს ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია, შაჰი დაამხეს და ახალმა მთავრობამ დროებით შეაჩერა ბირთვული პროგრამა.
რამდენიმე წლის შემდეგ, მთავრობამ აღადგინა ბირთვული პროგრამა და ჩინეთის დახმარებით, ისპაჰანში შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მძიმე წყლის კვლევითი რეაქტორით. გაგრძელდა ურანის მოპოვებაც, და პარალელურად, ირანი აწარმოებდა მოლაპარაკებების ურანის გამდიდრების და მძიმე წყლის წარმოების ტექნოლოგიების შესყიდვის თაობაზე შვეიცარიის კონფედერაციისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპანიებთან. ირანელი ფიზიკოსები სტუმრობდნენ ამსტერდამის ბირთვული და მაღალი ენერგიის ფიზიკის ინსტიტუტს და პეტენის ბირთვულ ცენტრს ნიდერლანდებში.
პარალელურად, 1992-2003 წლებში ირანი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის სფეროში თანამშრომლობდა სსრკ-სთან.
2002-2003 წლებში აშშ-მ ირანი დაადანაშაულა ტერორისტების დაფინანსებაში და ბირთვული იარაღის შექმნის საიდუმლო მცდელობებში.
2002 წელს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა მოახერხეს ირანში ურანის გამდიდრების ცენტრიფუგების აღმოჩენა.
2006 წლის 23 დეკემბერს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის ანგარიშებზე დაყრდნობით, ერთხმად მიიღო ცნობილი რეზოლუცია 1737 (2006) სანქციების დაწესების შესახებ ირანის წინააღმდეგ, რომელიც უარს ამბობდა ატომური პროგრამის, კერძოდ მშვიდობიანი მიზებისთვის ურანის გამდიდრების სამუშაოების შეჩერებაზე. აღნიშნული რეზოლუციით, მსოფლიოს ყველა ქვეყანას ეკრძალებოდა თეირანისთვის იმ მასალების, დანადგარების და ტექნოლოგიების მიწოდება, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებისათვის.
2015 წლის 14 ივლისს, ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემების გადაჭრის მიზნით, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის ფედერაციის, გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატების, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ მიღებულ იქნა ერთობლივი მოქმედების ყოვლისმომცველი გეგმა (JCPOA), რომლის მიხედვითაც გამდიდრებული ურანის დიდი ნაწილი ირანიდან გატანილ უნდა იქნას საზღვარგარეთ, ურანის გამდიდრების ქარხანა „ფორდო“-ს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ფუნქცია, ურანის გამდიდრების დამატებითი სიმძლავრეების გარეშე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ უნდა მიიღოს დაშვება ყველა ბირთვულ ობიექტზე მომდევნო 20 წლის განმავლობაში, რაც სააგენტოს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნოს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას ჰქონდეს მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათი, არ მოხდება არცერთი ბირთვული ობიექტის დემონტაჟი, ირანის წინააღმდეგ სანქციები მოიხსნება და გარკვეული პერიოდის განმავლოვბაში სრულიად გაუქმდება.
2015 წლის 20 ივლისს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია 2231(2015), რომლითაც მოიწონა ერთობლივი მოქმედების ყოვლისმომცველი გეგმა (JCPOA).
2018 წელს 8 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების JCPOA-დან გასვლამ, აღნიშნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მომავალი ბუნდოვანი დატოვა.
ირანი არ არის სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმის წევრი (MTCR) და მიუხედავად ამისა, აქტიურად მუშაობს შორი დისტანციის ბალისტიკური რაკეტების ფართო სპექტრის და კოსმოსური გაშვების შესაძლებლობების განვითარების, შეძენისა და განლაგებისთვის. ირანის ქიმიური და ბიოლოგიური საქმიანობის ფარგლები სტატუსი უცნობია, მაგრამ დასავლური დაზვერვის უახლესი შეფასებით, ირანი ინარჩუნებს საბრძოლო ქიმიური და ბიოლოგიურ იარაღის პროგრამას.
ამჟამად, ირანს გააჩნია ბირთვული საწვავის წარმოების სრული ციკლის შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს ურანის სამთო მოპოვებას და მისი გარდაქმნისა და გამდიდრების ობიექტებს. ირანის ვრცელი გამდიდრების პროგრამა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაღალ გამდიდრებული ურანის წარმოებისთვის ბირთვული იარაღის დასამზადებლად, წამოადგენს განსაკუთრებით სადავო თემას.
1.4.6. არასახელმწიფო სუბიექტების მხრიდან მომდინარე საფრთხეები
ტერორისტული ორგანიზაცია, როგორიცაა ისლამური სახელმწიფო, აქტიურად ცდილობს ხელში ჩაიგდოს მასობრივი განადგურების იარაღი. აღსანიშნავია რომ მცირე მაშტაბებით მათ უკვე გამოყენებული აქვთ ეს იარაღი სირიასა და ერაყში. აგრეთვე აღნიშნული ორგანიზაცია აქტიურად ეძებს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ტექნიკური ცოდნა და გამოცდილება, მათი პროგრამის გასავითარებლად.
ნაწილი 2: გაუვრცელებლობის საერთაშორისო რეჟიმები და შეთანხმებები
2.1 ბირთვულ მიმწოდებელთა ჯგუფი (Nuclear Suppliers Group (NSG))[10]
NSG არის ბირთვული იარაღის მიმწოდებელ სახელმწიფოთა ჯგუფი, რომლებიც მიისწრაფიან შეიტანონ თავიანთი წვლილი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაში იმ მასალების, მოწყობილობების და ტექნოლოგიების კონტროლის გზით, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ბირთვული იარაღის შესაქმნელად.
ბირთვულ მიმწოდებელთა ჯგუფი შეიქმნა 1975 წელს, ინდოეთის მიერ 1974 წლის მაისში ბირთვული იარაღის გამოცდის საპასუხოდ, რომელშიც გამოყენებული იყო კანადურ ბირთვულ რეაქტორში წარმოქმნილი პლუტონიუმი, ხოლო ეს რეაქტორი მუშაობდა ამერიკულ მძიმე წყალზე. ინდოეთის „ბირთვულმა აფეთქებამ“ ცხადჰყო, რომ ბირთვული მასალები და ტექნოლოგიები, რომელიც შეძენილია მშვიდობიანი მიზნებისთვის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ბირთვული იარაღის შესაქმნელად.
დღეისათვის NSG აერთიანებს 48 ქვეყანას.
იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს NSG-ს წევრი, უნდა ასრულებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ბირთვულ მიმწოდებელთა ჯგუფის სახელმძღვანელო ნუსხებში შეტანილი პროდუქციის მიწოდების შესაძლებლობა;სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა;ექსპორტის კონტროლის სამართლებრივი ბაზის შექმნა, რომელიც შესაბამისობაში იქნება სახელმძღვანელო პრინციპებთან;ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების, პელინდაბის, რაროტონგას, ტლატელოლკოს, ბანგკოკის, სემიპალატინსკის ან სხვა ეკვივალენტური საერთაშორისო შეთანხმების (ერთის ან რამოდენიმეს) დაცვა და ასეთი შეთანხმების (შეთანხმებების) მოთხოვნათა აბსოლუტური შესრულება;მასობრივი განადგურების იარაღის და მისი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის საკითხებში საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერა.ბირთვულ მიმწოდებელთა ჯგუფმა შეიმუშავა სახელმძღვანელო პრინციპები Part 1 და Part 2, რომლებშიც განსაზღვრულია ბირთვული მასალების და ორმაგი დანიშნულების საქონლის გადაცემის წესები მშვიდობიანი მიზნებისათვის, რათა ასეთი გადაცემა არ იქნას მიმართული მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისათვის.
1978 წელს საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ (International Atomic Energy Agency, IAEA) სახელმძღვანელო პრინციპი Part 1 გამოაქვეყნა IAEA INFCIRC / 254 დოკუმენტის სახით.
ბირთვულ მიმწოდებელთა ჯგუფის სახელმძღვანელო პრინციპი Part 1 არეგულირებს საგნების ექსპორტს, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი ან მომზადებული ბირთვულ სფეროში გამოყენებისათვის, როგორიცაა: ბირთვული მასალები, ბირთვული რეაქტორები და მისი მოწყობილობები, არაბირთვული მასალები რეაქტორებისთვის, დანადგარები და მოწყობილობები ბირთვული მასალების გადასამუშავებლად, გამდიდრებისა და კონვერსიისთვის, აგრეთვე საწვავის და მძიმე წყლის საწარმოებლად და ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც დაკავშირებულია თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილთან. ეს ელემენტები ცნობილია, როგორც „ტრიგერების ნუსხის ელემენტები“.
ბირთვულ მიმწოდებელთა ჯგუფის სახელმძღვანელო პრინციპი Part 2 არეგულირებს ატომურ იარაღთან დაკავშირებული ორმაგი საგნების ექსპორტს, ანუ იმ საგნების, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ბირთვული საწვავის ციკლში (საწარმოო პროცესების ციკლი, რომელიც მოიცავს ყველა ეტაპს საწვავის მოპოვებიდან რადიოაქტიური ნარჩენების მოშორებამდე), ამასთან, ამ საგნებს შეიძლება ჰქონდეს არაბირთვული დანიშნულებაც, მაგ. მრეწველობაში. ასეთი საგნები ცნობილია, როგორც „ორმაგი დანიშნულების პროდუქცია“.
ბირთვულ მიმწოდებელთა ჯგუფის წევრების მიერ სახელმძღვანელო პრინციპი Part 2 (სახელმძღვანელო ორმაგი გამოყენების შესახებ) შეიქმნა 1991-1992 წლებში მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ არსებული ექსპორტის კონტროლის წესებმა ხელი ვერ შეუშალა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოს, განეხორციელებინა ბირთვული იარაღის იატაკქვეშა პროგრამა, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია გაერთიანებული ერების ორგნიზაციის შემდგომი მოქმედებები. აღნიშნული იატაკქვეშა ბირთვული იარაღის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავდა ორმაგი დანიშნულების საქონლის შეძენას და შემდგომ მის გამოყენებას „ტრიგერების ნუსხის“ ელემენტების შესაქმნელად.
1992 წელს სახელმძღვანელო პრინციპი Part 2 საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ გამოაქვეყნა საინფორმაციო ცირკულარი IAEA INFCIRC / 254 Part 2-ის სახით.
2.2 სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმი (MTCR)[11]
სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმი არის ქვეყნების არაოფიციალური და ნებაყოფლობითი ასოციაცია, რომლებიც გაერთიანდნენ მასობრივი განადგურების იარაღის გადატანის სისტემების უკანონო გავრცელების აღკვეთის მიზნით.
სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმი შეიქმნა 1987 წელს კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების მიერ. მას შემდეგ, MTCR-ის პარტნიორი ქვეყნების რიცხვი გაიზარდა 35-მდე და რეჟიმის ფარგლებში თითოეულ ქვეყანას გააჩნია თანასწორი უფლებები.
MTCR დაარსდა მასობრივი განადგურების იარაღის, განსაკუთრებით ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის, გავრცელების საფრთხის მომატების პასუხად.
2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ კი ცხადი გახდა, რომ აგრეთვე აუცილებელია ზომების მიღება ტერორისტული ორგანიზაციების და კერძო პირების ხელში მასობრივი განადგურების იარაღის გადატანის სისტემების მოხვედრის რისკების შემცირების მიზნითაც. ასეთი საფრთხების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს საფუძვლიანი ზედამხედველობის დაწესება იმ მოწყობილობების, მასალების და შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემაზე, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას მასობრივი განადგურების იარაღის გადატანის სისტემებში.
MTCR იცავს ექსპორტის პოლიტიკის საერთო სახელმძღვანელო პრინციპებს („სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმის სახელმძღვანელო პრინციპები“), რომელიც გამოიყენება კონტროლირებადი ტექნიკური საშუალებების ნაერთი ნუსხის მიმართ („სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმის დანართი, რომელიც მოიცავს მოწყობილობებს, პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიებს“).
MTCR არ იღებს კოლექტიურ გადაწყვეტილებებს ექსპორტის ლიცენზირების შესახებ. ნაცვლად ამისა, თითოეული წევრი ქვეყანა იღებს პასუხისმგებლობას, დაიცვას „სახელმძღვანელო პრინციპები“ ეროვნული კანონმდებლობის და პრაქტიკის შესაბამისად.
MTCR-ის ყველა გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსენსუსის საფუძველზე და პარტნიორი ქვეყნები რეგულარულად ურთიერთცვლიან ინფორმაციას რეჟიმის საერთო მიზნების კონტექსტში ექსპორტის ლიცენზირების ეროვნული პოლიტიკის შესახებ.
„სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმის დანართი, რომელიც მოიცავს მოწყობილობებს, პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიებს“, შედგება ორი ნაწილისგან: „I კატეგორიის“ და „II კატეგორიის“ ტექნიკური საშუალებები, რომელიც მოიცავს რაკეტების შემუშავებასთან, წარმოებასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების მოწყობილობების და ტექნოლოგიების ფართო ასორტიმენტს. დანართი პერიოდულად ახლდება, რათა დაზუსტდეს და გათვალისწინებულ იქნას თანამედროვე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიები.
„I კატეგორიის“ ტექნიკური საშუალებების მიმართ გამოიყენება უფრო მკაცრი შეზღუდვები. ამ ტექნიკურ საშუალებებს განეკუთვნება დასრულებული სარაკეტო სისტემები (მათ შორის ბალისტიკური რაკეტები, რაკეტა-მატარებლები და კვლევითი რაკეტები), ატმოსფერული უპილოტო საფრენი აპარატები (მათ შორის ფრთოსანი რაკეტები, რადიომართვადი თვითმფრინავი-სამიზნეები და რადიომართვადი სადაზვერვო თვითმფრინავები), რომლებსაც შეუძლიათ 500 კგ. და მეტი „სასარგებლო ტვირთი“გადაიტანოს არანაკლებ 300 კმ. მანძილზე.
„II კატეგორიის“ ტექნიკური საშუალებები მოიცავს დასრულებულ სარაკეტო სისტემებს (მათ შორის ბალისტიკურ რაკეტებს, რაკეტა-მატარებლებს და კვლევით რაკეტებს), ატმოსფერულ უპილოტო საფრენ აპარატებს (მათ შორის ფრთოსან რაკეტებს, რადიომართვად თვითმფრინავ-სამიზნეებს და რადიომართვად სადაზვერვო თვითმფრინავებს), რომელიც გადაადგილდება მაქსიმუმ 300 კმ. მანძილზე და არ არის ჩართული „I კატეგორიაში“.
„II კატეგორიის“ ტექნიკურ საშუალებებს მიეკუთვნება აგრეთვე მოწყობილობები, მასალები და ტექნოლოგიების ფართო ასორტიმენტი, რომელთა უმეტესობას გააჩნია სხვა დანიშნულება, ვიდრე მასობრივი განადგურების იარაღის გადამტან რაკეტებს.
რეჟიმის წევრ პარტნიორ ქვეყნებს „II კატეგორიის“ ტექნიკური საშუალებების გადაცემის თაობაზე განაცხადების მიმართ აქვთ უფრო მსუბუქი მიდგომა, თუმცა, შეთანხმების თანახმად, ამ ტიპის გადაცემებზე დაწესებულია შეზღუდვები.
დიალოგი რეჟიმის წევრობაზე პოტენციურ პარტნიორობასთან დაკავშირებით ხორციელდება MTCR-ის თავმჯდომარის მეშვეობით.
გადაწყვეტილებას ახალი წევრის მიღებაზე პარტნიორი ქვეყნები იღებენ ერთხმად, კონსენსუსის საფუძველზე. გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ, თუ რამდენად იცავს ქვეყანა გაუვრცელებლობის პრინციპებს, აქვს თუ არა ექსპორტის კონტროლის ეფექტური საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ეროვნულ დონეზე ნერგავს რეჟიმის სახელმძღვანელო პრინციპებს და პროცედურებს[12].
2.3 ავსტრალიის ჯგუფი (AG)[13]
ავსტრალიის ჯგუფი არის სახელმწიფოთა არაფორმალური გაერთიანება, რომლის საქმიანობა მიმართულია ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის (ქბი) გავრცელების იმ რისკების მინიმიზაციისკენ, რომელიც თან სდევს სხვადასხვა ტიპის მასალების მიწოდებას ქვეყანა-ექსპორტიორების ან იმ ქვეყნების მიერ, რომელთა ტერიტორიის გავლითაც ხორციელდება ამ მასალების გადატვირთვა. ავსტრალიის ჯგუფის წევრი ქვეყნები ყოველწლიურად იკრიბებიან, რათა განიხილონ მათთან მოქმედი ნორმების და ექსპორტის ლიცენზირების წესების ეფექტურობის ამაღლების გზები, რათა არ დაუშვან ქბი-ს მასალების პოტენციური გამავრცელებლების ხელში მოხვედრა.
ავსტრალიის ჯგუფის მონაწილე ქვეყნების მთავარ ამოცანას წარმოადგენს უფრო მკაცრი კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, ექსპორტის კონტროლის ლიცენზირების სისტემის გამოყენება იმ განსაზღვრული კატეგორიის ქიმიური ნივთიერებების, ბიოლოგიური აგენტების, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების და ორმაგი დანიშნულების მოწყობილობების ექსპორტზე, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებისა და გავრცელებისთვის.
ავსტრალიის ჯგუფის საქმიანობაში ჩართული ყველა სახელმწიფო ამავდროულად არის ქიმიური იარაღის აკძალვის კონვენციის და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის წევრი და მხარდაჭერას უწევენ ამ კონვენციების ფარგლებში გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას მსოფლიოს ქბი-სგან დაცვის საქმეში.
დღეისათვის ავსტრალიის ჯგუფში გაერთიანებულია 41 ქვეყანა და ევროპული კომისია, წევრობის მოლოდინშია ყაზახეთი.
AG-ის წევრობის მისაღებად საჭიროა ქვეყანამ წერილობით მიმართოს ჯგუფის თავმჯდომარეს, რომ ის შეასრულებს სახელმძღვანელო პრინციპებს და მიიღებს საკონტროლო ნუსხებს. ქვეყნის ავსტრალიის ჯგუფში მიღება არ საჭიროებს წევრი ქვეყნების თანხმობას.
1984 წლის დასაწყისში, გაერო-ს ფარგლებში გამოძიების ჯგუფმა აღმოაჩინა ერაყის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები ირან-ერაყის ომის დროს, რაც არღვევდა ჟენევის 1925 წლის პროტოკოლს. ამასთან გამოირკვა, რომ ქიმიური იარაღის შესაქმნელად საჭირო ნივთიერებები და მასალები ერაყმა შეიძინა აბსოლუტურად ლეგალური სავაჭრო არხების მეშვეობით.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, ზოგიერთმა ქვეყანამ შემოიღო განსაზღვრული ქიმიური ნივთიერებების და მასალების ექსპორტის კონტროლის სისტემა, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა ქიმიური იარაღის საწარმოებლად.
მაგრამ, ცალკეული ქვეყნების მიერ დაწესებული კონტროლი აღმოჩნდა არაეფექტური და ნათელი გახდა, რომ დაინტერესებული პირები ცდილობდნენ გვერდი აევლოთ მისთვის.
შექმნილ ვითარებაში, ავსტრალიამ შესთავაზა ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზეც მოქმედებდა ექსპორტის კონტროლი, შეკრებილიყვნენ ეროვნული ექსპორტის სალიცენზიო წესების შეთანხმების და ამ სფეროში თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით.
ამ ქვეყნების პირველი თათბირი, რომელთა გაერთიანებას შემდგომში ავსტრალიის ჯგუფი ეწოდა, გაიმართა ბრიუსელში 1985 წლის ივნისში. ამ თათბირზე მონაწილე 14 ქვეყანა და ევროპული კომისია შეთანხმდნენ, რომ საჭიროა არსებული ექსპორტის კონტროლის შესაძლებლობების და მისი ეფექტურობის ამაღლების გზების შემდგომი კვლევა ქიმიური იარაღის გავრცელების კუთხით.
90-იან წლებში, თითქოსდა ჩვეულებრივი მიზნებისთვის იმპორტირებული ორმაგი დანიშნულების მასალების ბიოლოგიური იარაღის შექმნის პროგრამებში გამოყენების ფაქტების არსებობის გამო, ავსტრალიის ჯგუფის ქვეყნებმა დააწესეს შეზღუდვები განსაზღვრული ბიოლოგიური აგენტების ექსპორტზეც. ჯგუფის მიერ შემუშავებული ნივთიერებების და მასალების ნუსხებს, რომლის ექსპორტზე დაწესებული იყო შეზღუდვები, შემდგომში დაემატა იმ ტექნოლოგიების და მოწყობილობების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის საწარმოებლად ან გამოყენებისთვის.
დღეისათვის ყველა მონაწილე სახელმწიფო ატარებს განსაზღვრულ ზომებს 65 დასახელების ქიმიური ნივთიერების ექსპორტის შეზღუდვის მიზნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ქიმიური იარაღის ამოსავალ მასალად. აგრეთვე ექსპორტის სავალდებულო ლიცენზირება ვრცელდება შემდეგ მიმართულებებზე:
ქიმიური საწარმოო საშუალებები და ორმაგი დანიშნულების მოწყობილობები და მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიები;მცენარეთა პათოგენები;ცხოველთა პათოგენები;ბიოლოგიური აგენტები; დაორმაგი დანიშნულების ბიოლოგიური დანადგარები.აღნიშნული პუნქტები წარმოადგენს ავსტრალიის ჯგუფის „საერთო საკონტროლო ნუსხების“ ძირითად საფუძველს, რომელიც შემუშავებულ იქნა მონაწილე ქვეყნებს შორის კონსულტაციების შედეგად და კორექტირდება პერიოდულად, მუდმივი ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით.
ავსტრალიის ჯგუფის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ ყველა ქვეყანას, მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა არ დაუშვან მათი და მათ ტერიტორიებზე არსებული საწარმოების მონაწილეობა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გავრცელებაში.
გარდა იმისა, რომ ავსტრალიის ჯგუფის სახელმძღვანელო პრინციპებს აქვს თანმიმდევრული ხასიათი და პასუხობს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციების მოთხოვნებს, აღნიშნული დებულებების გატარება ყველა დანარჩენი სახელმწიფოსთვისაც სავალდებულოა, გაეროს უშიშროების საბჭოს 1540 (2004) რეზოლუციის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად.
2.4 ვასენაარის შეთანხმება[14]
1946-1991 წლები მსოფლიოს დაამახსოვრდა, როგორც „ცივი ომის“ ხანა, რაც ნიშნავდა გლობალურ გეოპოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ დაპირისპირებას ერთის მხრივ საბჭოთა კავშირსა და მის მოკავშირეებს და მეორეს მხრივ აშშ-ს და მის მოკავშირეებს შორის. ეს კონფრონტაცია არ იყო ომი პირდაპირი გაგებით, არამედ ეს იყო იდეოლოგიური უთანხმოება კაპიტალისტური და სოციალისტური სახელმწიფოებრივი წყობის ორ მოდელს შორის.
ცივ ომს თან ახლდა შეჯიბრი ჩვეულებრივი და ბირთვული შეიარაღების სფეროში უპირატესობის მოპოვებაზე, რაც მსოფლიოს პერიოდულად აყენებდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე (მაგ. 1962 წლის კარიბის კრიზისი/კუბის სარაკეტო კრიზისი).
საბჭოთა კავშირში და სხვა სოციალისტურ ქვეყნებში სტრატეგიული საქონლის ექსპორტზე კონტროლის განხორციელების მიზნით, 1949 წელს, ჩვიდმეტმა კაპიტალისტურმა სახელმწიფომ დაარსა ექსპორტის კონტროლის საკოორდინაციო კომიტეტი (Coordinating Committee for Multilateral Export Controls, CoCom). აღნიშნულ ორგანიზაციას, ექსპორტის კონტროლის კუთხით, მხარდაჭერა გამოუცხადა კიდევ ხუთმა არაწევრმა სახელმწიფომ.
ეგრეთ წოდებული „აღმოსავლეთის ბლოკის“ ტექნოლოგიური განვითარების შესუსტების მიზნით, ცივი ომის პერიოდში CoCom-მა შეადგინა იმ სტრატეგიული საქონლის და ტექნოლოგიების ნუსხა, რომლის ექსპორტი არ დაიშვებოდა „აღმოსავლეთის ბლოკის“ ქვეყნებში, აგრეთვე დააწესა შეზღუდვები მიწოდებისთვის ნებადართული საქონლის გამოყენებაზე.
საბჭოთა კავშირში „გარდაქმნის“ და „გარდაქმნის“ შემდგომ პერიოდში და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, CoCom-ის მიდგომები დსთ-ს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ექსპორტის მიმართ გარკვეულწილად შესუსტდა, ხოლო 1994 წლის 31 მარტს CoCom-მა დაასრულა საქმიანობა, ამასთან ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეექმნათ ჩვეულებრივი შეიარაღების და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის და ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლის უფრო გლობალური სისტემა.
ეს გადაწყვეტილება სისრულეში იქნა მოყვანილი 1995 წლის 19 დეკემბერს ვასენაარში (დაბა ჰააგის მაახლობლად, ნიდერლანდები) მაღალი დონის შეხვედრაზე, როდესაც დაარსდა „ვასენაარის შეთანხმება“, რის შესახებაც ცნობილი გახდა ჰააგაში, მშვიდობის სასახლეში გამოქვეყნებული განცხადებით.
დღეისათვის ვასენაარის შეთანხმებაში გაერთიანებულია 42 ქვეყანა, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ საერთო კონსენსუსის საფუძველზე.
ვასენაარის ხელშეკრულების სამუშაო ენად მიჩნეულია ინგლისური.
ვასენაარის შეთანხმების ძირითადი საფუძვლები და წევრი სახელმწიფოების ვალდებულებები ჩვეულებრივი შეიარაღების და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის და ტექნოლოგიების კონტროლთან დაკავშირებით, განსაზღვრულია დოკუმენტით «Guidelines & Procedures, including the Initial Elements»[15].
ვასენაარის შეთანხმების საკონტროლო ნუსხები შედგება ორი ნაწილისგან:
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის და ტექნოლოგიების ნუსხა, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის შესაქმნელად (საბაზისო ნუსხა - Basic List, რომელიც თავის მხრივ გაყოფილია ორ ნაწილად, მგრძნობიარე (Sensitive List) და ძალიან მგრძნობიარე (Very Sensitive List) პროდუქციის და ტექნოლოგიების ნუსხებად)[16];შეიარაღების ნუსხა (Munitions List)[17].საბაზისო ნუსხა მოიცავს პროდუქციის და ტექნოლოგიების 9 კატეგორიას: სპეციალური მასალები და მასთან დაკავშირებულიმოწყობილობები და აღჭურვილობა (Special Materials and Related Equipment); მასალების დამუშავება (Materials Processing); ელექტრონიკა (Electronics); გამოთვლითი ტექნიკა (Computers); ტელეკომუნიკაცია (Telecommunications) და ინფორმაციის დაცვა (Information Security); სენსორები და ლაზერები (Sensors and «Lasers»); ნავიგაცია და საავიაციო ელექტროტექნიკა (Navigation and Avionics); საზღვაო (Marine); ავიაკოსმოსური მრეწველობა და ძალური დანადგარები (Aerospace and Propulsion).
ვასენაარის შეთანხმებაში ახალი წევრის მიღება ხდება ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობით, კონსენსუსის საფუძველზე.
იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ვასენაარის შეთანხმების წევრი, უნდა აწარმოებდეს სამხედრო პროდუქციას ან ინდუსტრიულ დანადგარებს, რომელიც გამოიყენება სამხედრო პროდუქციის შესაქმნელად, ან ახორციელებდეს აღნიშნული პროდუქციის ექსპორტს, უნდა აღიარებდეს გაუვრცელებლობის პოლიტიკას, მათ შორის ბირთვულ მიმწოდებელთა ჯგუფის, სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმის, ავსტრალიის ჯგუფის სახელმძღვანელო პრინციპებს, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის და სხვ. დებულებებს, უნდა ჰქონდეს ექსპორტის კონტროლის ეფექტური სისტემა.
ვასენაარის შეთანხმების შეიარაღების ნუსხა (Munitions List), ასახულ იქნა 2008 წლის 8 დეკემბრის ევროპის კავშირის სამხედრო პროდუქციის საერთო ნუსხაში 2008/944/CFSP, რომელიც განსაზღვრავს სამხედრო პროდუქციის ექსპორტის კონტროლის მარეგულირებელ საერთო წესებს და აქვს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ძალა.
2.5 ევროპის კავშირის სამხედრო ნუსხა 2008/944/CFSP მოიცავს სამხედრო დანიშნულების პროდუქციის 22 კატეგორიას:
ML1. 20 მილიმეტრზე ნაკლები კალიბრის გლუვლულიანი, 12.7 მილიმეტრიანი (კალიბრი 0.50 ინჩი) ან ნაკლები კალიბრის იარაღი, ავტომატური იარაღის საკუთვნებლები, აგრეთვე მათთვის სპეციალურად შემუშავებული კომპონენტები;
ML 2. 20-მილიმეტრიანი და მეტი კალიბრის გლუვლულიანი, 12.7 მილიმეტრზე (კალიბრი 0.50 ინჩი) მეტი კალიბრის იარაღი ან შეიარაღება, პროექტორები და საკუთვნებლები, აგრეთვე მათთვის სპეციალურად შემუშავებული კომპონენტები;
ML3. საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობები და მათთვის სპეციალურად შემუშავებული კომპონენტები;
ML4. ბომბები, ტორპედოები, რეაქტიული ჭურვები, რაკეტები და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები და მუხტები, მონათესავე მოწყობილობები და საკუთვნებლები, აგრეთვე სპეციალურად მათთვის შემუშავებული კომპონენტები;
ML5. ცეცხლის მართვის აპარატურა, გაფრთხილების და შეტყობინების შესაბამისი აღჭურვილობა, აგრეთვე შესაბამისი სისტემები, გამოცდის, დამიზნების და კონტრქმედების აპარატურა, რომელიც სპეციალურად არის შემუშავებული სამხედრო გამოყენებისთვის, აგრეთვე სპეციალურად მათთვის დამზადებული კომპონენტები და საკუთვნებლები.
ML6. სახმელეთო ტრანსპორტი და მისი კომპონენტები.
ML7. ქიმიური ნივთიერებები ან ბიოლოგიური ტოქსიკური აგენტები, მასების კონტროლის საშუალებები, რადიოაქტიური მასალები, შესაბამისი აღჭურვილობა, კომპონენტები და მასალები.
ML8. ენერგეტიკული მასალები და შესაბამისი სუბსტანციები.
ML 9. წყალქვეშა და წყალზედა საბრძოლო ხომალდები და მათი კომპონენტები.
ML10. სამხედრო გამოყენებისთვის სპეციალურად შემუშავებული საჰაერო ხომალდები, მათი აღჭურვილობა, საავიაციო ძრავები და კომპონენტები.
ML11. ელექტროაღჭურვილობა, კოსმოსური ხომალდი და კომპონენტები.
ML12. შეიარაღების მაღალსიჩქარიანი სისტემები, რომლებიც იყენებენ კინეტიკურ ენერგიას და შესაბამისი აღჭურვილობა, აგრეთვე მათთვის სპეციალურად შემუშავებული კომპონენტები.
ML13. დაჯავშნული ან დაცვის აღჭურვილობა, კონსტრუქციები და კომპონენტები.
ML14. სპეციალიზებული აღჭურვილობა სამხედრო მომზადებისთვის ან საომარი სცენარების სიმულაციისთვის, სიმულაციური აპარატურა
ML15. სამხედრო გამოყენებისთვის სპეციალურად შემუშავებული გამოსახულების დასამუშავებელი ან თვალთვალის საწინააღმდეგო აპარატურა, აგრეთვე მათთვის სპეციალურად შემუშავებული კომპონენტები და საკუთვნებლები.
ML16. ჭედური, ჩამოსხმული და სხვა სახის დაუსრულებელი ნაკეთობები
ML17. აღჭურვილობა, მასალები და ბიბლიოთეკები, აგრეთვე სპეციალურად მათთვის შექმნილი კომპონენტები.
ML18. აღჭურვილობა და კომპონენტები.
ML19. მიმართული ენერგიის შეიარაღების სისტემები, შესაბამისი აღჭურვილობა ან უკუქმედების აღჭურვილობა, საცდელი მოდელები, ასევე მათთვის სპეციალურად შემუშავებული კომპონენტები.
ML20. კრიოგენული და ზეგამტარი აღჭურვილობა, ასევე სპეციალურად მისთვის შემუშავებული კომპონენტები და საკუთვნებლები.
ML21. პროგრამული უზრუნველყოფა.
ML22. ტექნოლოგიები
„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილებით (პირველი დანართით) დამტკიცებულია სამხედრო პროდუქციის ნუსხა, რომელიც 2008/944/CFSP ევროპის კავშირის სამხედრო პროდუქციის საერთო ნუსხის ანალოგიურია.
სამხედრო პროდუქციის ნუსხაში გაერთიანებული საქონლის, პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნოლოგიების ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი და ამ პროდუქციასთან დაკავშირებული საბროკერო მომსახურება და ტექნიკური დახმარება ექვემდებარება სანებართვო კონტროლს, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად.
2.6 შეთანხმება „იარაღით ვაჭრობის შესახებ“ (ATT)[18]
მთელს მსოფლიოში, ადამიანების კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მასობრივი იარაღის გავრცელება, არამედ საშუალო და მცირე შეიარაღების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენება, რასაც ყოველდღიურად უამრავი სიცოცხლე ეწირება.
გასული საუკუნის 80-იანი წლების დასასრულს, აღნიშნული საფრთხის წინააღმდეგ გაერთიანდნენ საზოგადოების ცნობილი სახეები და ნობელის პრემიის ლაურეატები, რომლებმაც შეშფოთება გამოთქვეს მსოფლიოში იარაღით უკონტროლო ვაჭრობისა და „ადამიანის უსაფრთხოებაზე“ ასეთი დაურეგულირებელი ვაჭრობის გავლენის თაობაზე.
2001 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციაზე მიღებულ იქნა „ცეცხლსასროლი იარაღით და მსუბუქი შეიარაღებით უკანონო ვაჭრობის ყველა მის ასპექტში თავიდან აცილების და აღმოფხვრის და მასთან ბრძოლის სამოქმედო პროგრამა“, რომელსაც არ ჰქონდა იურიდიულად სავალდებულო ძალა.
2006 წლის დეკმბერში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 61/89 „იარაღით ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე: ჩვეულებრივი შეიარაღების იმპორტის, ექსპორტის და გადაცემის საერთო საერთაშორისო სტანდარტების დაწესების შესახებ“.
2013 წლის 2 აპრილს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 154 ხმით (სამმა ქვეყანამ წინააღმდეგ მისცა ხმა და 23-მა - თავი შეიკავა), რეზოლუციის სახით მიიღო „შეთანხმება იარაღით ვაჭრობის შესახებ“ (ATT). შეთანხმება ძალაში შევიდა 2014 წლის 24 დეკემბერს, 50-ე რატიფიკაციიდან 90-ე დღეს.
შეთანხმება „იარაღით ვაჭრობის შესახებ“ (ATT) (შემდგომ შეთნხმება“) ავალდებულებს წევრ ქვეყნებს განახორციელონ კონტროლი იარაღის ექსპორტზე, არ დაარღვიონ დაწესებული ემბარგოები იარაღის მიწოდებაზე და იზრუნონ, რათა იარაღი საბოლოოდ არ იქნას გამოყენებული ადამიანთა უფლებების დარღვევისთვის და ტერორიზმისთვის.
შეთანხმების მიზანია დაწესდეს რეგულირების რაც შეიძლება მაღალი საერთაშორისო სტანდარტი ჩვეულებრივი შეიარაღებით საერთაშორისო ვაჭრობაზე, აღმოიფხვრას უკანონო ვაჭრობა და გადაგზავნა მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის დაცვის შემცირების და ადამიანთა ტანჯვის მიზნით.
ამასთან, ATT რეკომენდაციას უწევს სახელმწიფოებს, გამოიყენონ შეთანხმების დებულებები ჩვეულებრივი შეიარაღების რაც შეიძლება ფართო სპექტრის მიმართ.
შეთანხმების მიზნებისთვის, საერთაშორისო ვაჭრობა მოიცავს ექსპორტს, იმპორტს, ტრანზიტს, გადატვირთვას და საბროკერო მომსახურებას (გადაცემას).
„იარაღით ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება მოიცავს:
ა. საბრძოლო ტანკებს;
ბ. საბრძოლო დაჯავშნულ ავტომობილებს;
გ.მსხვილი კალიბრის საარტილერიო სისტემებს;
დ. საბრძოლო თვითმფრინავებს;
ე. საბრძოლო ვერტმფრენებს;
ვ. სამხედრო გემებს;
ზ. რაკეტებს და რაკეტის გამშვებ დანადგარებს;
თ. მცირე და მსუბუქ შეიარაღებას.
ATT ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს:
შექმნან და გამოიყენონ კონტროლის ეროვნული სისტემა, მათ შორის ეროვნული საკონტროლო ნუსხა, ამ შეთანხმების დებულებების ეფექტურად განხორციელების მიზნით;
შექმნან და გამოიყენონ კონტროლის ეროვნული სისტემა საბრძოლო მასალის ექსპორტის რეგულირების მიზნით და გამოიყენონ ამ შეთანხმებით განსაზღვრული ექსპორტის კონტროლის დებულებები საბრძოლო მასალის ექსპორტზე ნებართვის გაცემის პროცესში;შექმნან და გამოიყენონ კონტროლის ეროვნული სისტემა ჩვეულებრივი შეიარაღების ნაწილების და კომპონენტების ექსპორტის რეგულირების მიზნით, როდესაც მისი ექსპორტი ხორციელდება ისეთი სახით, რომ შესაძლებელია იარაღის აწყობა, და გამოიყენონ ამ შეთანხმებით განსაზღვრული ექსპორტის კონტროლის დებულებები საბრძოლო მასალის ექსპორტზე ნებართვის გაცემის პროცესში.შეთანხმების მე-6 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო არ გასცემს ნებართვას ჩვეულებრივი შეიარაღების, საბრძოლო მასალის, ნაწილების და კომპონენტების გადაცემაზე:
თუ ასეთი გადაცემა დაარღვევს გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებულ ზომებს, კერძოდ, იარაღის ემბარგოს და საერთაშორისო შეთანხმებებით სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც შეეხება ჩვეულებრივი შეიარაღების გადაცემას და უკანონო ბრუნვას;თუ ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს შეიარაღება და საშუალებები გამოყენებული იქნება გენოციდის აქტების, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის და სხვა ქმედებების განხორციელებისთვის, რომლებიც არღვევს ჟენევის 1949 წლის კონვენციას; დაცვის ქვეშ მყოფ სამოქალაქო ობიექტებზე და პირებზე თავდასხმისთვის; ან სხვა სამხედრო დანაშაულების ჩადენისთვის.იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმებით ექსპორტი აკრძალული არ არის, თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ, რომელიც ახორციელებს ექსპორტს, ნებართვის გაცემამდე უნდა შეაფასოს ექსპორტისთვის განკუთვნილი ჩვეულებრივი შეიარაღება და საშუალებები ხელს შეუწყობს მშვიდობას და უსაფრთხოებას თუ პირიქით, ავნებს მას, ან/და ხომ არ იქნება გამოყენებული ისეთი ქმედებებისთვის, რაც ითვლება დანაშაულად საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სამართლის, ტერორიზმის და ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის საკითხებში საერთაშორისო კონვენციების და პროტოკოლების მიხედვით.
ამასთან, ექსპორტიორმა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს გენდერული ძალადობის ან ქალების და ბავშვების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებისთვის ჩვეულებრივი შეიარაღების, საბრძოლო მასალის, ნაწილების და კომპონენტების შესაძლო გამოყენების რისკი.
შეთანხმების მიხედვით, თითოეულმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რომელიც საშუალებას მისცემს დაარეგულიროს, იქ სადაც ეს აუცილებელია, და მისი იურისდიქციიის ფარგლებში, ჩვეულებრვი შეიარაღების იმპორტი, ტრანზიტი და გადატვირთვა და საბროკერო მომსახურება.
შეთანხმება ღიაა ხელმოწერისთვის ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას თითოეული ხელმომწერი სახელმწიფოს მიერ.
2019 წლის დასაწყისისთვის შეთანხმებაში მონაწილეობდა 96 ქვეყანა.
საქართველოში აღნიშნული შეთანხმება რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 23 დეკემბერის №4696–რს დადგენილებით.
ჩვეულებრივი შეიარაღების ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ტიპს, საბრძოლო მასალას, ნაწილებს და კომპონენტებს, ფაქტიურად მოიცავს „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო პროდუქციის ნუსხა (პირველი დანართი) და აღნიშნული საქონლით საგარეო (საერთაშორისო) ვაჭრობა ხორციელდება სამხედრო პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, საბროკერო მომსახურების და ტექნიკური დახმარების ნებართვების საფუძველზე, რომელსაც გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
2.7 ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენცია[19]
ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენცია - ეს არის შეთანხმება შეიარაღების კონტროლის შესახებ, რომელიც კრძალავს ქიმიური იარაღის წარმოებას, დაგროვებას და გამოყენებას. ამ კონვენციის სრული დასახელებაა „ქიმიური იარაღის შექმნის, წარმოების, დაგროვების და გამოყენების აკრძალვის და მარაგების განადგურების შესახებ კონვენცია“.
18 სახელმწიფოსგან შემდგარი კომიტეტი, რომელიც 1984 წელს გარდაიქმნა კონფერენციად განიარაღების საკითხებში, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ მსჯელობას აწარმოებდა 1968 წლიდან. 1992 წელს კონფერენციამ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას წარუდგინა ყოველწლიური ანგარიში, რომელიც შეიცავდა ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის ტექსტს. 1992 წლის 30 ნოემბერს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კონვენცია, ხოლო 1993 წლის 13 იანვარს, პარიზში, გახსნა იგი ხელმოწერებისთვის.
კონვენცია ძალაში შევიდა 1997 წლის 29 აპრილს, 65-ე წევრის - უნგრეთის მიერ მისი რატიფიცირებიდან 180 დღის შემდეგ. თავისი შინაარსით კონვენცია ავსებს ჟენევის 1925 წლის პროტოკოლს.
გაერო-ს 193 წევრიდან ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის წევრია 190 ქვეყანა. მიანმამ და ისრაელმა ხელი მოაწერეს, მაგრამ რატიფიცირება არ განუხორციელებიათ, ანგოლას, ჩრდილოეთ კორეას, ეგვიპტეს და სამხრეთ სუდანს ხელი არ მოუწერია, სირია ოფიციალურად მიუერთდა 2013 წლის 13 ოქტომბერს.
კონვენციის მიზნების და დებულებების რეალიზებას, ქვეყნების მიერ კონვენციის მოთხოვნების შესრულების კონტროლს, სახელმწიფოებს შორის დიალოგს და კონსულტაციებს და წევრი ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო ობიექტების ინსპექტირებას ახორციელებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (შემდგომში - ორგანიზაცია).
ორგანიზაციის შტაბბინა მდებარეობს ჰააგაში. მისი ორგანოებია წევრი ქვეყნების კონფერენცია, აღმასრულებელი საბჭო და ტექნიკური სამდივნო.
კონვენციის საკვანძო მოთხოვნებია:
ქიმიური იარაღის წარმოების და გამოყენების აკრძალვა;ქიმიური იარაღის საწარმოო სიმძლავრეების ლიკვიდაცია (ან სხვა მიზნით გამოყენება);ქიმიური იარაღის მარაგების განადგურება (მათ შორის ქვეყნების ტერიტორიის გარეთ არსებული მარაგებისაც);ქვეყნების ურთიერთდახმარება და ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში;იმ ქიმიური ნივთიერებების საწარმოების ინსპექტირება ორგანიზაციის მიერ, რომლისგანაც შესაძლებელია ქიმიური იარაღის შექმნა;შესაბამის დარგებში ქიმიკატების მშვიდობიანი გამოყენების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა.კონვენციის დანართებში შეტანილი ქიმიური ნივთიერებები, რომლის გამოყენება შესაძლებელია ქიმიური იარაღის შექმნისთვის, დაყოფილია კატეგორიებად:
პირველი ნუსხა: ეს არის ქიმიკატები, რომლებიც შეიქმნა, იწარმოებოდა და გროვდებოდა ან გამოიყენებოდა, როგორც ქიმიური იარაღი და შეიცავს მაღალ რისკს (ლუიზიტები, იპრიტები, რიცინი და საქსიტოქსინი, აგრეთვე ყველა ნერვულ-პარალიტიკური მომწამლავი ნივთიერება). სახელმწიფოებს ეკრძალებათ ჰქონდეთ ამ ნივთიერებების მარაგი 1 ტონაზე მეტი, ხოლო 100 გრამზე მეტი ასეთი ნივთიერების წარმოება ექვემდებარება დეკლარირებას ორგანიზაციაში. მშვიდობიანი მიზნით ამ ნივთიერებებს აქვს გამოყენების ძალიან შეზღუდული სფერო. მაგ., აზოტის იპრიტი გამოიყენება კიბოს ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ.
