საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვის მიღების წესი

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის  ნებართვის ასაღებად, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოთ შესაბამისი განცხადება:

  • ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადება 
  • საბროკერო მომსახურების ნებართვის მისაღებად წარსადგენი განცხადება;
  • ტექნიკური დახმარების ნებართვის მისაღებად წარსადგენი განცხადება
  • განცხადებასთან ერთად წარედგინება:

  • სანებართვო ქმედების დამადასტურებელი გარიგების/დოკუმენტის დედანი ან მისი დამოწმებული ასლი;
  •  პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა;
  •  კომისიის დადებითი რეკომენდაცია „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში;
  • საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია, ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში;
  •  სანებართვო ქმედების განსახორციელებლად საჭირო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზია ან/და ნებართვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის, ნებართვის მაძიებელი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

    ექსპორტის შემთხვევაში  - საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის დამოწმებული ასლს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქცია უბრუნდება გამომგზავნს ექსპორტიორ ქვეყანაში;

    ტრანზიტის შემთხვევაში:

  • გადამზიდველისათვის გადაზიდვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან მის დამოწმებულ ასლს;
  • ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის და იმპორტის ნებართვებს ან მათ დამოწმებულ ასლს, თუ ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარ ნებართვებს;
  •  საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს;
  • ტექნიკური დახმარების შემთხვევაში - საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს;

    საბროკერო მომსახურების შემთხვევაში - იმპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემულ საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს.

     შენიშვნა ნებართვის მაძიებელი უნდა იყოს სანებართვო ქმედების უშუალო განმახორციელებელი, ხოლო ტრანზიტის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი შესაძლებელია იყოს აგრეთვე გადამზიდველი.


    ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვა

    შემოსავლების სამსახური არის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც  საკონტროლო ნუსხით განსაზღვრულ ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე გასცემს:

  • ექსპორტის ნებართვას;
  • იმპორტის ნებართვას;
  • ტრანზიტის ნებართვას;
  • საბროკერო მომსახურების ნებართვას;
  • ტექნიკური დახმარების ნებართვას.
  • ნებართვა მოქმედებს მასში მითითებული ვადის განმავლობაში. თუ ნებართვაში ვადა მითითებული არ არის, იგულისხმება, რომ ნებართვა მოქმედებს მისი გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.

    განმარტებები ორმაგი დანიშნულების პროდუქციის სანებართვო კონტროლის მიზნებისთვის:

    იმპორტი არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქციის დროებითი ან მუდმივი შემოტანა;

    ექსპორტის ქვეშ იგულისხმება:

  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან პროდუქციის საბაჟო კონტროლისადმი დაქვემდებარებული დროებით ან მუდმივ გატანა;
  • საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ ნებისმიერი სახის ელექტრონული საშუალებით გადაგზავნა, რაც მოიცავს ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის ამგვარი კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის ელექტრონულად ხელმისაწვდომობას;
  • საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის ტელეფონით ან ზეპირად მიწოდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში არარეზიდენტისათვის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის;    
  • გადამზიდველი - ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც პასუხისმგებელია პროდუქციის ტრანზიტის განხორციელებისთვის;

    საბროკერო მომსახურება ნიშნავს:

  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარედან სხვა, საბოლოო დანიშნულების ადგილას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ პროდუქციის ყიდვის, გაყიდვის ან მიწოდების ორგანიზება, მათ შორის, ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოება (არ იგულისხმება პროდუქციის ყიდვის, გაყიდვის ან მიწოდების ორგანიზებასთან დაკავშირებულ ქმედებები, რომელთა მიზანია პროდუქციის გადატანა ორ ან ორზე მეტ იდენტიფიცირებულ ქვეყანას შორის),
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ არსებული პროდუქციის ყიდვა, გაყიდვა ან მიწოდება სხვა ქვეყანაში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.
  • შენიშვნა: საბროკერო მომსახურებაში არ იგულისხმება ისეთი დამხმარე მომსახურება, როგორიცაა გადაზიდვა, ფინანსური მომსახურება, დაზღვევა და გადაზღვევა, ზოგადი რეკლამირება და მხარდაჭერა;