მეორე ნუსხა: ეს არის ქიმიკატები, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პირველი სიის ქიმიკატების პრეკურსორებად და შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს კონვენციის მიზნების და საკვანძო პრინციპების განხორციელებისთვის. ამ ქიმიკატების წარმოება ექვემდებარება დეკლარირებას ორგანიზაციაში. შეზღუდულია არაწევრ ქვეყნებში ამ ნივთიერებების ექსპორტი. მაგ.; თიოდიგლიკოლი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას იპრიტის წარმოებაში, ამასთან გამოიყენება, როგორც მელნის გამხსნელის საწარმოებლად.
მესამე ნუსხა: ეს არის გარკვეული საფრთხის შემცველი ქიმიკატები. ეს ქიმიკატები ფართოდ გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში და შესაძლებელია იწარმოებოდეს დიდი ოდენობებით კომერციული მიზნებისათვის, თუ ამას არ კრძალავს კონვენცია. ქარხნების შესახებ, რომლებიც აწარმოებენ 30 ტონაზე მეტ ასეთ ქიმიკატს, ინფორმაცია მიეწოდება ორგანიზაციას, რომელსაც აქვს მათი ინსპექტირების უფლება. შეზღუდულია არაწევრ ქვეყნებში ამ ნივთიერებების ექსპორტი. მაგ., ფოსგენი, რომელიც გამოიყენება ბევრი ორგანული ნაერთის წარმოებაში და ტრიეთანოლამინი, რომელიც სარეცხი საშუალებების წარმოებაში გამოიყენება.
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მუშაობამ შედეგი გამოიღო და:
2010 წლის 8 ივლისისთვის 41692 ტონა, ანუ 60,05% რეგისტრირებული ქიმიური იარაღისა, აგრეთვე 45% (3,93 მლნ. ტონა) ქიმიური იარაღის საბრძოლო მასალა და კონტეინერი იქნა განადგურებული;ქვეყნების 50%-მა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც სრულიად კრძალავს ქიმიური იარაღის წარმოებაში მონაწილეობის მიღებას;ზოგმა ქვეყანამ მთლიანად დაასრულა ქიმიკატების მარაგების განადგურების პროცესი;აშშ-მ გაანადგურა მარაგების 75%;იაპონიამ და ჩინეთმა განაცხადეს მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის მიერ ჩინეთში დატოვებული ქიმიკატების გასანადგურებელი საწარმოს გახსნის შესახებ და ა.შ..დანართი II-1: ქიმიური იარაღისა და საკონტროლო ნუსხების შესაბამისობა:
ქიმიური იარაღის კონვენციის დანართებიდან ორმაგი დანიშნულების ნუსხაში შეტანილია და ექსპორტზე კონტროლს ექვემდებარება შემდეგი ნივთიერებები
დასახელება
CAS №
ECCN
HS code
პირველი სია
საქსიტოქსინი
35523-89-8
1C351.d.5.
3002 90 900 00
რიცინი
9009-86-3
1C351.d.4.
3002 90 900 00
მეთილ ფოსფონილ დიფტორიდი
676-99-3
1C350.4 (იხ. სამხედრო პროდუქციის ნუსხაც)
2931 39 200 00
O – ეთილ – 2 – დიიზოპროპილამინოეთილ მეთილ ფოსფონიტის
57856-11-8
1C350.29
2931 90 000 00
მეორე სია
ამიტონი: O,O – დიეთილ – S – [2 – (დიეთილამინო)ეთილ] ფოსფოროთიოლატი და შესაბამისი ალკილატიდი ან პროტონირებული მარილები
78-53-5
1C450.a.1
2930 90 850 00
PFIB: 1,1,3,3,3 – პენტფტორო – 2 – (ტრიფტორომეთილ) – 1 – პროპენი
382-21-8
1C450.a.2
2903 39 900 00
ქუინუკლიდინილ ბენზილატისათვის
6581-06-2
1C450.a.3 (იხ. სამხედრო ნუსხა)
2933 39
პრეკურსორები:
დიმეთილ მეთილფოსფონატი
756-79-6
1C350.3
2931 00 100 0
მეთილ ფოსფონილ დიქლორიდი
676-97-1
1C350.5.
2931 00 300 0
N,N – დიალკილ [(ნორმალური ან იზო ) მეთილ, ეთილ ან პროპილ] ფოსფორამიდულ დიჰალიდები 1C450. B.2
1C450.B.2
2929 90 000 00
დიალკილ [(ნორმალური ან იზო ) მეთილ, ეთილ ან პროპილ] N,N – დიალკილ [(ნორმალური ან იზო ) მეთილ, ეთილ ან პროპილ] – ფოსფორამიდატები
1C450.B.3
2929 90 000 00
დარიშხანის ტრიქლორიდი
7784-34-1
1C350.31
2812 10 990 00
ბენზილმჟავა
76-93-7
1C350.32
2918 19 850 00
3–ქუინუკლიდინოლი
1619-34-7
1C350.13
2933 39 990 00
N,N – დიალკილ [(ნორმალური ან იზო ) მეთილ, ეთილ ან პროპილ] ამინოეთილ – 2 – ქლორიდები და შესაბამისი პროტონირებული მარილები
1C450. B.4
2929 90 000 00
N,N – დიალკილ [(ნორმალური ან იზო ) მეთილ, ეთილ ან პროპილ] ამინოეთან – 2 – თიოლებს და შესაბამის პროტონირებულ მარილები,
1C450. B.5
2929 90 000 00
თიოდიგლიკოლი
111-48-8
1C350.1
2930 90 200 0
ფინაკოლილის სპირტი
464-07-3
1C350.28
2905 19 000 00
მესამე სია
ფოსგენი: კარბონილ დიქლორიდი
75-44-5
1C450.4. იხ. სამხედრო ნუსხა
2812 10 940 00
ციანოგენური ქლორიდი
506-77-4
1C450.5.
2853 00 500 00
წყალბადის ციანიდი
74-90-8
1C450.a.6
2811 19 200 00
ქლოროპიკრინი: ტრიქლორონიტრომეთანი
76-06-2
1C450.7
2904 90 400 00
პრეკურსორები:
ფოსფორის ჟანგქლორიდი
10025-87-3
1C350.2
2812 10 110 00
ფოსფორის ტრიქლორიდი
7719-12-2
1C350.7
2812 10 150 00
ფოსფორის პენტაქლორიდი
10026-13-8
1C350.38
2812 10 160 00
ტრიეთილ ფოსფიტი
122-52-1
1C350.30
2920 90 400 00
ტრიმეთილ ფოსფიტი
121-45-9
1C350.8
2920 90 300 00
დიმეთილ ფოსფიტი
868-85-9
1C350.6
2920 90 200 00
გოგირდის მონოქლორიდი
10025-67-9
1C350.51
2812 10 910 00
გოგირდის დიქლორიდი
10545-99-0
1C350.52
2812 10 930 00
თიონილ ქლორიდი
7719-09-7
1C350.9
2812 10 950 00
ეთილდიეთანოლამინი
139-87-7
1C350.59
2922 19 100 00
მეთილდიეთანოლამინი
105-59-9
1C450.b.8
2922 19 200 00
ტრიეთანოლამინი
102-71- 6
1C350. 46
2922 13 100 00
ამასთან, ქიმიური იარაღის კონვენციის პირველი სიის შემდეგი ნივთიერებები შეტანილია სამხედრო პროდუქციის ნუსხაში და საქართველოში ექვემდება კონტროლს იმპორტზე, ექსპორტზე და ტრანზიტზე:
ზარინი (GB): O-იზოპროპილმეთილფტორფოსფონატები (CAS 107-44-8);
ზომანი (GD): O-პინაკოლილმეთილფტორფოსფონატები, (CAS 96-64-0);
ტაბუნი (GA):O-ეთილი, N,N-დიმეთილამიდოციანფოსფატი (CAS 77-81-6);
O-ეთილი -S-2-დიიზოპროპილამინოეთილმეთილთიოფოსფონატი (CAS 50782-69-9);
გოგირდის იპრიტები, როგორიცაა:
2-ქლოროეთილქლორმეთილსულფიდი (CAS 2625-76-5);
ბის (2-ქლორეთილი) სულფიდი (CAS 505-60-2);
ბის (2-ქლორეთილტიო) მეთანი (CAS 63869-13-6);
1,2-ბის (2-ქლორეთილთიო) ეთანი (CAS 3563-36-8);
1,3-ბის (2-ქლორეთილთიო) -n-პროპანი (CAS 63905-10-2);
1,4-ბის (2-ქლორეთილთიო) -n-ბუტანი (CAS 142868-93-7);
1,5-ბის (2-ქლორეთილთიო) -n-პენტანი (CAS 142868-94-8);
ბის (2-ქლორეთილტიომეთილი) ეთერი (CAS 63918-90-1);
ბის (2-ქლორეთილტიოეთილი) ეთერი (CAS 63918-89-8).
ლუიზიტები:
2-ქლოროვინილდიქლოროარსინი (CAS 541-25-3);
ტრი (2-ქლოროვოლინი) არსინი (CAS 40334-70-1);
ბი (2-ქლოროვილინი) ქლორარსინი (CAS 40334-69-8).
აზოტოვანი იპრიტები:
HN1: ბის (2-ქლოროეთილი) ეთილამინი (CAS 538-07-8);
HN2: ბის (2-ქლოროეთილი) მეთილამინი (CAS 51-75-2);
HN3: ბის (2-ქლოროეთილი) ამინი (CAS 555-77-1).
ქლოროზარინი: O-იზოპროპილმეთილქლორფოსფონატი (CAS 1445-76-7);
ქლოროზომანი: O-პინაკოლილმეთილქლორფოსფონატი (CAS 7040-57-5);
ნაწილი 3. მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციები და საქართველოს ვალდებულებები
3.1 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) რეზოლუცია 1540(2004)[20]
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) წესდების VII თავის შესაბამისად, 2004 წლის 28 აპრილს, რიგით 4956-ე სხდომაზე, გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 1540 (2004), რითაც ხაზი გაუსვა, რომ ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი და აგრეთვე ამ იარაღის გადატანის საშუალებები წარმოადგენს საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებელია მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს ჩართულობა.
რეზოლუცია 1540 (2004) არის მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების აღკვეთისკენ. ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელშიც აღიარებულია, რომ მისი სრულად აღსრულება (განხორციელება) ეროვნულ, რეგიონალურ და მსოფლიო დონეზე მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას და თანადგომას.
1540 (2004) რეზოლუციაში განხილულია საფრთხეები, რომელსაც ქმნიან არასახელმწიფო სუბიექტები, რომლებიც ცდილობენ შეიმუშაონ, შეიძინონ, აწარმოონ, დაეპატრონონ, გადაზიდონ, გადასცენ ან მიიღონ ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური იარაღი და მათი გადატანის საშუალებები და ხაზგასმულია, რომ ყველა სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ასეთი სუბიექტების საქმიანობის ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერისაგან და მიიღოს ზომები ასეთ საქმიანობაში მათი მონაწილეობის აღსაკვეთად.
1540 (2004) რეზოლუცია ადგენს, რომ ყველა სახელმწიფომ, ეროვნული პროცედურების შესაბამისად უნდა მიიღოს და ეფექტურად გამოიყენოს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც უკრძალავს ნებისმიერ არასახელმწიფო სუბიექტს აწარმოოს, შეიძინოს, ფლობდეს, შეიმუშაოს, გადაზიდოს, გადასცეს ან გამოიყენოს ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური იარაღი და მათი გადატანის საშუალებები, განსაკუთრებით ტერორისტული მიზნებისთვის, აგრეთვე უკრძალავს ნებისმიერ ზემოაღნიშნულ ქმედებაში მონაწილეობის მცდელობას შუამავლის, დამხმარეს ან დამფინანსებლის რანგში.
1540 (2004) რეზოლუცია აგრეთვე ადგენს, რომ ყველა სახელმწიფომ უნდა მიიღოს და გამოიყენოს ეფექტური ზომები ეროვნული კონტროლის დაწესების მიზნით ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური იარაღის და მათი გადატანის საშუალებების გავრცელების აღკვეთისთვის, მათ შორის დაკავშირებულ მასალებზე საჭირო კონტროლის დაწესების გზით, და ამისათვის უნდა:
შეიმუშაოს და განახორციელოს საჭირო ეფექტური ზომები ასეთი მასალების აღრიცხვის და შენახვის უზრუნელსაყოფად წარმოების, გამოყენების, შენახვის ან ტრანსპორტირების პროცესში;შეიმუშაოს და განახორციელოს საჭირო ეფექტური ზომები ფიზიკური დაცვის მიზნით;შეიმუშაოს და განახორციელოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი და საერთაშორისო სამართლის რეგულაციებთან თავსებადი სასაზღვრო კონტროლის და სამართალაღსრულების საჭირო ეფექტური ზომები ასეთ საგნებთან დაკავშირებული უკანონო ბრუნვის და შუამავლობის გამოვლენის და აღკვეთისათვის, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გზით, როდესაც ეს აუცილებელია;ეროვნულ დონეზე დააწესონ, სრულყონ, გადასინჯონ და შეინარჩუნონ საჭირო ეფექტური კონტროლი ასეთი საგნების ექსპორტზე და ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე, მათ შორის ექსპორტის, ტრანზიტის, ტრანსსასაზღვრო გადაადგილების და რეექსპორტის კონტროლის მარეგულირებელი კანონები და ნორმატიული აქტები, და კონტროლის ზომები ასეთ ექსპორტთან და ტრანსსასაზღვრო გადაადგილებასთან დაკავშირებით სახსრების და მომსახურების მიწოდებაზე, როგორიცაა დაფინანსება და ტრანსპორტირება, რაც ხელს შეუწყობდა გავრცელებას, აგრეთვე დააწესოს კონტროლი საბოლოო მომხმარებელზე; და დააწესოს და გამოიყენოს სისხლის და სამოქალაქო პასუხისმგებლობის საჭირო ზომები ექსპორტის კონტროლის სფეროში ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების დარღვევისთვის.ამასთან, რეზოლუცია აღიარებს მასში დასახული მიზნების შესრულებისთვის საკონტროლო ნუსხების პრაქტიკულ მნიშვნელობას და მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს, აუცილებლობის შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშაონ ასეთი ნუსხები;
რეზოლუცია მოუწოდებს სახელმწიფოებს:
ხელი შეუწყონ იმ მრავალმხრივი შეთანხმებების, რომლის მონაწილეებიც არიან, ყოველმხრივ მიღებას, სრულად შეასრულებას და აუცილებლობის შემთხვევაში განმტკიცებას, რომლებიც მიმართულია ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გავრცელების აღკვეთისაკენ;მიიღონ ეროვნულ დონეზე, სადაც ეს ჯერ არ გაკეთებულა, წესები და ნორმატიული აქტები, რომლებიც უზრუნველყოფს გაუვრცელებლობის სფეროში საკვანძო მრავალმხრივი შეთანხმებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას;შეიმუშაონ მრეწველობასთან და საზოგადოებრივ წრეებთან მუშაობის და ასეთი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესახებ მათი ინფორმირების საჭირო მეთოდები.რეზოლუცია იძლევა შემდეგი ტერმინების განმარტებას:
გადატანის საშუალებები - რაკეტები და სხვა უპილოტო სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გადატანა, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი ასეთი გამოყენებისათვის;
არასახელმწიფო სუბიექტი - ფიზიკური პირი ან ორგანიზაცია, რომელსაც არა აქვს მინიჭებული კანონიერი უფლებამოსილება რომელიმე სახელმწიფოსგან ამ რეზოლუციის მოქმედების ქვეშ მოქცეული საქმიანობის განხორციელებაზე;
მასალები, რომლებიც დაკავშირებულია ბირთვულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღთან და მათი გადატანის საშუალებებთან - მასალები, დანადგარები და ტექნოლოგიები, რომლებიც მოქცეულია შესაბამისი მრავალმხრივი შეთანხმებების და ხელშეკრულებების მოქმედების ქვეშ ან ჩართულია ეროვნულ საკონტროლო ნუსხებში და რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის და მათი გადატანის საშუალებების დაპროექტების, შექმნის, წარმოების ან გამოყენებისთვის.
სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს შეუძლიათ შეიტანონ მნიშვნელოვანი წვლილი 1540 (2004) რეზოლუციის მოთხოვნების განხორციელებაში.
ბირთვული განიარაღების და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებს გაერო-ში კურირებს გაერო-ს სამმართველო განიარაღების საკითხებში, რომელიც ფუნქციონირებს 1998 წლიდან. აღნიშნული სამმართველო აქტიურად ახალისებს პარტნიორობას სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და მრეწველობის წარმომადგენლებთან, რეზოლუციის მიზნების შესრულებისთვის ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერის მიზნით. 2012 წელს სამმართველომ გერმანიასთან ერთად, ჩაატარა საერთაშორისო, რეგიონალური და სუბრეგიონალური სამრეწველო ასოციაციების პირველი კონფერენცია 1540 (2004) რეზოლუციაში დასმულ საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური, საფინანსო, სატრანსპორტო და აეროკოსმოსური დარგების სამრეწველო ასოციაციებმა და კერძო კომპანიებმა.
2013 წლის იანვარში ავსტრიასთან ერთად ჩაატარა 1540 (2004) რეზოლუციის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების პირველი ფორუმი, რომელმაც თავი მოუყარა 45 სამოქალაქო ორგანიზაციას აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპიდან, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკიდან[21].
3.2 რეზოლუცია 2231 (2015) სანქციები ირანის წინააღმდეგ
ირანის წინააღმდეგ ცალკეული ქვეყნების მიერ და კოლექტიურად ეკონომიკური სანქციების დაწესება გამოწვეული იყო ირანის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკით, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კონკრეტული ქვეყნის ინტერესებს ან საფრთხეს უქმნიდა საერთაშორისო უსაფრთხოებას. მაგ.; 1950 წელს ირანის მიერ „ინგლისურ-ირანული ნავთობკომპანიის“ ნაციონალიზაციის შედეგად ირანმა მიიღო დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ბოიკოტი ირანულ ნავთობზე; 1979 წელს თეირანში ამერიკის საელჩოს დიპლომატიური კორპუსის მძევლად აყვანის პასუხად, აშშ-მ გაყინა ირანის ფინანსური აქტივები და ოქროს მარაგები, ხოლო შემდეგ ამერიკის მოქალაქეებს და კომპანიებს აუკრძალა ირანულ კომპანიებთან თანამშრომლობა; სარაკეტო და ბირთვული პროგრამების შემუშავებას მოჰყვა გაეროს სანქციები და ევროკავშირის და აშშ-ს მხრიდან სანქციების გამკაცრება.
ურანის გამდიდრების სამუშაოების შეჩერებაზე ირანის უარის პასუხად, 2006 წლის 23 დეკემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია 1737, რომელიც კრძალავდა ირანისთვის ბირთვული და სარაკეტო მასალების და ტექნოლოგიების მიწოდებას და ავალდებულებდა ყველა ქვეყანას გაეყინა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პირების და კომპანიების (ჩამონათვალი მოცემულია რეზოლუციის დანართში) ფინანსური ანგარიშები. ამასთან, ირანს ავალებდა შეეჩერებინა ურანის გამდიდრების და მძიმე წყლის წარმოებასთან დაკავშირებული პროცესები.
2015 წლის 20 ივლისს, ირანის მიერ ექვს წამყვან სახელმწიფოსთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან (ჯგუფი E3/EC+3) ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის გაფორმების შემდეგ, გაეროს უშიშროების საჭომ მიიღო რეზოლუცია 2231 (2015), რითაც მოიწონა აღნიშნული გეგმა და საგრძნობლად შეარბილა წინმსწრები რეზოლუციებით დაწესებული სანქციები, მაგრამ განსაზღვრა გარკვეული შეზღუდვები ირანისთვის ბირთვული და სარაკეტო მასალებისა და ტექნოლოგიების მიწოდებაზე, რაც შესასრულებლად სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის.
3.2.1 ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA)
ირანის ისლამური რესპუპლიკასა და ჯგუფი E3/EC+3-ს მიერ (ჩინეთი, საფრანგეთი გერმანია, რუსეთის ფედერაცია, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში) მიღებული სამოქმედო გეგმა ასახავს ეტაპობრივ მიდგომას და მოიცავს მხარეთა ურთიერთ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც უზრუნველყოფს ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევას და ირანის წინააღმდეგ როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს, ასევე მრავალმხრივი და ნაციონალური სანქციების გაუქმებას.
ამ გეგმის მიხედვით, ირანი არცერთ შემთხვევაში არ ეცდება მიიღოს, შეიმუშაოს ან შეიძინოს ნებისმიერი ბირთვული იარაღი, განახორციელებს არსებული ობიექტების (ბირთვული საწვავის გამდიდრების ქარხანა „ფორდუ“-ს და მძიმე წყლის საკვლევი რეაქტორი „არაკი“-ს სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის და სამედიცინო და სამრეწველო რადიოიზოტოპების საწარმოებად გარდაქმნა) მოდერიზებას, მჭიდროდ ითანამშრომლებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და სხვ., ხოლო E3/EC+3 ჯგუფის ქვეყნები ვალდებულებას იღებენ გააუქმონ ირანის წინააღმდეგ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციები, რომლებიც ეხება საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო, ნავთობის, ბუნებრივი აირის და ნავთობქიმიის, საზღვაო და სატრანსპორტო და სხვა სფეროებს.
გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია 2231 (2015)-ით მხარი დაუჭირა აღნიშნულ გეგმას და რეზოლუციის „B“ დანართში განსაზღვრა „ყველა სახელმწიფოს“ ვალდებულება JCPOA-ს განხორციელების პროცესში.[22]
3.2.2 ბირთვული საქმიანობის სახეები, რომლებსაც ესაჭიროება უშიშროების საბჭოს სანქცია (თანხმობა)
2231 (2015) რეზოლუციის „B“ დანართი-ს მე-2 პუნქტით განსაზღვრულია ბირთვულ სფეროსთან დაკავშირებული იმ საქმიანობების სახეები, რომელშიც მონაწილეობის მიიღება შეუძლია ყველა სახელმწიფოს იმ პირობით, რომ თითოეული კონკრეტული ოპერაციიის განხორციელებისთვის მიიღებს უშიშროების საბჭოს წინასწარ თანხმობას. ეს ოპერაციებია:
ირანისთვის ან ირანში გამოსაყენებლად ან მისი ინტერესებისათვის − წარმოშობის ქვეყნის მიუხედავად − იმ საგნების, მასალების, დანადგარების, საქონლის და ტექნოლოგიების პირდაპირი ან ირიბი მიწოდება, მიყიდვა ან გადაცემა ქვეყნების ტერიტორიიდან ან მათი მოქალაქეების მიერ, ან მათი დროშის ქვეშ მცურავი საზღვაო ან საჰაერო ტრანპორტის გამოყენებით, რომლებიც ჩამოთვლილია INFCIRC/254/Rev.13/Part1[23] და INFCIRC/254/Rev.10/Part2[24] დოკუმენტებში (ან ამ დოკუმენტების ბოლო ვერსიებში, რომელზეც მიუთითებს უშიშროების საბჭო), აგრეთვე ნებისმიერი დამატებითი საგნების მიწოდება, თუ სახელმწიფო განსაზღვრავს, რომ ეს საგნები შესაძლებელია გამოყენებული იქნას გადამუშავებასთან, გამდიდრებასთან ან მძიმე წყალთან დაკავშირებულ საქმიანობაში და არ არის შეთანხმებული JCPOA-სთან;ირანისთვის ნებისმიერი ტექნიკური დახმარების ან პროფესიული მომზადების, ფინანსური დახმარების, ინვესტიციების, საბროკერო ან სხვა მომსახურების მიწოდება და ფინანსური რესურსების ან მომსახურების გადაცემა, რაც დაკავშირებულია „ა“ პუნქტში აღნიშნული საგნების, მასალების, დანადგარების, საქონლის და ტექნოლოგიების მიწოდებასთან, მიყიდვასთან, გადაცემასთან, წარმოებასთან და გამოყენებასთან;სხვა სახელმწიფოში ნებისმიერ კომერციულ საქმიანობაში ირანის მონაწილეობა მეპაიეს (მეწილეს) უფლებით, რაც დაკავშირებულია ურანის მოპოვებასთან, INFCIRC/254/Rev.13/Part 1 დოკუმენტში ჩამოთვლილ ბირთვული მასალების და ტექნოლოგიების წარმოებასა და გამოყენებასთან, და მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ასეთი ინვესტიციების განხორციელება ირანის, მისი მოქალაქეების და იურიდიული პირების მიერ, რომლებიც დარეგისტრირებული არიან ირანში ან ეკუთვნიან მის იურისდიქციას, ან მათი წარმომადგენლების მიერ, ან მათ საკუთრებაში ან კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურების მიერ.ასეთ საქმიანობაში მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ:
ზემოთ აღნიშნული საინფორმაციო ცირკულარების (INFCIRC) სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისი მოთხოვნების შესრულება;ნებისმიერი მიწოდებული საგნის საბოოლოო გამოყენების და საბოლოო გამოყენების ადგილების შემოწმების უფლების მოპოვება;მიწოდების, მიყიდვის ან გადაცემის მომენტიდან ათი დღის ვადაში უშიშროების საბჭოს ინფორმირება; დააგრეთვე მიწოდების მომენტიდან ათი დღის ვადაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმირება აღნიშნულ საინფორმაციო ცირკულარებში (INFCIRC) მითითებული საგნების, მასალების, დანადგარების და ტექნოლოგიების მიწოდების შესახებ.3.2.3 ბირთვული საქმიანობის სახეები, რომლებსაც არ ესაჭიროება უშიშროების საბჭოს სანქცია (თანხმობა)
2231 (2015) რეზოლუციის „B“ დანართის მე-2 პუნქტის მიხედვით, უშიშროების საბჭოს წინასწარი თანხმობა არ ესაჭიროება ირანისთვის შემდეგი საგნების მიწოდებას, მიყიდვას ან გადაცემას:
INFCIRC/254/Rev.13/Part 1 დოკუმენტის В.1 ნაწილში მითითებული მოწყობილობები, თუ განკუთვნილია მსუბუქი წყლის რეაქტორებისთვის;INFCIRC/254/Rev.13/Part 1 დოკუმენტის А.1.2 პოზიციის დაბალგამდიდრებული ურანი, თუ ის წარმოადგენს ასეთი რეაქტორების ბირთვული საწვავი ელემენტების ნაკრების შემადგენელ ნაწილს; აგრეთვეINFCIRC/254/Rev.10/Part 2 დოკუმენტში მოცემული მასალები, მოწყობილობები, საქონელი და ტექნოლოგიები, თუ განკუთვნილია მხოლოდ მსუბუქი წყლის რეაქტორებში გამოყენებისთვის.ამასთან, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ:
დაცული იქნას ზემოთ აღნიშნული საინფორმაციო ცირკულარების (INFCIRC) სახელმძღვანელო პრინციპები;ნებისმიერი მიწოდებული საგნის საბოოლოო გამოყენების და საბოლოო გამოყენების ადგილების შემოწმების უფლების მოპოვება და ამ უფლების ეფექტურად გამოყენება;მიწოდების, მიყიდვის ან გადაცემის მომენტიდან ათი დღის ვადაში უშიშროების საბჭოს ინფორმირება; დააღნიშნულ საინფორმაციო ცირკულარებში (INFCIRC) მითითებული საგნების, მასალების, დანადგარების და ტექნოლოგიების მიწოდების შემთხვევასი, მიწოდების მომენტიდან ათი დღის ვადაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმირება.უშიშროების საბჭოს წინასწარი თანხმობა არ ესაჭიროება ზემოთ ჩამოთვილილ პირობების და JCPOA-ში გაწრილი წესების დაცვით, საგნების, მოწყობილობების, საქონლის და ტექნოლოგიების მიწოდებას, გაყიდვას ან გადაცემას ან ნებისმიერი ტექნიკური დახმარების, სასწავლო მომზადების, ფინანსური დახმარების, ინვესტიციების, საბროკერო მომსახურების გაწევას, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია:
„ფორდუ“-ს ორი კასკადის პროფილის შეცვლასთან სტაბილური იზოტოპების წარმოებაზე გადაყვანის მიზნით;ბუნებრივი ურანის სანაცვლოდ ირანიდან 300 კგ-ზე მეტი გამდიდრებული ურანის ექსპორტთან; და„არაკი“-ს რეაქტორის მოდერნიზაციასთან შეთანხმებული კონცეპტუალური კონსტრუქციის პროექტის მიხედვით და შემდგომ შეთანხმებული საბოლოო კონსტრუქციის პროექტის მიხედვით.2231 (2015) რეზოლუციით მოწონებული იქნა JCPOA-ს შესაბამისად სპეციალური „შესყიდვების არხის“ შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ირანის ბირთვული სამუშაოებისთვის აუცილებელი საგნების, მასალების, მოწყობილობების, საქონლის და ტექნოლოგიების გადაცემას JCPOA-ს ფარგლებში. შესყიდვების ასეთი არხის მეშვეობით, უშიშროების საბჭოს შესაძლებლობა აქვს განიხილოს ერთობლივი კომისიის რეკომენდაციები ქვეყნების წინადადებებზე 2231 (2015) რეზოლუციის „B“ დანართი-ს მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობაში (ბირთვული მასალების მიწოდებაში) მონაწილეობასთან დაკავშირებით და მიიღოს გადაწყვეტილებები ასეთი რეკომენდაციების მიხედვით. აღნიშნული არ ვრცელდება 2231 (2015) რეზოლუციის „B“ დანართი-ს მე-4 პუნქტით (გადაცემა და საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ბალისტიკურ რაკეტებთან) და მე-5 და 6(b) პუნქტებით (შეიარაღებესთან დაკავშირებული გადაცემა და საქმიანობა) განსაზღვრულ საქმიანობებზე.
3.2.4 „შესყიდვების არხის“ ფუნქციონირების წესი
უშიშროების საბჭო ქვეყნების წინადადებებს განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს ასეთი წინადადებების თაობაზე შემდეგი თანმიმდევრობით:
ქვეყნები წინადადებებს წარუდგენენ უშუალოდ უშიშროების საბჭოს;ასეთ წინადადებებს უშიშროების საბჭო დაუყოვნებლივ გადაუგზავნის ერთობლივი კომისიის კოორდინატორს კომისიის მიერ განსახილველად;ერთობლივი კომისია, JCPOA-ს IV დანართით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, კოორდინატორის მეშვეობით წარუდგენს უშიშროების საბჭოს რეკომენდაციებს 20 სამუშაო დღის განმავლობაში (ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 30 სამუშაო დღემდე, ხოლო განსხვავებული მოსაზრებების წარმოქმნის შემთხვევაში - 45 სამუშაო დღემდე);უშიშროების საბჭოს მიერ რეკომენდაციის მიღებიდან ხუთ სამუშაო დღეში რეკომენდაცია ითვლება საბჭოს მიერ დამტკიცებულად, თუ საბჭომ არ მიიღო რეზოლუცია უარის შესახებ;უშიშროების საბჭო წინადადების წარმდგენ ქვეყანას ატყობინებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.3.2.5 უშიშროების საბჭოსთვის წინადადების წარდგენის წესი
2231 (2015) რეზოლუციის „B“ დანართი-ს მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობებში მონაწილეობის მიღების შესახებ წინადადებებს ქვეყნები წარუდგენენ უშუალოდ უშიშროების საბჭოს. რეკომენდირებულია, რომ სახელმწიფოებმა გაერო-ში მუდმივი წარმომადგენლის მეშვეობით გაუგზავნონ წინადადებები უშიშროების საბჭოს კოორდინატორს, მის აღმატებულებას ბატონ კარელ იან გუსტაფ ვან ოსტერომს (ნიდერლანდები) ელექტრონულ ფოსტაზე SC-Resolution2231@un.org.
3.2.6 ინფორმაცია „შესყიდვების არხის“ შესახებ
„შესყიდვების არხის“ შესახებ ქვეყნების ინფორმირების მიზნით, ერთობლივი კომისიის სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები. ქვეყნებს სთავაზობენ ისარგებლონ ქვემოთ მითითებულ ელ. მისამართზე განთავსებული ფაკულტატური განცხადების ბლანკით, და მათ მოეთხოვებათ ირანის შესაბამისი უწყების მიერ გაცემული საბოლოო მომხმარებლის სერთიფიკატი (შაბლონი იხ. ბმულზე „საბოლოო მომხმარებლის ფაკულტატური სერტიფიკატი“)[25].
3.2.7. 2231 (2015) რეზოლუცია სარაკეტო ტექნოლოგიების შესახებ
რეზოლუცია 2231 (2015) მოუწოდებს ირანს, არ განახორციელოს ბირთვული იარაღის გადატანის საშუალებების (ბალისტიკური რაკეტების) შემუშავებასთან და შექმნასთან დაკავშირებული საქმიანობა JCPOA-ს მიღების თარიღიდან 8 წლის განმავლობაში ან მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ შესაბამისი დასკვნის წარდგენამდე და განსაზღვრავს ქვეყნების ვალდებულებებს გადატანის სისტემების შექმნასთან დაკავშირებული საქონლის და ტექნოლოგიების მიწოდებასთან დაკავშირებით.
რეზოლუცია 2231 (2015)-ის მე-4 პუნქტის მიხედვით, ყველა სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერი საშუალებით მიაწოდოს ირანს S/2015/546[26] დოკუმენტში ჩამოთვლილი პროდუქცია და ტექნოლოგიები ან სხვა საგნები, მასალები, საქონელი და ტექნოლოგიები, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ბირთვული იარაღის გადატანის საშუალებების შექმნისთვის, გაუწიოს ირანს აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ნებისმიერი ტექნიკური, პროფესიული და ფინანსური დახმარება და საბროკერო მომსახურება, ან მისცეს ირანს მის ტერიტორიაზე კომერციული საქმიანობის უფლება, იმ პირობით, რომ უშიშროების საბჭო წინასწარ გასცემს თანხმობას საქმიანობის თვითეულ კონკრეტულ შემთხვევაზე.
3.2.8 2231 (2015) რეზოლუცია ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ
რეზოლუცია 2231(2015)-ის მე-4 პუნქტის მიხედვით, იმ პირობით, თუ უშიშროების საბჭოდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღებს წინასწარ თანხმობას, ყველა სახელმწიფოს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შემდეგ საქმიანობაში: პირდაპირი ან ირიბი მიწოდება, მიყიდვა ან გადაცემა თავისი ტერიტორიიდან, ან თავისი მოქალაქეების მეშვეობით, ან მისი დროშის ქვეშ მცურავი გემების ან საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებით, ირანისთვის, ან ირანში ან ირანის ინტერესებისთვის გამოყენებისთვის ნებისმიერი საბრძოლო ტანკების, ჯავშნიანი მანქანების, მსხვილი კალიბრის საარტილერიო სისტემების, საბრძოლო თვითმფრინავების და ვერტმფრენების, სამხედრო გემების, რაკეტების ან სარაკეტო სისტემების, (როგორც ეს განსაზღვრულია გაერო-ს ჩვეულებრივი შეიარაღების რეგისტრისთვის), ან მასთან დაკაშირებული მატერიალური საშუალებების, მათ შორის სათადარიგო ნაწილების, ან მიაწოდოს შეიარაღებასთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარება, ფინანსური რესურსები კონსულტაციები და სხვა მომსახურება. აღნიშნული შეზღუდვა იმოქმედებს JCPOA-ს მიღების თარიღიდან 5 წლის განმავლობაში ან მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ შესაბამისი დასკვნის წარდგენამდე.
2231 (2015) რეზოლუციის „B“ დანართში მითითებული INFCIRC/254/Rev.13/Part 1, INFCIRC/254/Rev.10/Part 2 და S/2015/546 დოკუმენტებით განსაზღვრულ პროდუქციას მთლიანად მოიცავს საქართველოს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა (იხ. დანართი III-1).
3.2.9 2231 (2015) რეზოლუცია ფიზიკური პირების შესახებ
რეზოლუცია 2231 (2015) (6(c) ) აგრეთვე აწესებს სანქციებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ან დაკავშირებული არიან ირანის გავრცელებასთან დაკავშირებით ბირთვული პროგრამის და ბირთვული იარაღის გადატანის საშუალებების შემუშავებასა და შექმნასთან და ავალებს ყველა ქვეყანას გაუყინონ მათ ფინანსური და ეკონომიკური აქტივები და არ დაუშვან მათთვის ნებისმიერი გზით ასეთი რესურსების გადაცემა და მიიღონ ყველა ზომა, რათა არ დაუშვან ამ პირების მათ ტერიტორიაზე შესვლა ან ტრანზიტულად გადაადგილება.
დღეისათვის რეზოლუცია 2231(2015) -ის მიხედვით სანქცირებულ პირთა ნუსხაში ჩართულია 23 ფიზიკური პირი და 61 იურიდიული პირი[27].
ამასთან, აღნიშნული ნუსხა არის ცვალებადი, ვინაიდან რეზოლუციის მიხედვით, უშიშროების საბჭოს აქვს უფლება ნუსხაში შეიყვანოს ან ამოიღოს ნუსხიდან ესა თუ ის პირი.
დანართი III-1: ეროვნული საკონტროლო ნუსხის და INFCIRC/254/Rev.13/Part 1, INFCIRC/254/Rev.10/Part 2 და S/2015/546 ნუსხების შესაბამისობა დაახლოებით ასე გამოიყურება:
ECCN
INFCIRC/254/Rev.13/Part 1
ECCN
INFCIRC/254/
Rev.10/Part 2
ECCN
S/2015/546
Annex A of Information
Circular
Annex B of Information Circular
0A001*
2.1
1
1A227
1.A.1
9A004
1.A.1
0C003
2.2
2.1
6A203.c
1.A.2
9A012
1.A.2
0C004
2.2
2.2
2B207
1.A.3
9B115
1.B.1
0C001*
1.1
2B225
1.A.4
9B116
1.B.1
0C002*
1.2
2B209
1.B.1
9A119
2.A.1.a
0B006
2.3
3
2B201
1.B.2.
9A116
2.A.1.b.
0B005
2.4
4
2B206
1.B.3
9A105
2.A.1.c.2
0B001*
2.5
5
2B226
1.B.4
9A107
2.A.1.c.1
0B002*
2.5
5.2; 5.4
2B204
1.B.5
9A109.a
2.A.1.c.1
0B004*
2.6
6
2B116
1.B.6
7A117
2.A.1.d.
0B003
2.7
7.1
2B227
1.B.7
9A106.c
2.A.1.e
0B007
2.7
7.2
2A225
2.A.1
9A108.c
2.A.1.e
1A225
2.A.2
9A115
2.A.1.f
1A202
2.A.3
7B103
2.B.1.
1B231*
2.B.1
9B116
2.B.2.
1B233
2.B.2
9A101
3.A.1.
1C202.a
2.C.1.
9A011
3.А.2.
1C230
2.C.2.
9A108.a
3.A.3.
1C229
2.C.3.
9A117
3.A.4.
1C225
2.C.4
9A106.d
3.A.5.
1C227
2.C.5.
9A109.b
3.A.6
1C210
2.C.7.
2A101
3.A.7
1C238
2.C.6.
9A120
3.A.8.
1C231
2.C.8
9A102
3.A.9.
1C233
2.C.9
9A106.b
3.А.10.
1C228
2.C.10.
9B115
3.B.1.
1C216
2.C.11.
9B116
3.B.2.
1C237*
2.C.12.
2B109
3.B.3.
1C202.b.
2.C.13.
9C108
3.C.1.
1C226
2.C.14.
9C108
3.С.2.
1C234
2.C.15
1B115
4.B.1.
1C240
2.C.16
1B115
4.В.2.
1C235*
2.C.17.
1B117
4.B.3.a.
1C232
2.C.18
1B118
4.B.3.b.
1C236*
2.C.19.
1B119
4.B.3.c.
1C241
2.C.20.
1B102
4.B.3.d.
3A225
3.A.1
1C111
4.C.1. (see military control list)
6A205
3.A.2.
1C111
4.C.2. (see military control list)
2A226
3.A.3.
1C111
4.C.3. (see military control list)
3A201.b
3.A.4.
1C111
4.C.4. (see military control list)
3A226
3.A.5.
1C111.b
4.C.5.
3A227
3.A.6.
2B230
3.A.7.
2B231
3.A.8.
2B233
3.A.9.
1B225
3.B.1.
2B228
3.B.2.
2B219
3.B.3.
1B201
3.B.4.
1B226*
3.B.5.
3A233
3.B.6.
1A226
4.A.1.
1B230
4.A.2
1B232
4.A.3.
1B229*
4.B.1.
1B228
4.B.2
6A202
5.A.1.
3A201.c.
5.B.1
2B232
5.B.2.
6A203
5.B.3.
6A225
5.B.5.a.
6A226
5.B.5.b.
3A230
5.B.6.
1B234
5.B.7.
1A007*
6.A.1.a
3A232
6.А.1.b
3A229
6.A.2.
3A228
6.А.3.
3A201.a
6.A.4.
3A231
6.A.5
3A234
6.А.6.
1C239
6.C.1.
ML8
6.C.1.
2018 წლის 8 მაისს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა JCPOA-დან გამოსვლის შესახებ, ვინაიდან ის ფლობდა მტკიცებულებებს, რომლის მიხედვით ირანი კვლავ აგრძელებდა ბირთვული იარაღის შემუშავებას, რითაც არღვევდა მოქმედების ერთობლივ ყოვლისმომცველ გეგმას, ხოლო ნოემბერში აღადგინა სანქციები ირანის და ირანთან მოვაჭრე ქვეყნების წინააღმდეგ.
2019 წლის 8 მაისს ირანმა გამოაცხადა, რომ გადააჭარბებდა დაბალგამდიდრებული ურანის მარაგების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობას (300კგ), ხოლო 2019 წლის 7 ივლისს განაცხადა რომ გაამდიდრებს ურანს 3,67 %-ზე მაღალ დონეზე.
საერთაშორისო ბირთვული სააგენტო აცხადებს, რომ ირანმა გაზარდა გამდიდრებული ურანის წარმოება, მაგრამ ვერ აკონკრეტებს რაოდენობას.
JCPOA-ს გარშემო ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2020 წლის იანვრის დასაწყისში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდგომ.
5 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ წყვეტს შეასრულოს „შეთანხმებით გათვალისწინებული შეზღუდვების ბოლო საკვანძო ელემენტი, კერძოდ, ცენტრიფუგების რაოდენობის შეზღუდვა“ და რომ მის ბირთვულ პროგრამას, კერძოდ გამდიდრებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას „აღარ ექნება რაიმე ექსპლუატაციური შეზღუდვა“.
14 იანვარს საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად დაადანაშაულეს ირანი JCPOA-ს დარღვევაში და განაცხადეს დავების დარეგულირების მექანიზმის ამოქმედების შესახებ, JCPOA-ს 36-ე მუხლის შესაბამისად.
ამ დროისთვის ირანის მიმართ კვლავ მოქმედებს გაერო-ს სანქციები 2231(2015) რეზოლუციის შესაბამისად, მაგრამ არსებობს მოსაზრებები, რომ ირანის მიერ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მსგავსი დარღვევები გამოიწვევს გაერო-ს სანქციების განმეორებით დაწესებას, რომელიც გაუქმებული იქნა JCPOA-ს ფარგლებში[28].
3.3 კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები[29]
2006 წელს, ჩრდილო კორეული ბირთვული იარაღის გამოცდის საპასუხოდ, S/RES/1718[30] რეზოლუციით გაერომ პირველად შემოიღო ეკონომიკური სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. აღნიშნული რეზოლუციით დაარსდა კომიტეტი 1718, რომლის ფუნქციებში შედის კონტროლის განხორციელება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიკის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულებაზე.
S/RES/1718 რეზოლუციით გაერომ მოითხოვა ჩრდილო კორეისგან, შეეწყვიტა ბირთვული გამოცდები და ყველა ქვეყანას დაავალა, რომ მიიღებენ ზომებს, რათა არ მოხდეს მათი ტერიტორიიდან, ან მათი მოქალაქეების მიერ, ან მათი კუთვნილი საზღვაო და საჰაერო ხომალდების გამოყენებით, პირდაპირი ან ირიბი მიწოდება:
საბრძოლო ტექნიკის, მსხვილი კალიბრის საარტილერიო სისტემების, რაკეტების და სარაკეტო სისტემების, მასთან დაკავშირებული მასალების, მათ შორის სათადარიგო ნაწილების და სხვა საგნების, რომელსაც განსაზღვრავს 1718 კომიტეტი ან უშიშროების საბჭო;საგნების, მასალების, დანადგარების, საქონლის და ტექნოლოგიების, რომლებიც მითითებულია S/2006/814[31] (ბირთვული მასალების, მოწყობილობების და ტექნოლოგიების ნუსხა), S/2006/815[32] (ბალისტიკური რაკეტების პროგრამასთან დაკავშირებული საგნების, მასალების, მოწყობილობების, საქონლის და ტექნოლოგიების ნუსხა), S/2006/816[33] (მასობრივი განადგურების ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებული მოწყობილობების, მასალების და ტექნოლოგიების ნუსხა) დოკუმენტებში, ან იმ საგნების, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ჩრდილო კორეის ბირთვულ, ბალისტიკური რაკეტების ან სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისას;ფუფუნების საგნების.S/RES/1718 რეზოლუციით ჩრდილოეთ კორეას აეკრძალა ზემოაღნიშნული საქონლის ექსპორტი და ქვეყნებს - ნებისმიერი გზით ამ საქონლის შესყიდვა. ყველა ქვეყანას დაევალა არ დაუშვას მასობრივი განადგურების იარაღის შექმნასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გადაცემა და ნებისმიერი მომსახურების გაწევა, ასეთ საქმიანობაში ჩართული ჩრდ. კორეის და მისი მოქალაქეების ფულადი სახსრების, სხვა ფინანსური აქტივების და ეკონომიკური რესურსების გაყინვა.
2009 წელს, მეორე ბირთვული გამოცდის შემდგომ, უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია S/RES/1874(2009), რომლითაც გააფართოვა ემბარგო შეიარაღებაზე და მოუწოდა ყველა სახელმწიფოს შეამოწმონ მათ კუთვნილ ტერიტორიაზე აეროპორტებში და პორტებში, აგრეთვე ღია წყლებში, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი, რომლებსაც გადააქვთ ტვირთი ჩრდილოეთ კორეისთვის, და ჩამოართვან და გაანადგურონ, თუ ეს ტვირთი შესაძლებელია უკავშირდებოდეს ჩრდ. კორეის ბირთვულ პროგრამას.
2013 წლის იანვარში კორეული თანამგზავრის „კვანმიონსონ-3“-ის გაშვებას და მარტში მესამე ბირთვულ აფეთქებას მოჰყვა 2087(2013) და 2094(2013) რეზოლუციები, რომლითაც გამკაცრდა წინმსწრები რეზოლუციებით დაწესებული სანქციები და შეიზღუდა ჩრდ. კორეის მიმართულებით ფულადი გადარიცხვები საერთაშორისო საფინანსო სისტემებიდან.
2016 წელს განხორციელებული მე-4 ბირთვული აფეთქების პასუხად უშიშროების საბჭომ მიიღო 2270(2016) რეზოლუცია, რომლითაც აიკრძალა კორეიდან გაერო-ს წევრ ქვეყნებში ოქროს, ვანადიუმის, ტიტანის, იშვიათი და იშვიათმიწა ლითონების ექსპორტი, აგრეთვე ჩრდილოკორეული ქვანახშირის და რკინის ექსპორტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საჭიროა ჩრდ. კორეისთვის საარსებო სახსრების მისაღებად, ხოლო 2321 (2016) რეზოლუციით აიკრძალა სპილენძის, თუთიის, ნიკელის და ვერცხლის ექსპორტი.
უშიშროების საბჭოს 2017 წლის აგვისტოს 2371 რეზოლუციით მთლიანად აიკრძალა ჩრდ.კორეიდან ქვანახშირის, რკინის, ტყვიის და ზღვის პროდუქტების ექსპორტი და დაწესდა ახალი შეზღუდვები კსდრ-ს საგარეო ვაჭრობის ბანკის მიმართ და აიკრძალა სხვა ქვეყნებში ჩრდილოკორეელი მუშაკების რიცხოვნობის გაზრდა.
2375 (2017) რეზოლუციით აიკრძალა გაერო-ს წევრი ქვეყნების მიერ ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი კსდრ-ში, ჩრდ.კორეული კაპიტალის მონაწილეობით ერთობლივი საწარმოების შექმნა, აგრეთვე ჩრდ.კორეიდან ტექსტილის და ბუნებრივი აირის კონდენსატების ექსპორტი გაერო-ს წევრ ქვეყნებში. ამ რეზოლუციამ კსდრ-ს მოქალაქეებს აუკრძალა სხვა ქვეყანაში მუშაობა.
2017 წლის დეკემბერში მიღებული 2397(2017) რეზოლუციით უშიშროების საბჭომ გაამკაცრა ზომები კსდრ-სთვის ნავთობის ნებისმიერი პროდუქტის, მათ შორის დიზელის საწვავის და ნავთის მიწოდებასთან, მიყიდვასთან ან გადაცემასთან დაკავშირებით. რეზოლუცია აწესებს კვოტას ნავთობპროდუქტების (500 000 ბარელი 2018 წლის პირველი იანვრიდან შემდგომი 12 თვის მანძილზე) და ნედლი ნავთობის (4 მლნ ბარელი ან 525 000 ტონა, 2017 წლის 22 დეკემბრიდან შემდგომი 12 თვის განმავლობაში) მიწოდებაზე კსდრ-სთვის და განსაზღვრავს ქვეყნების ვალდებულებებს ასეთი ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში.
2397 (2017) რეზოლუციით გაფართოვდა სექტორალური სანქციები, რითაც აიკრძალა კსდრ-დან სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სამანქანო მოწყობილობის, ელექტრომოწყობილობების, მიწების და ქვის, მათ შორის მაგნეზიტის და მაგნეზიის, ხე-ტყის და გემების ექსპორტი. რეზოლუცია აგრეთვე კრძალავს კსდრ-ს მიერ თევზჭერაზე უფლების გაყიდვას ან გადაცემას.
2397 (2017) რეზოლუცია კრძალავს კსდრ-სთვის ყველა სახის სამრეწველო დანადგარების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, რკინის, ფოლადის და სხვა ლითონების, გარდა ექსპლუატაციაში მყოფი კსდრ-ს კომერციული სამგზავრო თვითმფრინავების მომსახურებისთვის აუცილებელი სათადარიგო ნაწილებისა, მიწოდებას, მიყიდვას ან გადაცემას.
2397 (2017) რეზოლუცია ამკაცრებს ზომებს კსდრ-ს მოქალაქეებისთვის სამუშაოს უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით და ავალდებულებს სახელმწიფოებს, 24 თვის განმავლობაში განახორციელონ მათ ტერიტორიაზე შემოსავლის მიღების მიზნით მყოფი კსდრ-ს მოქალაქეების და კსდრ-ს შრომის დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობის ატაშეების რეპატრიაცია; რეზოლუცია აგრეთვე ამკაცრებს ზომებს ზღვაზე კსდრ-დან ქვანახშირის და სხვა აკრძალული საქონლის უკანონო ექსპორტთან და კსდრ-ში ნავთობის ფარული გზებით შეტანასთან დაკავშირებით და ავალდებულებს ქვეყნებს დააკავონ, დაათვალიერონ და დააპატიმრონ თავიანთ პორტებში და ტერიტორიულ წყლებში ნებისმიერი მცურავი საშუალება, რომელიც მონაწილეობს აკრძალულ საქმიანობაში.
ნაწილი 4: საქართველოს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არეგულირებს სტრატეგიული დანიშნულების საქონლის ბრუნვის კონტროლს
4.1 ნორმატიული აქტების ჩამონათვალი
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლი საქართველოში რეგულირდება შემდეგი ნორმატიული აქტების საფუძველზე:
საერთაშორისო შეთანხმებები და ხელშეკრულებები;საქართველოს კანონი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების კონტროლის შესახებ“;საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“;საქართველოს საბაჟო კოდექსი;საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილება „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“;„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილება;საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №292 ბრძანება „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხის გამოყენების თაობაზე“ წესის (საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურასთან კორელაციის ცხრილი) დამტკიცების შესახებ;საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №291 ბრძანება „ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების და ტექნიკური დახმარების სანებართვო მოწმობებისა და ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ“;საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს №65 ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“;საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“.4.2 საქართველოს კანონი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების კონტროლის შესახებ“[34]
კანონი არეგულირებს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (შემდგომ − პროდუქცია) ბრუნვის ეროვნული კონტროლის და პოლიტიკის განხორციელების საფუძვლებსა და წესს.
კანონით განსაზღვრულია:
საქმიანობის სახეები, რომელსაც ესაჭიროება ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვა;ნებართვის სახეები;ნებართვის გამცემი უფლებამოსილი უწყება;ნებართვის გაცემის პირობები;ნებართვის მიღების ზოგადი წესი;ნებართვის მაძიებლის ვალდებულებები;გაცემული ნებართვის მოქმედების ვადა;ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები.4.3 საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“[35]
არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. ეს კანონი ასევე აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს საქართველოში მოქმედი ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს, ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან გათავისუფლებულ პირებს.
კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვა არ ესაჭიროება, თუ სანებართვო ქმედებას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო“.
კანონის 24-ე მუხლის 27-ე, 271, 272, 273 და 274 პუნქტებით განსაზღვრულია:
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვის სახეები.
აღნიშნული ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონის პირველი მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად.
4.4 საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“[36]
კანონი განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისათვის დაწესებული მოსაკრებლების სახეებსა და განაკვეთებს, მათი გადახდევინების წესსა და ვადებს.
კანონის მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის მისაღებად სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი შეადგენს 30 ლარს.
4.5 საქართველოს საბაჟო კოდექსი[37]
კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებულ წესებს და ფორმალობებს, საბაჟო დავის გადაწყვეტის წესს, საბაჟო სამართალდარღვევის სახეებს და პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევებისათვის, საქართველოს საბაჟო ორგანოს მიზნებს, უფლებებს და მოვალეობებს.
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო კოდექსით დადგენილი დებულებების შესაბამისად.
4.6 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი[38]
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.
ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
ამასთან, კოდექსი განსაზღვრავს იძულებითი ღონისძიების ზომას ორმაგი დანიშნულების პროდუქციის უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებით:
კოდექსის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, “საქართველოს საბაჟო საზღვარზე შხამიანი, მომწამლავი, რადიოაქტიური ან ფეთქებადი ნივთიერების, შეიარაღების, ასაფეთქებელი მოწყობილობის, ცეცხლსასროლი იარაღის, იმ მასალის ან მოწყობილობის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნედლეულის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“, ხოლო
235-ე მუხლის თანახმად, „მასობრივი განადგურების იარაღის ან მისი გადაზიდვის საშუალების, შეიარაღების ან სამხედრო ტექნიკის შესაქმნელი ტექნოლოგიის, მეცნიერულ-ტექნიკური ინფორმაციის ან მომსახურების უკანონო ექსპორტი, რომლის მიმართაც დადგენილია სპეციალური საექსპორტო კონტროლი, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე“.
კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.
ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს განცხადებით და მოითხოვოს საქონლის იდენტიფიკაცია ან ინფორმაცია ამ საქონლის ექსპორტზე, იმპორტზე და ტრანზიტზე დაწესებულ შეზღუდვებთან/აკრძალვებთან დაკავშირებით.
განცხადების შეტანის და ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი წესები, გადაწყვეტილების მიღების ვადები და ა.შ., განსაზღვრულია კოდექსის VI თავით.
დადგენილებით დამტკიცებულია :
ა) სამხედრო პროდუქციის ნუსხა (დანართი №1), რომელიც ანალოგიურია ევროკავშირის 2013 წლის 11 მარტის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის საერთო ნუსხის, და
ბ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა (დანართი №2), რომელიც სრულ შესაბამისობაშია (ЕС) № 428/2009 რეგლამენტით მიღებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხასთან.
ორმაგი დანიშნულების ეროვნული საკონტროლო ნუსხა მოიცავს გაუვრცელებლობის საერთაშორისო რეჟიმების (ვასენარის შეთანხმება, სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის ჯგუფი, ბირთვული იარაღის მიმწოდებელთა ჯგუფი, ავსტრალიის ჯგუფი, ქიმიური იარაღის კონვენცია) მიერ შემუშავებულ საკონტროლო ნუსხებს.
ამ დადგენილებით განსაზღვრულია:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტენიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი მთავარი კრიტერიუმები;ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი;ნებართვის გაცემის, ნებართვის გაცემაზე უარის თქმის, შეჩერების და გაუქმების საფუძვლები;ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან განთავისუფლების პირობები;საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის გაცემის წესი და ფორმები;უწყებათაშორისი კოორდინაციის საკითხები;ნებართვის გამცემის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების მეთოდიკა და წესები.კორელაციის ცხრილი შემუშავებულია ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ეროვნული ნუსხისა და „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ საფუძველზე.
ნუსხა შემუშავებულია ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე კონტროლის ღონისძიებათა განხორციელებისას საქონლის იდენტიფიკაციის გამარტივების მიზნით.
სასაქონლო კოდით იდენტიფიცირების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილება საქონლის ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის მიკუთვნების თაობაზე მიიღება ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხაში მითითებული კონტროლირებადი პროდუქციის ტექნიკური პარამეტრების და მასში მოცემული განმარტებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით.
მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულია:
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმა;ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმა;ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა;ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა;ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა;ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების სანებართვო მოწმობის ფორმა;ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების სანებართვო მოწმობის ფორმა.ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილებას, საქმიანობის წესს, კომისიის გადაწყვეტილების მიღების ვადებს, რეკომენდაციის გაუქმების და შეჩერების საფუძვლებს, რეკომენდაციის მისაღებად წარსადგენი განცხადების შინაარსს და დოკუმენტაციას, აგრეთვე კომისიასთან არსებული შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების წარმომადგენლებისაგან შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობას.
მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო კონტროლის და საბაჟო ფორმალობების განხორციელების წესებს და მექანიზმებს, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების საფუძვლებს, მიზანს და სახეებს, რისკების მართვის ავტომატიზებული სისტემის გამოყენების პრინციპებს, აკრძალვებს და შეზღუდვებს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ გასატარებელ საბაჟო პროცედურებს და სანებართვო კონტროლის განხორციელების წესებს და სხვ.
ამ ბრძანებით განისაზღვრება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების, გაცემის და კონტროლიდან მოხსნის, TIR-წიგნაკის შესახებ მონაცემების ელექტრონულად აღრიცხვის, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების და შემოწმების, საბაჟო კონტროლის ზონაში ვიდეო და აუდიოჩაწერის, X-RAY რენტგენული ინსპექტირების სისტემების ან სხვა ელექტრონული სისტემების მეშვეობით საბაჟო კონტროლის განხორციელების, საქონლის დათვალიერების, სინჯებისა და ნიმუშების აღების და ექსპერტიზის ჩატარების წესები[46] (თავი III).
ნაწილი 5: ორმაგი დანიშნულების პროდუქციის განსაზღვრება
5.1 ორმაგი დანიშნულების პროდუქციის განსაზღვრება;
5.2. ორმაგი დანიშულების პროდუქციის ნუსხის სტრუქტურა და მისის გამოყენების წესი;
5.3. რა სახის საქონელს შეიცავს საკონტროლო ნუსხა;
5.4. რა სახის საქონელს შეიცავს საკონტროლო ნუსხა (პრაქტიკული მაგალითები);
5.5. როგორ მოვძებნოთ ჩვენი პროდუქცია საკონტროლო სიაში, ძებნის მეთოდები და საქონლის იდენტიფიკაცია; განმარტებები-რეკომენდაციები; როგორ გამოიყენოთ კორელაციის ნუსხა;
5.6. რა სახის პროდუქციას ესაჭიროება ნებართვა იმპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში, ერთი (*) და ორი (**) ვარსკვლავით მონიშნული პროდუქცია.
აღნიშნული თავი მიმოიხილავს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საკონტროლო ნუსხის სტრუქტურას, ამ ნუსხით და კორელაციის ცხრილით სარგებლობის წესებს, ე.წ. „CATCH ALL”-ის მექანიზმს, საქონლის ტექნიკური პარამეტრების მიხედვით იდენტიფიცირების პრაქტიკულ მაგალითებს, რაც მკითხველს გაუმარტივებს საკონტროლო ნუსხის გამოყენების და საქონლის კლასიფიცირების სამუშაოს.
5.1. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის განსაზღვრება
გაერთიანებული ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 2004 წლის 28 აპრილის 1540 რეზოლუციის მიხედვით:
„ბირთვულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღთან და მისი გადატანის საშუალებებთან დაკავშირებული მასალები მოიცავს: მასალებს, მოწყობილობებს და ტექნოლოგიებს, რომლებიც ექცევა შესაბამისი მრავალმხრივი შეთანხმებების და ხელშეკრულების ან ეროვნული საკონტროლო ნუსხების კონტროლის ქვეშ, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის და მისი გადატანის საშუალებების დაპროექტების, შემუშავების, წარმოების და მოხმარებისათვის“.
შენიშვნა: გადატანის საშუალებები არის სპეციალურად ამ მიზნებისთვის შექმნილი რაკეტები და სხვა უპილოტო სისტემები, რომლებსაც შეუძლია ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გადატანა.
ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე, გადაცემაზე და ტრანზიტზე კონტროლის დაწესების შესახებ ევროპის საბჭოს 2009 წლის 5 მაისის (EC)No428/2009 რეგულაციის მიხედვით:
„ორმაგი დანიშნულების საგნები, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნოლოგიები, ნიშნავს საგნებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამოქალაქო, აგრეთვე სამხედრო მიზნებისათვის და რომლებიც უნდა მოიცავდეს ყველა საქონელს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია როგორც არასაამფეთქებლო მიზნებისთვის, ასევე ბირთვული იარაღის და სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებისათვის“.
„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემული დეფინიციის მიხედვით:
„ორმაგი დანიშნულების პროდუქცია არის პროდუქცია (მათ შორის, კომპიუტერული პროგრამა ან/და ტექნოლოგია), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისათვის, აგრეთვე როგორც ბიოლოგიური ან/და ქიმიური იარაღის, ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ისე არაფეთქებადი მიზნებისათვის“.
ხშირად ტერმინის − „ორმაგი დანიშნულების პროდუქცია“ − ნაცვლად გამოიყენება ტერმინები: „სტრატეგიული დანიშნულების საქონელი“, „საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია“, „საკონტროლო ნუსხები“.
სამხედრო პროდუქციის და ორმაგი დანიშნულების საგნების ჩამონათვალი, რომლის ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი და ამ საგნებთან დაკავშირებული საბროკერო მომსახურება და ტექნიკური დახმარება ექვემდებარება სანებართვო კონტროლს (საკონტროლო ნუსხები), დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილების პირველი და მეორე დანართებით.
საქართველოს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საკონტროლო ნუსხა (ნუსხა) შეესაბამება „ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე, გადაცემაზე და ტრანზიტზე კონტროლის დაწესების შესახებ“ ევროპის საბჭოს მიერ 2009 წლის 5 მაისის (EC)No428/2009 რეგულაციით დადგენილ ნუსხას.
ნუსხაში პროდუქციის მოსაძებნად მნიშვნელოვანია ნუსხის თემატური და სტრუქტურული აგებულების ცოდნა.
ნუსხა მოიცავს:
▪ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ჩამონათვალს;
▪ ზოგად შენიშვნებს, რომელიც ერთნაირად ვრცელდება ნუსხის ყველა კატეგორიის პროდუქციაზე;
ზოგადი შენიშვნების მიხედვით:
თუ პროდუქცია შექმნილია სპეციალურად სამხედრო მიზნებისთვის, იგი კონტროლდება სამხედრო პროდუქციის ნუსხის დებულებების შესაბამისად;
თუ ნუსხაში მოცემული კომპონენტი წარმოადგენს რომელიმე მოწყობილობის ძირითად ელემენტს და შესაძლებელია ეს კომპონენტი მოიხსნას და გამოყენებულ იქნას ორმაგი დანიშნულებით, ამ შემთხვევაში ამ კომპონენტის კონტროლი ხორციელდება ნუსხის დებულებების შესაბამისად;
ნუსხაში მითითებული პროდუქცია კონტროლდება როგორც ახალ, ასევე ნახმარ მდგომარეობაში;
ნუსხაში ქიმიკატებს ან ნარევებს, იდენტიფიკაციის გასაადვილებლად, მითითებული აქვს CAS (ქიმიური ნივთიერების საიდენტიფიკაციო ნომერი) ნომრები. მაგრამ, CAS ნომრები ყოველთვის არ გამოიყენება, როგორც უნიკალური იდენტიფიკატორები, ვინაიდან ზოგიერთი ქიმიკატის სხვადასხვა ფორმებს და ნარევებს შესაძლებელია სხვადასხვა CAS ნომრები ჰქონდეს.
▪ შენიშვნებს ბირთვული ტექნოლოგიების შესახებ (NTN), რომელიც ადგენს მხოლოდ ბირთვული ტექნოლოგიის კონტროლის ზოგად წესებს;
▪ ზოგად შენიშვნებს ტექნოლოგიის (GTN) და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ (GSN), რომელიც განსაზღვრავს ნუსხაში ყველა კატეგორიის ტექნოლოგიების (გარდა ბირთვულისა) და პროგრამული უზრუნველყოფის კონტროლის ზოგად წესებს;
▪ შემოკლებებისა და აბრევიატურების განმარტებების ნაწილს, სადაც მოცემულია ნუსხაში გამოყენებული ლათინური აბრევიატურების მნიშვნელობები (მაგ. AVLIS (Atomic vapor laser isotope separation) ნიშნავს ატომური ორთქლის "ლაზერით" იზოტოპის სეპარაციის პროცესს, AISI (American Iron and Steel Institute)-რკინისა და ფოლადის ამერიკული ინსტიტუტს და ა.შ.);
▪ გამოყენებული ტერმინების განსაზღვრებებს, სადაც განმარტებულია ნუსხაში ორმძიმიან ბრჭყალებში („“) ჩასმული ტერმინების მნიშვნელობები.
მაგ. ტერმინების განსაზღვრებებში მოცემული დეფინიციის მიხედვით, "საჰაერო ხომალდი" (1, 7, 9) ნიშნავს ფიქსირებული ფრთის, სახსრული შეერთების ფრთის, მბრუნავი ფრთის (ვერტმფრენი), მბრუნავი როტორის ან მბრუნავი ფრთის მქონე საფრენ აპარატს. საკონტროლო ნუსხაში ტერმინი "საჰაერო ხომალდი" ყველგან გვხვდება ორმძიმიან ბრჭყალებში ტერმინების განსაზღვრებებში მოცემული მნიშვნელობით.
ტერმინის შემდეგ ფრჩხილებში ჩასმული ციფრები, (ამ შემთხვევაში 1, 7, 9), ნიშნავს, რომ ტერმინის განმარტება მოცემულია ამ ციფრების შესაბამისი კატეგორიის (ამ შემთხვევაში 1, 7 და 9 კატეგორიების) პროდუქციისთვის.
აქვე ავღნიშნავთ, რომ ნუსხაში ერთ მძიმიან ბრჭყალებში (' '), მოქცეული ტერმინების განმარტებები მოცემულია ხუთსიმბოლოიანი კოდის შესაბამისი პუნქტის ტექნიკურ შენიშვნაში.
„ტექნიკურ შენიშვნებს“ დიდი მნიშვნელობა აქვს ნუსხასთან მუშაობის პროცესში, ვინაიდან ტექნიკურ შენიშვნა განსაზღვრავს საქონლის საკონტროლო ნუსხებისთვის მიკუთვნებისთვის აუცილებელ პირობებს და მახასიათებლებს, აზუსტებს, თუ კონკრეტულად რომელი საქონელი კონტროლდება, რა ითვლება ტექნოლოგიად, განმარტავს ტერმინებს.
ნუსხებში საყურადღებო ინფორმაციას შეიცავს აგრეთვე „შენიშვნა“ და „N.B.“.
„შენიშვნა“ როგორც წესი, აზუსტებს კონკრეტული ხუთსიმბოლოიანი კოდის ან ქვეპუნქტის კონტროლის სფეროს და ხშირ შემთხვევაში გამორიცხავს პროდუქციას ნუსხიდან;
N.B. (Nota bene) - მიანიშნებს, რომ მასში მოცემულ განმარტებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და მიუთითებს ნუსხაში ერთ ან რამდენიმე ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს კონკრეტული პროდუქციის კონტროლი. კონკრეტული პუნქტის შემდეგ N.B. ხშირად მიუთითებს იმ ხუთსიმბოლოიან კოდზე, რომელშიც კლასიფიცირებულია ამ პუნქტში მოცემული საგნების მსგავსი პროდუქცია ან/და იძლევა მოკლე განმარტებებს პროდუქციის ან ტერმინების შესახებ.
საკონტროლო ნუსხაში ტექნიკური შენიშვნის, შენიშვნის და N.B.-ს გამოყენების მაგალითი:
1A006 აღჭურვილობა, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი ან მოდიფიცირებული, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების უტილიზაციისთვის და მათთვის სპეციალურად შექმნილი კომპონენტები და აქსესუარები:
N.B.: იხ. აგრეთვე, სამხედრო პროდუქციის ნუსხა.
a. დისტანციურად მართული სატრანსპორტო საშუალებები;
b. 'დისრაპტორები'.
ტექნიკური შენიშვნა:
'დისრაპტორები' არის მოწყობილობები, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების თავიდან ასაცილებლად, თხევადი, მყარი ან მყიფე ჭურვის ტყორცნით.
შენიშვნა: 1A006 არ არეგულირებს აღჭურვილობას, როდესაც მას თან ახლავს ოპერატორი.
მოცემულ მაგალითში:
N.B. მიგვითითებს სამხედრო პროდუქციის ნუსხაზე, რაც ნიშნავს, რომ ეს აღჭურვილობა შესაძლებელია კონტროლდებოდეს სამხედრო პროდუქციის ნუსხითაც;ტექნიკურ შენიშვნაში მოცემულია 'დისრაპტორები'-ს დეფინიცია;შენიშვნაში განსაზღვრულია პირობა, თუ რა შემთხვევაში არ კონტროლდემა 1A006-ში კლასიფიცირებული მოწყობილობა.ნუსხაში ზოგიერთი ხუთსიმბოლოიანი კოდი (მაგ. 0С001*, 0B004*, 0B002*, 0B001* და სხვა) აღნიშნულია ერთი ვარსკვლავით (*), რაც ნიშნავს, რომ ამ ხუთსიმბოლოიან კოდებში კლასიფიცირებული პროდუქცის იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, ამ პროდუქციასთან დაკავშირებული საბროკერო მომსახურება და ტექნიკური დახმარების გაწევა ექვემდებარება სანებართვო კონტროლს, ხოლო ნებართვა გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
კონტროლის ანალოგიური წესი ვრცელდება ე.წ. ორი (**) ვარსკვლავით აღნიშნული პროდუქციის ბრუნვაზეც, მაგრამ ორი (**) ვარსკვლავით ნუსხაში ხუთსიმბოლოიანი კოდები მონიშნული არ არის.
ნუსხაში მოცემული ნებისმიერი პროდუქცია ორი (**) ვარსკვლავით მონიშნულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ თუ მისი ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, საბროკერო მომსახურება და ტექნიკური დახმარება ხორციელდება ქვეყანაში ან ქვეყნიდან, რომლის მიმართაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დაწესებულია სანქცია/ემბარგო.
ორი (**) ვარსკვლავის პრინციპი ეს არის ნუსხაში მოცემული პროდუქციის კონტროლის პრინციპი დანიშნულების ან გამომგზავნი ქვეყნის მიხედვით.
შესაძლებელია ექსპორტზე კონტროლს დაექვემდებაროს ისეთი საქონელიც, რომელიც ნუსხებში არ არის ჩართული, მაგრამ მისი ტექნიკური და ფუნქციონალური მახასიათებლების მიხედვით იკვეთება, რომ ამ საგნებს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მასობრივი განადგურების იარაღის და მისი გადატანის საშუალებების ან სამხედრო პროდუქციის შემუშავების, განვითარების ან წარმოების პროცესში. პროდუქციის ასეთი კონტროლის ფორმა ცნობილია, როგორც Catch-All-ის (დაიჭირე ყველაფერი) კონტროლის პრინციპი და ფოკუსირებულია არა ნუსხებზე, არამედ პროდუქციის საბოლოო მომხმარებელზე და საბოლოო გამოყენების სფეროზე.
ზოგიერთი პროდუქცია, რომელსაც აქვს ერთნაირი ტექნიკური დასახელება და ფუნქციონალური დანიშნულება, ხშირად საკონტროლო ნუსხაში მოხსენიებულია რამოდენიმეჯერ, (რაზეც მიუთითებს N.B.) რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ყოველი კონკრეტული პროდუქციის კონტროლი ხორციელდება გაუვრცელებლობისა და უსაფრთხოების სხვადასხვა რეჟიმების მიერ, შესაბამისად განსხვავდება ამ საგნების გამოყენების სფერო და ტექნიკური პარამეტრები.
მაგალითად:
"იზოსტატიკური წნეხები" - ეს არის მოწყობილობები, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ლითონის, კერამიკული და გრაფიტის (ნახშირბადული) ფხვნილოვანი მასალებისგან მაღალი მედეგობის და სიმკვრივის დეტალების დამზადება, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მანქანათმშენებლობის, ბირთვულ და ავიაკოსმოსურ მრეწველობაში.
"იზოსტატიკური წნეხები" ნუსხაში კლასიფიცირებულია სამ სხვადასხვა ხუთსიმბოლოიან კოდში: 2B004, 2B104, 2B204.
როგორც ვხედავთ, ხუთსიმბოლოიანი კოდების მესამე ციფრები განსხვავდება (0, 1, 2), რაც ნიშნავს, რომ "იზოსტატიკური წნეხები" კონტროლდება ვასენაარის შეთანხმების (WA), სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმისა (MTCR) და ბირთვული იარაღის მიმწოდებელთა ჯგუფის (NSG) მიერ და საკონტროლო ნუსხებში მათი ჩართვა განპირობებულია იმით, რომ იზოსტატიკური წნეხების გამოყენება შესაძლებელია სამხედრო პროდუქციის, სარაკეტო და ბირთვული სფეროებისთვის აუცილებელი კომპონენტების დასამზადებლად. გამოყენების სფეროს სპეციფიკის მიხედვით, განსხვავებულია თითითოეულ ხუთსიმბოლოიან კოდში ჩართული იზოსტატიკური წნეხისთვის განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრებიც (კამერის შიდა დიამეტრი, კონტროლირებადი სითბური გარემო და სამუშაო წნევა).
ნუსხაში კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის სახეობები კლასიფიცირებულია ხუთსიმბოლოიანი კოდებით, რომლის შემადგენელი სიმბოლოების მნიშვნელობის ცოდნა დაგვეხმარება საქონლის იდენტიფიცირების და კლასიფიცირების პროცესში.
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა შედგება საქონლის ათი კატეგორიისგან.
კატეგორიებად პროდუქცია დაყოფილია გამოყენების სფეროს და ტექნიკური და ფუნქციონალური დანიშნულების მიხედვით. თითოეული კატეგორია აღნიშნულია ციფრით 0-დან 9-ის ჩათვლით:
კატეგორია 0 ბირთვული მასალები, საშუალებები და აღჭურვილობა
კატეგორია 1 სპეციალური მასალები და შესაბამისი აღჭურვილობა
კატეგორია 2 მასალების დამუშავება
კატეგორია 3 ელექტრონიკა
კატეგორია 4 კომპიუტერები
კატეგორია 5 კავშირგაბმულობა და "ინფორმაციის დაცვა"
კატეგორია 6 სენსორები და ლაზერები
კატეგორია 7 ნავიგაცია და საავიაციო ელექტრონიკა
კატეგორია 8 საზღვაო
კატეგორია 9 ავიაკოსმოსური მრეწველობა და გადაადგილების საშუალებები
საკონტროლო ნუსხაში ხუთსიმბოლოიანი კოდის პირველი ციფრული სიმბოლო აღნიშნავს კატეგორიას (მაგ. 1C111).
თითოეული კატეგორია მოიცავს პროდუქციის საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების მიხედვით გაერთიანებულ ჯგუფებს, რომლებიც აღნიშნულია ლათინური ანბანის ასოებით A, B, C, D, E:
A. სისტემები, მოწყობილობა და კომპონენტები;
B . ტესტირების, შემოწმების და საწარმოო მოწყობილობა/აღჭურვილობა;
C. მასალები;
D. პროგრამული უზრუნველყოფა;
E. ტექნოლოგია.
საკონტროლო ნუსხაში ხუთსიმბოლოიანი კოდის მეორე ასოითი სიმბოლო აღნიშნავს ერთ-ერთ ჯგუფს (მაგ 1C111).
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხები მოიცავს გაუვრცელებლობისა და უსაფრთხოების რეჟიმების, ანუ ბირთვულ მიმწოდებელთა ჯგუფის (NSG), სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის ჯგუფის (MTCR), ავსტრალიის ჯგუფის (AG) და ვასენარის შეთანხმების (WA) მიერ შემუშავებულ და „ქიმიური იარაღის შექმნის, წარმოების, დაგროვების და გამოყენების აკრძალვის და განადგურების შესახებ კონვენციის“ (CWC) ნუსხებში შეტანილ საქონელს, ტექნოლოგიებს და პროგრამულ უზრუნველყოფას.
ხუთსიმბოლოიანი კოდის მესამე რიცხვითი გამოსახულება მიუთითებს გაუვრცელებლობისა და უსაფრთხოების შესაბამის რეჟიმზე შემდეგი თანმიმდევრობით:
0-ვასენარის შეთანხმება;
1-სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმი;
2-ბირთვული იარაღის მიმწოდებელთა ჯგუფი-ორმაგი დანიშნულების საქონლის სია;
3-ავსტრალიის ჯგუფი;
4-კონვენცია ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ.
პირველი კატეგორიის პროდუქციის მაგალითზე:
თუ ხუთსიმბოლოიანი კოდის მესამე ციფრი არის „0“, ეს ნიშნავს, რომ ამ საგნებს მოიცავს ვასენარის შეთანხმების ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა (მაგ.: 1A001-1A008, 1B001-1B003, 1C001-1C012 და სხვა) ;
პროდუქცია, რომლის ხუთსიმბოლოიანი კოდის მესამე სიმბოლო არის „1“, განეკუთვნება სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმის მეორე კატეგორიის პროდუქციის ნუსხებს, რაც ნიშნავს, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ სარაკეტო ტექნოლოგიებში და უშუალოდ რაკეტებში (მაგ. 1A102, 1B102, 1B115-1B119, 1C101-1C111, 1C116-1C118);
პროდუქცია, რომლის აღმნიშვნელი ხუთსიმბოლოიანი კოდის მესამე სიმბოლო არის „2“, ჩართულია ბირთვულ მიმწოდებელთა ჯგუფის სახელმძღვანელო პრინციპების მეორე ნაწილის დანართში (INFCIRC / 254, ნაწილი 2) და არის ბირთვულ სფეროსთან დაკავშირებული ორმაგი დანიშნულების საგნები და ტექნოლოგიები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია როგორც სამოქალაქო დანიშნულებით, ასევე ბირთვული საწვავის ციკლში და სხვა ბირთვულ პროცესებში (მაგ.: 1A202-1A227, 1B201-1B233, 1C202-1C240);
თუ ხუთსიმბოლოიანი კოდის მე-3 სიმბოლო არის 3 ან 4, ეს ნიშნავს, რომ პროდუქცია კონტროლდება ავსტრალიის ჯგუფის და ქიმიური იარაღის კონვენციის მიერ და დაკავშირებულია ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებასთან (მაგ. 1C350, 1C351-1C354, 1C450);
მაგ: 1C111 -ხუთსიმბოლოიანი კოდით აღნიშნულია სარაკეტო საწვავი და სარაკეტო საწვავის შემადგენელი ქიმიკატები.
ამ ხუთსიმბოლოიანი კოდის:
პირველი სიმბოლო -1 აღნიშნავს, რომ ამ კოდში გაერთიანებული პროდუქცია განეკუთვნება 1 კატეგორიას და წარმოადგენს სპეციალურ მასალებს;
მეორე სიმბოლო - C ნიშნავს, რომ პროდუქცია განეკუთვნება მასალათა ჯგუფს;
მესამე სიმბოლო -1 ნიშნავს, რომ პროდუქციაზე კონტროლი ხორციელდება სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმის შესაბამისად და ეს პროდუქცია შესაძლებელია გამოყენებული იქნას რაკეტების შექმნისთვის და გამოყენებისთვის;
მესამე და მეოთხე სიმბოლოები -11 ნიშნავს, რომ პირველი კატეგორიის მასალათა 1C ჯგუფში ამ პროდუქციის შესაბამისი ნომერია 11.
კატეგორია 1
სპეციალური მასალები
რეჟიმი:
სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლი
სექცია C
მასალები
5.3.1 კატეგორია 0: ბირთვული მასალები, საშუალებები და აღჭურვილობა
მოიცავს
ბირთვული მიზნებისთვის სპეციალურად განკუთვნილ და მომზადებულ მოწყობილობებს, მასალებს და კომპონენტებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ გამდიდრების და ბირთვული მასალების წარმოქმნის პროცესებში:შენიშვნა: ეს საგნები შეტანილია ბირთვულ მიმწოდებელთა ჯგუფის სახელმძღვანელო პრინციპების A და B დანართებში ( INFCIRC / 254, ნაწილი 1)
ბირთვული რეაქტორები და მათთვის სპეციალურად შექმნილი ან მომზადებული მოწყობილობა და კომპონენტები (0B001*, );იზოტოპების გამოყოფის დანადგარები და მათი დამხმარე სისტემები, მოწყობილობა და კომპონენტები (0B002*);შენიშვნა: იზოტოპების გამოყოფის დანადგარები მოიცავს მოწყობილობებს და კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება ცენტრიფუგული, გაზოდიფუზიური, აეროდინამიკური, ქიმიური გაცვლით, იონური გაცვლით, ატომური ორთქლის "ლაზერით" (AVLIS), მოლეკულური "ლაზერით" (MLIS) და ელექტრომაგნიტური გამდიდრების პროცესებში.
დანადგარები ურანის გარდასაქმნელად (0B003);შენიშვნა: იგულისხმება დანადგარები, რომლებიც გამოიყენება ურანის მადნის გარდსასაქმნელად ურანის კონცენტრატად, ურანის ოქსიდის გარდასაქმნელად ურანის ფტორიდად და პირიქით, ურანის ტეტრაფტორიდის გადასაყვანად ლითონურ ფორმაში, ურანის ოქსიდის გარდასაქმნელად ურანის ტეტრაქლორიდად;
მოწყობილობები მძიმე წყლის, დეიტერიუმის და დეიტერიუმის ნაერთების წარმოების ან კონცენტრირებისათვის (0B004*);დანადგარები, "ბირთვული რეაქტორის" საწვავი ელემენტების წარმოებისათვის (0B005);დანადგარები "ბირთვული რეაქტორის" დასხივებული საწვავის ხელახალი გადამუშავებისათვის (0B006);პლუტონიუმის გადასამუშავებელი დანადგარები (0B007);ბუნებრივი ან გაღარიბებული ურანი, თორიუმი, სპეციალური ხლეჩადი მასალები (პლუტონიუმ 239, ურან-233, ურან-235 ან ურან-233 იზოტოპებით გამდიდრებული ურანი), დეიტერიუმი, მძიმე წყალი და დეიტერიუმის ნაერთები, ბირთვული ხარისხის გრაფიტი (0С001*-0C005);პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნოლოგია, 0 კატეგორიაში შემავალი პროდუქციის "შემუშავების", "წარმოების" ან "გამოყენებისათვის" (0D001, 0E001).5.3.2 კატეგორია 1: სპეციალური მასალები და შესაბამისი აღჭურვილობა
მოიცავს:
სარაკეტო კომპონენტებს (სარქველებს, შუასადებებს, დიაფრაგმებს და ა.შ), კომპოზიტურ მასალებს და სტრუქტურებს, ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული აგენტების და ასეფეთქებელი ნივთიერებების აღმომჩენ დეტექტორებს, დამცავ ტანსაცმელს, ჯავშანჟილეტებს, ასაფეთქებელ მოწყობილობებს, ელექტრო დეტონატორებს, მუხტებს, სადეტონაციო ზონრებს (1A001-1A008);პიროლიზური ნახშირბად–ნახშირბადულ კომპონენტებს რაკეტმზიდების ან რაკეტა ზონდებისათვის, კომპიზიტურ სრუქტურებს, პლატინიზებულ კატალიზატორებს, მძიმე წყლის ჩვეულებრივი წყლისაგან სეპარაციის დანადგარებს, რადიოაქტიური გამოსხივებისაგან დამცავ ფანჯრებს (1A102, 1A202, 1A225, 1A226*, 1A227);დაზგებს და ჩარხებს, რომლითაც შესაძლებელია ბირთვული და სარაკეტო კომპონენტების დამზადება, მოწყობილობებს ფხვნილოვანი ლითონების და სარაკეტო საწვავის დასამზადებლად, იზოტოპების ელექტრომაგნიტურ სეპარატორებს, ფტორის და ტრიტიუმის საწარმოებს, ტუმბოებს (1B001, 1B002, 1B003, 1B101, 1B102, 1B115-1B119, 1B201-1B233);პოლიმერულ და ლითონურ მასალებს, შენადნობებს, სითხეებს და საპოხ მასალებს, ბოჭკოვან და ძაფისებრ მასალებს, სარაკეტო საწვავის შემადგენელ მასალებს და ქიმიკატებს, მასალებს და შენადნობებებს, რომლითაც შესაძლებელია რაკეტის და ბირთვული გამდიდრების დანადგარის კომპონენტების დამზადება, ბორს (ბორ 10), ვოლფრამს, კალციუმს, მაგნიუმს, ვისმუტს, ლითონური ჰაფნიუმს და ბერილიუმს, ჰელიუმ 3-ს, ლითიუმ 6-ს, ცირკონიუმს, ტრიტიუმს, ალფა-ნაწილაკების გამომასხივებელი რადიონუკლიდებს, ქიმიკატებს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ტოქსიკური ქიმიური აგენტების პრეკურსორებად, ადამიანის, ცხოველთა და მცენარეთა პათოგენები, ზოონოზები და ტოქსინები, ტოქსიკურ ქიმკატებს და პრეკურსორებს (1C001-1C012, 1C101-1C118, 1C202-1C240, 1C350-1C354,1C450);პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიას, 1 კატეგორიაში შემავალი პროდუქციის "შემუშავების", "წარმოების" ან "გამოყენებისათვის"(1D001-1D003, 1D101, 1D103, 1D201, 1E001, 1E002, 1E104, 1E201-1E203).5.3.3 კატეგორია 2: მასალების დამუშავება
მოიცავს:
ზეპრეზიციულ საკისრებს, ცეცხლგამძლე მაღალტემპერატურულ ტიგელებს, სარქველებს, რომლებიც დამზადებულია კოროზიისადმი მედეგი მასალებით (2A001, 2A101, 2A225, 2A226);ჩარხებს, იზოსტატიკურ წნეხებს, ზედაპირის სხვადასხვა მეთოდით დაფენვის მოწყობილობებს, ზომების შემმოწმებელ ან გამზომ სისტემებს, ტესტირების და ბალანსირების სისტემებს, ცენტრიფუგებს, რობოტებს, დისტანციურ მანიპულატორებს, ინდუქციურ ღუმელებს, მეტალურგიულ სალღობ ან ჩამოსასხმელ ღუმელებს, ცენტრიფუგის როტორის დამამზადებელ ან ამწყობ მოწყობილობებს, წნევის გარდამქმნელებს, ვაკუუმურ დგუშებს, ქიმიურ რეაქტორებს და მასთან დაკავშირებულ მოწყობილობებს და კომპონენტებს, ბიოლოგიურ რეაქტორებს და მასთან დაკავშირებულ მოწყობილობებს და კომპონენტებს, პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიას მე-2 კატეგორიის პროდუქციის შემუშავების, წარმოების ან გამოყენებისათვის.კატეგორია 2-ში ჩართული მოწყობილობები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის (2B001-2B009), გადატანის საშუალებების (2B104-2B122), ბირთვულ პროცესებში მონაწილე მოწყობილობების და მათი კომპონენტების (2B201-2B232) დამზადების, შექმნისა და ტესტირებისთვის, ქიმიური ნივთიერებების შერევის, ვირუსების კულტივირების, ტოქსინების გამომუშავებისთვის (2B350-2B352) და ა.შ.