    ტექნიკური დახმარება ეს არის ტექნიკური დახმარების გაწევა, რომელიც დაკავშირებულია პროდუქციის შეკეთებასთან, განვითარებასთან, დამზადებასთან, აწყობასთან, ტესტირებასთან, ან სხვა ტექნიკური მომსახურება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პროდუქციასთან დაკავშირებულ ინსტრუქტაჟს, წვრთნას, სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გაზიარებას, საკონსულტაციო მომსახურებას. ტექნიკური დახმარება აგრეთვე მოიცავს ნებისმიერ ზეპირი ფორმის დახმარებას;

    ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან:

  • საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, რომლებიც მოქმედებენ ოფიციალური დიპლომატიური მიზნების ფარგლებში;
  •  ნებართვის მაძიებელი, რომელიც ახდენს პროდუქციის ექსპორტს ან იმპორტს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებისათვის ან მისი მოთხოვნით;
  • ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (გარდა ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით აღნიშნული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის) იმპორტიორი.
  • აღნიშნული არ გულისხმობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის მოპოვების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას.


    კორელაციის ცხრილი

    აქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №292 ბრძანებით დამტკიცებულ კორელაციის ცხრილში ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საკონტროლო ნუსხა შესაბამისობაშია მოყვანილი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურასთან (სეს ესნ).

     ცხრილი  შემუშავებულია ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე კონტროლის ღონისძიებათა განხორციელებისას საქონლის იდენტიფიკაციის გამარტივების მიზნით.  

    ცხრილში სეს ესნ კოდებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი და საბოლოო გადაწყვეტილება საქონლის ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის მიკუთვნების თაობაზე მიიღება  „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის  №394 დადგენილების  პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით  დამტკიცებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხაში მითითებული კონტროლირებადი პროდუქციის ტექნიკური პარამეტრების და  მასში მოცემული განმარტებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით.

    ცხრილით სარგებლობის გამარტივების მიზნით, მასში მითითებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდების შესაბამისი პოზიციების დასახელებები სრულად და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ხუთსიმბოლოიანი კოდის შესაბამისი პროდუქციის დასახელება ან/და აღწერილობა.

     პროდუქცია, რომელზედაც შესაძლებელია დატანილი იყოს კონტროლს დაქვემდებარებული „ტექნოლოგია“, „პროგრამული უზრუნველყოფა“ ან „საწყისი ტექსტი“, ცხრილში ხუთსიმბოლოიანი კოდის ნაცვლად, შეესაბამება   „E,D“  სიმბოლო.

    სეს ესნ კოდი

    პოზიციის დასახელება სეს ესნ- მიხედვით

    ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხის ხუთსიმბოლოიანი კოდი

    ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დასახელება ან/და აღწერა

    2612 10 100 00

    ურანის მადნები და ურანის ფისი და მათი კონცენტრატები ურანის შემცველობით 5 მას.%-ზე მეტი

    0C001

    "ბუნებრივი ურანი" ან "გაღარიბებული ურანი" ან თორიუმი, ლითონური, შენადნობის, ქიმიური ნაერთის ან კონცენტრატის ფორმით

    2612 10 900 00

    ურანის მადნები და კონცენტრატები:— — დანარჩენი

    0C001

    "ბუნებრივი ურანი" ან "გაღარიბებული ურანი" ან თორიუმი, ლითონური, შენადნობის, ქიმიური ნაერთის ან კონცენტრატის ფორმით

    2612 20 100 00

    — — მონაციტი; ურანთორიანიტი და თორიუმის სხვა მადნები და მათი კონცენტრატები თორიუმის შემცველობით 20 მას.%-ზე მეტი