5.3.4 კატეგორია 3: ელექტრონიკა
მოიცავს
ელექტრო მოწყობილობებს და კომპონენტებს, მათი წარმოებისთვის განკუთვნილ დანადგარებს და მასალებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია როგორც სამრეწველო დანიშნულებით, ასევე აფეთქებისთვის, კოსმოსურ, სარაკეტო და ბირთვულ სფეროებში; ინტეგრალურ სქემებს, ელექტრონულ-ვაკუუმურ მილაკებს და კათოდებს, ტრანზისტორებს, მიკროტალღური სიმძლავრის მოდულებს, აკუსტიკურ-ტალღურ ხელსაწყოებს, მაღალი ენერგიის დამმახსოვრებელ კონდენსატორებს, ზეგამტარულ ელექტრომაგნიტებს და სოლენოიდებს, მზის ელემენტებს, ელემენტის ჩართვის საფარი მინის (CIC) ბლოკებს, მზის პანელებს და მზის ანტენებს, ტირისტორულ მოდულებს, სიგნალის გენერატორებს და ანალიზატორებს, ჩამწერ მოწყობილობებს, ქსელის ანალიზატორებს, ანალოგურ-ციფრულ კონვერტორებს, თერმულ ბატარეებს, კონდენსატორებს, რენტგენის სხივების მფეთქავ გენერატორებს, ელექტრონის იმპულსურ ამაჩქარებლებს, სიხშირის გადამრთველებს და გენერატორებს, მაღალი სიმძლავრის მუდმივი დენის წყაროებს, გადამრთველებს, მაღალი დენის იმპულსურ გენერატორებს, ნეიტრონების გენერირების სისტემებს, მრავალწერტილიან გამშვებ სისტემებს, მას-სპექტრომეტრებს (3A001-3A003, 3A101-3A102, 3A201-3A233);მოწყობილობებს ნახევარგამტარული ხელსაწყოებისა და მასალების წარმოებისათვის და გამოცდისთვის, ნახევარგამტარული მოწყობილობების დასამზადებელ მასალებს და ნაერთებს, პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიას მესამე კატეგორიის პროდუქციის შემუშავების, წარმოების ან გამოყენებისათვის (3B001-3B002, 3C001-3C006).მოიცავს:
კომპიუტერებს და მასთან დაკავშირებულ მოწყობილობებს, რომელსაც შეუძლია -45 °C-ზე დაბალ და +85 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე მუშაობა;რადიაციის მიმართ მედეგ კომპიუტერებს;ციფრული კომპიუტერებს რთული გამოთვლითი ამოცანებისთვის, 16 WT–ზე (Weighted TeraFLOPS) მაღალი შესწორებული პიკური მწარმოებლურობით (Adjusted Peak Performance, APP), რომლებიც გამოიყენება მაგ. ბირთვული იარაღის მოდელირებისათვის;სისტოლური მასივის, ნეირონულ და ოპტიკურ კომპიუტერებს;მაღალი სიმტკიცის ანალოგურ კომპიუტერებს, რომლებიც გამოიყენება კოსმოსურ რაკეტმზიდებზე; ჰიბრიდულ კომპიუტერებს, კოსმოსური რაკეტამატარებლების მოდელირებისათვის;პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიას, რომელიც განკუთვნილია მე-4 კატეგორიის მოწყობილობების ან პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების, წარმოების ან გამოყენებისათვის.(4A001, 4A003, 4A004, 4A101, 4D001, 4E001).
5.3.6 კატეგორია 5: ტელეკომუნიკაცია და ინფორმაციის უსაფრთხოება:
ნაწილი 1 – ტელეკომუნიკაცია მოიცავს:
ბირთვული აფეთქებისას წარმოქმნილი იმპულსებისადმი და გამა, ნეიტრონულ ან იონური გამოსხივების მიმართ მედეგ ტელეკომუნიკაციის სისტემებს, აღჭურვილობას, კომპონენტებს;ტელეკომუნიკაციის სისტემებს, რომლის სამუშაო ტემპერატურა -55 °C-დან +124 °C-მდე ინტერვალის გარეთაა;წყალქვეშა საკომუნიკაციურო სისტემებს;1.5 მჰც-დან 87.5 მჰც-მდე ზოლში მოქმედ რადიო-მოწყობილობებს;ინფორმაციის გადაცემის მაღალი ეფექტურობის მქონე რადიოაპარატურას;კომუნიკაციის ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებს;ელექტრონულად მართულ ფაზირებულ ანტენებს;რადიოპელენგაციის მოწყობილობებს;ჩამხშობ აპარატურას;პასიური კოჰერენტული ლოკაციის (PLC) სისტემებს;რადიოსიხშირულ გადამცემ აპარატურას, იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობების (IED) აქტივაციისთვის ან დეტონირების თავიდან ასაცილებლად;ტელემეტრიის და ტელეკონტროლის აპარატურას რაკეტებისთვის; ტელეკომუნიკაციის სისტემების და მოწყობილობების ტესტირების, შემოწმების და წარმოების საშუალებებს;პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიას მე-5 კატეგორიის პირველი ნაწილის სისტემების და მოწყობილობების შემუშავების და წარმოებისთვის(5A001, 5A101, 5B001, 5D001, 5D101, 5E001, 5E101).
ნაწილი 2 ინფორმაციის უსაფრთხოება მოიცავს:
ინფორმაციის უსაფრთხოების" სისტემებს, მოწყობილობებს, ელექტრონულ ბლოკებს, მოდულებს, ინტეგრალურ სქემებს, რომელიც ინფორმაციის შინაარსის დასაფარად, მისი მოდიფიცირების ან უნებართვო გამოყენების თავიდან ასაცილებლად იყენებს სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ალგორითმებს;მოწყობილობებს კრიპტოანალიზისთვის და სხვ., საკომუნიკაციო საკაბელო სისტემებს ფარული შეჭრის აღმოჩენის საშუალებებით და სხვ.;ინფორმაციული უსაფრთხოების მოწყობილობების შემოწმების და საწარმოო დანადგარებს;გამზომ მოწყობილობებს, ინფორმაციის უსაფრთხოების ფუნქციების შეფასებისა და დადასტურებისათვის;პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიას, რომელიც სპეციალურადაა განკუთვნილი მე-5 კატეგორიის მოწყობილობების ან პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების, წარმოების ან გამოყენებისათვის(5A002, 5B002, 5D002, 5E002).
5.3.7 კატეგორია 6: სენსორები და ლაზერები
მოიცავს:
საზღვაო აკუსტიკურ სისტემებს, მოწყობილობებს და კომპონენტებს, კერძოდ, ზღვის ფსკერის შესასწავლ აკუსტიკურ გეოდეზიურ აპარატურას ზღვის ფსკერის ტოპოგრაფული რუკის შესადგენად, წყალქვეშ ობიექტის აღმოჩენის ან ლოკაციის სისტემებს, აკუსტიკურ პროექტორებს, წყალზედა გემებისა და წყალქვეშა აპარატების მდებარეობის დასადგენად შექმნილ აპარატურას, ჰიდროლოკატორებს, მოცურავეების და მყვინთავების დეტექტირებისა და ლოკაციისთვის, ჰიდროფონებს, კოსმოსისთვის ვარგის ოპტიკურ დეტექტორებს, გამოსახულების გამაძლიერებელ მილაკებს, ფოტოკათოდებს, ელექტრონულ სენსორულ მოწყობილობებს, ფოკალური სიბრტყის ანტენებს, მონოსპეტრული და მულტისპექტრული გამოსახულების სენსორებს, ოპტიკურად მგრძნობიარე ბოჭკოებს, მაღალი სიჩქარის კინოჩამწერ კამერებს, ფოტორეგისტაციულ კამერებს, გამოსახულების ფორმირების კამერებს, ოპტიკურ სარკეებს (რეფლექტორებს), ოპტიკური სისტემების კომპონენტებს, ლაზერებს, ლაზერული აკუსტიკური დეტექტირების აპარატურას, მაგნიტომეტრებს, მაგნიტურ გრადიომეტრებს, გრავიტომეტრებს (გრავიმეტრები) და გრავიტაციის გრადიომეტრებს, რადარულ სისტემებს, დეტექტორებს და გრავიტომეტრებს რაკეტებისთვის, ფოტომამრავლ მილაკებს, ელექტრონულ სარეგისტრაციო კამერებს ბირთვული აფეთქების გადაღებისათვის, ლაზერებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ლაზერული გამდიდრების პროცესში, ინტერფერომეტრებს, წნევის სენსორებს (6A001, 6A002, 6A003, 6A004, 6A005, 6A006, 6A008, 6A102, 6A107, 6A108, 6A202, 6A203, 6A205, 6A225, 6A226);მოწყობილობებს გრავიტომეტრების დამზადების, გასწორებისა და კალიბრებისათვის, ლოკაციურ სისტემებს (6B004, 6B007, 6B008*, 6B108*);ოპტიკური სენსორების დასამზადებელ მასალებს, სინთეტიკურ კრისტალებს ლაზერებისთვის (6C002, 6C004, 6C005);პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიას, მე-6 კატეგორიის პროდუქციის გამოყენებისთვის, ამ პროდუქციის შექმნისთვის და გაუმჯობესებისთვის (6D001-6D003, 6D102, 6D103, 6E001-6E003, 6E101, 6E201).5.3.8 კატეგორია 7: ნავიგაცია და საავიაციო ელექტრონიკა
მოიცავს
მოწყობილობებს, რომლებიც აუცილებელია საფრენი აპარატების მართვისა და წყალქვეშა ნავიგაციისთვის:სარაკეტო და საავიაციო აქსელერომეტრებს, გიროებს, ინერციულ სისტემებს, გირო-ასტროკომპასებს, გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემების (GGNSS-ის) მიმღებ მოწყობილობებს, საავიაციო და რადარული ან რადარულ-ლაზერული ტიპის ალტიმეტრებს, წყალქვეშა ექოსანავიგაციო სისტემებს, ადგილმდებარეობის დადგენის გლობალურ თანამგზავრულ სისტემებს (GNSS; მაგ. GPS, GLONASS ან Galileo), რაკეტმზიდებში და რაკეტულ ზონდებში გამოსაყენებელ პასიურ სენსორებს, ფრენის მართვის და დამიზნების სისტემებს რაკეტებისთვის (7A001, 7A002, 7A003, 7A004, 7A005, 7A006, 7A008, 7A101, 7A102, 7A103, 7A104, 7A105, 7A106*, 7A115, 7A116, 7A117);მოწყობილობებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი (მე-7 კატეგორიის A ჯგუფის) პროდუქციის ტესტირების, დაკალიბრებისა და გასწორებისთვის, მახასიათებლების დადგენისა და წარმოებისათვის (7B001, 7B002, 7B003, 7B102, 7B103);პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიას ყველა ზემოთ ჩამოთვლილი (მე-7 კატეგორიის A და B ჯგუფების) პროდუქციის გაუმჯობესების, წარმოების, გამოყენების, მოდელირების და იმიტირებისთვის, შეკეთების, განახლების ან გადაკეთებისთვის (7D001, 7D002, 7D003, 7D101-7D103, 7E001-7E004, 7E101-7E104).5.3.9 კატეგორია 8: ზღვაოსნობა
მოიცავს:
წყალქვეშა მცურავ პილოტირებად და უპილოტო საშუალებებს, წყლის ზედაპირზე მცურავ გემებს;წყალქვეშ გადაადგილების საშუალებებისათვის შექმნილ ან მოდიფიცირებულ სისტემებს და მოწყობილობებს; წყალქვეშ ხედვის სისტემებს და სატელევიზიო და ფოტო კამერებს, განათების სისტემებს, რობოტებს და დისტანციურად მართვად მანიპულატორებს წყალქვეშ გამოყენებისთვის;ჰაერ-დამოუკიდებელ ენერგეტიკულ სისტემებს, ხრახნებს, სიმძლავრის გადამცემ, სიმძლავრის გენერირების და ხმაურის შემცირების სისტემებს; ჰიდროჭავლურ რეაქტიულ ძრავებს; ყვინთვისა და წყალქვეშ ცურვის აპარატურას, მყვინთავების განეიტრალების სისტემებს (8A001, 8A002);ძრავების მოდელების გარშემო შექმნილი ჰიდრონაკადის აკუსტიკური ველების გასაზომ წყლის გვირაბებს (8B001);სინთეტურ ქაფებს წყალქვეშა გამოყენებისთვის(8C001),პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიას, მე-8 კატეგორიის მოწყობილობების და მასალების გაუმჯობესების, წარმოების, შეკეთების, განახლების, გადაკეთების ან გამოყენებისთვის (8D001, 8D002, 8E001, 8E002).5.3.10 კატეგორია 9: ავიაკოსმოსური მრეწველობა და გადაადგილების სისტემები
მოიცავს:
ავიაციის და საზღვაო გაზოტურბინულ ძრავებს და კოპონენტებს;რაკეტმზიდებს და კოსმოსური ხომალდებს;თხევადსაწვავიან და მყარსაწვავიან რეაქტიული გადაადგილების სისტემებს და ამ სისტემების კომპონენტებს, ჰიბრიდულ რეაქტიული გადაადგილების სისტემებს, ზებგერით საჰაერო-რეაქტიულ და სხვა ტიპის ძრავებს;უპილოტო საფრენ აპარატებს (UAV), მათთან დაკავშირებულ სისტემებს, აღჭურვილობას და კომპონენტებს;ტურბორეაქტიულ, ტურბოვენტილაციურ, ტურბოხრახნიან ძრავებს, რაკეტა ზონდებს;კომპოზიტურ სტრუქტურებს, ლამინატებს და ნაკეთობებს რაკეტებისთვის; იმპულსურ რეაქტიულ ძრავებს, გაშვების და დაბრუნების სისტემებს;თხევადი საწვავის ავზებს(9A001, 9A002, 9A003, 9A004, 9A005, 9A006, 9A007, 9A008, 9A009, 9A010, 9A011, 9A012).
გაფრქვევის ან გამტვერვის სისტემებს, რომლებიც შესაძლებელია დამაგრდეს საფრენ აპარატზე და მიაწოდოს ბიოლოგიური აგენტები ინფექციური აეროზოლის ფორმით (9A350);მოწყობილობებს, გაზური ტურბინის ფრთების, ნიჩბების ან კიდეების გარსების სხმულების დამზადების ან გაზომვისათვის, მართვის სისტემებს, მონაცემების ავტომატურად მიღებისა და დამუშავების მოწყობილობებს, გამოცდის მოწყობილობებს რეაქტიული ძრავების მთლიანობის შესამოწმებლად, აეროდინამიკურ მილებს, ხელოვნური კლიმატის კამერებს ფრენის პირობების იმიტირებისთვის, საწარმოო მოწყობილობებს, დაფებს და სტენდებს რაკეტებისა და რეაქტიული ძრავების გამოცდისთვის (9A101-9A120, 9B001-9B009, 9B105-9B117);საიზოლაციო მასალას დაუფასოებელი ფორმით და შიდა საფარს სარაკეტო ძრავის კორპუსებისთვის და რაკეტებისთვის, ფისით გაჟღენთილ ბოჭკოვან მინაქსოვილს და ლითონით დაფარულ ბოჭკოს ნამზადებს (9C108, 9C110);პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიას მე-9 კატეგორიის პროდუქციის გამოყენების, მოდელირების, იმიტირების ან აწყობისათვის(9D001-9D105 9E001-9E102).
5.4. რა სახის პროდუქციას მოიცავს საკონტროლო ნუსხა, პრაქტიკული მაგალითები
აღნიშნულ ქვეთავში შევეცდებით ნუსხის სტრუქტურის და მასში მოცემული პროდუქციის ექსპორტის კონტროლის მნიშვნელობის ახსნას რამდენიმე თვალსაჩინო და პრაქტიკული მაგალითის მოშველიებით, განვიხილავთ თუ რა პარამეტრების მიხედვით ხორციელდება სამოქალაქო და სამრეწველო მიზნებისთვის შექმნილი პროდუქციის მიკუთვნება ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის და სხვ.
ძირითადი სამოქალაქო სფეროები, სადაც შეიძლება გამოყენებულ იქნას ორმაგი დანიშნულების პროდუქცია თუ ტექნოლოგია, არის სამთო-მოპოვებითი საქმიანობა (იყენებენ ძლიერ ასაფეთქებლებს, აფეთქების მაინიცირებელ მოწყობილობებს და. ა.შ.), ნავთობისა და გაზის მოპოვება (ქიმიური ნივთიერებების მიმართ კოროზიამედეგი შენადნობებისგან დამზადებული რეზერვუარები, სარქველები, ცენტრიფუგები, მილები და ა.შ.), სატელეკომუნიკაციო და კავშირგაბმულობის სფერო (ქსელური და კრიპტოგრაფიული მოწყობილობები, მონაცემთა დაცვის სისტემები და ა.შ), მძიმე და მსუბუქი მრეწველობის დარგები (ციფრული მართვის მქონე ჩარხები, პოლიმერული მასალები, რენტგენული და ულტრაბგეთი სატესტო მოწყობილობები, ქიმიკატები და სხვ.), სამშენებლო, კომერციული თუ საოფისე ობიექტების უსაფრთხოების დაცვისა და ზედამხედველობის სისტემები (თერმული და ღამის ხედვის სათვალთვალო კამერები, უპილოტო საფრენი აპარატები და ა.შ.) და სხვა მრავალი სფერო.
5.4.1 მაგალითი 1. უპილოტო საფრენი აპარატები
(სასაქონლო პოზიცია 8802)
უკანასკნელ წლებში ხშირად ისმის კითხვები უპილოტო საფრენი აპარატების (ე.წ. დრონების) შემოტანასთან/გატანასთან დაკავშირებით, ესაჭიროება თუ არა ნებართვა, რა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები ექვემდებარება კონტროლს და ა.შ.
უპილოტო საფრენი აპარატები ფართოდ გამოიყენება როგორც სტრატეგიული, ასევე სამოქალაქო დანიშნულებით: სამხედრო/სადაზვერვო ოპერაციებში, რაკეტების, ასაფეთქებელი მოწყობილობების და ქიმიური და ბიოლოგიური აგენტების გადასატანად, სამრეწველო თუ კომერციული ობიექტების ზედამხედველობის და უსაფრთხოების დაცვისთვის, კარტოგრაფიასა და კინოინდუსტრიაში, ტურიზმის და გართობის დარგში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, კონტრაბანდის გადასატანად და სხვა კანონსაწინააღმდეგო საქმიანობებშიც კი. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ე.წ. „დრონებმა“ უამრავი საზოგადოებისთვის სასარგებლო და ზიანის მომტანი ფუნქცია შეიძინა და შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციის კონტროლს უაღრესად დიდი ყურადღება ეთმობა მსოფლიო მასშტაბით.
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხაში მოცემული დეფინიციის მიხედვით, "უპილოტო საფრენი აპარატი" ("UAV") (9) ნიშნავს ნებისმიერ საჰაერო ხომალდს, რომელსაც შეუძლია ფრენის ინიცირება და კონტროლირებადი ფრენის განხორციელება და ნავიგაცია ბორტზე ადამიანის გარეშე.
ნუსხაში (1, 3, 6, 7 და 9 კატეგორიებში) უპილოტო საფრენი სისტემების ქვეშ იგულისხმება:
▪ დასრულებული სარაკეტო სისტემები (9A004), რომელსაც შეუძლია მინიმუმ 500 კგ. წონის ტვირთის გადატანა სულ მცირე 300 კმ-ის ფარგლებში (ეს არის ბალისტიკური რაკეტები, რაკეტა მატარებლები და კოსმოსური და კვლევითი რაკეტები);
▪ დასრულებული ატმოსფერული უპილოტო საფრენი აპარატები (მათ შორისაა ფრთოსანი რაკეტები, რადიომართვადი სამიზნე და სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავები), რომელსაც შეუძლია სულ მცირე 500 კგ ტვირთის გადატანა სულ მცირე 300 კმ-ზე (ეს არის საფრენი აპარატები, რომლებიც დაფრინავენ ძალიან მაღალ სიმაღლეებზე (20 000 მ-მდე), შეუძლიათ ფრენა 24-48 საათის განმავლობაში, ხოლო ასაფრენი მასა შეადგენს 2500—12500 კგ-ს (HALE, MALE));
▪ დასრულებული სარაკეტო სისტემები და დასრულებული ატმოსფერული უპილოტო საფრენი აპარატები, რომლისთვისაც არ არის სავალდებულო მოთხოვნა 500 კგ. სასარგებლო ტვირთის გადატანა, მაგრამ შეუძლია ფრენა 300 კმ. მანძილზე. ეს არის უპილოტო საფრენი აპარატები ფრენის დიდი ხანგრძლივობით და 50 კგ-დან 1500 კგ-მდე ასაფრენი მასით (9A112.a);
▪ უპილოტო საფრენი აპარატები, რომელსაც აქვს ფრენის ავტონომიური მართვის და ნავიგაციის შესაძლებლობები ან ხედვის არეალის მიღმა ოპერატორის მიერ მართვის შესაძლებლობა და აღჭურვილია 20 ლიტრზე მეტი ტევადობის აეროზოლის დოზირების სისტემით/მექანიზმით ან შემუშავებულია/მოდიფიცირებულია იმგვარად, რომ შესაძლებელია მასზე მიერთებულ იქნას 20 ლიტრზე მეტი ტევადობის აეროზოლის გაფრქვევის სისტემა/მექანიზმი. ასეთი უპილოტო საფრენი აპარატები შეიძლება იმართებოდეს ბორტზე არსებული სანავიგაციო სისტემით და გადაადგილდებოდეს დაპროგრამებული მარშუტით, ან თანამგზავრიდან, ან მიწაზე არსებული მართვის პუნქტიდან, ოპერატორის მიერ. ქიმიური აგენტები წარმოდგენილია აეროზოლის ფორმით და შეიძლება იყოს ფხვნილოვანი ან თხევადი ნივთიერება, მაგ. როგორიცაა პესტიციდები სავარგულების შესაწამლად, მშრალი ქიმიკატები აეროზოლური ღრუბლების წარმოქმნისთვის ან ღრუბლებიდან ნალექის ხელოვნურად გამოყოფისთვის.
უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც აღჭურვილია აეროზოლის გაფრქვევის მოწყობილობით, ხშირად აქვთ ვერტმფრენის ფორმა და გამოიყენება სოფლის მეურნეობაში პესტიციდების და სასუქის შესატანად. როგორც წესი, ამ მოწყობილობებს, მათი ფუნქციიდან გამომდინარე, ახასიათებთ ნაკლები მედეგობა, შეზღუდული აქვთ ფრენის მანძილი და ხანგრძლივობა, მაგრამ მსგავს მოდელებს შორისაც შესაძლებელია შეგვხვდეს კონტროლს დაქვემდებარებული საფრენი აპარატები.
ასეთი უპილოტო საფრენი აპარატები საკონტროლო ნუსხაში კლასიფიცირდება 9A112.b ხუთსიმბოლოიან კოდში და ექვემდებარება ექსპორტზე კონტროლს.
შენიშვნა: აღნიშნული უპილოტოსაფრენი სისტემები კონტროლდება სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმის (MTCR) მიერ, რომლის მიზანს მისი ფორმირების მომეტისთვის (1987წ.) წარმოადგენდა ბირთვული იარაღის გადატანის სისტემების გავრცელების კონტროლი, კერძოდ ისეთი სისტემების, რომელსაც შეეძლო 500 კგ. სასარგებლო ტვირთის გადატანა არანაკლებ 300 კმ. მანძილზე. 1992 წლიდან MTCR-ის კონტროლის სფერო გაგართოვდა და მოიცვა უპილოტო საფრენი აპარატები ყველა ტიპის მასობრივი განადგურების იარაღისთვის.
▪ მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატები, რომელსაც აქვს 30 წთ-დან 1 სთ-მდე ფრენის ხანგრძლივობა და შეუძლია 46,3 კმ/სთ სიჩქარის ქარის წინაღობის დაძლევა, ან 1 სთ-ზე მეტი დროის განმავლობაში ფრენის შესაძლებლობა.
შენიშვნა: აღნიშნული პარამეტრები, რომლის მიხედვითაც ასეთი მოწყობილობები დაექვემდებარა კონტროლს, 2015 წელს შეტანილ იქნა ვასენაარის შეთანხმების საკონტროლო ნუსხაში (WA-LIST(14)2, 25-03-2015), ვინაიდან ითვლება, რომ მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატებიც წარმოადგენს სტრატეგიულ საფრთხეს და ისინიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო ტვირთის დანიშნულების ადგილზე მისატანად.
ასეთი უპილოტო საფრენი აპარატები ორმაგი დანიშნულების საკონტროლო ნუსხაში კლასიფიცირდება 9A012 ხუთსიმბოლოიან კოდში და ექვემდებარება ექსპორტზე კონტროლს.
9A012
სამოქალაქო დანიშნულება:
სარეკლამო რგოლების და სატელევიზიო გადაცემების გადაღება, კინოინდუსტრია, ტურიზმი და სხვა.
სტრატეგიული დანიშნულება:
სადაზვერვო ოპერაციები
9A112
სამოქალაქო დანიშნულება:
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განაყოფიერება
სტრატეგიული დანიშნულება:
ქიმიური და ბიოლოგიური აგენტების გავრცელება
5.4.2 მაგალითი 2. სახარატო, სალესი, საფრეზი, საჭრელი, საქსოვი, შიგაჩარხვის ჩარხები
(სასაქონლო პოზიციები 8446-8460)
ორმაგი დანიშნულების საკონტროლო ნუსხაში ჩარხები კლასიფიცირდება ძირითადად 2B001-2B003 კატეგორიებში (კატეგორია 2 - მასალების დამუშავება, B - ტესტირების, შემოწმების და საწარმოო მოწყობილობა / აღჭურვილობა).
ლითონის, კერამიკის და კომპოზიტური მასალების საჭრელი ჩარხები გამოიყენება მანქანათმშენებლობის, საიუველირო, ხის და სხვა საყოფაცხოვრებო და სამოქალაქო დანიშნულების ნაწარმის დასამზადებლად.
ამასთან, ჩარხების მეშვეობით შესაძლებელია კრიტიკულად მნიშვნელოვანი დეტალების დამზადებაც ბირთვული იარაღისთვის და ურანის გამდიდრების დანადგარებისთვის (მაგალითად, ცილინდრები ცენტრიფუგებისთვის, ბირთვული რეაქტორის კომპონენტები, საკისრები და სხვ.), ფხვნილოვანი მასალების მიღება სარაკეტო საწვავისა და ასაფეთქებელი მოწყობილობებისთვის, ფხვნილოვანი ლითონების და კომპოზიტური მასალების დამუშავება და სხვ., რაც განაპირობებს მათ სტრატეგიულ მნიშვნელობას.
მარტივად რომ ვთქვათ, კონტროლს ექვემდებარება საკონტროლო ნუსხაში ჩართული განსაკუთრებით სენსიტიური პროდუქციის ან/და კომპონენტების დასამზადებლად განკუთვნილი ჩარხები.
ჩარხების ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის მიკუთვნება ხორციელდება მათი სიზუსტის (ეს არის ღერძების განლაგების სიზუსტე, დეტალის და დეტალის ზედაპირის დამუშავების სიზუსტე), ღერძების რაოდენობის და ციფრული მართვის შესაძლებლობის მიხედვით.
მაგალითად, ორმაგი დანიშნულების პროდუქციად მიჩნეულია და ექსპორტზე კონტროლს ექვემდებარება:
სახარატო და საჭრელი ჩარხები ციფრული მართვის შესაძლებლობებით, რომელსაც კონტურის ფორმირებისთვის აქვს 2 ან მეტი ერთდროულად კოორდინირებადი ღერძი, პოზიციონირების 0,9 μm და ნაკლები (უკეთესი) სიზუსტით (2B001.a, 2B001.b);
2B001.a- სახარატო ჩარხი2B001.c - სახეხი ჩარხისამოქალაქო დანიშნულება:
მანქანათმშენებლობა და მსუბუქი მრეწველობა
სტრატეგიული დანიშნულება:
ბირთვული გამდიდრების პროცესი და ბალისტიკური რაკეტების წარმოება
სალესი ჩარხები, ციფრული მართვით, რომელსაც აქვს ერთი ან რამდენიმე წრფივი ღერძის გასწვრივ ერთი მიმართულებით პოზიციონირების სიზუსტე 1,1 მიკრონზე ნაკლები (უკეთესი) და აქვს კონტურის დამუშავების ერთდროულად კოორდინირებადი სამი ან მეტი ღერძი (2B001.c );
საჭრელი ჩარხები, რომელიც ლითონების, კერამიკების ან "კომპოზიტების" მოსაცილებლად იყენებს წყლის ან სხვა სითხის ჭავლს, მათ შორის აბრაზიული დეტალების დამატებით, ელექტრონულ ან ლაზერულ სხივებს და ამასთან ერთად აქვს ერთდროულად კოორდინირებადი ორი ან მეტი ღერძი, პოზიციონირების 0,003°-ზე ნაკლები (უკეთესი) სიზუსტით, და სხვ.
5.4.3 მაგალითი 3. ბოჭკოვანი ან ძაფისებრი მასალები
სეს ესნ სასაქონლო პოზიცია 5402, 5407, 5503, 6815
ხუთსიმბოლოიანი კოდი: 1C010, 1C210
საკონტროლო ნუსხაში მოცემული დეფინიციის მიხედვით, ბოჭკოვანი და ძაფისებრი მასალები მოიცავს უწყვეტ მონოძაფებს, უწყვეტ ძაფებს და ნართებს, ლენტებს, ქსოვილებს, ჭილობებს, დაჭრილ და შტაპელირებულ ქსოვილებს, ნებისმიერი ზომის მონოკრისტალურ და პოლიკრისტალურ ძაფებს.
ორმაგი დანიშნულების პროდუქციას მიეკუთვნება ორგანული (არომატული პოლიამიდების), არაორგანული (მაგ. მინის, კვარცის, ბორის, ბაზალტის და ა.შ), კერამიკული (მაგ. ალუმინის ოქსიდი) და ნახშირბადული ბოჭკოვანი და ძაფისებრი მასალები, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე კომპოზიტური სტრუქტურების არმირებისათვის (შევსებისთვის), მათი ფიზიკური და მექანიკური თვისებების გასაუმჯობესებლად.
− სინთეტიკური ორგანული ბოჭკოს ერთ-ერთი მაგალითია არამიდი, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოყენება ჰპოვა სამხედრო და აეროკოსმოსურ დარგში. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი არამიდული ბოჭკო იწარმოება Kevlar®-ის (ე.წ. პარა-არამიდები) და Nomex®-ის (ე.წ. მეტა-არამიდები) (მწარმოებელი კომპანია Du Pont) სავაჭრო დასახელებით. არამიდული ქსოვილები სიმტკიცით არ ჩამოუვარდება ფოლადს, ამასთან, დაახლოებით 5-ჯერ უფრო მსუბუქია. არამიდული მასალა უძლებს მაღალსიჩქარიანი ჭურვის დარტყმას და აქვს ვიბრაციის ჩამხშობი თვისებები, ამიტომ მას იყენებენ სამხედრო საფრენი აპარატების ბალისტიკური დაცვისთვის, რეაქტიული ძრავების დამცავი კორპუსების, თერმული ზემოქმედებისაგან დამცავი ტანსაცმლის და ჯავშანჟილეტების და ჯავშანჩაფხუტების დასამზადებლად.
ორგანული ბოჭკოვანი ან ძაფისებრი მასალები საექსპორტო კონტროლს ექვემდებარება, თუ მას აქვს შემდეგი მახასიათებლები (1C010.a):
1. 12.7 × 106 მ-ზე მეტი "კუთრი მოდული"; და
2. 23.5 × 104 მ-ზე მეტი "კუთრი სიმტკიცე ჭიმვაზე".
შენიშვნა: საკონტროლო ნუსხის ტერმინების განმარტების მიხედვით "კუთრი მოდული" წარმოადგენს იუნგის მოდულს პასკალებში, იგივეა, რაც ნ/მ2 გაყოფილი კუთრ წონაზე ნ/მ3 ში, გაზომილი (296 + 2) K ((23 + 2) oC) ტემპერატურაზე (50 + 5) % ფარდობითი ტენიანობის პირობებში, ხოლო "კუთრი სიმტკიცის ზღვარი" წარმოადგენს წყვეტაზე სიმტკიცის ზღვარს პასკალებში, იგივეა, რაც ნ/მ2, გაყოფილი კუთრ წონაზე ნ/მ3 ში, გაზომილი (296 + 2) K Kv ((23 + 2) oC) ტემპერატურაზე (50 + 5) % ფარდობითი ტენიანობის პირობებში.
ნახშირბადოვანი ბოჭკოები, რომელიც ცნობილია როგორც გრაფიტის ბოჭკოები, არის ძალიან თხელი (5-15 მიკრონი), მიკროსკოპულ კრისტალებად გაერთიანებული ნახშირბადის ატომებისგან შემდგარი ძაფები.
ნახშირბადოვან ბოჭკოს ახასიათებს მაღალი სიმტკიცე ჭიმვაზე, მცირე წონა, ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების და მაღალი ტემპერატურის მიმართ მედეგობა, დაბალი სითბური გაფართოვება.
ასეთი თვისებების გამო, ნახშირბადოვანი ბოჭკოს ნაწარმმა ფართო გამოიყენება ჰპოვა ავაკოსმოსურ მრეწველობაში, ქარის ენერგეტიკაში, ბინათმშენებლობაში, კონსტრუქციებში, საავტომობილო მრეწველობაში, სპორტის (გოლფის და ჩოგბურთის ჩოგანი, თხილამურები, ველოსიპედი), კულტურისა (მუსიკალური ინსტრუმენტები - გიტარა, პიანინო) და გართობის სფეროში (სათამაშოები, მაგ. დისტანციური მართვის მანქანები).
ზოგიერთი მარკის ნახშირბადოვანი ბოჭკო (მაგ. HexTow® (Hexcel), SIGAFIL® (SGL Group), TORAYCA® (Toray), PANEX® და PRYON® (Zoltek), აგრეთვე Pyrofil® (Mitsubishi/Grafil)) გამოიყენება ისეთი სტრატეგიული პროდუქციის დასამზადებლად, როგორიცაა ბირთვული რეაქტორის კომპონენტები, ურანის გამდიდრების გაზის ცენტრიფუგის როტორები, რაკეტების ელემენტები და ა. შ..
(არსებობს ინფორმაცია ე.წ. „გრაფიტის ბომბის“ არსებობის და გამოყენების შესახებაც. ეს არის ბომბი, ნახშირბადის ბოჭკოს შემცველობით, რომლის აფეთქებით ხდება ნახშირბადის ბოჭკოს გაფანტვა და მოხვედრა ელექტროგაყვანილობის ხაზებსა და ელექტროქვესადგურებში, რაც იწვევს მოკლე ჩართვას და ენერგოსისტემის პარალიზებას).
ნახშირბადული ბოჭკოვანი და ძაფისებრი მასალები საექსპორტო კონტროლს ექვემდებარება, თუ მას აქვს შემდეგი ტექნიკური მახასიათებლები (1C010.b):
1. 14.65 × 106 მ-ზე მეტი "კუთრი მოდული"; და
2. 26.82 × 104 მ-ზე მეტი "კუთრი სიმტკიცე ჭიმვაზე".
1C010.b-ნახშირბადოვანი ბოჭკო
სამოქალაქო დანიშნულება:
სპორტული ინვენტარი, მუსიკალური ინსტრუმენტები, სათამაშოები, მსუბუქი და მძიმე მრეწველობა
სტრატეგიული დანიშნულება:
ბირთვული რეაქტორის ნაწილები, რაკეტის ნაწილები, სამხედრო პროდუქცია, კოსმოსური ხომალდები
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტზე კონტროლს ექვემდებარება ბოჭკოვანი ან ძაფისებრი მასალების და მათგან კომპოზიტების და დეტალების დასამზადებელი მოწყობილობები (1B001, 1B101), კომპოზიტური სტრუქტურები ან ლამინატები (1A002), ჯავშანჟილეტები (1A005) და სხვადასხვა კომპონენტები (1A202), რომლებიც დამზადებულია ამ მასალებისგან.
5.4.4 მაგალითი 4. ალუმინის ფხვნილი
სეს ესნ სასაქონლო პოზიცია-7603
ხუთსიმბოლოიანი კოდი - 1C111
CAS 7429-90-5
UN 1396
სამოქალაქო გამოყენება: პიგმენტები, პიროტექნიკა, შესაფუთი მასალა, ლითონის დასაფარი საშუალება.
სტრატეგიული დანიშნულება: სარაკეტო საწვავი, ასაფეთქებლები.
ალუმინის ფხვნილი და პუდრი ფართოდ გამოიყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფხვნილური მეტალურგია, საღებავების წარმოება (პიგმენტების სახით), შესაფუთი მასალების წარმოება, მანქანათმშენებლობა (როგორც ლითონის დასაფარი საშუალება), მზის ელემენტების წარმოება, კრიმინალისტიკა, ლითონის ზედაპირის დაფენა და ა.შ..
სფერული ალუმინის ფხვნილი ადვილად აალებადი ნივთიერებაა და ფართოდ გამოიყენება პიროტექნიკის და სამრეწველო (მაგ. ამონალი) ასაფეთქებლების წარმოებაში.
მცირე ზომის ნაწილაკის და მაღალი სისუფთავის მქონე ალუმინის პუდრს, კატალიზატორის სახით, აგრეთვე იყენებენ სამხედრო პიროტექნიკურ ნარევებში. მაგ. ასაფეთქებელი ნივთიერება „ტრიტონალი“ შეიცავს 80% ტრინიტროტოლუოლს და 20 % ალუმინის ფხვნილს. ალუმინის ფხვნილი აუმჯობესებს ტრინიტროტოლუოლის ფუგასურ თვისებას და უზრუნველყოფს აფეთქებისას მაქსიმალური წნევის წარმოქმნას. ტრიტონალს შეიცავს სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, მათ შორის ავიაბომბები.
შესაბამისად, სამხედრო პროდუქციის ნუსხით (ჯგუფი 8) კონტროლდება სფერული ალუმინის ფხვნილი, რომლის ნაწილაკის ზომა 60 მკმ ან უფრო ნაკლებია და რომელიც შეიცავს 99%-ს და მეტ ალუმინს.
ორმაგი დანიშნულების ნუსხას განეკუთვნება ალუმინის სფერული ფხვნილი, რომელიც გამოიყენება როგორც სარაკეტო საწვავის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ასეთი ფხვნილი შედგება 200 მკმ-ზე უფრო ნაკლები დიამეტრის ერთგვაროვანი ნაწილაკებით და შეიცავს წონის მიხედვით 97% ან უფრო მეტ ალუმინს, ამასთან, სრული წონის სულ მცირე 10 %-ს უნდა შეადგენდეს 63 მკმ-ზე უფრო მცირე ზომის ნაწილაკები.
აღსანიშნავია, რომ საკონტროლო ნუსხის მიხედვით, საექპორტო კონტროლს ექვემდებარება ლითონის ფხვნილის და სარაკეტო საწვავის შემადგენლების საწარმოო მოწყობილობები და წისქვილები ლითონის დაფქვის და დაფხვნისათვის (1B102, 1B115, 1B119).
5.4.5. მაგალითი 5. სარქველები
სეს ესნ სასაქონლო კოდის პოზიცია 8481
ხუთსიმბოლოიანი კოდი 0B001(b.14.b, c, d.6), 2A226, 2B350.g, 9A106.d
სარქველები ფართოდ გავრცელებული პროდუქციაა და გამოიყენება სითხისა თუ აირის დინების რეგულირებისთვის გათბობის და წყლის ცირკულირების სისტემებში, სამრეწველო-საწარმოო დანადგარებში, ტრანსპორტში, ელექტროსადგურებში, ნავთობისა და გაზის მოპოვების დანადგარებში, კვების მრეწველობაში, ქიმიური მრეწველობაში და სხვ.
მიუხედავად ფართო გავრცელებისა, ორმაგი დანიშნულების საქონელს განეკუთვნება მხოლოდ რამდენიმე ტიპის სარქველი, რომელიც დამზადებულია სპეციალური მასალებით, აქვს გარკვეული ზომები და მათი გამოყენება შესაძლებელია ურანის გარდაქმნის ან გამდიდრების პროცესებში ან კოროზიული ქიმიური ნივთიერებების წარმოებაში. კონტროლს ექვემდებარება აგრეთვე სარაკეტო დანადგარებისთვის განკუთვნილი სერვოსარქველები, დინების ავტომატური მართვისთვის.
იმპორტზე, ტრანზიტზე და ექსპორტზე კონტროლს ექვემდებარება:
- სილფონური ტიპის ჩამკეტი ან მარეგულირებელი სარქველები, რომლებიც დამზადებულია ან დაფარულია ურანის ფტორიდისადმი (UF6)[47] მედეგი მასალებისგან 10 მმ-დან 16 მმ-მდე შიდა დიამეტრით. ამასთან, ეს სარქველები სპეციალურად უნდა იყოს შემუშავებული ცენტრიფუგული გამდიდრების მაგისტრალური ან დამხმარე გაზური სისტემებისთვის (0B001(b.14.b);
- ნებისმიერი ზომის ჩამკეტი ან მარეგულირებელი სილფონური სარქველები, მექანიკური ან ავტომატური ჩაკეტვით, დამზადებული ან დაცული ურანის ფტორიდით (UF6-ით) კოროზიისადმი მედეგი მასალებით 0B001(c) ;
- აეროდინამიკური გაყოფის პროცესებისთვის სპეციალურად შემუშავებული ჩამკეტი ან მარეგულირებელი სილფონური სარქველები, მექანიკური ან ავტომატური მართვით, დამზადებული ან დაცული ურანის ფტორიდით (UF6-ით) კოროზიისადმი მედეგი მასალებით, რომლის დიამეტრი 40 მმ და უფრო მეტია (0B001.d.6).
ექსპორტზე კონტროლს ექვემდებარება შემდეგი სახის სარქველები:
- სილფონური სარქველები, რომლის ნომინალური ზომა 5მმ და მეტია და მთლიანად დამზადებულია ან დაფარულია ალუმინით, ალუმინის შენადნობით, ნიკელის ან 60 %-ზე მეტი ნიკელის შემცველი შენადნობით (2A226);
შენიშვნა: განსხვავებული დიამეტრების შესასვლელის და გამოსავლელის მქონე სარქველისთვის ნომინალური ზომა ნიშნავს ამ დიამეტრებიდან უმცირესს.
- ქიმიურ მრეწველობაში გამოსაყენებელი სარქველები, რომლის ნომინალური ზომა 10 მმ და მეტია და სარქველები, რომლის ნომინალური ზომები ტოლია ან მეტია 25,4 მმ-ზე ან ტოლია ან ნაკლებია 101,6 მმ-ზე.
ამასთან, ასეთი სარქველები კონტროლს ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ მათი კორპუსები ან ზედაპირი, რომელიც უშუალო შეხებაშია ქიმიკატებთან, დამზადებულია ან დაფარულია კოროზიამედეგი მასალებით[48] (2B350.g).
- რაკეტებში საწვავის რეგულირების სისტემებისთვის განკუთვნილი სერვოსარქველები, რომლებიც გათვლილია წუთში 24 ლიტრი და მეტი საწვავის ხარჯვაზე, 7 მპა აბსოლუტური წნევის პირობებში და რომლის ამძრავის მოქმედებაში მოყვანის დრო ნაკლებია 100 მილი წამზე (0,1 წმ) (9A106.d ).
სტრატეგიული დანიშნულება:
- ბირთვული მრეწველობა
- სარაკეტო ტექნოლოგიები
- ქიმიური მრეწველობა
სამოქალაქო დანიშნულება:
- წყალგაყვანილობა
- ნავთობის მოპოვება
- კვების მრეწველობა
სტრატეგიული დანიშნულება:
რაკეტები
სამოქალაქო დანიშნულება:
ჩარხების თვითმფრინავების, სამრეწველო რობოტების მართვის სისტემები
სერვოსარქველი
5.4.6. მაგალითი 6. ცენტრიფუგები
სეს ესნ სასაქონლო კოდის პოზიცია 8401, 8413, 8421
ხუთსიმბოლოიანი კოდი 0B001,2B122,2B352.c
ცენტრიფუგა ეს არის მოწყობილობა, რომელიც ცენტრიდანული ძალის მეშვეობით ახდენს განსხვავებული სიმკვრივის აიროვანი, თხევადი ან მარცვლოვანი მასალების ერთმანეთისგან განცალკევებას.
ცენტრიფუგები გამოიყენება ისეთ სამოქალაქო სფეროებში, როგორიცაა ნავთობისა და გაზის მოპოვება, მედიცინა, ლაბორატორიული კვლევები, ტესტირება, მადნების და მინერალების განცალკევება, სოფლის მეურნეობა და სხვ.
საკონტროლო ნუსხაში შეტანილია განსხვავებული ტექნიკური პარამეტრების და ფუნქციონალური დანიშნულების მქონე რამდენიმე სახის ცენტრიფუგა, რომლებიც გამოიყენება ურანის გამდიდრების, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აგენტების სეპარაციისა და სარაკეტო კომპონენტების ტესტირებისათვის:
- გაზის ცენტრიფუგა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა მოლეკულური მასის მქონე აირების გაყოფა (სეპერაცია). გაზოცენტრიფუგული ტექნოლოგია წარმოადგენს იზოტოპების გაყოფის ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიურ და ეფექტურ მეთოდს და ფართოდ გამოიყენება ურანის U-235 იზოტოპით გამდიდრებისთვის.