    0C001

    "ბუნებრივი ურანი" ან "გაღარიბებული ურანი" ან თორიუმი, ლითონური, შენადნობის, ქიმიური ნაერთის ან კონცენტრატის ფორმით

    2612 20 900 00

    თორიუმის მადნები და კონცენტრატები: — — დანარჩენი

    0C001

    "ბუნებრივი ურანი" ან "გაღარიბებული ურანი" ან თორიუმი, ლითონური, შენადნობის, ქიმიური ნაერთის ან კონცენტრატის ფორმით

    კორელაციის ცხრილში, ერთ სეს ესნ სასაქონლო კოდში შეიძლება კლასიფიცირდებოდეს რამოდენიმე ხუთსიმბოლოიან კოდს მიკუთვნებული პროდუქცია, რაც იწვევს ამ სასაქონლო კოდის რამოდენიმეჯერ გამეორებას ცხრილში, ხოლო ერთ ხუთსიმბოლოიან კოდში ჩართული  პროდუქცია  შესაძლებელია კლასიფიცირდებოდეს    რამოდენიმე სასაქონლო კოდში, რაც იწვევს აღნიშნული ხუთსიმბოლოიანი კოდის ცხრილში რამოდენიმეჯერ გამეორებას.

    დეტალური ინფორმაცია ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხაში და კორელაციის ცხრილში საქონლის ძებნის,  კონკრეტული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით საკონტროლო ნუსხაის პროდუქციასთან   იდენტიფიკაციის წესების, ნებართვის მისაღებად ელექტრონული განაცხადის შევსების, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების და სხვა მნიშვნელოვანი რჩევები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ  „ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოაქტიურ და ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის“  სახელმძღვანელოს მეშვეობით.


    ნუსხის სტრუქტურა

    ნუსხაში საქონელი სისტემატიზირებულია კატეგორიების და ჯგუფების მიხედვით.

    საკონტროლო ნუსხა იყოფა ათ კატეგორიად და ხუთ ჯგუფად.

    ყოველ საქონელს მინიჭებული აქვს  ხუთსიმბოლოიანი კოდი, (მაგ. 3A001), რომლის თითოეულ სიმბოლოს გააჩნია განსაზღვრული მნიშვნელობა.

    პირველი რიცხვითი სიმბოლო აღნიშნავს ერთ-ერთს შემდეგი  კატეგორიებიდან:

    კატეგორია 0 - ბირთვული მასალები, საშუალებები და აღჭურვილობა;

    კატეგორია 1 - სპეციალური მასალები და შესაბამისი აღჭურვილობა;

    კატეგორია 2 - მასალების დამუშავება;

    კატეგორია 3 - ელექტრონიკა;

    კატეგორია 4 - კომპიუტერები;

    კატეგორია 5 - კავშირგაბმულობა და "ინფორმაციის დაცვა";

    კატეგორია 6 - სენსორები და ლაზერები;

    კატეგორია 7 - ნავიგაცია და საავიაციო ელექტრონიკა;

    კატეგორია 8 - საზღვაო;

    კატეგორია 9- ავიაკოსმოსური მრეწველობა და გადაადგილების საშუალებები.

    მეორე ასოითი სიმბოლო აღნიშნავს პროდუქციის ერთ-ერთ ჯგუფს:

    A -სისტემები, მოწყობილობა და კომპონენტები;

    B - ტესტირების, შემოწმების და საწარმოო მოწყობილობა/აღჭურვილობა;

    C - მასალები;

    D - პროგრამული უზრუნველყოფა;

    E - ტექნოლოგია.

    მესამე რიცხვითი გამოსახულება მიუთითებს გაუვრცელებლობისა და უსაფრთხოების შესაბამის რეჟიმზე და ნიშნავს:

    0-ვასენარის შეთანხმება;

    1-სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმი;

    2-ბირთვული იარაღის მიმწოდებელთა ჯგუფი-ორმაგი დანიშნულების საქონლის სია;

    3-ავსტრალიის ჯგუფი;

    4-კონვენცია ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ.