ჰერმეტულ კორპუსში მოთავსებულია ე.წ. ცილინდრული ფორმის მბრუნავი როტორი, რომელშიც მიეწოდება ურანი აიროვან მდგომარეობაში - ურანის ჰექსაფტორიდი (UF6). როტორის ძალიან სწრაფი ბრუნვის შედეგად წარმოქმნილი ცენტრიდანული ძალის ზემოქმედებით, რომელიც რამდენიმე ასეულ ათასჯერ აჭარბებს დედამიწის მიზიდულობის ძალას, აირი იწყებს გაყოფას მძიმე (U-238) და მსუბუქ (U-235) ფრაქციებად. როტორში მოთავსებულ ქვედა შემკრებ მილაკში ხვდება მძიმე, გაღარიბებული U-238-ის მოლეკულები, ხოლო ზედა შემკრები მილაკის მეშვეობით მსუბუქი U-235 მოხვდება შემდეგ ცენტრიფუგაში და ა.შ, ვიდრე არ იქნება მიღებული საჭირო კონცენტრაციის U-235.
ცენტრიფუგის ბრუნვის სიჩქარე აღწევს 1500-2000 ბრუნს წამში, რაც 10-ჯერ აღემატება საავიაციო ძრავის ტურბინის ბრუნვის სიჩქარეს (შედარებისთვის, სარეცხი მანქანის ცილინდრი ასრულებს 1000 ბრუნს წუთში). ცენტრიფუგა ასეთი სიჩქარით უწყვეტად მუშაობს დაახლოებით სამი ათეული წლის განმავლობაში და სამუშაო ციკლის განმავლობაში ასრულებს ორ ტრილიონ ბრუნს. ამასთან ის ამუშავებს ძალიან აგრესიულ და კოროზიულ ნივთიერებას-ურანის ჰექსაფტორიდს.
როტორი ბრუნავს ნემსზე, რომელიც ეყრდნობა კორუნდის სადგამს, ხოლო ზედა ნაწილი დაკიდებულია ჰაერში ელექტრომაგნიტური ველის მეშვეობით, რომელსაც ქმნის მაგნიტური საკისარი (0B001.b.7) .
ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი მოწყობილობა და მისი ყველა კომპონენტი დამზადებული უნდა იყოს ცვეთის, კოროზიის და მექანიკური ზემოქმედებისადმი მედეგი სპეციალური მასალებით.
როტორი შეიძლება დამზადებული იყოს მაღალი სიმტკიცის მარტენსიტულად დაძველებული ფოლადით, ტიტანით, ალუმინით და ალუმინის შენადნობებით, ნახშირბადული ან მინის ბოჭკოვანი მასალებით, აგრეთვე სხვა კოროზიამედეგი მასალებით, როგორიცაა ნიკელი და 60 % ზე მეტი ნიკელის შემცველი შენადნობები.
საკონტროლო ნუსხებში შეტანილია ასეთი მასალებიც და ამ მასალებით დამზადებული ცილინდრის ფორმის ნაკეთობებიც (1C202, 1C210, 1C216), ხოლო გაზის ცენტრიფუგა და მისი ყველა კომპონენტი ექვემდებარება კონტროლს იმპორტზე, ექსპორტზე და ტრანზიტზე.
- ცენტრიფუგები, რომლებშიც კონტეინერი ბრუნავს ძალიან მაღალი სიჩქარით ცენტრიდანული ძალის წარმოქმნის და კონტეინერის შიგთავსზე ამ ძალის ზემოქმედების მიზნით და მას შეუძლია 100 გ. (გრავიტი) და მეტი აჩქარება, ექვემდებარება ექსპორტზე კონტროლს, ვინაიდან მისი გამოყენება შესაძლებელია რაკეტების დეტალების გამოცდისთვის და აქსელერომეტრების სტატიკური მახასიათებლების დასადგენად.
- ცენტრიფუგული სეპარატორები, რომელსაც შეუძლია სეპარირება საათში 100 ლიტრზე მეტი დინების სიჩქარით, დამზადებულია უჟანგავი ფოლადის ან ტიტანისგან და აქვს დახურულ მდგომარეობაში ორთქლით სტერილიზების შესაძლებლობა, ექვემდებარება ექსპორტზე კონტროლს, ვინაიდან ასეთი პარამეტრების მქონე სეპარატორის მეშვეობით შესაძლებელია ბიოლოგიური აგენტების ან ტოქსინების აღდგენა;
სამოქალაქო დანიშნულება:
სამედიცინოლაბორატორიული კვლევაგაზომვა, ტესტირებასტრატეგიული დანიშნულება:
ბირთვული გამდიდრების პროცესისტრატეგიული დანიშნულება:
ქიმიური ნივთიერებების ნაერთების, ნარევების სეპარაცია5.4.7. მაგალითი 7. ტრიტიუმი (1C235)
სეს ესნ სასაქონლო სუბპოზიცია 2844 40
ტრიტიუმი ანუ ზემძიმე წყალბადი, წარმოადგენს წყალბადის რადიოაქტიურ იზოტოპს და აღინიშნება სიმბოლოებით T ან 3H. მისი ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 12,32 ± 0,02 წელს. დაშლისას გამოიყოფა 18,59 კევ ენერგია, საიდანაც 5,7 კევ მოდის β-ნაწილაკებზე, რომლებიც ვრცელდება მხოლოდ 6 მმ-ზე და არ შეუძლია ადამიანის კანის ზედაპირში შეღწევაც კი. ტრიტიუმიდან გამოსხივებულ ელექტრონებს, მათი დაბალი ენერგიის გამო, ადვილად აკავებს ტანსაცმელი და ქირურგიული რეზინის ხელთათმანები, მაგრამ რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს შესუნთქვის, პერორალური მიღების და კანიდან შეწოვის დროს.
ტრიტიუმი ფართოდ გამოიყენება სამოქალაქო დანიშნულებით, როგორც ლუმინისცენციის წყარო. დაბალი ენერგიის მქონე ბეტა ნაწილაკები ზემოქმედებს ლუმინოფორულ მასალებზე და იწვევს მის ნათებას. აღნიშნული თვისებების გამო ტრიტიუმი გამოიყენება ისეთ მოწყობილობებში, როგორიცაა მაჯის საათი, სამიზნეები, მიმართულების მაჩვენებელები, ბრელოკები და სხვ. ტრიტიუმს იყენებენ ანალიტიკურ ქიმიაში და ბირთვულ ბატარეებში, ელექტროენერგიის გენერირებისათვის.
ამასთან, ტრიტიუმს, დეიტერიუმთან ერთად, იყენებენ ნეიტრონების იმპულსის გენერირებისთვის ბირთვული იარაღის ხლეჩად ბირთვში გაყოფის რეაქციის ინიცირების მიზნით და წყალბადის ბომბში - თერმობირთვულ საწვავად. ტრიტიუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან საწვავს მართვადი ბირთვული სინთეზისთვის ზოგიერთი ტიპის რეაქტორში.
სწორედ ბირთვულ ტექნოლოგიებში ტრიტიუმის მნიშვნელობის გამო, საკონტროლო ნუსხაში შეტანილია ტრიტიუმი, ტრიტიუმის ნაერთები, ნარევები ტრიტიუმის შემცველობით, რომელშიც ტრიტიუმის და წყალბადის ატომების რაოდენობათა შეფარდება აღემატება 1 წილს 1000-დან, და რომელიმე აღნიშნულის შემცველი პროდუქცია და ხელსაწყოები, და ექვემდებარება კონტროლს იმპორტზე, ექსპორტზე და ტრანზიტზე[49].
სამოქალაქო დანიშნულება:
საათის ციფერბლატის განათებასამოქალაქო დანიშნულება:
მიმართულების მაჩვენებელების განათებასტრატეგიული დანიშნულება:
ბირთვული იარაღის კომპონენტი5.5. როგორ მოვძებნოთ ჩვენი პროდუქცია საკონტროლო სიაში, ძებნის მეთოდები და საქონლის იდენტიფიკაცია, კორელაციის ცხრილი
5.5.1. კორელაციის ცხრილის აგებულება და მნიშვნელობა
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხით სარგებლობის და საქონლის იდენტიფიკაციის გამარტივების მიზნით, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა შეიმუშავა ე.წ. კორელაციის ცხრილი, რომელშიც საკონტროლო ნუსხაში ჩართული თითოეული საქონლისთვის განსაზღვრულია საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) თერთმეტნიშნა კოდი.
კორელაციის ცხრილი დამტკიცებულია ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №292 ბრძანებით.
ცხრილი შედგება ოთხი სვეტისგან:
პირველ სვეტში მოცემულია სასაქონლო კოდები თერთმეტნიშნა დონეზე;მეორე სვეტში, თუ ეს კოდი არ ეკუთვნის კონკრეტულ საქონელს, თერთმეტნიშნა კოდის დასახელებასთან ერთად მოცემულია ამ კოდის პოზიციის, სუბპოზიციის და ქვესუბპოზიციის დასახელებები, რომლებიც გამოყოფილია შესაბამისი რაოდენობის ტირეებით (მაგ. 2844 10 100 00 კოდისთვის – – ბუნებრივი ურანი:– – – დაუმუშავებელი; ნარჩენები და ჯართი);მესამე სვეტში მოცემულია საკონტროლო ნუსხის ხუთსიმბოლოიანი კოდი, პუნქტის აღმნიშვნელი ლათინური სიმბოლო და ქვეპუნქტის აღმნიშვნელი ციფრი (მაგ. 1C450.a.7);პროდუქციისთვის, რომლითაც შესაძლებელია გადატანილი იქნას კონტროლს დაქვემდებარებული „ტექნოლოგია“ ან „პროგრამული უზრუნველყოფა“, მითითებულია „E,D“ სიმბოლო;მეოთხე სვეტში მითითებულია ხუთსიმბოლოიანი კოდის, პუნქტის და ქვეპუნქტის შესაბამისი პროდუქციის დასახელება და აღწერილობა (მაგ. „ტოქსიკური ქიმიკატები და ტოქსიკური ქიმიკატების პრეკურსორები, როგორიცაა: ქლოროპიკრინი: ტრიქლორონიტრომეთანი (76-06-2)“)[50].მაგ. კორელაციის ცხრილში არ არის მოცემული „შენიშვნა 3“ ტრიქლორონიტრომეთანისთვის, რომლის მიხედვითაც 1C450 არ აკონტროლებს "ქიმიურ ნარევებს", რომლებიც არ შეიცავს ამ ნივთიერებას ნარევის წონის 1%-ზე მეტი ოდენობით.
ცხრილში ერთი სასაქონლო კოდი შესაძლებელია გამეორდეს რამდენჯერმე, რაც გამოწვეულია იმით, რომ ერთიდაიგივე ტექნიკური დასახელების საქონელი საკონტროლო ნუსხაში გვხვდება სხვადასხვა ხუთსიმბოლოიან კოდში, ან იმითაც, რომ სხვადასხვა დასახელების პროდუქცია ან კომპონენტი შეიძლება დაკლასიფიცირდეს ერთ სასაქონლო კოდში.
მაგ. ცხრილში 7219 32 100 00 (სეს ესნ-ს მიხედვით კოროზიამედეგი ფოლადის ბრტყელი ნაგლინი) სასაქონლო კოდი განსაზღვრულია 1C116 და 1C216 ხუთსიმბოლოიან კოდში ჩართული მარტენსიტულად დაძველებული ფოლადისთვის, 1C118-ის ტიტანით სტაბილიზებული ორმაგი უჟანგავი ფოლადისთვის და 1A005-ის ჯავშანჟილეტის ფოლადის კომპონენტებისთვის.
ერთი კონკრეტული ხუთსიმბოლოიანი კოდისთვის შესაძლებელია ცხრილში მოცემული იყოს რამდენიმე სასაქონლო კოდი, რაც გამომდინარეობს სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით კლასიფიცირების სპეციფიკიდან, რომ გარეგნული ან სხვა რაიმე მიზეზით საქონელი შეიძლება მიეკუთვნოს ორ ან მეტ სასაქონლო პოზიციას.
მაგ. 1C118 ხუთსიმბოლოიან კოდში ჩართული „ტიტანით სტაბილიზებული ორმაგი უჟანგავი ფოლადი“-სთვის ცხრილში განსაზღვრულია 7219 13 100 00, 7219 14 100 00, 7219 23 000 00, 7219 24 000 00, 7219 32 100 00-7219 35 100 00 თერთმეტნიშნა სასაქონლო კოდები.
კორელაციის ცხრილით სარგებლობისას უნდა გვახსოვდეს:
თუ საქონელი კლასიფიცირებულია სასაქონლო კოდში, რომელსაც შეიცავს კორელაციის ნუსხა, ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ეს საქონელი არის ორმაგი დანიშნულების;თუ კორელაციის ნუსხაში არ იძებნება კონკრეტული საქონლის სასაქონლო კოდი, ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ეს საქონელი არ შეიძლება იყოს ორმაგი დანიშნულების;კონკრეტული საქონლის საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციისთვის მიკუთვნება ხორციელდება ამ საქონლის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობის დადგენით ნუსხაში მოცემული იგივე სახის პროდუქციის ტექნიკურ მახასიათებლებთან და პროდუქციისთვის მითითებული განმარტებების, ტექნიკური შენიშვნების და შენიშვნების გათვალისწინებით, და არა სასაქონლო კოდის მიხედვით.5.5.2. საქონლის იდენტიფიკაცია
ჩვენ გავეცანით საკონტროლო ნუსხის და კორელაციის ცხრილის სტრუქტურას და გამოყენების პრინციპებს და ახლა უკვე შესაძლებელია გავერკვეთ, თუ რას ნიშნავს საქონლის იდენტიფიკაცია და როგორ დავრწმუნდეთ, არის თუ არა ჩვენი საქონელი ორმაგი დანიშნულების პროდუქცია.
იდენტიფიკაცია არის კონკრეტული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობის დადგენა საკონტროლო ნუსხაში ჩართული ანალოგიური საქონლის ტექნიკურ მახასიათებლებთან და ამ გზით განსაზღვრა, ექვემდებარება თუ არა ეს საქონელი საექსპორტო კონტროლს.
საქონლის იდენტიფიკაცია ხშირად საკმაოდ რთული პროცესია და მოითხოვს რიგი ტექნიკური საკითხების და საკონტროლო ნუსხის ცოდნას.
იდენტიფიკაცია შესაძლებელია განახორციელოს თვითონ ექსპორტიორმა/მეწარმემ ან ამისათვის მიმართოს საბაჟო დეპარტამენტს წერილობითი განცხადებით[51].
იდენტიფიკაციის პროცესი შეიძლება დაიყოს რამდენიმე ეტაპად:
ა. საქონლის ტექნიკური დასახელების, ტექნიკური მახასიათებლების, ფუნქციონალური დანიშნულების, შემადგენლობის, გამოყენების სფეროს და ა.შ. მოძიება და გაანალიზება;
ბ. საკონტროლო ნუსხაში პროდუქციის მოძებნა;
გ. კონკრეტული საქონლის და ნუსხაში მოცემული იგივე ტიპის პროდუქციის ტექნიკური პარამეტრების შედარება და მათ შორის შესაბამისობის დადგენა.
5.5.2.1. საქონლის ტექნიკური დასახელების, ტექნიკური მახასიათებლების, ფუნქციონალური დანიშნულების, შემადგენლობის, გამოყენების სფეროს და ა.შ. მოძიება და გაანალიზება:
აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება მოვიპოვოთ სხვადასხვა წყაროდან და საშუალებით:
ტექნიკური დოკუმენტაციიდან (ტექნიკური პასპორტი, MSDS, სქემები, ნახაზები, გამოცდის აქტები და ა.შ). ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იყოს სრულყოფილი და მასში მოცემული პარამეტრები უნდა იძლეოდეს საკონტროლო ნუსხაში იგივე სახის პროდუქციისთვის განსაზღვრულ მახასიათებლებთან შედარების საშუალებას;მწარმოებლის ვებგვერდზე, სადაც შეიძლება ინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია, საქონლის ზოგადი აღწერილობა და გამოყენების სფეროები (თუმცა პრაქტიკაში გვქონია შემთხვევა, როდესაც მწარმოებელმა ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ცვლილება შეიტანა და დაფარა პროდუქციის სტრატეგიული მნიშვნელობა). ხანდახან, საწარმოები ვებგვერდზე ათავსებენ ინფორმაციას მისი პროდუქციის საკონტროლო ნუსხებთან შესაბამისობის შესახებაც[52];მწარმოებელთან მიმოწერით (პირად გვერდზე საწარმოს ხშირად მითითებული აქვს საკონტაქტო ინფორმაცია და პრაქტიკაში ხშირად მიგვიმართავს შეკითხვით საქონლის რომელიმე პარამეტრის შესახებ);ინტერნეტის მეშვეობით (მაგ. ონლაინ მაღაზიების მიერ განთავსებული ინფორმაცია, როგორც მოცემული საქონლის, ასევე იდენტური და მსგავსი საქონლის შესახებ, ინფორმაცია ლითონის შენადნობების და ქიმიური ნივთიერებების შემცველობის შესახებ);სტანდარტებიდან, რომლის შესაბამისადაც დამზადებულია ეს საქონელი. ასეთი სტანდარტებია სტანდარტიზაციის საერთაშორიცო ორგანიზაციის (ISO), დსთ-ს რეგიონული (ГОСТ), გერმანიის (DIN), აშშ-ს (ASTM) და სხვა სტანდარტი;პროდუქტზე ან შეფუთვაზე დატანილი ინფორმაციიდან (მაგ შტამპები და მარკირება, საინფორმაციო დაფები მოწყობილობებზე, პირველად ან მეორად შეფუთვაზე ნივთიერების ქიმიური შემადგენლობა და სხვა);ინვოისიდან (პროფორმა ინვოისიდან). მწარმოებლები, ხშირად ინვოისში უთითებენ თუ რომელი რეგულაციის ქვეშ ექცევა საქონელი. მაგ:აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პრაქტიკის დანერგვა ყველა ქვეყანაში, ისევე, როგორც მწარმოებლების მიერ მისი პროდუქციის შესაბამისობის განსაზღვრა საკონტროლო ნუსხებთან და ვებგვერდზე განთავსება, გარკვეულწილად გაამარტივებდა და ხელს შეუწყობდა ექსპორტის კონტროლის და საბაჟო პროცედურების განხორციელების პროცესს;ლაბორატორიული კვლევის და ექსპერტიზის საშუალებით - საქართველოში მოქმედებს აკრედიტირებული ლაბორატორიები და ეროვნული ექსპერტიზის ბიურო სადაც შეგვიძლია მივიღოთ კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული დასკვნები ზოგიერთი საქონლის ტექნიკური პარამეტრების შესახებ[53].5.5.2.2. საკონტროლო ნუსხაში პროდუქციის ძებნა
საკონტროლო ნუსხაში პროდუქციის ძებნა შესაძლებელია რამდენიმე ხერხის გამოყენებით, როგორიცაა:
5.5.2.2.1. საქონლის სახეობის და სამრეწველო-ტექნიკური დანიშნულების მიხედვით ძებნა.
აღნიშნული მეთოდის გამოყენება საკონტროლო ნუსხის შედარებით ღრმა ცოდნას და გააზრებას მოითხოვს და მას პრაქტიკაში მიმართავენ პროდუქციის იდენტიფიკაციასა და ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი სპეციალისტები და ექსპერტები.
თუ ვიცნობთ ექსპორტის კონტროლის არსს, ნუსხების სპეციფიკას, გაუვრცელებლობის რეჟიმების საქმიანობის მიზნებს, ე.ი. ჩვენ ვიცით, რომ საკონტროლო ნუსხაში პროდუქცია შეტანილია ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური იარაღის და მათი გადატანის საშუალებების შექმნის ტექნოლოგიურ ციკლში ამ პროდუქციის როლის და შესაძლო მონაწილეობის მიხედვით.
ჩვენ განვიხილეთ საკონტროლო ნუსხის სტრუქტურა და ვნახეთ, რომ ორმაგი დანიშნულების პროდუქცია კლასიფიცირებულია ხუთსიმბოლოიანი კოდების მიხედვით და ამ კოდის შემადგენელი თითოეული სიმბოლო მიანიშნებს პროდუქციის კატეგორიაზე, ჯგუფზე და გაუვრცელებლობის რეჟიმზე. კონკრეტული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის გაანალიზების შედეგად, საქონლის ზოგადი ტექნიკური დასახელების, საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების, გამოყენების სფეროს/დარგის, ფუნქციონალური დანიშნულების, ტექნიკური პარამეტრების და სხვა მონაცემების დაკავშირებით ხუთსიმბოლოიანი კოდების მნიშვნელობასთან, შესაძლებელია ნუსხაში აღმოვაჩინოთ საძებნი პროდუქცია.
განვიხილოთ მაგალითი კონკრეტული კონტრაქტის მაგალითზე:
ექსპორტიორი: საქართველოს კომპანია
იმპორტიორი: აზერბაიჯანული კომპანია
საქონელი კონტრაქტის მიხედვით: ღვინის წარმოების დანადგარები და დამხმარე მოწყობილობები;
საქონლის დასახელება ინვოისის მიხედვით: რეზერვუარი, საფირმო დასახელებით - ENOTANK[54],
მწარმოებელი: Albrigi Technologies, იტალია
სეს ესნ სასაქონლო კოდი ინვოისის მიხედვით: 7309 00 590 00
- რეზერვუარი დაკავშირებულია რაიმე ნივთიერების (ამ შემთხვევაში ღვინის) წარმოებასთან, შენახვასთან, შერევასთან და ა.შ. ამასთან, მწარმოებლის მითითებით, Albrigi-ის რეზერვუარები ქიმიურ მრეწველობაშიც გამოიყენება. ანუ, კატეგორიების მიხედვით, მოცემულ პროდუქციას შეიძლება მივანიჭოთ კატეგორია 2 - მასალების დამუშავება;
- რეზერვუარი საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების მიხედვით არის საწარმოო მოწყობილობა ან ამ მოწყობილობის კომპონენტი, რომლის მეშვეობით ვაწარმოებთ მასალას/ნივთიერებას (ამ შემთხვევაში ღვინოს), ამიტომ იგი მივაკუთვნოთ B ჯგუფს (საწარმოო მოწყობილობა/აღჭურვილობა);
- მწარმოებლის ვებგვერდზე მითითებულია, რომ Albrigi-ის რეზერვუარები ქიმიურ მრეწველობაშიც გამოიყენება. მოწყობილობილობებს და ქიმიური ნივთიერებებს, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ქიმიური იარაღის აგენტების მისაღებად, აკონტროლებს ავსტრალიის ჯგუფი, რაზეც მიანიშნებს ხუთსიმბოლოიანი კოდების მესამე რიცხვითი სიმბოლო -3.
ამგვარად, ჩვენ მივიღეთ საკონტროლო ნუსხის ხუთსიმბოლოიანი კოდის პირველი სამი სიმბოლო : 2B3.
თუ ნუსხაში მოვიძიებთ ხუთსიმბოლოიან კოდებს, რომლებიც იწყება 2B3-ით, ვნახავთ, რომ ასეთი არის სულ სამი: 2B350, 2B351 და 2B352 და პროდუქციის ძებნის არეალი გაცილებით შემცირდა.
ვინაიდან ჩვენი პროდუქცია ქიმიურ მრეწველობას უკავშირდება, ყველაზე დიდი ალბათობით ჩვენი რეზერვუარი 2B350-ში (ქიმიური მრეწველობის დამხმარე საშუალებები და მოწყობილობა) კლასიფიცირებულ საქონელს შორის უნდა უნდა ვეძებოთ და აი შედეგიც: საკონტროლო ნუსხაში ქიმიურ მრეწველობაში გამოსაყენებელი რეზერვუარები კლასიფიცირებულია 2B350 ხუთსიმბოლოიანი კოდის „c“ პუნქტში:
„2B350.c. შესანახი რეზერვუარები, კონტეინერები ან მიმღებები 0.1 მ3-ზე (100 ლიტრზე) მეტი სრული შიგა (გეომეტრიული) მოცულობით, სადაც ყველა ის ზედაპირი, რომელიც უშუალო კონტაქტში მოდის დამუშავებულ ან შენახულ ქიმიკატთან (ქიმიკატებთან), დამზადებულია რომელიმე შემდეგი მასალისაგან:
1. წონის მიხედვით, 25 %-ზე მეტი ნიკელის და 20 %-ზე მეტი ქრომის შემცველი ''შენადნობები'';
2. ფთოროპოლიმერები (პოლიმერული ან ელასტომერული მასალები, წონის მიხედვით ფთორის 35%-ზე მაღალი შემცველობით);
3. მინა (გამინებული ან დაფენილი საფარის ან მინით შემტკიცვის ჩათვლით);
4. ნიკელი ან, წონის მიხედვით, 40 %-ზე მეტი ნიკელის შემცველი ''შენადნობები'';
5. ტანტალი ან ტანტალის ''შენადნობები'';
6. ტიტანი ან ტიტანის ''შენადნობები''; ან
7. ცირკონიუმი ან ცირკონიუმის ''შენადნობები'';
8. ნიობიუმი (კოლუმბიუმი) ან ნიობიუმის ''შენადნობები''.“
იდენტიფიკაციის დასრულებისთვის, შევადაროთ 2B350.c-ში მოცემული პარამეტრები ENOTANK-ის მახასიათებლებს:
ENOTANK-ის ტევადობა შეადგენს 300 ლიტრს, შიდა ზედაპირი მოპირკეთებულია სარკისებურად და არ არის დაფენილი,
მასალა, რითაც დამზადებულია ENOTANK-ი, არის AISI 304/L მარკის შენადნობი, ქიმიური შემცველობით:
შენადნობი
C
Si
Mn
P≤
S≤
Cr
Mo
Ni
Other
304L
≤0.03
≤0.75
≤2.00
0.045
0.03
18-20
-
8-12
2B350.c.1-ის მიხედვით, იმისათვის, რომ რეზერვუარი მოექცეს კონტროლის ქვეშ, შენადნობი, რომლითაც დამზადებულია იგი, უნდა შეიცავდეს 25 %-ზე მეტ ნიკელს და 20 %-ზე მეტ ქრომს.
AISI 304/L შენადნობი შეიცავს 18-20 % ქრომს და 8-12% ნიკელს.
შესაბამისად, რეზერვუარი ENOTANK-ი არ არის ორმაგი დანიშნულების პროდუქცია.
5.5.2.2.2. ნუსხაში საკვანძო სიტყვით ძებნის მეთოდი
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილებით და დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა უწყების ოფიციალურ ვებგვერდებზე;
(მაგ. იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2372203?publication=0)
თითოეული პროდუქცია, დანადგარები, სისტემები, მოწყობილობები, კომპონენტები, ქიმიური და ბიოლოგიური მასალები და სხვა, ნუსხაში შეტანილია ერთი, საყოველთაოდ აღიარებული, კონკრეტული ტექნიკური დასახელებით და არ გამოიყენება სინონიმები (მაგ. „ტუმბო“, „კომპრესორი“, „წნევის სენსორები“ და ა.შ);
ერთიდაიგივე თვისებების მქონე პროდუქციის ჯგუფის აღსანიშნავად ნუსხაში ხშირად გამოიყენება ზოგადი ტექნიკური დასახელებებიც, რომელიც გამოხატავს ამ ჯგუფის ძირითად საერთო თვისებას, როგორიცაა მაგ. „კერამიკული ფუძე-მასალები“, „სითხეები და საპოხი მასალები“, „მაგნიტური ლითონები“, „ოპტიკური მასალები“ და ა.შ;
ქიმიური ნივთიერებებს, დასახელებასთან ერთად, მითითებული აქვს ქიმიური ნივთიერების სარეგისტრაციო ინდივიდუალური CAS (აშშ-ს ქიმიური რეფერატიული სამსახური) ნომრებიც (მაგ. გოგირდის მონოქლორიდი (10025-67-9));
შენიშვნა: თუმცა ნუსხის ზოგადი შენიშვნების თანახმად, CAS ნომრები არ გამოიყენება, როგორც უნიკალური იდენტიფიკატორები, რამდენადაც ნუსხაში შეტანილ ზოგიერთი ქიმიკატის სხვადასხვა ფორმებს და ქიმიკატის შემცველ ნარევებსაც შეიძლება განსხვავებული CAS ნომერი ჰქონდეს.
ზოგჯერ პროდუქციის დასახელება ნუსხაში მითითებულია ლათინური ალფავიტის ასოებით (მაგ. 1C351.c-ში ბაქტერიების დასახელებები „Bacillus anthracis“, „Chlamydia psittaci“ და ა.შ).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ნუსხაში პროდუქცია მოძებნა შესაძლებელია საკვანძო სიტყვით: ჩავწეროთ ტექსტის საძიებო ველში სიტყვის ფუძე, სუფიქსის გარეშე (მაგ. „ტუმბო“, „სარქველ“, „რეზერვუარ“, „Salmonella“, „ცირკონიუმ“, „ალუმინ“, „ურან“, „10025-67-9“ და ა.შ) და მოვძებნოთ პროდუქცია მთელს ტექსტში.
საყურადღებოა, რომ მსგავსი ტექნიკური დასახელების და ფუნქციონალური დანიშნულების პროდუქცია, ნუსხაში ხშირად მოცემულია რამდენჯერმე, სხვადასხვა კატეგორიის, ჯგუფის ან გაუვრცელებლობის რეჟიმის შესაბამისად და ამიტომ, საქონლის ძებნისას, ერთი და იგივე დასახელება შეიძლება რამდენჯერმე აღმოვაჩინოთ. ამ შემთხვევაში იდენტიფიკაციისთვის უნდა ავირჩიოთ ის პროდუქცია, რომელიც გამოყენების სფეროს მიხედვით ყველაზე ახლოსაა ჩვენს პროდუქციასთან.
5.5.2.2.3. სეს ესნ სასაქონლო (HS) კოდების მიხედვით ძებნა
საბაჟო პროცედურების განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული საქონლისთვის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო კოდის ზუსტი განსაზღვრა.
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ) მომზადებულია ,,საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2017 წლის რედაქციის საფუძველზე და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.
სეს ესნ-ში საქონელი დაჯგუფებულია მისი დანიშნულების (მაგ. ტანსაცმელი, იარაღი, ფარმაცევტული პროდუქცია და სხვა) და ეკონომიკის დარგების მიხედვით (მაგ. ცოცხალი ცხოველები, პლასტმასები და მათი ნაწარმი და სხვა).
სეს ესნ შედგება 22 კარის, 99 ჯგუფის, სათაურების და ქვესათაურებისაგან, ხოლო სასაქონლო კოდები დეტალიზებულია თერთმეტნიშნა დონემდე.
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ) გამოიყენება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სატარიფო (იმპორტის გადასახადი) და არასატარიფო (ნებართვები, ლიცენზიები, აკრძალვები, შეზღუდვები და ა. შ.) რეგულირების ღონისძიებათა განსახორციელებლად, სტატისტიკური აღრიცხვის წარმართვის და სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლის სრულყოფისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის კოდს განსაზღვრავს დეკლარანტი.
თუ ვიცით, რომელ სასაქონლო კოდში კლასიფიცირდება კონკრეტული საქონელი, შეგვიძლია საკონტროლო ნუსხაში პროდუქცია მოვძებნოთ კორელაციის ცხრილის[55] გამოყენებით:
მაგალითი 1. რეზერვუარი
თუ ექსპორტზე გასატანი საქონელი არის შავი ლითონის რეზერვუარი სითხეებისთვის, 100 ათას ლიტრზე ნაკლები ტევადობით, სეს ესნ-ს მიხედვით ეს რეზერვუარი დაკლასიფიცირდება 7309 00 590 00 კოდში.
კორელაციის ცხრილის საძიებო ველში (ან პირველი სვეტის ფილტრში) ჩავწეროთ სასაქონლო კოდი თერთმეტნიშნა დონეზე 7309 00 590 00, ზუსტად სეს ესნ-ში მოცემული ფორმატით და მოვძებნოთ შესაბამისი ჩანაწერი:
7309 00 590 00
რეზერვუარები, ცისტერნები, ავზები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონებისაგან, ნებისმიერი ნივთიერებისთვის (შეკუმშული და გათხევადებული აირის გარდა), 300 ლ და მეტი ტევადობისა, მოპირკეთებით ან თერმოიზოლაციით, ან მათ გარეშე, მაგრამ მექანიკური ან თბოტექნიკური მოწყობილობების გარეშე:– სითხეებისათვის:– – დანარჩენი, ტევადობით:— — — არა უმეტეს 100 ათასი ლიტრისა
2B350c
ქიმიური მრეწველობის დამხმარე საშუალებები და მოწყობილობა, როგორიცაა: c. შესანახი რეზერვუარები, კონტეინერები ან მიმღებები 0.1 მ3-ზე (100 ლიტრზე) მეტი სრული შიგა (გეომეტრიული) მოცულობით, სადაც ყველა ის ზედაპირი, რომელიც უშუალო კონტაქტში მოდის დამუშავებულ ან შენახულ ქიმიკატთან (ქიმიკატებთან), დამზადებულია რომელიმე შემდეგი მასალისაგან: 1. წონის მიხედვით, 25 %-ზე მეტი ნიკელის და 20 %-ზე მეტი ქრომის შემცველი 'შენადნობები'; 2. ფთოროპოლიმერები (პოლიმერული ან ელასტომერული მასალები, წონის მიხედვით ფთორის 35%-ზე მაღალი შემცველობით); 3. მინა (გამინებული ან დაფენილი საფარის ან მინით შემტკიცვის ჩათვლით); 4. ნიკელი ან, წონის მიხედვით, 40 %-ზე მეტი ნიკელის შემცველი 'შენადნობები';
5. ტანტალი ან ტანტალის 'შენადნობები'; 6. ტიტანი ან ტიტანის 'შენადნობები'; ან 7. ცირკონიუმი ან ცირკონიუმის 'შენადნობები';
8. ნიობიუმი (კოლუმბიუმი) ან ნიობიუმის 'შენადნობები'.
7309 00 590 00
რეზერვუარები, ცისტერნები, ავზები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონებისაგან, ნებისმიერი ნივთიერებისთვის (შეკუმშული და გათხევადებული აირის გარდა), 300 ლ და მეტი ტევადობისა, მოპირკეთებით ან თერმოიზოლაციით, ან მათ გარეშე, მაგრამ მექანიკური ან თბოტექნიკური მოწყობილობების გარეშე:– სითხეებისათვის:– – დანარჩენი, ტევადობით:— — — არა უმეტეს 100 ათასი ლიტრისა
2B350a
ქიმიური მრეწველობის დამხმარე საშუალებები და მოწყობილობა, როგორიცაა: a. რეაქტორის კორპუსები ან რეაქტორები, შემრევებით ან შემრევების გარეშე, 0.1 მ3-ზე (100 ლიტრზე) მეტი და 20 მ3-ზე (20000 ლიტრზე) ნაკლები სრული შიგა (გეომეტრიული) მოცულობით, სადაც ყველა ის ზედაპირი, რომელიც უშუალო კონტაქტში მოდის დამუშავებულ ან შენახულ ქიმიკატთან (ქიმიკატებთან), დამზადებულია რომელიმე შემდეგი მასალისაგან: 1. წონის მიხედვით, 25 %-ზე მეტი ნიკელის და 20 %-ზე მეტი ქრომის შემცველი შენადნობები;
2. ფთოროპოლიმერები (პოლიმერული ან ელასტომერული მასალები, წონის მიხედვით ფთორის 35%-ზე მაღალი შემცველობით); 3. მინა (გამინებული ან დაფენილი საფარის ან მინით შემტკიცვის ჩათვლით); 4. ნიკელი ან, წონის მიხედვით, 40 %-ზე მეტი ნიკელის შემცველი 'შენადნობები'; 5. ტანტალი ან ტანტალის 'შენადნობები'; 6. ტიტანი ან ტიტანის 'შენადნობები'; ან 7. ცირკონიუმი ან ცირკონიუმის 'შენადნობები';
8.ნიობიუმი (კოლუმბიუმი) ან ნიობიუმის 'შენადნობები'.
შედეგად მივიღეთ საკონტროლო ნუსხაში შეტანილი ყველა ის პროდუქცია, რომელიც კლასიფიცირდება ან შესაძლებელია დეკლარანტმა დააკლასიფიციროს 7309 00 590 00 სასაქონლო კოდში. კერძოდ, საკონტროლო ნუსხის 2B350 ხუთსიმბოლოიანი კოდის a და c პუნქტებით განსაზღვრული ქიმიური მრეწველობისთვის განკუთვნილი რეაქტორის კორპუსი და რეზერვუარი.
შემდგომ, საკონტოლო ნუსხაში (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილების მეორე დანართი) გადავამოწმოთ 2B350 ხუთსიმბოლოიანი კოდის a და c პუნქტებისთვის მოცემული სრული ინფორმაცია და განმარტებები (შენიშვნები, ტექნიკური შენიშვნები და N.B.) და შევუდგეთ საქონლის იდენტიფიკაციას.
მაგალითი 2. სარქველი
სარქველები, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, კლასიფიცირდება 8481 სეს ესნ სასაქონლო პოზიციაში, ხოლო ჩამკეტი სარქველები, გარდა თუჯის და ფოლადის სარქველებისა - 8481 80 790 00 თერთმეტნიშნა კოდში.
კორელაციის ცხრილის საძიებო ველში (ან პირველი სვეტის ფილტრში) ჩავწეროთ სასაქონლო კოდი 8481 80 790 00
8481 80 790 00
ონკანები, სარქველები, ვენტილები და ანალოგიური არმატურა მილგაყვანილობების, საქვაბეების, რეზერვუარების, ცისტერნების, ავზებისა და ანალოგიური ტევადობებისათვის, რედუქციული და თერმომარეგულირებელი სარქველების ჩათვლით:– არმატურა დანარჩენი:– – – – ჩამკეტი სარქველები:— — — — — დანარჩენი
2A226
სარქველები ყველა შემდეგი მახასიათებლით:
a. 'ნორმალური ზომა' 5 მმ ან მეტი;
b. სილფონის ხუფები; და
c. თავიდან ბოლომდე დამზადებული ან შემტკიცული ალუმინით, ალუმინის შენადნობით, ნიკელის ან, წონის მიხედვით, 60 %-ზე მეტი ნიკელის შემცველობის ნიკელის შენადნობით.
8481 80 790 00
ონკანები, სარქველები, ვენტილები და ანალოგიური არმატურა მილგაყვანილობების, საქვაბეების, რეზერვუარების, ცისტერნების, ავზებისა და ანალოგიური ტევადობებისათვის, რედუქციული და თერმომარეგულირებელი სარქველების ჩათვლით:– არმატურა დანარჩენი:– – – – ჩამკეტი სარქველები:— — — — — დანარჩენი
0B001c
"ბუნებრივ ურანში", "გაღარიბებულ ურანში" და "სპეციალურ დაშლად მასალებში" იზოტოპების გამოყოფის დანადგარები და ამ დანიშნულების სპეციალურად შექმნილი ან მომზადებული მოწყობილობები და კომპონენტები, როგორიცაა: მოწყობილობა და კომპონენტები, სპეციალურად შექმნილი ან დამზადებული გაზოდიფუზიური გამდიდრების პროცესისათვის, როგორიცაა:
6. სილფონური სარქველები, დამზადებული ან დაცული "UF6 ით კოროზიისადმი მედეგი მასალებით", 40 მმ დან 1500 მმ მდე დიამეტრით;
8481 80 790 00
ონკანები, სარქველები, ვენტილები და ანალოგიური არმატურა მილგაყვანილობების, საქვაბეების, რეზერვუარების, ცისტერნების, ავზებისა და ანალოგიური ტევადობებისათვის, რედუქციული და თერმომარეგულირებელი სარქველების ჩათვლით:– არმატურა დანარჩენი:– – – – ჩამკეტი სარქველები:— — — — — დანარჩენი
2B350g
ქიმიური მრეწველობის დამხმარე საშუალებები და მოწყობილობა, როგორიცაა: g. 10 მმ-ზე დიდი 'ნომინალური ზომების' სარქველები და კორპუსები (სარქველის გარსაცმები) ან წინასწარ ფორმირებული კორპუსის შიდა საფარი, დამზადებული ასეთი სარქველებისთვის, რომლებშიც ყველა ზედაპირი, რომელიც უშუალო კონტაქტში შედის დასამუშავებელ ან მოთავსებულ ქიმიკატებთან, დამზადებულია ნებისმიერი ქვემოთ მოყვანილი მასალისგან:
1. წონის მიხედვით, 25 %-ზე მეტი ნიკელის და 20 %-ზე მეტი ქრომის შემცველი 'შენადნობები';
2. ფთოროპოლიმერები (პოლიმერული ან ელასტომერული მასალები, წონის მიხედვით ფთორის 35%-ზე მაღალი შემცველობით);
3. მინა (გამინებული ან დაფენილი საფარის ან მინით შემტკიცვის ჩათვლით);
4. ნიკელი ან, წონის მიხედვით, 40%-ზე მეტი ნიკელის შემცველი 'შენადნობები';
5. ტანტალი ან ტანტალის 'შენადნობები';
6. ტიტანი ან ტიტანის 'შენადნობები'; ან
7. ცირკონიუმი ან ცირკონიუმის 'შენადნობები';
8. ნიობიუმი (კოლუმბიუმი) ან ნიობიუმის 'შენადნობები'.
9. კერამიკული მასალები, როგორიცაა:
a. სილიციუმის კარბიდი, წონის მიხედვით 80% ან უფრო მაღალი სისუფთავის;
b. ალუმინის ოქსიდი წონის მიხედვით 99.9% ან უფრო მაღალი სისუფთავის;
c. ცირკონიუმის ოქსიდი;
8481 80 790 00
ონკანები, სარქველები, ვენტილები და ანალოგიური არმატურა მილგაყვანილობების, საქვაბეების, რეზერვუარების, ცისტერნების, ავზებისა და ანალოგიური ტევადობებისათვის, რედუქციული და თერმომარეგულირებელი სარქველების ჩათვლით:– არმატურა დანარჩენი:– – – – ჩამკეტი სარქველები:— — — — — დანარჩენი
0B001d
"ბუნებრივ ურანში", "გაღარიბებულ ურანში" და "სპეციალურ დაშლად მასალებში" იზოტოპების გამოყოფის დანადგარები და ამ დანიშნულების სპეციალურად შექმნილი ან მომზადებული მოწყობილობები და კომპონენტები, როგორიცაა: მოწყობილობა და კომპონენტები, სპეციალურად შექმნილი ან მომზადებული აეროდინამიკური სეპარაციის პროცესისათვის, როგორიცაა:
6. სილფონური სარქველები, დამზადებული ან დაცული "UF6 ით კოროზიისადმი მედეგი მასალებით", 40 დან 1500 მმ მდე დიამეტრით;
8481 80 790 00
ონკანები, სარქველები, ვენტილები და ანალოგიური არმატურა მილგაყვანილობების, საქვაბეების, რეზერვუარების, ცისტერნების, ავზებისა და ანალოგიური ტევადობებისათვის, რედუქციული და თერმომარეგულირებელი სარქველების ჩათვლით:– არმატურა დანარჩენი:– – – – ჩამკეტი სარქველები:— — — — — დანარჩენი
7A116
ფრენის მართვის სისტემები, შექმნილი ან მოდიფიცირებული 9A004-ში მითითებულ რაკეტმზიდებში ან 9A104-ში მითითებულ რაკეტულ ზონდებში გამოსაყენებლად, როგორიცაა: a. ფრენის მართვის ჰიდრავლიკური, მექანიკური, ელექტრო-ოპტიკური ან ელექტრო-მექანიკური სისტემები (დისტანციური მართვის ჩათვლით);
b. მდებარეობის მართვის მოწყობილობა;
c. ფრენის მართვის სერვო ვენტილები, რომლებიც შექმნილი ან მოდიფიცირებულია 7A116.a ან 7A116..b პუნქტებში მითითებული სისტემებისთვის და შექმნილი ან მოდიფიცირებულია იმისთვის, რომ იმუშაოს ვიბრაციის გარემოში, რომელიც ტოლი ან მეტია 10 g საშ. კვადრ. 20 ჰც-ს და 2 კჰც-ს შორის.
8481 80 790 00
ონკანები, სარქველები, ვენტილები და ანალოგიური არმატურა მილგაყვანილობების, საქვაბეების, რეზერვუარების, ცისტერნების, ავზებისა და ანალოგიური ტევადობებისათვის, რედუქციული და თერმომარეგულირებელი სარქველების ჩათვლით:– არმატურა დანარჩენი:– – – – ჩამკეტი სარქველები:— — — — — დანარჩენი
9A106d
სისტემები და კომპონენტები, განსხვავებული 9A006-ში მითითებულისაგან, გამოსადეგი "რაკეტებში", სპეციალურად შექმნილი თხევადსაწვავიანი რეაქტიული გადაადგილების სისტემებისათვის: d. თხევადი და შლიკერული სარაკეტო საწვავის (რომელიც მოიცავს მჟანგველებს) რეგულირების სისტემები, და ამ დანიშნულებიის სპეციალურად შექმნილი კომპონენტები, შექმნილი ან მოდიფიცირებული 20 ჰც სა და 2000 ჰც ს შორის სკმ ით 10 გ ზე მეტ ვიბრაციულ გარემოში სამუშაოდ.
ცხრილში გამოჩნდება საკონტროლო ნუსხაში შეტანილი ყველა სახის სარქველი და ხუთსიმბოლოიანი კოდი, რომელიც კლასიფიცირდება ან შესაძლებელია დეკლარანტმა დააკლასიფიციროს 8481 80 790 00 სასაქონლო კოდში.
ვინაიდან, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდები (პირველი ექვსი (ან რვა) ციფრის გარდა) შესაძლებელია განსხვავდებოდეს საქართველოს სეს ესნ კოდებისგან, ძებნის არეალის გაფართოვების და შეცდომების გამორიცხვის მიზნით, სასურველია კორელაციის ცხრილში ძებნა განვახორციელოთ სასაქონლო კოდის პოზიციის (პირველი ოთხი ნიშნის) ან სუბპოზიციის (პირველი ექვსი ან რვა ნიშნის დონეზე).
5.5.3. კონკრეტული საქონლის და ნუსხაში მოცემული იგივე ტიპის პროდუქციის ტექნიკური პარამეტრების შედარება და მათ შორის შესაბამისობის დადგენა.
ნუსხაში კონკრეტული საქონლის იდენტური პროდუქციის პოვნის შემდგომ, იდენტიფიკაციის პროცესისთვის გადამწყვეტი ეტაპია ტექნიკური მახასიათებლების შედარდება ნუსხაში შემავალი საქონლის მახასიათებელთან.
ასეთი შედარებისას ყურადღებით უნდა გავეცნოთ ნუსხაში საკონტროლო პროდუქციის შესახებ მოცემულ ინფორმაციას, ვინაიდან ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რომელიმე ერთ საკვანძო პარამეტრს, რომლის მიხედვით შესაძლებელია მარტივად განვსაზღვროთ, ორმაგი დანიშნულებისაა თუ არა ჩვენი საქონელი.
განვიხილოთ ტექნიკური პარამეტრების მიხედვით საქონლის იდენტიფიკაციის რამდენიმე მაგალითი საქართველოს ექსპორტის კონტროლის პრაქტიკიდან:
5.5.4. საკონტროლო ნუსხაში საქონლის ძებნის მაგალითები
5.5.4.1. მაგალითი 1. პოლიამიდის ბოჭკო GRODNAMID PA6-GF30P1[56]
საქონლის დასახელება: მინის ბოჭკოთი არმირებული პოლიამიდის ძაფი „Grodnamid Pa6-GF30P-1“,
სეს ესნ სასაქონლო კოდი: 5402 19 000 00
მწარმოებელი: „ქარხანა ხიმვოლოკნო“, ქ. გროდნო, ბელორუსი;
დასაწყობებულია საქართველოს ერთ-ერთ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში;
საქონლის მფლობელს განზრახული აქვს რეექსპორტით გატანა.
მექანიკური მახასიათებლები საქონლის ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით:
სიმტკიცის ზღვარი-145 მპა,
ჭიმვის (ელასტიურობის) მოდული - 7700 მპა,
სიმკვრივე - 1,35 გ/სმ3 და ა.შ.
საკონტროლო ნუსხაში საკვანძო სიტყვით „ბოჭკო“ ან/და კორელაციის ცხრილში 5402 19 000 00 სასაქონლო კოდით ძებნით აღმოვაჩენთ, რომ ანალოგიური ბოჭკოვანი ან ძაფისებრი მასალები, კლასიფიცირდება საკონტროლო ნუსხის 1C010 და 1C210 ხუთსიმბოლოიან კოდებში.
ვინაიდან Grodnamid Pa6-GF30P-1 არის მინით არმირებული პოლიამიდის ბოჭკო, შევადაროთ მისი პარამეტრები 1C210 ხუთსიმბოლოიანი კოდის „b“ პუნქტში მოცემულ მინის ბოჭკოვან ან ძაფისებრ მასალებს:
1C210.b-ს მიხედვით, მინის ბოჭკოვანი ან ძაფისებრი მასალები კონტროლს ექვემდებარება, თუ მისი "კუთრი მოდული" მეტია 14.65 × 106 მ-ზე და "კუთრი სიმტკიცის ზღვარი" მეტია 26.82 × 104 მ-ზე.
თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ 1C010 და 1C210-ში ბოჭკოვანი ან ძაფისებრი მასალებისთვის მახასიათებლები ("კუთრი მოდული" და "კუთრი სიმტკიცის ზღვარი") მოცემულია სიგრძის საზომ ერთეულში (მეტრი), ხოლო Grodnamid Pa6-GF30P-1-ის ტექნიკურ სპეციფიკაციაში პარამეტრები (სიმტკიცის ზღვარი და ჭიმვის მოდული მოცემულია წნევის საზომ ერთეულში (პასკალი) და სიმკვრივე (კუთრი მასა) - გ/სმ3 -ში.
საკონტროლო ნუსხის ტერმინთა განმარტებების მიხედვით:
"კუთრი მოდული" (0 1 9) წარმოადგენს იუნგის მოდულს პასკალებში, იგივეა, რაც ნ/მ2 გაყოფილი კუთრ წონაზე ნ/მ3 ში..., ხოლო
"კუთრი სიმტკიცის ზღვარი" (0 1 9) წარმოადგენს წყვეტაზე სიმტკიცის ზღვარს პასკალებში, იგივეა, რაც ნ/მ2, გაყოფილი კუთრ წონაზე ნ/მ3 ში...
ცოტა რამ ფიზიკიდან:
კუთრი წონა იგივეა, რაც სიმკვრივე,
იუნგის მოდული არის გრძივი ელასტიურობის მოდული,
1 კგ = 10 ნიუტონს, და
1 პა =1 ნ/მ2 .
კონკრეტული საქონლის იდენტიფიკაციისთვის საჭიროა, რომ ამ საქონლის ტექნიკური მახასიათებლები იყოს ნუსხაში მოცემული პარამეტრების იდენტური.
ამიტომ, Grodnamid Pa6-GF30P-1 -ის სიკვრივე (კუთრი წონა) გადავიყვანოთ ნ/მ3-ში:
1,35 გ/სმ3=1350 კგ/მ3=13500 ნ/მ3=135x102 ნ/მ3.
ხოლო შემდგომ, გამოვთვალოთ Grodnamid Pa6-GF30P-1 -ის „კუთრი მოდული“ და "კუთრი სიმტკიცის ზღვარი" და ზემოთ მოცემული განმარტების შესაბამისად გადავიყვანოთ მეტრებში:
"კუთრი სიმტკიცის ზღვარი" =145x106ნ/მ2 / 135x102 ნ/მ3=0.01x106მ (<26.82 × 104 მ)
„კუთრი მოდული“ =77x108ნ/მ2 / 135x102 ნ/მ3=57x104მ (>14.65 × 106 მ).
ვინაიდან, საკონტროლო ნუსხის მიხედვით, აუცილებელია მინის ბოჭკოვანი მასალის ორივე პარამეტრი შეესაბამებოდეს 1C210.b-ში მოცემულ პარამეტრებს, აღნიშნული ბოჭკო არ ექვემდებარება სანებართვო კონტროლს.
5.5.4.2. მაგალითი 2. ტოქსიკური გაზის მონიტორინგის სისტემები[57]
საქონელი: ტოქსიკური აირების დეტექტორი Ultima-X Series ;
საბაჟო პროცედურა: იმპორტი
სასაქონლო კოდი: 2927 10 100 00
აირის დეტექტორი Ultima-X Series განკუთვნილია შენობაში ან შენობის გარეთ სახიფათო აირების უწყვეტი მონიტორინგისთვის.
საკონტროლო ნუსხაში რომელიმე საკვანძო სიტყვით („ტოქსიკურ“, „აირ“, „გაზ“, “დეტექტორ“) ან კორელაციის ცხრილში სასაქონლო კოდით (2927 10 100 00) მოძიებით აღმოვაჩენთ, რომ 2B351 ხუთსიმბოლოიან კოდში კლასიფიცირებულია ანალოგიური ტიპის მოწყობილობები და განსაზღვრულია პარამეტრი, რომლის მიხედვით ეს მოწყობილობა შეიძლება მივაკუთვნოთ ორმაგი დანიშნულების პროდუქციას. კერძოდ:
„2B351 ტოქსიკური გაზების მონიტორინგის სისტემები და მათი დეტექტორები, როგორიცაა:
a. უწყვეტად მუშაობისათვის შექმნილი და გამოსადეგი ქიმიური ომის აგენტების ან 1C350-ში მითითებული ქიმიკატების აღმოსაჩენად 0.3 მგ/მ3-ზე ნაკლებ კონცენტრაციებში; ან
b. შექმნილი ანტიქოლინესტერაზული საშუალების მოქმედების აღმოსაჩენად“.
აღნიშნული განმარტების მიხედვით, იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, ექცევა თუ არა Ultima-X ექსპორტის კონტროლის ქვეშ, უნდა განვახორციელოთ იმ ნივთიერებების იდენტიფიცირება, რომლის დეტექტირების შესაძლებელობაც აქვს ამ მოწყობილობას.
ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, Ultima-X ახორციელებს შემდეგი აირების მონიტორინგს: ნახშირბადის მონოქსიდი, ჟანგბადი, გოგირდის წყალბადი, ქლორი, აზოტის ოქსიდი, წყალბადის ციანიდი (1C450), ქლორწყალბადი (მომწ.), ქლორის დიოქსიდი (მომწ, ფეთქ.), წყალბადის ფტორიდი (1C350), მეთანი, პროპანი, აცეტილენი, ნახშირბადის დიოქსიდი, ფოსფინი ((მომწ.), არსინი (მომწ.), სილანი (მომწ.), დიბორანი (მომწ.), ბრომი, ფტორი, ამიაკი, წყალბადი, ეთილენოქსიდი ((ოქსირანი) მომწ.), ნახშირბადის მონოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის დიოქსიდი (1C111.a.3.b))
ეს მომწამლავი და საწვავი აირები გვხვდება ბუნებაში, მაგ. ნავთობის და ბუნებრივი აირის საბადოებში, გამოიყოფა საწარმოო და ქიმიური პროცესების დროს და ა.შ., მათ შორის: წყალბადის ციანიდი არის 1C450-ით განსაზღვრული ტოქსიკური ქიმიკატი, წყალბადის ფტორიდი (cas 7664-39-3) არის 1C350.b-ში კლასიფიცირებული ქიმიკატი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ტოქსიკური ქიმიური აგენტების პრეკურსორად, ხოლო ფოსფინი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ანტიქოლინესტერაზული საშუალება.
ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით, Ultima-X ჰაერში წყალბადის ფტორიდის შემცველობას ზომავს 0-10 ppm (parts per million) ანუ 0-8,81 მგ/მ3 დიაპაზონში, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია 1C350-ში მითითებული ქიმიკატების აღმოსაჩენად 0.3 მგ/მ3-ზე ნაკლებ კონცენტრაციებში.
იდენტიფიკაციის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ Ultima-X განეკუთვნება 2B351 ხუთსიმბოლოიან კოდში კლასიფიცირებულ მოწყობილობას.
ვინაიდან 2B351 არ არის მონიშნული ერთი ვარსკვლავით, მოცემული აირის დეტექტორის საქართველოში იმპორტზე ნებართვა არ გაიცემა.
5.5.4.3. მაგალითი 3. სადეტონაციო ზონარი[58]
საქონელი: სადეტონაციო ზონრები სავაჭრო დასახელებით Cordtex 5, Cordtex 10, Cordtex 40;
საბაჟო პროცედურა: იმპორტი
სასაქონლო კოდი: 3603 00 900 00
სადეტონაციო ზონრები Cordtex 5, Cordtex 10, Cordtex 40 გამოიყენება საამფეთქებლო (სამთო-მოპოვებითი, გვირაბების, გზების მშენებლობისას და ა.შ) სამუშაოების დროს სამრეწველო ასაფეთქებელ მუხტებში მადეტონირებელი იმპულსის გადაცემისთვის.
საკონტროლო ნუსხაში სიტყვით („სადეტონაციო“, „ზონარ“) და კორელაციის ცხრილში სასაქონლო კოდით ძებნის შედეგად, აღმოვაჩენთ, რომ 1A008(c*) ხუთსიმბოლოიან კოდში კლასიფიცირებულია სადეტონაციო ზონარი, რომლის 1 მეტრი შეიცავს 64 გრ. და მეტ ასაფეთქებელი მასალის გულს.
ამასთან 1A008 ხუთსიმბოლოიანი კოდის c* პუნქტი მონიშნულია ერთი ვარსკვლავით, რაც ნიშნავს, რომ ასეთი პარამეტრების მქონე სადეტონაციო ზონარი კონტროლს ექვემდებარება იმპორტის, ტრანზიტის და ექსპორტის დროს.
ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, სადეტონაციო ზონრები Cordtex 5, Cordtex 10, Cordtex 40, შეიცავს დარტყმაზე მგრძნობიარე ასაფეთქებელ ნივთიერებას პენტაერითრიტოლ ტეტრანიტრატს (PETN, CAS 78-11-5, დეტონაციის გავრცელების სიჩქარე 6110-7520 მ/წმ2) შემდეგი ოდენობებით:
Cordtex 5 - 4.6-5.8 გ/მ,
Cordtex 10 - 9.2-10.35 გ/მ,
Cordtex 40 - 37.5-40.0 გ/მ.
როგორც ვხედავთ, სადეტონაციო ზონარი Cordtex-ის ერთი მეტრი შეიცავს 64 გრ-ზე ნაკლებ ასაფეთქებელ ნივთიერებას და შესაბამისად, არ ექვემდებარება კონტროლს.
შენიშვნა: ყველა სახეობის სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვის წესები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №432 დადგენილებით დამტკიცებული „საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“, ხოლო სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვას გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.
5.5.4.4. მაგალითი 4. ქსელური მოწყობილობა (კომუტატორი)[59]
საქონელი: Cisco DSC9148D-8G16P-K9
სასაქონლო კოდი: 8517 62
საბაჟო პროცედურა: რეექსპორტი
დანიშნულების ქვეყანა: ირანი
ქსელური კომუტატორი (ე.წ. switch), ეს არის მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა კომპიუტერული ქსელის რამოდენიმე კვანძის დაკავშირება ერთი ან რამოდენიმე ქსელის სეგმენტის ფარგლებში. კომუტატორი მონაცემებს გადასცემს უშუალოდ იმ მიმღებ მოწყობილობას, რომლისთვისაცაა განკუთვნილი ეს მონაცემები და ამასთან, აკისრია კომპიუტერული ქსელის და მისი რესურსების ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის ფუნქციაც (მაგ. დაცვა არასანქცირებული შეღწევისგან).
ანალოგიური ფუნქციების მქონე მოწყობილობები, კლასიფიცირებულია საკონტროლო ნუსხის 5A002(a) ხუთსიმბოლოიან კოდში, კერძოდ:
"ინფორმაციის უსაფრთხოების" სისტემები, მოწყობილობები და კომპონენტები, რომელიც შექმნილი ან მოდიფიცირებულია „მონაცემთა კონფიდენციალობის კრიპტოგრაფიისთვის“, იყენებს ‘სიმეტრიულ გასაღებს, რომლის სიგრძე 56 ბიტზე მეტი ან ეკვივალენტურია’ და რომლის კრიპტოგრაფიული შესაძლებლობები შეიძლება გამოყენებულ ან აქტივირებული იქნას, ან აქტივირებულ იქნას „კრიპტოგრაფიული აქტივაციის“ მეშვეობით ისე, რომ არ გამოიყენებოდეს უსაფრთხო მექანიზმი, როგორიცაა: 2. ციფრული საკომუნიკაციო ან ქსელური სისტემები, მოწყობილობები და კომპონენტები...
ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, Cisco DSC9148D-8G16P-K9 იყენებს მონაცემთა გაშიფვრის ალგორითმს 128-bit AES.
Advanced Encryption Standard (AES) - ეს არის ბლოკური გაშიფვრის სიმეტრიული ალგორითმი, რომლის ბლოკის ზომა არის 128 ბიტი, ხოლო გასაღების სიგრძე 128/192/256 ბიტს შეადგენს.
ტექნიკური პარამეტრების შედარების შედეგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ კომუტატორი Cisco DSC9148D-8G16P-K9 არის ქსელური მწყობილობა, რომელიც იყენებს სიმეტრიულ ალგორითმს, რომლის გასაღების სიგრძე მეტია 56 ბიტზე და შესაბამისად, განეკუთვნება 5A002(a)-ში კლასიფიცირებულ საკონტროლო პროდუქციას.
ნუსხაში ჩართული პროდუქციის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რეექსპორტის/ექსპორტის განზრახვის დეკლარირებისას, საბოლოო მომხმარებლის ფაქტორთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2231/2015 რეზოლუციის მიხედვით, თუ საქონელი განეკუთვნება INFCIRC/254/Rev.12/Part1, INFCIRC/254/Rev.9/Part2 და S/2015/546 დოკუმენტებით განსაზღვრულ ნუსხებს, ამ შემთხვევაში ირანში ექსპორტი ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე; და
ე.წ. „ორი (**) ვარსკვლავი“-ს პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ თუ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, საბროკერო მომსახურება და ტექნიკური დახმარება ხორციელდება ქვეყანაში ან ქვეყნიდან, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციით ადევს სანქცია/ემბარგო, ეს პროდუქცია ითვლება რომ ორი (**) ვარსკვლავით აღნიშნულად და ნებართვა გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე (საქართველოს კანონი №1683, 29.11.2013, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი).
მოცემულ შემთხვევაში, კომუტატორი Cisco DSC9148D-8G16P-K9 არ არის ჩართული გაერო-ს INFCIRC/254/Rev.12/Part1, INFCIRC/254/Rev.9/Part2 და S/2015/546 დოკუმენტებით განსაზღვრულ ნუსხებში, მაგრამ ვინაიდან ირანზე კვლავ ვრცელდება გაერო-ს სანქციები, Cisco DSC9148D-8G16P-K9-ის ექსპორტს ესაჭიროება ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა, რომელიც გაიცემა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
5.5.4.5. მაგალითი 5. ცენტრიფუგული სეპარატორი[60]
საქონელი: ცენტრიფუგა Flottweg Decanter Z 4E-4
სასაქონლო კოდი: 8421 21 -8421 29
საბაჟო პროცედურა: დროებით შემოტანილი საქონლის რეექსპორტი
დანიშნულების ქვეყანა: ნიდერლანდები
ცენტრიფუგული სეპარატორები გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ნარევებიდან მყარი და თხევადი (ან მსუბუქი და მძიმე) ნივთიერებების მექანიკური განცალკევებისთვის და გვხვდება მრეწველობის პრაქტიკულად ყველა სექტორში, მათ შორის კვების, ფარმაცევტულ, ქიმიურ, ბიოტექნოლოგიურ, ნავთობმოპოვებით და ეკოლოგიური გადამუშავების სფეროებში. ასეთი ტიპის მოწყობილობები აგრეთვე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ბიოლოგიური იარაღის აგენტების და ტოქსინების გამოსაცალკევებლად მათი კულტივაციის გარემოდან. შესაბამისად, როგორც ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, ცენტრიფუგული სეპარატორები შეტანილია საკონტროლო ნუსხაში და კლასიფიცირებულია 2B352.c ხუთსიმბოლოიან კოდში. კერძოდ:
ცენტრიფუგული სეპარატორები, რომელსაც შეუძლია უწყვეტად სეპარირება, აეროზოლების გავრცელების გარეშე, ყველა შემდეგი მახასიათებლით:
1. საათში 100 ლიტრზე მეტი დინების სიჩქარით;
2. კომპონენტები დამზადებულია პოლირებული უჟანგავი ფოლადის ან ტიტანისაგან;
3. ორჯერადი ან მრავალჯერადი ჰერმეტიული შეერთება ნაკადის მომცველ არეში; და
4. შეუძლია ორთქლით in-situ სტერილიზება დახურულ მდგომარეობაში განახორციელოს.
შევადაროთ Flottweg Decanter Z 4E-4-ს ანალოგიური პარამეტრები 2B352.c-ში მოცემულ პარამეტრებს:
სეპარირება: 30 საათის განმავლობაშიმწარმოებლურობა - 20 მ³/სთ = 20000 ლ/სთ;კომპონენტები დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადით (AISI 316);ჰერმეტული შეერთებების და ადგილზე დახურულ მდგომარეობაში ორთქლით სტერილიზაციის შესახებ ტექნიკურ დოკუმენტაციაში არ ეთითება.
ვინაიდან, ბიოლოგიური აგენტების ეფექტური და უსაფრთხო სეპარირებისათვის, ცენტრიფუგული სეპარატორი აუცილებელად უნდა აკმაყოფილებდეს 2B352.c-ში მითითებულ ოთხივე მახასიათებელს, მოდელი Decanter Z 4E-4 არ განეკუთვნება კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციას.
5.5.4.6. მაგალითი 6. ქიმიური ნივთიერება დიმეთილსულფოქსიდი[61]
საქონლის დასახელება: ქიმიური ნივთიერება დიმეთილსულფოქსიდი D6-ის (Dimethylsulfoxide-d6, cas 2206-27-1)
საბაჟო პროცედურა: იმპორტი
სასაქონლო კოდი: 2845 90 100 00
დიმეთილსულფოქსიდი D6 არის დიმეთილსულფოქსიდის იზოტოპოლოგი (ქიმ. ფორმულით C2D6OS), რომელშიც წყალბადის ატომები ჩანაცვლებულია მისივე იზოტოპით: დეიტერიუმით.
დეიტერირებული დიმეთილსულფოქსიდი ფართოდ გამოიყენება, როგორც გამხსნელი ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსულ (მაგნიტურ-რეზონანსულ) სპექტროსკოპიაში.
სტრატეგიული თვალსაზრისით, დეიტერიუმი და დეიტერიუმის ნაერთები ფართოდ გამოიყენება ბირთვულ ენერგეტიკაში. დეიტერიუმს აქვს ნეიტრონების შენელების საუკეთესო თვისება, ხოლო დეიტერიუმის და ლითიუმის ნაერთი (ლითიუმის ჰიდრიდი) გამოიყენება წყალბადის ბომბში თერმობირთვული რეაქციების მისაღებად.
აღნიშნული სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, ორმაგი დანიშნულების საკონტროლო ნუსხის 0C003* ხუთსიმბოლოიან კოდში დაკლასიფიცირებულია დეიტერიუმი, მძიმე წყალი (დეიტერიუმის ჟანგი) და დეიტერიუმის სხვა ნაერთები, და დეიტერიუმის შემცველი ნარევები და ხსნარები, რომელშიც დეიტერიუმისა და წყალბადის იზოტოპების შეფარდება აღემატება 1:5000-ს.
ვინაიდან საკონტროლო ნუსხაში 0C003* ხუთსიმბოლოიანი კოდი მონიშნულია ერთი ვარსკვლავით (*), მაღალი იზოტოპური სისუფთავის დეიტერიუმის ნაერთის Dimethylsulfoxide-d6-ის საქართველოში იმპორტი ექვემდებარება სანებართვო კონტროლს.
შენიშვნა: კონკრეტულ შემთხვევაში პროდუქციის იდენტიფიცირების სისწორეს ადასტურებს მწარმოებლის მიერ ინვოისში მითითებული განმარტება, რომ აღნიშნული პროდუქციის ევროკავშირიდან ექსპორტი დაშვებულია ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვის საფუძველზე, EC 428(2009) რეგულაციის შესაბამისად.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით ტრანზიტულად გადაადგილებული ტვირთების დიდ ნაკადს.
საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულია სტრატეგიული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის სანებართვო კონტროლიც. ორმაგი დანიშნულების საკონტროლო ნუსხაში ვარსკვლავით მონიშნულია განსაკუთრებით სენსიტიური პროდუქცია, რომელიც ორმაგი დანიშნულების ნებართვას საჭიროებს ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის შემთხვევაში. აღნიშნულ პროდუქციას განეკუთვნება (თუმცა არ შემოიფარგლება):
ბირთვული" რეაქტორები და მათთვის სპეციალურად შექმნილი ან მომზადებული მოწყობილობა და კომპონენტები;"ბუნებრივი ურანი" ან "გაღარიბებული ურანი" ან თორიუმი, ლითონური, შენადნობის, ქიმიური ნაერთის ან კონცენტრატის ფორმით;"სპეციალური ხლეჩადი მასალები";ზოგიერთი ასაფეთქებელი მასალა, მუხტები, დეტონატორები და მათი კომპონენტები;ტრიტიუმისა და ლითიუმის წარმოების დანადგარები და შესაბამისი მოწყობილობა;სხვადასხვა სახის ზემტკიცე შენადნობები;ზოგიერთი რადიოაქტიური ნივთიერება;ზოგიერთი რადარული და ლოკაციური სისტემა;რაკეტმზიდები და რაკეტული ზონდები.ზემოაღნიშნული პროდუქციის სანებართვო კონტროლი ხორციელდება უწყებათაშორისი კოორდინაციის საფუძველზე. კერძოდ, ექსპორტზე, იმპორტზე და ტრანზიტზე გაიცემა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია, რომლს საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტი გასცემს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვას.
ორმაგი დანიშნულების საკონტროლო ნუსხა მოიცავს სტრატეგიული დანიშნულების პროდუქციის ფართო სპექტრს, თუმცა მაინც არსებობს ნაკლებად სტრატეგიული დანიშნულების პროდუქცია, რომელიც არ არის შეტანილი საკონტროლო ნუსხაში, მაგრამ შერსაძლებელია გამოყენებულ იქნას მასობრივი განადგურების იარაღისა და სარაკეტო სისტემების შექმნაში, განვითარებასა და წარმოებაში. ეს პროდუქცია შესაძლოა მოიცავდეს ტესტირების მოწყობილობებს, სხვადასხვა სახის მანქანა-დანადგარებს, ელექტრონულ კომპონენტებს და სხვ.
აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და რიგი ქვეყნების ექსპორტის კონტროლის სისტემა მოიცავს ე.წ. “CATCH ALL” პრინციპით კონტროლს, რაც გულისხმობს საბოლოო მომხმარებლის, საბოლოო მოხმარების და დანიშნულების ქვეყნის გათვალისწინებით ისეთი პროდუქციის სანებართვო კონტროლს, რომელსაც არ მოიცავს საკონტროლო ნუსხები.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, “CATCH ALL” კონტროლის პრინციპი დანერგილია საქართველოს ეროვნული ექსპორტის კონტროლის პრაქტიკაშიც.
„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად,
„საკონტროლო ნუსხით გაუთვალისწინებელი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტს ნებართვა ესაჭიროება, თუ:
ა) ექსპორტიორს ნებართვის გამცემმა გონივრული ვარაუდის საფუძველზე აცნობა, რომ პროდუქცია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ა.ა) ბიოლოგიური ან/და ქიმიური იარაღის, ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის შემუშავებასთან, განვითარებასთან, წარმოებასთან, მართვასთან, ექსპლუატაციასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან, შენახვასთან, აღმოჩენასთან, იდენტიფიცირებასთან ან გავრცელებასთან დაკავშირებით ან ასეთი იარაღის გადამტანი ჭურვის/რაკეტის შემუშავებასთან/განვითარებასთან, წარმოებასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან ან შენახვასთან დაკავშირებით;
ა.ბ) სამხედრო მიზნებისათვის, თუ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ან საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე ან საქართველოს მიერ ცალმხრივად მყიდველი მხარის ან საბოლოო დანიშნულების ქვეყნის მიმართ იარაღის ემბარგოა დაწესებული. სამხედრო მიზნებისათვის გამოყენება ამ მუხლში გულისხმობს:
ა.ბ.ა) საკონტროლო ნუსხით განსაზღვრულ სამხედრო პროდუქციაში ჩაყენებას/ჩამონტაჟებას;
ა.ბ.ბ) საწარმოო, საცდელი ან ანალიტიკური აღჭურვილობის და მისი კომპონენტის საკონტროლო ნუსხით განსაზღვრული სამხედრო პროდუქციის შემუშავებისთვის / განვითარებისთვის, წარმოებისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის გამოყენებას;
ა.ბ.გ) ნებისმიერი ნახევარფაბრიკატის / დაუსრულებელი პროდუქციის ამ კანონის საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული სამხედრო პროდუქციის წარმოებისთვის გამოყენებას;
ბ) ექსპორტიორისთვის ცნობილია ან მას აქვს გონივრული ვარაუდი, რომ ამ მუხლით განსაზღვრული პროდუქცია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ყველა ზემოთ აღნიშნული მიზნისათვის“.
ნაწილი 6: ორმაგი დანიშნულები ნებართვა
6.1. ნებართვის და ლიცენზიის ზოგადი ცნება;
6.2. ნებართვის გაცემის წესი და ვადები;
6.3. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვის ონლაინ მიღების წესი:
6.3.1. შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია;
6.3.2. ნებართვის მისაღებად განაცხადის შევსება;
6.1. ნებართვის და ლიცენზიის ზოგადი ცნება;
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ საქმიანობა ან ქმედება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეს ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის სფეროებს, ამ საქმიანობის ან ქმედების სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება ლიცენზიით ან ნებართვით.
საქართველოში მოქმედი ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ჩამონათვალი, ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესები განსაზღვრულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ლიცენზია არის განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება, რომელსაც საქართველოს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ანიჭებს პირს, მის მიერ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე.
საქართველოში გაიცემა სარგებლობის, საქმიანობის, გენერალური და სპეციალური ლიცენზიები.
მაგალითად,
საქმიანობის ლიცენზიებია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია, ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზია, სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზია, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზია, სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზია და სხვა.
სარგებლობის ლიცენზიის სახეებია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია და სხვა.
გენერალური ლიცენზიის საფუძველზე მფლობელს უფლება ეძლევა განახორციელოს ლიცენზიის ქვემდებარე რამდენიმე მსგავსი ტიპის საქმიანობა და ვალდებული არ არის ცალ-ცალკე მოიპოვოს თითოეული საქმიანობის ლიცენზია;
სპეციალური ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს განახორციელოს სპეციალური ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა ისე, რომ არ მოიპოვოს საქმიანობათა უფრო ფართო წრის მარეგულირებელი ლიცენზია.
ნებართვა არის ქმედების განხორციელების უფლება განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით და ადასტურებს ამ ქმედების კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას.
ზოგჯერ, ნებართვის მისაღებად სავალდებულოა შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის წარდგენა. მაგ. რადიოაქტიური მასალების იმპორტზე ნებართვის გაცემა ითვალისწინებს რადიოაქტიური მასალების მიმღები მხარის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის არსებობას.
6.2. ნებართვის გაცემის წესი:
- ნებართვის მაძიებელი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვის მისაღებად საბაჟო დეპარტამენტს ელექტრონულად წარუდგენს განაცხადს და საჭირო დოკუმენტებს;
- განაცხადის და თანდართული დოკუმენტების შემოწმებისთვის საბაჟო დეპარტამენტს აქვს 3 დღის ვადა.
- თუ განაცხადი ან თანდართულ დოკუმენტები არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას, ან წარდგენილი დოკუმენტები არასრულია, საბაჟო დეპარტამენტი განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ეს ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.
ამ დროს განაცხადის განხილვის ვადა ჩერდება.
თუ განმცხადებელს საჭირო დოკუმენტის ან ინფორმაციის მოსაძიებლად ესაჭიროება მეტი დრო, საბაჟო დეპარტამენტს შეუძლია გააგრძელოს მიცემული ვადა მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით. თუ განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელი ვერ მოიპოვებს და ვერ წარადგენს მოთხოვნილ დოკუმენტს ან ინფორმაციას, საბაჟო დეპარტამენტს აქვს უფლება განაცხადი დატოვოს განუხილველად.
განაცხადის განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი საბუთის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე.
- ნებართვის გამცემი ვალდებულია ზედმიწევნით შეისწავლოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის გაცემისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან.
თუ ნებართვის გამცემი მიიჩნევს, რომ ნებართვის გაცემისთვის დადგენილი ვადა არ არის საკმარისი ყველა გარემოების შესასწავლად (მაგ. ცნობების და საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად, საბუთების გამოსათხოვად, ექსპერტიზისთვის და სხვ.), მას აქვს უფლება 3 თვით გაახანგრძლივოს ნებართვის გაცემის ვადა. ვადის გაგრძელების შესახებ განმცხადებელს უნდა ეცნობოს განაცხადის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი ითვალისწინებს ნებართვის გაცემის ვადის კიდევ 3 თვით გახანგრძლივებას, მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
- თუ განაცხადი და ნებართვის გაცემისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია სრულფასოვნად იქნა წარდგენილი, საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია ნებართვა გასცეს განაცხადის წარდგენიდან 20 დღის ვადაში.
ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმცხადებელს უარის თაობაზე უნდა ეცნობოს განაცხადის მიღებიდან 20 დღის ვადაში.
- ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლამდე საბაჟო დეპარტამენტი ელექტრონულად გასცემს სანებართვო მოწმობას.
ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს საბაჟო დეპარტამენტთან ურთიერთობა აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით. ამ შემთხვევაში ნებართვის მისაღებად საჭირო ყველა ქმედებას ახორციელებს წარმომადგენელი.
ამისათვის, წარმომადგენელმა განაცხადთან ერთად უნდა წარადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი შეადგენს 30 ლარს („სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი).
მოსაკრებლის გადახდა ხდება 300773094 სახაზინო კოდზე.
6.3. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვის ონლაინ მიღების წესი.
6.3.1 შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვის ონლაინ მიღება შესაძლებელია შემოსავლების სასახურის ვებგვერდიდან http://rs.ge
როგორ უნდა გააკეთოთ ეს?
შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის ონლაინ რეჟიმში კომუნიკაციის წესი განსაზღვრულია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების III თავით.
შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge გამოყენებით.
პირველ რიგში, აუცილებელია მეწარმე სუბიექტი დარეგისტრირდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე თქვენ მიიღებთ პერსონალურ ბმულს, რომლიდანაც შეძლებთ ელექტრონული განცხადების შევსებას შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დაშვების მოთხოვნის მიზნით.
შემოსავლების სამსახურთან ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლა თქვენ შეგიძლიათ ვიდეოზარით მიმართვის (https://eservices.rs.ge/Registration.aspx) ან წერილობითი განცხადების საშუალებით (იხ. განცხადების ფორმა):
განცხადებაში უნდა მიეთითოს:
ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
გ) ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის სასურველი თარიღი;
დ) გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის ხელმოწერა.
განცხადების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ საგადასახადო სერვის ცენტში;
განცხადების შეტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თქვენ მიიღებთ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებას და მოკლე ტექსტური შეტყობინებით გეცნობებათ ავტორიზაციის შესახებ.
თუ განცხადებას არასწორად შეავსებთ, თქვენ მიიღებთ წერილობით უარს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე დაშვებაზე;
შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დაშვების მიღების შემდგომ, თქვენ უკვე გაქვთ პირადი გვერდი, რომლის მეშვეობით შეძლებთ ელექტრონულად ეკონტაქტოთ საბაჟო დეპარტამენტს და შეიტანოთ ელექტრონული განაცხადი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვის მისაღებად.
პირად გვერდზე შესვლა შესაძლებელია www.rs.ge-ს ჰორიზონტალურ მენიუში „სერვისები“ + „სისტემაში შესვლა“-ზე დაწკაპუნებით.
სახელის და პაროლის მითითების შემდეგ გაიხსნება თქვენი პირადი გვერდი, რომელიც ასე გამოიყურება:
6.3.2 ნებართვის მისაღებად განაცხადის შევსება;
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვის მისაღებად განაცხადის მოსაძებნად „აპლიკაციის სწრაფი ძებნა“-ში ჩაწერეთ სიტყვა „განცხადებები“ ან დააწკაპუნეთ მწვანე ზოლის მარცხნივ მოთავსებულ „ “ სიმბოლოზე და ჩამოშლილ მენიუში აირჩიეთ „განცხადებები“.
აირჩიეთ ფანჯარა ახალი განცხადების რეგისტრაცია.
გამოჩნდება ფანჯარა, სადაც მოცემულია განცხადებების ჩამონათვალი. საძიებო სტრიქონში ჩაწერეთ სიტყვა „ორმაგი“ და თქვენს წინაშეა განაცხადის ფორმების დასახელებები, რომლებიც უნდა შეავსოთ ნებართვის მისაღებად:
აირჩიეთ განაცხადის ფორმა თქვენს მიერ განსახორციელებელი ოპერაციის შესაბამისად. მაგ. „ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმა“
ელექტრონულ ფორმებში მოცემულია ყველა ის ველი, რომელსაც შეიცავს „ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების და ტექნიკური დახმარების სანებართვო მოწმობებისა და ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №291 ბრძანებით დამტკიცებული განაცხადის ფორმები.
და დაიწყეთ შევსება:
ელექტრონულ ფორმაში შესავსებ ყველა გრაფას მითითებული აქვს გრაფაში ჩასაწერი მონაცემის დასახელება და განმცხადებლისთვის ამ ფორმის შევსება არ წარმოადგენს სირთულეს.
პროდუქციის აღწერისა და მისი საბოლოო მოხმარების შესახებ ინფორმაციისთვის გამოიყენება შემდეგი გრაფები:
გრაფა: პროდ. დასახელება / აღწერა - ეთითება საქონლის ტექნიკური და სავაჭრო დასახელება, მოდელი, ფუნქციონალური დანიშნულება, გამოყენების სფერო, ის პარამეტრები, რომლის მიხედვითაც განხორციელდა პროდუქციის იდენტიფიკაცია - საკონტროლო ნუსხისთვის მიკუთვნება და სხვა;
გრაფა: სეს კოდი - ეთითება თერთმეტნიშნა სასაქონლო კოდი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“-ის შესაბამისად;
შენიშვნა: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 211-ე მუხლის მიხედვით „საქონლის კოდს განსაზღვრავს დეკლარანტი“. თუ თქვენ ვერ შეძლებთ საქონლის კოდის განსაზღვრას, შეგიძლიათ მიმართოთ შემოსავლების სამსახურს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის წესი განისაზღვრება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანების მე-20 მუხლით.
სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა არის ფასიანი მომსახურება, მომსახურების ტარიფი (დღგ-ის ჩათვლით) განისაზღვრება მომსახურების ვადის მიხედვით და 30 სამუშაო დღეში გადაწყვეტილების გაცემის საფასური შეადგენს 0 ლარს, 10 სამუშაო დღეში - 250 ლარს, 5 სამუშაო დღეში - 500 ლარს, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N96 დადგენილების შესაბამისად
გრაფა: საკ. ნუსხის ხუთ სიმბოლოიანი კოდი - ეთითება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილებით დამტკიცებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხაში ამ საქონლისთვის განსაზღვრული ხუთსიმბოლოიანი კოდი;
შენიშვნა: თუ თქვენ ვერ ახერხებთ პროდუქციისთვის ხუთსიმბოლოიანი კოდის განსაზღვრას, შეგიძლიათ წერილობითი შეკითხვით მიმართოთ საბაჟო დეპარტამენტს, რომელიც დაადგენს საქონლის შესაბამისობას საკონტროლო ნუსხაში მოცემულ პროდუქციასთან.
გრაფა: ღირებულება - ეთითება საქონლის საკონტრაქტო ღირებულება;
გრაფა: ვალუტა - ეთითება ფულის ერთეულის დასახელება, რომელშიც ხორიელდება ყიდვა/გაყიდვის ოპერაცია კონტრაქტის მიხედვით (აირჩიეთ ქვედა გრაფაში);
გრაფა: რაოდენობა - სანებართვო საქონლის რაოდენობა. საბაჟო დეკლარაციაში მითითებული რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადში მითითებული საქონლის რაოდენობას. შესაძლებელია განაცხადში/ნებართვაში მითითებული საქონლის რაოდენობა დადეკლარირდეს რამოდენიმე საბაჟო დეკლარაციით, და გატანილი/შემოტანილი იქნეს რამოდენიმე სასაქონლო პარტიის სახით, ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში.
გრაფა: საზომი ერთეული - აირჩიეთ შესაბამისი ზომის ერთეული ქვედა გრაფაში;
გრაფა: წარმოშობის ქვეყანა - აირჩიეთ წარმოშობის ქვეყანა ქვედა გრაფაში;
გრაფა: ექსპორტის ქვეყანა - მიეთითება იმ ქვეყნის დასახელება, საიდანაც წარმოებს ექსპორტი, დასახელების არჩევა შესაძლებელია ქვედა გრაფაში;
გრაფა: იმპორტის ქვეყანა - მიეთითება იმ ქვეყნის დასახელება, რომელშიც ხორციელდება საქონლის იმპორტი, დასახელების არჩევა შესაძლებელია ქვედა გრაფაში;
გრაფა: საბოლოო დანიშ. ქვეყანა - მიეთითება იმ ქვეყნის დასახელება, სადაც უნდა მოხდეს საქონლის გამოყენება, დასახელების არჩევა შესაძლებელია ქვედა გრაფაში;
გრაფა:პროდ. საბოლოო მოხმარების აღწერა - ამ გრაფაში განმცხადებელმა უნდა მიუთითოს ინფორმაცია, რომელსაც ის ფლობს პროდუქციის საბოლოო გამოყენების შესახებ.
მნიშვნელოვანია, ყველა გრაფა შეივსოს განსაკუთრებული სიზუსტით და მონაცემები შეესაბამებოდეს საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ მონაცემებს.
ერთი განაცხადის შევსება შესაძლებელია რამოდენიმე სახის პროდუქციაზე ნებართვის მისაღებად. გრაფაზე „შემდეგი“ დაწკაპუნებით გაიხსნება დამატებითი გვერდი ყოველი მომდევნო პროდუქციის შესახებ ინფორმაციისთვის:
გრაფაზე „წინა“ დაწკაპუნებით დაბრუნდებით უკან, წინა გვერდზე, და შეძლებთ მონაცემების შეცვლას ან/და კორექტირებას.
შემდეგ გრაფაში აირჩიეთ საბაჟო გაფორმების ადგილი, სადაც გსურთ მიიღოთ ნებართვა. სასურველია აირჩიოთ ის გაფორმების ეკონომიკური ზონა ან განყოფილება, სადაც წარადგენთ საბაჟო დეკლარაციას.
მომდევნო გრაფები განკუთვნილია განმცხადებლის, ექსპორტიორის, იმპორტიორის, საბოლოო მომხმარებლის და გარიგებაში მონაწილე მესამე პირის შესახებ ინფორმაციის და საკონტაქტო მონაცემებისთვის.
მნიშვნელოვანია იცოდეთ: თუ თქვენს პროდუქციას აწვდით რამდენიმე ტვირთმიმღებს/იღებთ სხვადასხვა გამომგზავნისგან ან აგზავნით რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში/იღებთ სხვადასხვა ქვეყნიდან ან პროდუქცია განკუთვნილია რამდენიმე საბოლოო მომხმარებლისთვის, თითოეული კონკრეტული შემთხვევისთვის უნდა შეავსოთ ცალკე განაცხადი.
გრაფებში: განმცხადებლის სახელი გვარი/სახელწოდება, მისამართი, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ელ-ფოსტა, ვებ. გვერდის მისამართი, ჩაიწერება იმ პირის მონაცემები, ვინც უშუალოდ ავსებს განცხადებას. განცხადება შეიძლება შეავსოს თვითონ ექსპორტიორმა ან მისმა წარმომადგენელმა.
შენიშვნა: „საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში“ (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 37.)
გრაფებში: ექსპორტიორის სახელი გვარი/სახელწოდება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ელ-ფოსტა, ვებ. გვერდის მისამართი) ჩაიწერება შესაბამისი ინფორმაცია პირის შესახებ, ვინც ახორციელებს ექსპორტს.
საქართველოს კანონმდებლობით ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის/იმპორტის უფლება აქვს როგორც საქართველოს რეზიდენტს, ასევე არარეზიდენტ პირს. მაგრამ სავალდებულოა იგი დარეგისტრირებული იყოს საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და მინიჭებული ქონდეს საიდენტიფიკაციო ნომერი. ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომრად გამოიყენება მისი პირადი ნომერი.
გრაფებში: საკონტაქტო პირი (სახელი გვარი, თანამდებობა, მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი) ჩაიწერება ექსპორტიორი (წარმომადგენელი) კომპანიის იმ თანამშრომლის მონაცემები, ვისთანაც ნებართვის გამცემს შესაძლებლობა ექნება უშუალოდ იყოს დიალოგის რეჟიმში ნებართვის გაცემის პროცესში;
გრაფებში: „იმპორტიორის სახელი გვარი/სახელწოდება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ელ-ფოსტა, ვებ. გვერდის მისამართი)“ და
„საბოლოო მომხმარებლის სახელი გვარი/სახელწოდება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ელ-ფოსტა, ვებ. გვერდის მისამართი)“ ჩაიწერება იმპორტის ქვეყანაში ტვირთის მიმღების მონაცემები. ხშირად, ტვირთის მიმღები და პროდუქციის საბოლოო მომხმარებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა პირი.
გრაფებში: „საბოლოო მომხმარებლის სახელი გვარი/სახელწოდება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ელ-ფოსტა, ვებ. გვერდის მისამართი)“ ჩაიწერება იმ უცხოური საწარმოს მონაცემები, რომელმაც პროდუქცია უნდა გამოიყენოს მისი ფუნქციონალური დანიშნულებით, გადაამუშაოს ან ჩაამონტაჟოს სხვა მოწყობილობაში და სხვ.
თუ იმპორტიორი და საბოლოო მომხმარებელი ერთი და იგივე პირია, იმპორტიორის და საბოლოო მომხმარებლის გრაფებში ჩაიწრება ერთიდაიგივე ინფორმაცია.
გრაფებში: „გარიგებაში მონაწილე მესამე მხარის სახელი გვარი/სახელწოდება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ელ-ფოსტა, ვებ. გვერდის მისამართი) ჩაიწერება მონაცემები, თუ გარიგებაში მონაწილეობას იღებს მესამე პირი (მაგ. ეს შეიძლება იყოს გადამზიდავი, ბროკერი და სხვა).
გრაფა: პროცედურის განხორციელებისათვის საჭირო სავარაუდო დრო: პროდუქციის საქართველოდან გატანის/საქართველოში შემოტანის სავარაუდო თარიღი;
შემდეგ აირჩიეთ ოპერაცია, რომლის შესრულებაზეც ითხოვთ ნებართვას:
იმპორტი - მოიცავს საქართველოში უცხოური საქონლის მუდმივად ან დროებით შემოტანას, შიდა გადამუშავების ან საწყობის რეჟიმში მოთავსებას, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეტანას;
ექსპორტი - მოიცავს საქართველოდან უცხო ქვეყანაში საქონლის მუდმივად ან დროებით გატანას, გარე გადამუშავების ან რეექსპორტის რეჟიმში მოქცევას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის სხვა ქვეყანაში გატანას;
ტრანზიტი - მოიცავს უცხოური საქონლის გადაადგილებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ განმცხადებლისთვის ცნობილია ან მას აქვს გონივრული ვარაუდი, რომ მისი პროდუქცია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის ან სამხედრო მიზნებისათვის, მან უნდა აცნობოს აღნიშნულის შესახებ ნებართვის გამცემს.
თუ ელექტრონული განაცხადის გრაფებზე „შესაძლოა პროდუქცია გამიზნული იყოს მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად?“ და „შესაძლოა პროდუქცია გამიზნული იყოს სამხედრო მოხმარებისათვის? “ კურსორს გააჩერებთ, გამოჩნდება შეკითხვის სრული ტექსტი, რომელზედაც პასუხის გაცემა მოგიწევთ:
გახსოვდეთ: თქვენი გულწრფელი პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია ნებართვის გამცემისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხოლო არასწორი პასუხი შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს!
გრაფები: კონტრაქტი , მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლის აღწერილობა , თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია, ასატვირთი დოკუმენტი - იძლევა ელექტრონული ფორმით შესაბამისი დოკუმენტის ატვირთვის შესაძლებლობას.
ღილაკზე „ “ დაწკაპუნებით განაცხადი გადაეგზავნება საბაჟო დეპარტამენტს და ნებართვის გამცემი დაიწყებს განაცხადის განხილვას.
ნებართვის გაცემაზე თანხმობის შემთხვევაში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვას მიიღებთ ელექტრონული ფორმით.
შენიშვნა: შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკაში ელექტრონული განაცხადი ნებართვის გამცემს ხშირად მიეწოდება არასრულად ან შეცდომებით შევსებული, რის გამოც განაცხადი ხარვეზდება და არ მიიღება წარმოებაში. ამის მიზეზი ხშირად ხდება მაგ. გრაფაში პროდ. დასახელება / აღწერა სანებართვო პროდუქციის შესახებ მწირი ინფორმაციის (ხშირად მხოლოდ საქონლის დასახელების) ჩაწერა, სეს ესნ სასაქონლო და საკონტროლო ნუსხის ხუთსიმბოლოიანი კოდების აღრევა ან/და არასწორი კლასიფიცირება, განაცხადზე არასაკმარისი დოკუმენტაციის ელექტრონულად მიბმა და ა.შ.
ნაწილი 7: საბაჟო სამსახურის უფლებამოსილება და როლი საქართველოს ექსპორტის კონტროლის სისტემაში
7.1 საბაჟო დეპარტამენტისფუნქციები და სტრუქტურა
მთელს მსოფლიოში, საბაჟო სამსახურებს აკისრია უნიკალური და მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობა, აკონტროლოს საზღვარზე გადაადგილებული ადამიანების, საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების უწყვეტი ნაკადი. ამასთან, საბაჟო ასრულებს მნიშვნელოვან როლს საქონლის უკანონო გადაადგილებასთან დაკავშირებული რისკებისგან საზოგადოების დაცვის საქმეში.
თუ წარსულში საბაჟო სამსახურების ფუნქციები შემოიფარგლებოდა მხოლოდ გადასახადების ადმინისტრირებით, დღეისათვის, ეს მოვალეობები საგრძნობლად გაფართოვდა და მოიცავს:
▪ იმპორტის გადასახდელების ადმინისტრირებას;
▪ ეროვნული ეკონომიკური ინტერესების დაცვას;
▪ საზოგადოების და გარემოს დაცვას საზღვარზე სახიფათო და აკრძალული ნივთიერებების, ცეცხლსასროლი იარაღის, ნარკოტიკული ნივთიერებების, ნარჩენების უკანონო გადაზიდვებისა და კონტრაბანდის აღკვეთის გზით;
▪ ვაჭრობის ხელშეწყობას;
▪ უსაფრთხოების დაცვას (ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების აღკვეთა).
შესაბამისად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 1540(2004) რეზოლუციის მოთხოვნები ქვეყნების მიმართ, ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული მასალებით, დანადგარებით და ტექნოლოგიებით ვაჭრობასთან დაკავშირებით განახორციელონ ეფექტური სასაზღვრო კონტროლი და საკანონმდებლო ზომები ასეთი საგნების უკანონო ბრუნვის და გადაცემის გამოვლენის, აღკვეთის და თავიდან აცილების მიზნით (პარაგრაფი 3 (c)) და შეიმუშაონ, სრულყონ, გადახედონ, განაახლონ და შეინარჩუნონ ეფექტური კონტროლი ნაციონალურ დონეზე ასეთი საგნების ექსპორტზე და ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე (პარაგრაფი 3 (d)), უშუალოდ უკავშირდება საბაჟო ორგანოების საქმიანობას.
საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ფუნქციებში შედის საზღვარზე გადაადგილებული საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელება და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა. მათ შორის:
საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ექვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანაზე ან გადმოტანაზე საბაჟო კონტროლი;ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელება;სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი;ნარკოტიკული და ფსიქოტროპიული ნივთიერებების, პრეკურსორების და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების გადაადგილებაზე კონტროლი;გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით, მათი ნაწილებითა და დერივატებით (CITES) საერთაშორისო ვაჭრობის წესების დაცვა;სამოქალაქო იარაღის, სამხედრო პროდუქციის, ბირთვული, რადიაქტიული მასალების, რადიაქტიული ნარჩენების, ორმაგი დანიშნულების საქონლის, საშიში ქიმიური ნივთიერებების, ოზონდამშლელი ნივთიერებების, ნარჩენების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, ფარმაცევტული პროდუქტის, არაიოდიზებული მარილის და საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანაზე სანებართვო კონტროლის და მონიტორინგის განხორციელება;ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის და მგზავრთა გადაყვანის კონტროლი;ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვების, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა;ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციასთან დაკავშირებული საბროკერო მომსახურების და ტექნიკური დახმარების ნებართვების გაცემა;არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემა;ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების, სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა; საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა;საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენებით გარკვეული ტიპის პროდუქციისთვის (დიზელის საწვავი, ბენზინი, სამშენებლო მასალები, ბიტუმი, მინერალური წყალი და სხვ.) დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დაცვა და სხვ.;მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით და ეროვნული კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საქმეში, აღნიშნულ ფუნქციებს შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საზღვარზე გადაადგილების კონტროლი.ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საბაჟო კონტროლს საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების“ და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესაბამისად.
საბაჟო დეპარტამენტი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურული ერთეული და თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.
დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, სოსო (კობა) აბზიანიძის ქუჩა №4
საბაჟოს სტრუქტურა მოიცავს 12 სამმართველოს, რომლებიც კომპეტენციის შესაბამისად ახორციელებენ საბაჟო კონტროლს, საქონლის გაფორმებას და გადასახადების ადმინისტრირებას, რისკების იდენტიფიკაციას და ანალიზს, რისკის პროფილების შემუშავებას, არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმებას, პროდუქციის იდენტიფიცირებას, სანებართვო პირობების კონტროლს და ა.შ.
დეპარტამენტის სამმართველოებია:
• მომსახურების ხარისხის მონიტორინგის სამმართველო;
• საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო;
• საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო;
• სამართლებრივ საკითხთა სამმართველო;
• საბაჟო რისკების მართვის სამმართველო;
• საქონლის გაფორმების მონიტორინგის სამმართველო;
• საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო;
• არასატარიფო კონტროლის სამმართველო;
• სპეციალური ტექნიკის სამმართველო;
• სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველო;
• კინოლოგიის სამმართველო;
• მონაცემთა დამუშავების სამმართველო;
ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი როლი ეკისრება არასატარიფო კონტროლის სამმართველოს, რომლის ფუნქციებში შედის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვების გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან, ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, პროდუქციის იდენტიფიკაცია და ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის მიკუთვნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, კონტროლის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შემუშავება, საბაჟო გამშვები პუნქტებისთვის და ნებართვის გამცემი თანამშრომლებისთვის კონსულტაციების გაწევა, ბიზნესის ინფორმირება და სხვ.
საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო კონტროლის პროცედურები, საქონლის იდენტიფიკაცია და ნებართვის გაცემა ხდება ხუთ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზ) და 4 განყოფილებაში:
• თელავის გაფორმების განყოფილება (ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41);
• ახალციხის გაფორმების განყოფილება (ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54);
• ქუთაისის გაფორმების განყოფილება (ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5);
• რუსთავის გაფორმების განყოფილება (ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36);
• გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისი“ (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ);
• გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისი 2“ (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ);
• გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ბათუმი“ (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ; ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. №11);
• გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ფოთი“ ( ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №32);
• გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტი“ (ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია);
საბაჟოს სტრუქტურა მოიცავს 24 საბაჟო გამშვებ პუნქტს (მათ შორის 4 ფუნქციონირებს თბილისის ტექნოლოგიური პარკის, ფოთის და ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში), სადაც ხდება ნებართვის წარდგენა, პროდუქციის იდენტიფიცირება, სანებართვო პირობების კონტროლი:
• საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილო“ (საქართველო-სომხეთის საზღვარი);
• საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-სარკინიგზო“ (საქართველო-სომხეთის საზღვარი);
• საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ (საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი);
• საბაჟო გამშვები პუნქტი „ახკერპი“ (საქართველო-სომხეთის საზღვარი);
• საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“ (საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი);
• საბაჟო გამშვები პუნქტი „მტკვარი“ (საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი);
• საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი“ (საქართველო-სომხეთის საზღვარი);
• საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“ (საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი);
• საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყარო“(საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი);
• საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ (საქართველო-რუსეთის საზღვარი;
• საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“ (საქართველო თურქეთის საზღვარი);
• საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ (საქართველო-სომხეთის საზღვარი);
• საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ (საქართველო თურქეთის საზღვარი);
• საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“;
• საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“;
• საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“;
• საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“;
• საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი“;
• საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი - ახალქალაქი სარკინიგზო“ (საქართველო თურქეთის საზღვარი);
• საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“ (საქართველო თურქეთის საზღვარი).
7.2 საბაჟო პროცედურები
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას/საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას სავალდებულოა ამ საქონლის წარდგენა საბაჟო ორგანოსთვის და საქონლის შესახებ იმ ზოგადი მონაცემების მიწოდება, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას, ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების მომენტიდან საქონლის გატანამდე მოქცეულია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ/შემოტანამდე ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ადგილზე გაფორმებას.
საბაჟო ორგანოსთვის საქონლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას, საქონლის მფლობელმა/საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა/საქონლის მესაკუთრემ ან მისმა წარმომადგენელმა საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარუდგინოს:
სატრანსპორტო დოკუმენტი (სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი/კონოსამენტი/ავიაზედნადები/სარკინიგზო ზედნადები),საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის დედანი ან ასლი [62];ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის/ექსპორტის/ტრანზიტის ნებართვა[63];რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტის, ექსპორტის, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა (ასეთი ნებართვის საჭიროების შემთხვევაში)[64];სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მძღოლის სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადებითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში)[65];საქართველოს მრავალმხრივი საერთაშორისო და ორმხრივი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის ნებართვა/ავტორიზაცია.დანართი VII_1: ADR-ის და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესაბამისობა იხ. ცხრილში:
UN №
დასახელება
CAS №
ECCN
HS code
0030, 0255, 0456
დეტონატორები, ელექტრო, ასაფეთქებელი სამუშაოებისთვის
1A007*.b
3603 00 900 00
0059, 0439, 0440, 0441
მუხტები, კუმულაციური დეტონატორის გარეშე
1A008.a
3602 00 000 00
0065, 0102, 0104, 0106, 0107, 0257, 0289, 0290, 0367, 0408-0410
სადეტონაციო ზონარი
1A008.c*
3603 00 100 00
3603 00 900 00
2032
წითელი კვამლიანი აზოტმჟავა (IRFNA)
8007-58-7
1C111.a.3.e
2808 00 000 00
0075
დიეთილენგლიკოლდინიტრატი
693-21-0
1C111.c.5
2909 49 800 00
2909 19 900 00
2905 59 990 0
0282
ნიტროგუანიდინი (პიკრიტი)
556-88-7
1C011.d
2929 90 000 00, 3602 00 000 00
1032
დიმეთილამინი
124-40-3
1C350.16
2921 11 001 00
1046
ჰელიუმ 3 (3He)
7440-59-7
1C232
2804 29 100 00
1051
წყალბადის ციანიდი
74-90-8
1C450.a.6
2811 12 000 00
1052
წყალბადის ფტორიდი
7664-39-3
1C350.24
2811 11 000 00
2421
დიაზოტ-ტრიოქსიდი
10544-73-7
1C111.a.3.a
2811 29 300 00
1067
დიაზოტ-დიოქსიდი
10102-44-0
1C111.a.3.b
2811 29 300 00
1067
დიაზოტ-ტეტროქსიდი
10544-72-6
1C111.a.3.b
2811 29 300 00
1975
აზოტის შერეული ოქსიდები (MON)
1C111.a.3.d
2811 29 300 00, 2811 29 900 00
1076
ფოსგენი: კარბონილ დიქლორიდი
75-44-5
1C450.a.4
2812 11 000 00
1135
2-ქლოროეთანოლი (107-07-3)
107-07-3
1C350.15
2905 59 980 00
1154
დიეთილამინი
109-89-7
1C350.64
2921 19 500 00
1158
დიიზპროპილამინი
108-18-9
1C350.48
2921 19 990 00
1160
დიმეთილამინი
124-40-3
1C350.16
2921 11 001 00
1336
ნიტროგუანიდინი
556-88-7
1C011.d
2925 29 000 00
1340
ფოსფორის პენტასულფიდი
1314-80-3
1C350.47
2813 90 100 00
2814
ინფექციური ნივთიერება, სახიფათო ადამიანებისთვის
1C351
3002 90 500 00
3002 90 900 00
2900
ინფექციური ნივთიერება, სახიფათო მხოლოდ ცხოველებისთვის
1C352
3002 90 500 00
3002 90 900 00
3373
ინფექციური ნივთიერება,
1C351
3002 90 500 00
3002 90 900 00
3172
"ტოქსინები" და ამგვარი "ტოქსინების ქვედანაყოფები"
1C351.d.
3002 90 500 00
3002 90 900 00
3245
გენეტიკურად მოდიფიცირებული "მიკროორგანიზმები"
1C353
3002 90 500 00
3002 90 900 00
1358
ცირკონიუმის ფხვნილი
7440-67-7
1C011.a, 1C111.a.2.a
8109 20 000 00
1385
ნატრიუმის სულფიდი
1313-82-2
1C350.50
2830 10 000 00
1396
ალუმინის ფხვნილი
7429-90-5
1C111.a.1
7603 10 000 00; 7603 20 000 00
1401
კალციუმი
7440-70-2
1C227
2805 12 000 00
1415
ლითიუმი
7439-93-2
1C233
2805 19 900 00
1415
ლითიუმ 6
14258-72-1
1C233
2845 90 900 00
1418
მაგნიუმის ფხვნილი
7439-95-4
1C011.a, 1C111.a.2.c
8104 30 000 00
1467
გუანიდინის ნიტრატი
506-93-4
1C011.c
2925 29 000 00
1560
დარიშხანის ტრიქლორიდი
7784-34-1
1C350.31
2812 19 900 00
1567
ბერილიუმის ფხვნილი
7440-41-7
1C111.a.2.b
8112 12 000 00
1580
ქლოროპიკრინი: ტრიქლორონიტრომეთანი
76-06-2
1C450.a.7
2904 91 000 00
1581
1582
1583
1589
ციანოგენის ქლორიდი
506-77-4
1C450.a.5
2853 10 000 00
1614
წყალბადის ციანიდი
74-90-8
1C450.a.6
2811 12 000 00
1680
კალიუმის ციანიდი
151-50-8
1C350.40*
2837 19 000 00
1689
ნატრიუმის ციანიდი
143-33-9
1C350.45*
2837 11 000 00
1690
ნატრიუმის ფტორიდი
7681-49-4
1C350.43
2826 19 100 00
1727
ამონიუმის წყალბადფტორიდი
1341-49-7
1C350.42
2826 19 900 00
1749
ქლორის ტრიფტორიდი (ClF3)
7790-91-2
1C238
2812 90 000 00
1790
წყალბადის ფტორიდი
7664-39-3
1C350.24
2811 11 000 00
1806
ფოსფორის პენტაქლორიდი
10026-13-8
1C350.38
2812 14 000 00
1809
ფოსფორის ტრიქლორიდი
7719-12-2
1C350.7
2812 13 000 00
1810
ფოსფორის ჟანგქლორიდი
10025-87-3
1C350.2
2812 12 000 00
1811
კალიუმის ბიფტორიდი
7789-29-9
1C350.41
2826 19 900 00
1812
კალიუმის ფტორიდი
7789-23-3
1C350.14
2826 19 900 00
1828
გოგირდის დიქლორიდი
10545-99-0
1C350.52
2812 16 000 00
1828
გოგირდის მონოქლორიდი
10025-67-9
1C350.51
2812 15 000 00
1836
თიონილ ქლორიდი
7719-09-7
1C350.9
2812 17 000 00
1849
ნატრიუმის სულფიდი
1313-82-2
1C350.50
2830 10 000 00
1869
მაგნიუმი
7439-95-4
1C228
8104 11 000 00
1957
დეიტერიუმი
7782-39-0
0C003
2845 90 100 00
2008
ცირკონიუმის ფხვნილი
7440-67-7
1C011.a, 1C111.a.2.a
8109 20 000 00
2323
ტრიეთილ ფოსფიტი
122-52-1
1C350.30
2920 24 000 00
2329
ტრიმეთილ ფოსფიტი
121-45-9
1C350.8
2920 23 000 00
2421
დიაზოტ-ტრიოქსიდი
10544-73-7
C111.a.3.a
2811 29 300 00
2439
ნატრიუმის ბიფტორიდი
1333-83-1
1C350.44
2826 19 900 00, 2826 19 100 00
2674
ნატრიუმის ჰექსაფთოროსილიკატი
16893-85-9
1C350.62
2826 90 800 00
2686
დიეთილამინოეთანოლი
100-37-8
1C350.49
2922 19 000 00
2817
ამონიუმის წყალბადფტორიდი
1341-49-7
1C350.42
2826 19 900 00, 2826 19 100 00
2977
რადიოაქტიური მასალა, ურანის ჰექსაფტორიდი
7783-81-5
0C001 0C002
2844 10 300 00
2978
რადიოაქტიური მასალა, ურანის ჰექსაფტორიდი
7783-81-5
0C001 0C002
2844 10 300 00
3294
წყალბადის ციანიდი
74-90-8
1C450.a.6
2811 12 000 00
3413
კალიუმის ციანიდი
151-50-8
1C350.40*
2837 19 000 00
3414
ნატრიუმის ციანიდი
143-33-9
1C350.45*
2837 11 000 00
3415
ნატრიუმის ფტორიდი
7681-49-4
1C350.43
2826 19 100 00
3421
კალიუმის ბიფტორიდი
7789-29-9
1C350.41
2826 19 900 00
3422
კალიუმის ფტორიდი
7789-23-3
1C350.14
2826 19 900 00
საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილად ითვლება „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ატვირთული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის და სხვა ნებართვები და არ არის სავალდებულო ნებართვის მფლობელის მიერ მისი მატერიალური სახით წარდგენა.
თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა წარდგენილი ნებართვა, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დეკლარანტს მიეცემა ნებართვის წარმოდგენისთვის ან საქონლის უკან დაბრუნებისთვის 3 სამუშაო დღის ვადა (საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას). თუ დადგენილ ვადაში დეკლარანტმა ვერ შეძლო ნებართვის მოპოვება, საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან უზრუნველყოფს საქონლის განადგურებას მესაკუთრის ან მფლობელის (მათ შორის, საბაჟო საწყობის) ხარჯით.
საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისთვის, ან წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად იმპორტისთვის ან ტექნიკის სახით დროებითი შემოტანისთვის განკუთვნილ საქონელს ან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს საქონლის შემოტანა/გატანას არ ესაჭიროება ნებართვა და საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ.
შემოტანისას საბაჟო პუნქტიდან გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე და გატანის შემთხვევაში - პირიქით, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება 100 კმ-ზე ერთი დღის გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტით გადაადგილების ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს (საბაჟო საწყობში ან საბაჟო ტერმინალში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში 20-დღიანი ვადის დინება ჩერდება და განახლდება დროებითი შენახვის დასრულებისთანავე).
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ზონებს შორის საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ქვეშ ელექტრონული აღრიცხვის მეშვეობით.
საბაჟო ორგანოში სანებართვო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების საქონლის დეკლარირება ხდება საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, წინასწარ ან საქონლის შემოტანისას/გატანისას.
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გაფორმებისას, გაფორმების საბაჟო ორგანოს, დეკლარაციასთან ერთად უნდა წარედგინოს:
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვა. ამასთან, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას ნებართვის წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდითა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერით დამოწმებული ასლის სახით[66];სატრანსპორტო დოკუმენტი;საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი: ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი;წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი – თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, ხოლო საბაჟო საწყობში განთავსებულ საქონელზე − საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი);საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ დეკლარირებული საქონლის სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს;წინმსწრები დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) – საბაჟო დეკლარაცია, მოწმობა, განაცხადი;საგადასახადო შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;ლიცენზია/ნებართვა/სერტიფიკატი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. ექსპორტის შემთხვევაში ამ დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდითა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერით დამოწმებული ასლების სახით.საქონლის წარდგენის და დეკლარირების ვადების დარღვევის, ლუქების თვითნებურად დარღვევისთვის, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე და ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისთვის, სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევისთვის და სხვა საბაჟო სამართალდარღვევებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ჯარიმის დაკისრებით.
იმის დასადგენად, განეკუთვნება თუ არა საქონელი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საკონტროლო ნუსხას ან ექვემდებარება თუ არა სანებართვო კონტროლს, საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე საქონლის მფლობელს შეუძლია საზღვრიდან ან გაფორმების საბაჟოდან, წერილობითი შეკითხვით მიმართოს საბაჟო დეპარტამენტს.
ამომწურავი პასუხის მისაღებად, აუცილებელია წერილობით განცხადებას დაერთოს საქონლის ტექნიკური აღწერილობა, რომელიც შეიცავს იდენტიფიკაციისთვის საჭირო პარამეტრებს, ინფორმაცია მწარმოებელი ქარხნის, გამგზავნის, მიმღების და საბოლოო მოხმარების შესახებ, გარიგების დამადასტურებელი კომერციული დოკუმენტი და სხვა საჭირო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია.
თუ საბაჟო დეპარტამენტი ვერ ახდენს საქონლის იდენტიფიცირებას ტექნიკურ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, იგი უფლებამოსილია, აიღოს გამოკვლევისათვის საჭირო საქონლის სინჯები ან/და ნიმუშები, დანიშნოს ექსპერტიზა, საქონლის მფლობელს მოსთხოვოს აკრედიტირებული ლაბორატორიის ან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, მოითხოვოს ტექნიკური დახმარება ან თვითონ განახორციელოს შემოწმება მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: საქართველოს კანონმდებლობით, საბაჟო ორგანოს მინიჭებული აქვს განსაკუთრებული უფლება, შეაჩეროს ტვირთი, რომელზეც გაცემულია ნებართვა. „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია შეაჩეროს პროდუქციის ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, თუ წარმოიქმნა ან აღმოჩნდა ახალი გარემოებები, რომლებიც კომპეტენტური ორგანოს მიერ შესწავლას საჭიროებს და რომლებიც ვერ იქნებოდა გათვალისწინებული ნებართვის გაცემისას. ასეთ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური საქმეს საკითხის ხელახალი განხილვისათვის უგზავნის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს“.
ნაწილი 8: ნებართვის მაძიებლის უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები
თუ გადავხედავთ მასობრივი განადგურების იარაღის და სარაკეტო ტექნოლოგიების შექმნის და გავრცელების ისტორიას, დავინახავთ, რომ ამაში ერთ-ერთი ძირითადი როლი ითამაშა ორმაგი დანიშნულების საგნებით ლეგალურმა თუ არალეგალურმა ვაჭრობამ.
დაინტერესებული პირები, ხშირად მთავრობების ხელშეწყობითაც, ქმნიდნენ რთული გეოგრაფიის მქონე სავაჭრო ქსელებს და ქვეყნიდან ქვეყანაში რამდენჯერმე გადაყიდვის და გადაცემის შემდეგ, ერთი შეხედვით უწყინარი პროდუქცია ხვდებოდა იმ ადამიანების ხელში, ვინც ამას იყენებდნენ ბირთვული ბომბის, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ბიოლოგიური, ქიმიური ან სხვა სახის იარაღის შესაქმნელად, ტერორისტული მიზნებისათვის, თუნდაც მცირე მასშტაბის, მაგრამ საზოგადოებისთვის ზიანის და ფატალური შედეგების მომტანი ქმედებებისთვის. დღესაც, ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების/ემბარგოს მიუხედავად, ეს ქვეყნები მაინც ახერხებენ შეიძინონ საჭირო საგნები და მასალები და გამოიყენონ სამხედრო მიზნებისათვის. მაგალითად, ჩრდ. კორეამ შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია სარაკეტო პროგრამის განვითარებაში და როგორც ვარაუდობენ, ასეთი შედეგის მიღება მოახერხა მაღალმწარმოებლური თხევადსაწვავანი ძრავების შეძენით უცხოური წყაროდან.
თანამედროვე მსოფლიოს შეშფოთებას იწვევს ტრაგიკული შემთხვევები, რომლებიც უკავშირდება რადიოაქტიური, ქიმიური თუ ბიოლოგიური მასალების უკანონო გამოყენებას.
მაგალითისთვის:
ქიმიური იარაღის გამოყენება სირიაში: 2011-2018 წლების განმავლობაში გაერო-ს კომისიამ დააფიქსირა ქიმიური შეტევის 33 შემთხვევა. მძიმე შედეგები მოჰყვა ერთ-ერთ ბოლო შემთხვევას ქალაქ დუმაში 2018 წლის 7 აპრილს, როდესაც 70 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე ასეულმა მიიღო მძიმე მოწამვლა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოწამვლა გამოიწვია ზარინის ბომბებმა (არსებობს ვერსია ქლორის ბომბების გამოყენების შესახებაც).
სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ეს შეიძლება ყოფილიყო ე.წ. კასრის ბომბები, კუსტარული, ლითონის ცილინდრული ტევადობები, რომლებიც შევსებულია ასაფეთქებელი ნივთიერებით, დამაზიანებელი ნამსხვრევებით ან/და მომწამლავი აირით. ასაფეთქებლად გამოიყენებენ სასუქის, ამონიუმის ნიტრატის და რომელიმე საწვავის ნარევს, ე.წ. ANFO(Ammonium Nitrate/Fuel Oil)-ს, რომელიც კარგადაა ცნობილი მათთვის, ვინც ვაჭრობს ან იყენებს სამრეწველო ასაფეთქებლებს, ხოლო მომწამლავი აირის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს როგორც ზარინმა, ასევე ჩვეულებრივმა ქლორმა. ქლორი, როგორც ქიმიური იარაღი, პირველად გამოყენებულ იქნა პირველ მსოფლიო ომში, გერმანელების მიერ, იპრთან ბრძოლის დროს. ეს არის ჰაერზე მძიმე აირი და მისი ჩასუნთქვა იწვევს გაგუდვას და ფილტვის ქსოვილის დაზიანებას.
ქიმიური შეტევა ტოკიოს მეტროში: ეს იყო ტერორისტული აქტი ნერვულ-პარალიტიკური ზემოქმედების მქონე მომწამლავი ნივთიერების, ზარინის გამოყენებით.
1995 წლის 20 მარტს, ნეორელიგიური დესტრუქციული სექტის „აუმ სინრიკიო“-ს მიერ ორგანიზებული იქნა აქტი, რომელსაც სხვადასხვა წყაროების მიხედვით 10-დან 27-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 5000-6300-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის მოწამვლა.
შემდგომში გამოირკვა, რომ სექტის წევრები ზარინს თვითონ ამზადებდნენ, ხოლო დამზადების ტექნოლოგია მათ შეისყიდეს სხვა ქვეყანაში.
პოლიტიკური სკანდალები მოჰყვა ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლას რადიოაქტიური ნივთიერება პოლონიუმ-210-ით 2006 წელს და სოლსბერის შემთხვევას, როდესაც სკრიპალების მოსაკლავად გამოყენებული იქნა ე.წ.„ნოვიჩოკი“-ს კლასის სამხედრო მომწამლავი ნივთიერება А-234.
ზემოთ მოყვანილი მაგალითები ცხადყოფს, რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის ზოგიერთი კატეგორიის საქონლით უკონტროლო ვაჭრობა და გამოყენება და ზუსტად ამიტომ, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულმა პირებმა კარგად უნდა გააცნობიერონ თავიანთი როლი საერთაშორისო უსაფრთხოების და მშვიდობის დაცვაში.
ეფექტური ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის სისტემა უნდა მოიცავდეს ბიზნესის წარმომადგენელთა და საზოგადოების ყველა სფეროს ჩართულობას და არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სანებართვო კონტროლითა და იძულებითი ღონისძიებებით.
ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობის უფლება აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნებს და საქართველოს კანონმდებლობით მათ ეკისრებათ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.
ამ ნაწილში გაეცნობით ინფორმაციას ამ ვალდებულებების და უფლებების შესახებ და მიიღებთ რამდენიმე რჩევას, როგორ აიცილოთ თავიდან საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული შეფერხებები.
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვა უნდა მოიპოვს საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილე პირმა, თუ იგი:
▪ აწარმოებს საქართველოდან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დროებით ან მუდმივ გატანას ან/და საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის უცხო ქვეყანაში ან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში არარეზიდენტისათვის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის ნებისმიერი გზით მიწოდებას (ექსპორტიორი);
▪ ახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განსაზღვრული კატეგორიის (საკონტროლო ნუსხაში ერთი (*) ან ორი (**) ვარსკვლავით მონიშნული) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დროებით ან მუდმივ შემოტანას (იმპორტიორი);
▪ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაზიდავს საკონტროლო ნუსხაში ერთი (*) ან ორი (**) ვარსკვლავით მონიშნულ ორმაგი დანიშნულების პროდუქციას;
▪ ახორციელებს ერთი უცხო ქვეყნიდან მეორე უცხო ქვეყანაში პროდუქციის ყიდვის, გაყიდვის ან მიწოდების ორგანიზებას, მათ შორის, ოფიციალურ მოლაპარაკებებს, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიის გარეთ არსებული პროდუქციის ყიდვას, გაყიდვას ან მიწოდებას სხვა ქვეყანაში (ბროკერი)[67];
▪ უცხო ქვეყანაში უწევს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეკეთებასთან, განვითარებასთან, დამზადებასთან, აწყობასთან, ტესტირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ მომსახურებას. ტექნიკური დახმარება შეიძლება მოიცავდეს ინსტრუქტაჟს, წვრთნას, სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გაზიარებას, საკონსულტაციო მომსახურებას და ნებისმიერ ზეპირი ფორმის დახმარებას.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ:
თუ ექსპორტიორისთვის, იმპორტიორისთვის, გადამზიდავისთვის, ტექნიკური დახმარების გამწევისთვის ან/და ბროკერისთვის გახდება ცნობილი ან მას აქვს გონივრული ვარაუდი, რომ მისი საქონელი ან მომსახურება მყიდველის მიერ რაიმე სახით გამოყენებული იქნება ბიოლოგიური, ქიმიური, ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის ან ასეთი იარაღის გადამტანი ჭურვის/რაკეტის შემუშავების, განვითარების, წარმოების, ექსპლუატაციის, შეკეთების, შენახვის, აღმოჩენის, იდენტიფიცირების, გავრცელების ან სამხედრო მიზნებისთვის[68], იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს ნებართვის გამცემს.
ნებართვის მაძიებლის უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით.
ნებართვის მაძიებელი უშუალოდ უნდა ახორციელებდეს სანებართვო ქმედებას. ტრანზიტის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი შესაძლებელია იყოს როგორც საქონლის მფლობელი, აგრეთვე გადამზიდველიც.
8.1 ექსპორტის, ტექნიკური დახმარების და საბროკერო მომსახურების შემთხვევაში ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები
ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად საბაჟო დეპარტამენტს ელექტრონული ფორმით უნდა წარუდგინოს (გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ეს ტექნიკურად შეუძლებელია, დასაშვებია დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენაც):
განაცხადი[69];საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის) ან იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები (ფიზიკური პირისთვის). საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები[70].ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (აქვს იგივე ძალა, რაც საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას);სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი[71];სანებართვო ქმედების დამადასტურებელი გარიგების/დოკუმენტის (ხელშეკრულება, ინვოისი) დედანი ან მისი დამოწმებული ასლი;პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა (ტექნიკური პასპორტი, MSDS[72] და სხვა)[73];საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დადებითი რეკომენდაცია, თუ საკონტროლო ნუსხაში ორმაგი დანიშნულების პროდუქცია ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით იქნება აღნიშნული ან/და არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ პროდუქცია დანიშნულების ქვეყანაში გამოყენებული იქნება მასობრივი იარაღის შექმნისთვის/სამხედრო მიზნებისთვის[74]. ხუთსიმბოლოიანი კოდები ნუსხაში ორი (**) ვარსკვლავით მონიშნული არ არის, მაგრამ ასეთად ჩაითვლება ნებისმიერი ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, თუ მისი ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, საბროკერო მომსახურება და ტექნიკური დახმარება ხორციელდება ქვეყანაში ან ქვეყნიდან, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციით ადევს სანქცია/ემბარგო.იმპორტის ქვეყანაში გაცემული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი ან მისი დამოწმებული ასლი; [75]სხვა დოკუმენტაცია, რომელსაც მოითხოვს ნებართვის გამცემი საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად;„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზია ან/და ნებართვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში[76].8.2 იმპორტის შემთხვევაში ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები
იმპორტზე ნებართვა ესაჭიროება იმ შემთხვევაში, თუ საკონტროლო ნუსხაში ორმაგი დანიშნულების პროდუქცია ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით არის აღნიშნული.
ერთი ვარსკვლავით (*) საკონტროლო ნუსხაში აღნიშნულია: 0A001, 0B001, 0B002, 0B004, 0C001, 0C002, 0C003, 1A007, 1A008c, 1A008d, 1A226, 1B226, 1B227, 1B229, 1B231, 1B233a, 1B233b.1, 1B233b.4., 1C004, 1C012, 1C225, 1C233, 1C235, 1C236, 1C237, 1C239, 1C350. 40, 1C350 .45, 6A008, 6B008, 6B108, 7A106, 9A104, 9B001 ხუთნიშნა კოდებში კლასიფიცირებული პროდუქცია.
ხუთსიმბოლოიანი კოდები ნუსხაში ორი (**) ვარსკვლავით მონიშნული არ არის, მაგრამ ასეთად ჩაითვლება ნებისმიერი ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, თუ მისი ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, საბროკერო მომსახურება და ტექნიკური დახმარება ხორციელდება ქვეყანაში ან ქვეყნიდან, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციით ადევს სანქცია/ემბარგო.
იმპორტიორმა ნებართვის მისაღებად საბაჟო დეპარტამენტს ელექტრონული ფორმით უნდა წარუდგინოს (გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ეს ტექნიკურად შეუძლებელია, დასაშვებია დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენაც):
განაცხადი[77];საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის) ან იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები (ფიზიკური პირისთვის). საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.[78]ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (აქვს იგივე ძალა, რაც საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას);სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;[79] ორმაგი დანიშნულების პროდუქციის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი შეადგენს 30 ლარს.სანებართვო ქმედების დამადასტურებელი გარიგების/დოკუმენტის (ხელშეკრულება, ინვოისი) დედანი ან მისი დამოწმებული ასლი;პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა (ტექნიკური პასპორტი, MSDS[80] და სხვა);[81]საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დადებითი რეკომენდაცია;სხვა საჭირო დოკუმენტაცია, რომელსაც მოითხოვს ნებართვის გამცემი საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად;„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზია ან/და ნებართვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. [82]ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვასთან ერთად, შესაძლებელია წარედგინოს მაგ. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია, სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზია, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზია, განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზია და სხვა.
8.3 ტრანზიტის შემთხვევაში ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები:
ტრანზიტულად გადაადგილებისას ნებართვა ესაჭიროება იმ შემთხვევაში, თუ თუ საკონტროლო ნუსხაში ორმაგი დანიშნულების პროდუქცია ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით იქნება აღნიშნული.
ერთი ვარსკვლავით (*) საკონტროლო ნუსხაში აღნიშნულია 0A001, 0B001, 0B002, 0B004, 0C001, 0C002, 0C003, 1A007, 1A008c, 1A008d, 1A226, 1B226, 1B227, 1B229, 1B231, 1B233a, 1B233b.1, 1B233b.4., 1C004, 1C012, 1C225, 1C233, 1C235, 1C236, 1C237, 1C239, 1C350. 40, 1C350 .45, 6A008, 6B008, 6B108, 7A106, 9A104, 9B001 ხუთნიშნა კოდებში კლასიფიცირებული პროდუქცია.
ხუთსიმბოლოიანი კოდები ნუსხაში ორი (**) ვარსკვლავით მონიშნული არ არის, მაგრამ ასეთად ჩაითვლება ნებისმიერი ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, თუ მისი ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, საბროკერო მომსახურება და ტექნიკური დახმარება ხორციელდება ქვეყანაში ან ქვეყნიდან, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციით ადევს სანქცია/ემბარგო.
გადამზიდავმა ან საქონლის მფლობელმა ნებართვის მისაღებად საბაჟო დეპარტამენტს ელექტრონული ფორმით უნდა წარუდგინოს (გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ეს ტექნიკურად შეუძლებელია, დასაშვებია დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენაც):
განაცხადი;[83]საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის) ან იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები (ფიზიკური პირისთვის). საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.[84]ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (აქვს იგივე ძალა, რაც საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას);სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;[85] ორმაგი დანიშნულების პროდუქციის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი შეადგენს 30 ლარს.სანებართვო ქმედების დამადასტურებელი გარიგების/დოკუმენტის (ხელშეკრულება, ინვოისი) დედანი ან მისი დამოწმებული ასლი;პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა (ტექნიკური დოკუმენტაცია, MSDS[86] და ა.შ);[87]საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დადებითი რეკომენდაცია;სხვა საჭირო დოკუმენტაცია, რომელსაც მოითხოვს ნებართვის გამცემი საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად;„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზია ან/და ნებართვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;[88]გადამზიდველისათვის გადაზიდვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან მისი დამოწმებული ასლი;ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის და იმპორტის ნებართვები ან მათი დამოწმებული ასლი, თუ ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარ ნებართვებს;იმპორტის ქვეყანაში გაცემული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი ან მისი დამოწმებული ასლი.8.4 ნებართვის მოქმედების ვადა და ნებართვის მოპოვების ვალდებულებისგან გათვისუფლება
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვის მოქმედების ვადა ეთითება ამ ნებართვის სპეციალურ გრაფაში ნებართვის გამცემის მიერ. თუ ნებართვაში ვადა მითითებული არ არის, იგულისხმება, რომ ნებართვა მოქმედებს მისი გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვა არ ესაჭიროება:
საქართველოს სამინისტროს;სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას;საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირს − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს.„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ “საქართველოს კანონის შესაბამისად ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან ნაწილობრივ თავისუფლდებიან[89]:
საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, რომლებიც მოქმედებენ ოფიციალური დიპლომატიური მიზნების ფარგლებში; დანებართვის მაძიებელი, რომელიც ახდენს პროდუქციის ექსპორტს ან იმპორტს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებისათვის ან მისი მოთხოვნით.თუ საკონტროლო ნუსხაში ორმაგი დანიშნულების პროდუქცია ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით არის აღნიშნული, ნებართვის მაძიებელმა თავდაპირველად უნდა მიმართოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას რეკომენდაციის მისაღებად, ხოლო შემდეგ − საბაჟო დეპარტამენტს - ნებართვის მიღების მიზნით.[90]
8.5 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია[91]
სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია ფუნქციონირებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და მასში შედიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ფინანსთა სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
რეკომენდაციის მისაღებად კომისიას უნდა წარედგინოს განცხადება წერილობითი ფორმით.
განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
კომისიის დასახელება; განმცხადებლის ვინაობა ან დასახელება, პირადი ან საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი; მოთხოვნა;პროდუქციის დასახელება და მისი რაოდენობა/მოცულობა;განმცხადებლის ხელმოწერა;განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა;განცხადებაში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი, მათ შორის, სანებართვო ქმედებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. სხვა დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მისაღებად.რეკომენდაციის მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
რეკომენდაციის მოქმედების ვადაა 12 თვე მისი ძალაში შევლის დღიდან.
კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს შემდეგ კრიტერიუმებს:
საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესები;მასობრივი განადგურების იარაღის და შეიარაღების გაუვრცელებლობის საკითხებზე საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები;საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა, ასევე, ამ ქვეყნის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დაცვა;საბოლოო დანიშნულების ქვეყნის შიდა მდგომარეობა დაძაბულობის და შეიარაღებული კონფლიქტების მხრივ;რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება;მყიდველი ქვეყნის დამოკიდებულება ტერორიზმისადმი, მის მიერ გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა.შესაბამისად, კომისია არ გასცემს დადებით რეკომენდაციას:
თუ განმცხადებლის ქმედება ეწინააღმდეგება:საქართველოს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს;გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს სანქციების/ემბარგოს დაწესების შესახებ;ბირთვული, მასობრივი განადგურების და სხვა სახის იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს;თუ არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ პროდუქცია გამოყენებული იქნება მიმღები ქვეყნის შიგნით რეპრესიების (მათ შორის: წამება და სხვა სასტიკი, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა, სიკვდილით დასჯა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ადამიანის გაუჩინარება, თვითნებური დაპატიმრება, საერთაშორისო აქტებით აღიარებული ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური ძირითადი უფლებების დარღვევა) მოსაწყობად ან/და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის მიზნით;თუ არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ მიმღები პროდუქციას გამოიყენებს სხვა ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიული მიზნისთვის;თუ არსებობს პროდუქციის არასასურველ ადგილზე რეექსპორტის ან ტერორისტულ ორგანიზაციაზე ან ტერორისტზე გადაცემის რისკი და სხვ.პირი, რომელმაც მიიღო ორმაგი დანიშნულების პროდუქცის ნებართვა და ახორციელებს სანებართვო ქმედებებს, ვალდებულია:
აცნობოს ნებართვის გამცემს, თუ ნებართვის გაცემისათვის წარდგენილ დოკუმენტებში შეიტანს რაიმე სახის ცვლილებას ან შესწორებას;შექმნას შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას;[92]მუდმივად აწარმოოს საინფორმაციო ბაზა, რომელიც მას საშუალებას მისცემს, ნებართვის გამცემს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ანგარიში სანებართვო ქმედების განხორციელების მდგომარეობის შესახებ;გონივრულ ვადაში წარუდგინოს ნებართვის გამცემს სანებართვო ქმედებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან დოკუმენტი, რათა მან განახორციელოს სანებართვო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონტროლის ღონისძიებები.აწარმოოს სანებართვო საქმიანობის რეესტრი, რომელიც ინახება 6 წლის განმავლობაში. ამ ვადის ათვლა იწყება იმ კალენდარული წლის ბოლოდან, როდესაც ამოიწურება ნებართვის მოქმედების ვადა. ამასთან, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები შეინახოს იგივე ვადის განმავლობაში, თუნდაც შესაბამისი კანონმდებლობით უფრო მცირე ვადა იყოს დადგენილი.მნიშვნელოვანია, ნებართვის მფლობელმა იცოდეს, რომ სანებართვო პირობების დარღვევამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნებართვის გაუქმება (ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება), რეკომენდაციის გაუქმება და სისხლისსამართლებრივი დევნაც კი.
მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214, 235 და 2351 მუხლები ითვალისწინებს სასჯელს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებით უკანონო ქმედებებისთვის (დეტალები იხილეთ 4.6 პუნქტში).
ნაწილი 9: საბოლო მომხმარებლის სერტიფიკატი, რჩევები ბიზნესისთვის
9.1 საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის ცნება
საბოლო მომხმარებლის სერტიფიკატი (სერტიფიკატი) ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ექსპორტის კონტროლის განხორციელებისას და შეიცავს ინფორმაციას საქონლის გამოყენების საბოლოო მიზნის, საბოლოო დანიშნულების ქვეყნის და მომხმარებლის შესახებ. ეს არის ერთგვარი საგარანტიო დოკუმენტი პროდუქციის გამოყენების შესახებ და წარმოადგენს ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის განუყოფელ ნაწილს.
„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის N372 დადგენილების მე-8 მუხლის მიხედვით „სერტიფიკატი არის კანონით განსაზღვრული პროდუქციის საბოლოო მოხმარების მიზნის დამადასტურებელი, საბოლოო მომხმარებელი ქვეყნის და მომხმარებლის აღმნიშვნელი დოკუმენტი“.
პროდუქციის საქართველოში იმპორტის დროს, ექსპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის შემთხვევაში, სერტიფიკატს გასცემს და ამოწმებს პირი, რომელიც საქართველოში საბოლოოდ მოიხმარს ამ საქონელს ან ტექნოლოგიას. ეს შეიძლება იყოს სამთავრობო დაწესებულება ან მეწარმე სუბიექტი.
საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:
ექსპორტიორის დასახელება და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები;იმპორტიორის დასახელება და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები;საბოლოო მომხმარებელი და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები;პროდუქციის აღწერილობა, რაოდენობა და ღირებულება;პროდუქციის გამოყენების სფერო;საბოლოო მომხმარებლის ვალდებულება:რომ ეს საგანი გამოყენებული არ იქნება მგი-ს და მისი გადატანის საშუალებების შესაქმნელად; დაარ განახორციელებს მესამე ქვეყანაში გადაცემას/რეექსპორტს, საქართველოს უფლებამოსილი უწყების ნებართვის გარეშე.იმპორტიორი, ანუ ტვირთის მიმღები და საბოლოო მომხმარებელი შესაძლებელია არ იყოს ერთიდაიგივე პირი.
ტვირთის მიმღები არის პირი, რომლის მისამართზეც იგზავნება საქონელი, ხოლო საბოლოო მომხმარებელი - გამოიყენებს ამ საქონელს მისი დანიშნულების მიხედვით.
მაგალითად, თუ საქართველოს ექსპორტიორი ნატრიუმის ციანიდის მიწოდებაზე კონტრაქტს აფორმებს სხვა ქვეყნის X კომპანიასთან, ხოლო X კომპანია ყიდის ნატრიუმის ციანიდს ამ ქვეყანაში ოქროს მომპოვებელ Y კომპანიაზე, ამ შემთხვევაში ტვირთის მიმღები არის X კომპანია, ხოლო საბოლოო მომხმარებელი −Y კომპანია.
მნიშვნელოვანია, ექსპორტიორი ფლობდეს ინფორმაციას გარიგებაში მონაწილე უცხოელი პარტნიორების და საქონლის საბოლოო გამოყენების შესახებ, ვინაიდან ნებართვის მისაღებად განცხადების შევსებისას მან ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ნებართვის გამცემს.
საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს შეიძლება ქონდეს საქართველოს ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი ფორმა:
საქართველოში იმპორტისას წარსადგენი ფორმა
საქართველოდან ექსპორტისას წარსადგენი ფორმა
9.2 რჩევები ბიზნესისთვის: როგორ ავიცილოთ საკონტროლო პროდუქციის გადაადგილებისას პრობლემები
ხშირია შემთხვევები, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობის მონაწილე პირისთვის საქონლის საზღვარზე გადაადგილების ან საბაჟო ორგანოში დეკლარაციის წარდგენის მომენტში ხდება ცნობილი, რომ მისი კუთვნილი პროდუქციის საბაჟო გაფორმებისთვის აუცილებელია ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვა ან/და ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლებელია საქონელი განეკუთვნებოდეს საკონტროლო ნუსხას.
ასეთ დროს იწყება უსიამოვნებები:
საბაჟო პროცედურები ჩერდება, ვიდრე არ მოხდება საქონლის იდენტიფიკაცია ან/და ნებართვის წარდგენა; საქონელს უკან აბრუნებენ; ან ტვირთი საბაჟო გამშვებ პუნქტში ილუქება და იგზავნება საბაჟო ტერმინალში.
უნებართვოდ გადაადგილებისას საბაჟოს მიერ საქონლის შეჩერებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ჯარიმების გადახდა, საქონლის ტრანსპორტირების ხარჯების გაზრდა, სანქციების დაკისრება, საქონლის ჩამორთმევა და განკარგვაც კი (სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა ან განადგურება).
იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ასეთი უარყოფითი შედეგები, საქონლის მფლობელმა ზედმიწევნით უნდა დაიცვას და შეასრულოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები და წესები, რისთვისაც სასურველი იქნებოდა:
სავაჭრო პარტნიორთან ხელშეკრულების გაფორმებამდე მოახდინოს საქონლის იდენტიფიკაცია, ანუ განსაზღვროს, არის თუ არა ვაჭრობის საგანი ორმაგი დანიშნულების.განახორციელოს საქონლის კლასიფიკაცია სეს ესნ-ს მიხედვით;მოიპოვოს ინფორმაცია პარტნიორის შესახებ. მაგ. ექსპორტიორი წინასწარ დარწმუნდეს, რომ მისი პარტნიორი არ არის შეყვანილი გაეროს მიერ სანქცირებული პირების ნუსხებში ან საეჭვო კომპანიებთან დაკავშირებული კომპანია და მის მიერ გაყიდული საქონელი არ იქნება გამოყენებული ტერორისტული ან საომარი მიზნებისთვის (იხილეთ გაეროს ნუსხა ვებგვერდზე:);იცოდეს, მოქმედებს თუ არა ემბარგო/სანქციები მოვაჭრე ქვეყნის მიმართ და მისი ქმედებით ხომ არ არღვევს საერთაშორისო შეთანხმების წესებს;იცოდეს საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ (იხ. გაეროს ვებგვერდი და ამ სახელმძღვანელოს ნაწილი X);იცოდეს ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტების და საბაჟო პროცედურების შესახებ.იცნობდეს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის წესებს და სხვა.ნაწილი 10: შიდა შესაბამისობის პროგრამა[93]
საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეფექტური ეროვნული ექსპორტის კონტროლის სისტემის ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით.
სახელმწიფოს როლი ექსპორტის კონტროლის სფეროში ეს არის ექსპორტის კონტროლის ეფექტურ რეგულირებაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება, გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესრულება, რაც გამოიხატება საერთაშორისო შეთნხმებებისა და ხელშეკრულებების იმპლემენტაციასა და აღსრულებაში.
მრეწველობის ვალდებულება კი არის ექსპორტის კონტროლთთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის დაცვა.
იმისათვის, რომ კომპანიებმა შეძლონ სახელმწიფოს მიერ გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციების და ექსპორტის კონტროლის ეროვნული სისტემის მოთხოვნების დაცვა, სასურველია კომპანიის შიგნით შეიმუშაონ და დანერგონ ე.წ შიდა შესაბამისობის სისტემები (შიდა კონტროლის სისტემა, შიდა შესაბამისობის პროგრამა).
„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია ნებართვის მფლობელის შემდეგი ვალდებულებები:
„ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები, მათ შორის:
ა) ნებართვის გაცემისათვის წარდგენილი დოკუმენტების შეცვლისას ამის თაობაზე აცნობოს ნებართვის გამცემს;
ბ) შექმნას შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას;
გ) მუდმივად აწარმოოს საინფორმაციო ბაზა, რომელიც მას საშუალებას მისცემს, ნებართვის გამცემს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ანგარიში სანებართვო ქმედების განხორციელების მდგომარეობის შესახებ;
დ) არ შეაფერხოს და ხელი შეუწყოს ნებართვის გამცემს, რათა მან განახორციელოს სანებართვო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონტროლის ღონისძიებები.
„შიდა კონტროლის სისტემის“ ზუსტი ახსნა, შექმნის და ფუნქციონირების წესები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არ არის და შესაბამისად ვფიქრობთ, ქვემოთ მოცემული განმარტებები და რეკომენდაციები კარგ სამსახურს გაუწევს კომპანიებს, შეიმუშაონ და დანერგონ შიდა კონტროლის სისტემის საკუთარი მოდელი.
შიდა შესაბამისობის პროგრამა - ეს არის ერთგვარი შეთანხმება, რითაც კომპანია იძლევა გარანტიებს, რომ ის განახორციელებს მხოლოდ კანონიერ გარიგებებს, ჯეროვნად შეასრულებს სახელმწიფოს მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებს და დაიცავს კომპანიის მიერ გაცხადებულ ექსპორტის პოლიტიკას.
შიდა შესაბამისობის პროგრამა მოიცავს პროცედურების და ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც უნდა შეასრულოს ორგანიზაციამ, ექსპორტის კონტროლის წესების დაცვის მიზნით.
უფლებამოსილმა თანამშრომლებმა საქონლის უცხო ქვეყანაში გაგზავნა უნდა განახორციელონ დადგენილი პროცედურების და ღონისძიებების სრული დაცვით (მაგ. მყიდველის და პროდუქციის საბოლოო მომხმარებლის ზედმიწევნით შესწავლა და სხვ).
არსებობს შიდა შესაბამისობის პროგრამის მრავალი მოდელი. ერთ-ერთი გამორჩეულად ეფექტური სისტემა შეიმუშავა გერმანულმა კომპანიამ „Leybold“-მა 1990-იანი წლების დასაწყისში. ეს იყო პერიოდი, როდესაც გერმანიის მთავრობამ დაიწყო არსებული ექსპორტის კონტროლის სისტემის გადაფასება და „Leybold“-ის მიერ დანერგილი შიდა შესაბამისობის პროგრამა არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ აიღო კომპანიამ პასუხისმგებლობა, დაეცვა გერმანიის გამკაცრებული ექსპორტის კონტროლის მარეგულირებელი აქტების მოთხოვნები, ხშირად კომპანიისთვის მეტად მომგებიან გარიგებებზე უარის თქმის ხარჯზეც კი.[94]
შიდა შესაბამისობის სისტემა უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად ღონისძიებებს:
რეგულარული კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობა ექსპორტის მალიცენზირებელ/ნებართვის გამცემ უწყებებთან/სააგენტოებთან;ინფორმაციის მუდმივი მიღება ექსპორტის კონტროლის მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში განხორციელებულ ცვლილებებსა და განახლებების შესახებ;ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების და პრობლემების ცენტრალიზება;პროცედურების სტანდარტიზება;ყველა შეკვეთის და მოთხოვნის წინასწარ შეტყობინების და შემოწმების უზრუნველყოფა;ყველა მგრძნობიარე ექსპორტის ოპერაციის შესახებ შეთანხმებული და სრულფასოვანი დოკუმენტაციის პაკეტის შექმნა; დაყველა იმ თანამშრომლის მომზადება და სწავლება, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად დაკავებულია ექსპორტით.შიდა შესაბამისობის პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა პარტნიორის სწორედ შერჩევა და საეჭვო კომპანიებთან საეჭვო გარიგებების თავიდან აცილება. ამისათვის, პირველ რიგში საჭიროა მგრძნობიარე პროდუქციის მყიდველის „გაცნობა“ და საფუძვლიანი შესწავლა. თითოეული პოტენციური გარიგების გაანალიზების მიზნით, კომპანიამ სასურველია გამოიყენოს კითხვარი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს შემდეგ პუნქტებს:
პარტნიორის შერჩევისთვის:
არის თუ არა გამჭვირვალე მყიდველის ან საბოლოო მომხმარებლის ვინაობა?არსებობს თუ არა შუამავალი?ხომ არ ხვდება კლიენტის მონაცემები გაერო-ს ან მთავრობის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში, ხომ არ არის დაკავშირებული სტრატეგიული საქონლით უკანონო ვაჭრობასთან ან რომელიმე ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან?კლიენტს არ სურს ან არ აპირებს წარმოადგინოს ინფორმაცია განსახილველი პროდუქციის საბოლოო მოხმარების შესახებ;შეესაბამება თუ არა კონკრეტული პროდუქციის დანიშნულება მყიდველის საქმიანობის სფეროს;შეესაბამება თუ არა ეს საქონელი დანიშნულების ქვეყნის ტექნიკურ დონეს? არის ეს საქონელი?როგორია ანგარიშსწორების სახე: მზად არის თუ არა მყიდველი, რომ ნაღდი ფულით გადაიხადოს საკმაოდ დიდი თანხა და შეესაბამება თუ არა ეს მის ფინანსურ შესაძლებლობებს? ან უჩვეულოდ მომგებიან წინადადებას ხომ არ სთავაზობს გამყიდველს?როგორია მყიდველის ბიზნეს გამოცდილება (მაგ. კომპანიის ისტორია)?იცნობს კლიენტი თუ არა პროდუქციას, მის მახასიათებლებს და შესაძლებლობებს, რომლის შეძენაც სურს?ხომ არ არის დაკავშირებული სამხედრო ინდუსტრიასთან?თავს არიდებს ან ბუნდოვნად პასუხობს კითხვას, პროდუქტი განკუთვნილია შიდა მოხმარებისთვის, ექსპორტისთვის თუ რეექსპორტისთვის?შემოწმდა თუ არა მიმღები ქვეყნის უფლებამოსილებები გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით?გამახვილდა ყურადღება, რომ პროდუქცია ექვემდებარება სანებართვო კონტროლს ან განკუთვნილია სამხედრო მიზნებისათვის?ხომ არ არის ექსპედიტორი ფირმა მითითებული, როგორც მიმღები ან საბოლოო მომხმარებელი?ხომ არ არის გადაზიდვის მარშრუტი საეჭვო?ხომ არ ითხოვს მყიდველი რაიმე უჩვეულო ან შეუსაბამო მარკირებას ან გადატვირთვას?დამკვეთი უარს აცხადებს დამონტაჟებაზე, სწავლებაზე ან ტექნიკურ მომსახურებაზე; და სხვა.ექსპორტის შესაბამისობის პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის პირველ რიგში უნდა შეიქმნას ექსპორტის კონტროლის შიდა იერარქიარქია.
უნდა შეიქმნას ექსპორტის კონტროლზე პასუხიმგებელი თანამშრობლებისგან შემდგარი ჯგუფი ან გამოიყოს უფლებამოსილი თანამშრომელი (კომპანიის ან საწარმოს საქმიანობის მოცულობის შესაბამისად), რომელთა ფუნქციებში შევა:
ყველა კონკრეტული სავაჭრო (საქონლით, ტექნოლოგიით, პროგრამული უზრუნველყოფით) ოპერაციის შეფასება, რათა ექსპორტი განხორციელდეს ექსპორტის კონტროლის კანონმდებლობის სრული დაცვით;საქონლის იდენტიფიკაცია, საკონტროლო ნუსხების მიხედვით;მაკონტროლებელ და ნებართვის გამცემ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;იურიდიული კონსულტაცია;თანამშრომლების მომზადება ან ტრენიგების ორგანიზება და ა.შ.ამასთან,
კომპანიის უმაღლესი თანამდებობის პირი, როგორიცაა მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ან პრეზიდენტი, ყოველთვის უნდა მოქმედებდეს, როგორც ექსპორტის კონტროლის თანამშრომელი და პასუხს აგებდეს ყველა ექსპორტის ოპერაციის განხორციელებაზე;არცერთი პროდუქტი არ უნდა იგზავნებოდეს კომპანიიდან, ვიდრე არ დასრულდება შიდა შესაბამისობის ყველა პროცედურა, სათანადოდ ხელმოწერილი დოკუმენტებით და სახელმწიფო უწყების ნებართვით; კომპანიის ყველა თანამშრომელს უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია მათი ვალდებულების შესახებ, დაიცვან ორგანიზაციაში დადგენილი ექსპორტის პოლიტიკა. თითოეული თანამშრომლის მოსაზრებას და ექსპორტის ოპერაციების ანალიზს დიდი მნიშვნელობა აქვს ტრანზაქციის შესრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის;კომპანიის თანამშრომლები სისტემატიურად უნდა გადიოდნენ სწავლების კურსებს, სემინარებს, სადაც გაეცნობიან არა მხოლოდ ექსპორტის კონტროლის წესებს, არამედ პროდუქციის მახასიათებლებს, სტრატეგიულ დანიშნულებას, ამ საქონლის არასწორი გამოყენების შესაძლებლობას, უკანონო და საეჭვო გარიგებების ამოცნობას და ა.შ.ამასთან თანამშრომლები კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ ნებისმიერი გადაცდომა და ცალკეული გაუფრთხილებელი ქმედება არის დასჯადი და ისინი პასუხს აგებენ ჩადენილი დანაშაულის გამო;ექსპორტის კონტროლზე პასუხისმგებელმა ჯგუფმა/განყოფილებამ/დეპარტამენტმა მუდმივი კავშირი უნდა იქონიოს შესაბამის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, რათა ყოველთვის ჰქონდეთ ინფორმაცია ნებისმიერი ცვლილების შესახებ;სისტემატიურად უნდა ხორციელდებოდეს კომპანიაში დანერგილი შიდა შესაბამისობის პროგრამის შემოწმება, რათა უზრუნველყოფილ იქნას პოლიტიკის პროცედურების შესრულების და მაღალი სტანდარტების დაცვა;თუ კომპანიას შეექმნა პრობლემები ექსპორტის კონტროლის პოლიტიკის რეალიზაციის პროცესში, დახმარებისთვის უნდა მიმართოს ექსპორტის კონტროლის სახელმწიფო სტრუქტურებს ან გამოცდილების გაზიარებისთვის - სხვა კომპანიებს;კომპანიამ უნდა შექმნას საკუთარი, შიდა მონაცემთა ბაზები აკრძალულ პირთა, კომპანიების და ქვეყნების შესახებ. ეს ბაზები უნდა მოიცავდეს ნებისმიერ სახელმწიფო და საერთაშორისო ნუსხებს. ამასთან, კომპანია უნდა დარწმუნდეს, რომ არ არღვევს რომელიმე გაუვრცელებლობის რეჟიმის ან კონვენციის, ან საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებს. ამისათვის კომპანიამ უნდა შეიმუშაოს ქვეყნების, ორგანიზაციების და რეჟიმების შესაბამისი საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზა, რითაც რეგულირდება ორმაგი დანიშნულების პროდუქციით საერთაშორისო ვაჭრობა;შიდა შესაბამისობის სისტემამ უნდა შეიმუშაოს პროცედურები მუდმივი სრულყოფისა და გაუმჯობესებისთვის. სისტემას უნდა ჰქონდეს მუდმივი განახლების და ადაპტირების უნარი კომპანიის პერსონალის, ეროვნული კანონმდებლობის და კომპანიის პოლიტიკის ცვლილების შესაბამისად.ნაწილი 11: საქართველოს ბაზრის ანალიზი და ეკონომიკური ოპერატორები
საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, მისი სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე ძალიან რთული გზა განვლო. ეს იყო მეტად დაძაბული საშინაო თუ საგარეო პროცესების პერიოდი, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ფაქტობრივად გაქრა ქვეყანაში არსებული საწარმოები, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა სამეცნიერო სფერო და განათლების სისტემა, ქვეყანა თითქმის მთლიანად დამოკიდებული გახდა იმპორტზე.
დღეისათვის, აგრარულ სექტორტან შედარებით, საქართველოში ძალიან ნელი ტემპით ვითარდება მანქანათმშენებლობის, ქიმიური მრეწველობის და სხვა დარგები, სამეცნიერო და კვლევითი სფეროები.
შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არსებობს სულ რამდენიმე საწარმო, რომელიც აწარმოებს (ან/და ვაჭრობს) სტრატეგიული დანიშნულების საქონელს ან რომლის საქმიანობაც უკავშირდება ორმაგი დანიშნულების პროდუქციას და ტექნოლოგიებს და განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, მცირეა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვაც.
უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის მიერ ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე გაცემული ნებართვების რაოდენობრივი სტატისტიკა ასე გამოიყურება:
ნებართვის სახე
ნებართვების რაოდენობა 2017-2019 წლების განმავლობაში
2017
2018
2019
ორმაგი დანიშნულების ექსპორტის ნებართვა
187
197
126
ორმაგი დანიშნულების იმპორტის ნებართვა
12
13
6
ორმაგი დანიშნულების ტრანზიტის ნებართვა
7
5
5
საბროკერო მომსახურების ნებართვა
0
0
0
ტექნიკური დახმარების ნებართვა
0
0
0
სულ:
206
215
137
ამასთან, ნებართვების ძირითადი რაოდენობა გაცემულია:
ნატრიუმის ციანიდის (52 მლნ დოლარი, 26464 ტ.), ასაფეთქებელი ნივთიერებების, ელექტროდეტონატორების და სადეტონაციო ზონრების (740 200 დოლარი), ბორ-10-ით გამდიდრებული ბორის კარბიდის და ბორის მჟავას (235 კგ, 2 386 908 დოლარი), ქსელური მოწყობილობების (1 129 073 დოლარი) ექსპორტზე;
ასაფეთქებელი ნივთიერებების, ელექტროდეტონატორების და სადეტონაციო ზონრების (1 124 401 დოლარი) იმპორტზე;
ბუნებრივი ურანის კონცენტრანტის (795231 კგ.) ტრანზიტზე.
ინფორმაციას საქართველოს კომპანიების შესახებ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ორმაგი დანიშნულების პროდუქციასთან/ტექნოლოგიებთან, შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ვებგვერდებზე:
შპს „გეო-ნიტრო“
http://www.geo-nitro.ge/en/
სპს „რუსთავის აზოტი“
https://rustaviazot.ge/
მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი
http://www.geoisotopes.com/ka/bori-ge
შპს „RMG Gold“
http://www.richmetalsgroup.com/
შპს „ნიტრო ალტექსი“
http://nitroaltex.ge/ka/chven-shesakheb
შპს “აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)
http://www.atccomposite.com/
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი
http://ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=2fd8140d-956a-45a0-bc6c-63f9fdd63346
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“
http://www.delta.gov.ge/
აღნიშნული საწარმოები და ინსტიტუტები სისტემატიურად აუმჯობესებენ ტექნიკურ ბაზებს, ნერგავენ ახალ ტექნოლგიებს, აფართოებენ წარმოებას და მკვიდრდებიან საერთაშორისო ბაზარზე.
ეროვნული ექსპორტის კონტროლის სისტემის დანერგვამ და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების განუხრელად შესრულებამ განაპირობა ის, რომ დღეისათვის საქართველოში შეუზღუდავად ხორციელდება უახლესი დანადგარების და ტექნოლოგიების ექსპორტი მოწინავე ქვეყნებიდან, რაც დიდ როლს ასრულებს ქიმიური და ბიოლოგიური დარგების, კვლევითი ცენტრების, მრეწველობის, ენერგეტიკის და ზოგადად ეკონომიკის და ქვეყნის განვითარებაში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება ევროპის მოწინავე სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობით, არის საგანმანათლებლო და ექსპერიმენტულ-კვლევითი ბაზის − საერთაშორისო ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა, რომლის მთავარი კომპონენტი იქნება ნაწილაკების ამაჩქარებელი, ე.წ. კოლაიდერი. ამასთან, ინსტიტუტს ექნება გამოყენებითი მნიშვნელობაც, მათ შორის მეცნიერული კვლევის უახლესი მეთოდი - სიმსივნის ადრონული თერაპია.
2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ამ მოვალეობას შეასრულებს 2020 წლის 15 მაისამდე. ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის ქვეყანას განსაზღვრული აქვს ოთხი ძირითადი პრიორიტეტი:
ადამიანების უფლებები და გარემოს დაცვა;სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულება და აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დადემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.იმედი გვაქვს, რომ დემოკრატიული პრინციპების დაცვა, ინტელექტუალური პოტენციალის და ინოვაციური ტექნოლოგების განვითარება განაპირობებს, რომ საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საერთაშორისო თანამეგობრობაში.
ვფიქრობთ, მოცემული სახელმძღვანელო მკითხველს მიაწვდის ინფორმაციას ექსპორტის კონტროლის სისტემის შექმნის ისტორიის, ექსპორტის კონტროლის სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტების, გაერო-ს სანქციების და ამ სანქციების ეფექტურობის, მასობრივი განადგურების იარაღის უკონტროლო გავრცელებით წარმოქმნილი საფრთხეების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ დაანახვებს მას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტრატეგიული საქონლით ვაჭრობის კონტროლი და გაუვრცელებლობასთან დაკავშირებული საერთო წესების დაცვა.
ამასთან, იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმძღვანელოში მოცემული საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის, საბაჟო პროცედურების, ვაჭრობაში მონაწილე სუბიექტების ვალდებულებების, ნებართვის მიღების და გაცემის წესების მიმოხილვა, განმარტებები საკონტროლო ნუსხებში ჩართული პროდუქციის შესახებ და კონკრეტული საქონლის იდენტიფიკაციის მეთოდების ცოდნა დაინტერესებულ პირებს გაუადვილებს როგორც მაკონტროლებელ ოფიციალურ უწყებებთან, ასევე ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობას და დაეხმარება მათ, კანონმდებლობის სრული დაცვით აწარმოონ სავაჭრო ურთიერთობები.
[1] https://matsne.gov.ge/document/view/2496959?publication=0
http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/34754/AA_ENG
[2] https://www.bis.doc.gov/index.php/regulations/export-administration-regulations-ear
[3] https://www.bis.doc.gov/index.php/documents/regulations-docs/2383-supplement-no-1-to-part-738/file
[4] აგრეთვე იხ: https://www.bis.doc.gov/index.php/policy-guidance/lists-of-parties-of-concern/denied-persons-list ; https://build.export.gov/main/ecr/eg_main_023148 (CSV Download)
[5] აშშ-ს ექსპორტის კონტროლის მოკლე ინსტრუქცია იხ:
https://www.bis.doc.gov/index.php/documents/regulations-docs/142-eccn-pdf/file
იხ: აშშ-ს მრეწველობის და უსაფრთხოების ბიუროს ვებგვერდი
https://www.bis.doc.gov/
https://www.bis.doc.gov/index.php/documents/regulations-docs/142-eccn-pdf/file-es
[6] http://ec.europa.eu/trade/import-and-export-rules/export-from-eu/dual-use-controls/
[7] http://www.dsecu.gov.ua
[8] https://zakon0.rada.gov.ua/laws/show/549-15 (კანონი)
[9] უკრაინის ერთიანი საკონტროლო ნუსხები იხ:
https://zakon.rada.gov.ua/laws/show/1-2018-%D0%BF#n2
https://zakon.rada.gov.ua/laws/show/86-2004-%D0%BF#n234
[10] თუ გსურთ გაიგოთ მეტი NSG-ის შესახებ, ეწვიეთ ვებ გვერდს :
http://www.nuclearsuppliersgroup.org/en/
http://www.nuclearsuppliersgroup.org/en/about-nsg/nsg-faq
[11] MTCR-ის სახელმძღვანელო იხილეთ:
http://mtcr.info/wordpress/wp-content/uploads/2017/10/MTCR-Handbook-2017-INDEXED-FINAL-Digital.pdf
[12] http://mtcr.info/
[13] https://australiagroup.net/en/index.html
[14] https://www.wassenaar.org/
[15] https://www.wassenaar.org/docs/IE96.html
[16] https://www.wassenaar.org/app/uploads/2018/01/WA-DOC-17-PUB-006-Public-Docs-Vol.II-2017-List-of-DU-Goods-and-Technologies-and-Munitions-List.pdf
[17] https://www.wassenaar.org/app/uploads/2017/12/Stand_Alone_Munitions_List_WA_2017.pdf
[18] https://www.un.org/disarmament/convarms/att/
[19] https://www.opcw.org/chemical-weapons-convention
https://www.cwc.gov/
[20] https://www.un.org/en/sc/1540/faq.shtml
[21] https://www.un.org/disarmament/wmd/sc1540/
[22] https://www.undocs.org/S/RES/2231(2015)
[23] https://www.iaea.org/sites/default/files/publications/documents/infcircs/1978/infcirc254r13p1.pdf
[24] https://www.iaea.org/sites/default/files/publications/documents/infcircs/1978/infcirc254r10p2.pdf
[25] https://www.un.org/securitycouncil/content/2231/nuclear-related-transfers-and-activities-procurement-channel
[26] https://undocs.org/en/S/2015/546
[27] https://scsanctions.un.org/fop/fop?xml=htdocs/resources/xml/en/consolidated.xml&xslt=htdocs/resources/xsl/en/iran-r.xsl
[28] https://www.diplomatie.gouv.fr/en/country-files/iran/news/article/joint-statement-by-the-foreign-ministers-of-france-germany-and-the-united
[29] https://www.un.org/securitycouncil/sanctions/1718
[30] https://www.undocs.org/S/RES/1718%20(2006)
[31] https://undocs.org/S/2006/814
[32] https://undocs.org/S/2006/815
[33] http://undocs.org/S/2006/816
https://matsne.gov.ge/document/view/2113659?publication=1https://matsne.gov.ge/ka/document/view/26824?publication=78https://matsne.gov.ge/ka/document/view/12880?publication=67https://matsne.gov.ge/ka/document/view/4598501?publication=0[38] https://matsne.gov.ge/ka/document/view/16270?publication=30
https://matsne.gov.ge/ka/document/view/16426?publication=208
[39] https://matsne.gov.ge/ka/document/view/16270?publication=32
[40] https://matsne.gov.ge/document/view/2372203?publication=0
[41] https://matsne.gov.ge/document/view/2368509?publication=0
[42] https://matsne.gov.ge/ka/document/view/2520245?publication=0
[43] https://matsne.gov.ge/ka/document/view/2520515?publication=0
[44] https://matsne.gov.ge/ka/document/view/2477984?publication=0
[45] https://matsne.gov.ge/ka/document/view/4644552?publication=0
[46] შენიშვნა: ამ ბრძანებით განსაზღვრული საქონლის დათვალიერების, სინჯებისა და ნიმუშების აღების და ექსპერტიზის ჩატარების წესები გამოიყენება ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იდენტიფიკაციის განხორციელებისთვისაც.
[47] ურანის ფტორიდი არის ურანის ნაერთი აიროვან მდგომარეობაში, რომელიც გამოიყენება გამდიდრებული ურანის მისაღებად მისი 235U და 238U იზოტოპებად გაყოფის გზით. UF6 ხასიათდება განსაკუთრებული კოროზიული და დამჟანგავი თვისებებით. შესაბამისად, ავარიების და რადიოაქტიური კატასტროფების თავიდან არიდების მიზნით, UF6-ის შესანახი რეზერვუარები, იზოტოპების გამოყოფის მოწყობილობები და ამ მოწყობილობების კომპონენტები დამზადებული ან დაფარული უნდა იყოს ისეთი ლითონებით ან მასალებით, რომელიც მედეგია UF6-ის ზემოქმედების მიმართ. ასეთი მასალებია სპილენძი, სპილენძის შენადნობები, უჟანგავი ფოლადი, ალუმინი, ალუმინის ოქსიდი, ალუმინის შენადნობები, ნიკელი ან 60 %-ის ან მეტი ნიკელის შემცველი შენადნობი და ფტორირებული ნახშირწყალბადული პოლიმერები.
[48] შენიშვნა: კოროზიამედეგ მასალებში იგულისხმება აგრესიული ქიმიური ნივთიერებების და მჟავების მიმართ მედეგი მასალები: ნიკელი ან 40%-ზე მეტი ნიკელის შემცველი შენადნობები; წონის მიხედვით, 25 %-ზე მეტი ნიკელის და 20 %-ზე მეტი ქრომის შემცველი შენადნობები; ფთოროპოლიმერები, ფთორის 35%-ზე მაღალი შემცველობით; მინა; ტანტალი ან ტანტალის შენადნობები; ტიტანი ან ტიტანის შენადნობები; ცირკონიუმი ან ცირკონიუმის შენადნობები; ნიობიუმი (კოლუმბიუმი) ან ნიობიუმის შენადნობები; კერამიკული მასალები (წონის მიხედვით 80% ან უფრო მაღალი სისუფთავისსილიციუმის კარბიდი, წონის მიხედვით 99.9% ან უფრო მაღალი სისუფთავის ალუმინის ოქსიდი, ცირკონიუმის ოქსიდი);
[49] შენიშვნა: პროდუქცია ან ხელსაწყო, რომელიც შეიცავს 1.48 × 103 გბეკერელზე (40 კიურიზე) ნაკლებ ტრიტიუმს, არ ესაჭიროება ორმაგი დანიშნულების ნებართვა.
[50] შენიშვნა: საყურადღებოა, რომ კორელაციის ცრილის მეოთხე სვეტში არ არის მოცემული „შენიშვნები“, “ტექნიკური შენიშვნები“ და „NB“, რომელში მოცემული პირობა ხშირად გადამწყვეტია საქონლის იდენტიფიკაციისთვის. ამიტომ, კონკრეტულ ხუთსიმბოლოიან კოდში კლასიფიცირებული პროდუქციისთვის განსაზღვრული აღწერილობის სრული ტექსტი უნდა მოვიძოით საკონტროლო ნუსხაში.
[51] შენიშვნა: ამ შემთხვევაში იდენტიფიკაცია არ უნდა აგვერიოს საბაჟო მიზნებისთვის საქონლის იდენტიფიკაციაში, რაც ნიშნავს საქონლის სახეობის, რაოდენობის, ღირებულების, წონის და სხვ. შესაბამისობის დადგენას დეკლარირებულ მონაცემებთან, საბაჟო პროცედურების განხორციელების მიზნით. საქონლის იდენტიფიცირება ხორციელდება სეს ესნ სასაქონლო კოდის განსაზღვრის, კონტრაბანდული საქონლის შემოტანის პრევენციის და ფისკალური მიზნებისთვისაც. მაგ. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქართველოს საქონელი, იდენტიფიცირების შემთხვევაში, შესაძლებელია დაბრუნებულ იქნეს დეკლარირებიდან 3 წლის ვადაში, იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე (საბაჟო კოდექსი, მუხლი 107).
[52] მაგ. იხ: https://i.dell.com/sites/csdocuments/Legal_Docs/en/hts-eccn-ccats-2019-07.pdf
[53]http://gac.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=2,
http://expertiza.gov.ge/page.html?page=acts&item=1081
[54] http://www.albrigi.com/ru/product/SP.40/Enotank
[55] https://matsne.gov.ge/ka/document/view/2520245?publication=0
[56] http://grodno-khim.by/upload/iblock/ad3/PA6-HBK-GF30.pdf
[57]https://us.msasafety.com/Fixed-Gas-%26-Flame-Detection/Gas-Detectors/Ultima%C2%AE-X-Series-Gas-Monitors/p/000070001800001090
http://s7d9.scene7.com/is/content/minesafetyappliances/Ultima%20X%20Series%20Bid%20Specification
http://www.adelphiinc.com/pdf/MSA/Ultima%20X%20Series%20datasheet.pdf
[58]http://www.oricaminingservices.com/hk/en/product/products_and_services/delivery_systems/page_delivery_systems/cordtex_5p_detonating_cord/9
[59] https://pepd.cloudapps.cisco.com/legal/export/pepd/Search.do#!/ExportComplianceResult
https://www.cisco.com/c/en/us/about/legal/global-export-trade/general-export/contract-compliance.html
[60] https://www.flottweg.com/product-lines/decanter/
[61] https://www.sigmaaldrich.com/catalog/product/aldrich/547239?lang=en®ion=GE
[62] აღნიშნული დოკუმენტების არარსებობისას, საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის/ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.
[63] ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განთავისუფლებული პირების მიერ ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით აღნიშნული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შემოტანის/გატანის შემთხვევებში, წარედგინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
[64] აღნიშნული ნებართვა წარედგინება, თუ ერთდროულად საქონელი ექცევა „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების ქვეშ. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად სპეციალური ხლეჩადი მასალები და სხვადასხვა რადიონუკლიდები.
[65] აღნიშნული დოკუმენტები ესაჭიროება, თუ ორმაგი დანიშნულების პროდუქცია წარმოადგენს სახიფათო ტვირთს, „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ჟენევა 1957 წლის 30 სექტემბერი) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მაგალითად, კალიუმის ციანიდი (cas 151-50-8, UN1680, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ხუთნიშნა კოდი 1C350.40), ქლორპიკრინი (cas 76-06-2,, UN 1580, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ხუთნიშნა კოდი 1C450.a.7) და ა.შ) . იხ. დანართი 7_1.
[66] შენიშვნა: ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისიs №372 დადგენილების მე-7 მუხლით განთავისუფლებული პირების მიერ ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით აღნიშნული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შემოტანის/გატანის შემთხვევებში, წარედგინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია .
[67] საბროკერო მომსახურებაში არ იგულისხმება ისეთი დამხმარე მომსახურება, როგორიცაა გადაზიდვა, ფინანსური მომსახურება, დაზღვევა და გადაზღვევა, ზოგადი რეკლამირება და მხარდაჭერა;
[68] შენიშვნა: სამხედრო მიზნებისათვის გამოყენება გულისხმობს:
ა) საკონტროლო ნუსხით განსაზღვრულ სამხედრო პროდუქციაში ჩაყენებას/ჩამონტაჟებას;
ბ) საწარმოო, საცდელი ან ანალიტიკური აღჭურვილობის და მისი კომპონენტის საკონტროლო ნუსხით განსაზღვრული სამხედრო პროდუქციის შემუშავებისთვის/განვითარებისთვის, წარმოებისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის გამოყენებას;
გ) ნებისმიერი ნახევარფაბრიკატის/დაუსრულებელი პროდუქციის საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული სამხედრო პროდუქციის წარმოებისთვის გამოყენებას.
[69] შენიშვნა: ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.
[70] მეწარმე სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის წესი განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით.
[71] შენიშვნა: სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი შეადგენს 30 ლარს.
[72]MSDS (material safety data sheet) არის ქიმიური პროდუქციის უსაფრთხოების პასპორტი და შეიცავს ინფორმაციას ნივთიერებების, მასალების, ნარევების, საწარმოო ნარჩენების დასახელების, კლასიფიკაციის, თვისებების, მოპყრობის, სახიფათოობის, უტილიზაციის და სატრანსპორტო გადაზიდვის წესების შესახებ.
[73] ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: საქონლის ზოგად ტექნიკურ დასახელებას, სავაჭრო დასახელებას, გამოყენების სფეროებს, კონსტრუქციულ აღწერილობას, ფუნქციონალურ დანიშნულებას, ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც შესაბამისი იქნება საკონტროლო ნუსხაში ანალოგიური ტიპის პროდუქციისთვის მოცემული მახასიათებლებისა.
[74] შენიშვნა: ერთი ვარსკვლავით (*) საკონტროლო ნუსხაში აღნიშნულია 0A001, 0B001, 0B002, 0B004, 0C001, 0C002, 0C003, 1A007, 1A008c, 1A008d, 1A226, 1B226, 1B227, 1B229, 1B231, 1B233a, 1B233b.1, 1B233b.4., 1C004, 1C012, 1C225, 1C233, 1C235, 1C236, 1C237, 1C239, 1C350. 40, 1C350 .45, 6A008, 6B008, 6B108, 7A106, 9A104, 9B001 ხუთნიშნა კოდებში კლასიფიცირებული პროდუქცია.
[75] შენიშვნა: როდესაც პროდუქცია უბრუნდება გამომგზავნს, საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ არის
[76] ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვასთან ერთად, შესაძლებელია წარედგინოს მაგ. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია, სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზია, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზია, განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზია და სხვა.
[77] ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.
მეწარმე სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის წესი განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით.[79] სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
[80] MSDS (material safety data sheet) არის ქიმიური პროდუქციის უსაფრთხოების პასპორტი და შეიცავს ინფორმაციას ნივთიერებების, მასალების, ნარევების, საწარმოო ნარჩენების დასახელების, კლასიფიკაციის, თვისებების, მოპყრობის, სახიფათოობის, უტილიზაციის და სატრანსპორტო გადაზიდვის წესების შესახებ.
[81] ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: საქონლის ზოგად ტექნიკურ დასახელებას, სავაჭრო დასახელებას, გამოყენების სფეროებს, კონსტრუქციულ აღწერილობას, ფუნქციონალურ დანიშნულებას, ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც შესაბამისი იქნება საკონტროლო ნუსხაში ანალოგიური ტიპის პროდუქციისთვის მოცემული მახასიათებლებისა.
[82] ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვასთან ერთად, შესაძლებელია წარედგინოს მაგ. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია, სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზია, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზია, განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზია და სხვა.
[83] ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.
[84] მეწარმე სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის წესი განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით.
[85] სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
[86] MSDS (material safety data sheet) არის ქიმიური პროდუქციის უსაფრთხოების პასპორტი და შეიცავს ინფორმაციას ნივთიერებების, მასალების, ნარევების, საწარმოო ნარჩენების დასახელების, კლასიფიკაციის, თვისებების, მოპყრობის, სახიფათოობის, უტილიზაციის და სატრანსპორტო გადაზიდვის წესების შესახებ.
[87] ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: საქონლის ზოგად ტექნიკურ დასახელებას, სავაჭრო დასახელებას, გამოყენების სფეროებს, კონსტრუქციულ აღწერილობას, ფუნქციონალურ დანიშნულებას, ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც შესაბამისი იქნება საკონტროლო ნუსხაში ანალოგიური ტიპის პროდუქციისთვის მოცემული მახასიათებლებისა.
[88] ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვასთან ერთად, შესაძლებელია წარედგინოს მაგ. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია, სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზია, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზია, განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზია და სხვა.
[89] თუ თუ საკონტროლო ნუსხაში ორმაგი დანიშნულების პროდუქცია ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით არის აღნიშნული, ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან გათავისუფლებული პირები ოპერაციებს ახორციელებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
[90] ამ რიგითობის დარღვევის შემთხვევაში , ნებართვის გაცემისათვის დადგენილი წარმოება არ იწყება და განცხადება ქვემდებარეობით განსახილველად ეგზავნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას.
[91] კომისიის რეკომენდაციის მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს №65 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით“
[92] დღეისათვის შიდა კონტროლის სისტემის (იგივე „ექსპორტის კონტროლის შიდა შესაბამისობის პროგრამა“ იხილე მე-10 ნაწილი), საინფორმაციო ბაზის და სანებართვო საქმიანობის რეესტრის ფორმა ან/და შექმნის წესი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არ არის და ნებართვის მფლობელი მას შეიმუშავებს/აწარმოებს თავისი შეხედულებისამებრ.
[93] მაგ. იხ. http://exportcontrols.info/key_elements.htm
https://www.bis.doc.gov/index.php/documents/pdfs/1641-ecp/file
[94] http://exportcontrols.info/leybold.html