    ხუთსიმბოლოიანი კოდის მეოთხე და მეხუთე რიცხვითი სიმბოლო შეესაბამება პროდუქციის შესაბამის ნომერს ნუსხაში.

    მაგალითი. 1C111 ხუთსიმბოლოიან კოდში გაერთიანებულია სარაკეტო საწვავი და სარაკეტო საწვავის შემადგენელი ქიმიკატები

     ამ ხუთსიმბოლოიანი კოდის :

  • პირველი სიმბოლო -1  აღნიშნავს, რომ ამ კოდში გაერთიანებული პროდუქცია განეკუთვნება 1 კატეგორიას და წარმოადგენს სპეციალურ მასალებს ;
  • მეორე სიმბოლო -C  ნიშნავს, რომ პროდუქცია განეკუთვნება მასალათა ჯგუფს;
  • მესამე სიმბოლო-1 ნიშნავს, რომ პროდუქციაზე კონტროლი ხორციელდება სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმის შესაბამისად;
  •  მესამე და მეოთხე სიმბოლოები -11 ნიშნავს, რომ პირველი კატეგორიის
  • მასალათა 1C ჯგუფში ამ პროდუქციის შესაბამისი  ნომერია 11. 
  • საქონლის ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის მიკუთვნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას,  განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტერმინთა განმარტებებს, ტექნიკურ შენიშვნებს, შენიშვნებს, N.B.-ით (Nota bene-მიაქციე ყურადღება(გადატ.მნიშვნ)) მონიშნულ მითითებებს, პროდუქციის ტექნიკურ მახასიათებლებს.

           მაგ.  ქვემოთ მოყვანილ ამონარიდში, გამუქებული მახასიათებლების მიხედვით, შესაძლებელია განისაზღვროს, განეკუთვნება თუ არა ექსპორტისთვის განკუთვნილი ლითონის ფხვნილი 1C111 -ში კლასიფიცირებულ ორმაგი დანიშნულების პროდუქციას (რომელი ლითონის ფხვნილია, რა ზომის და როგორი ფორმის ნაწილაკებისგან შედგება და ა.შ)  :

    a. მამოძრავებელი ნივთიერებები:

    1. ალუმინის სფერული ფხვნილი, განსხვავებული სამხედრო პროდუქციის ნუსხაში მითითებულისაგან, ერთგვაროვანი ნაწილაკებით 200 მკმ-ზე უფრო ნაკლები დიამეტრით და, წონის მიხედვით, 97 % ან უფრო მეტი ალუმინის შემცველობით, იმ პირობით, რომ სრული წონის სულ მცირე 10 %-ს შეადგენს 63 მკმ-ზე უფრო მცირე ზომის ნაწილაკები, ISO 2591:1988 ის ან ნაციონალური ეკვივალენტების თანახმად;

    ტექნიკური შენიშვნა:

    ნაწილაკების ზომა, 63 მკმ (ISO R-565), შეესაბამება (ტაილერის) 250-ე ბადეს ან (ASTM E-11 სტანდარტის) 230-ე ბადეს.

    2. ლითონური საწვავი, განსხვავებული სამხედრო პროდუქციის ნუსხაში მითითებულისაგან, სფერული, გამტვერილი, სფეროიდული, ფანტელისებური ან დანალექი 60 მკმ-ზე უფრო ნაკლები ზომის ნაწილაკებით, წონის მიხედვით, 97 % ით ან მეტით შედგენილი რომელიმე შემდეგისაგან:

       a. ცირკონიუმი;

       b. ბერილიუმი;

       c. მაგნიუმი; ან

       d. ზემოთ a-დან c-მდე მითითებული ლითონების შენადნობები.

    ტექნიკური შენიშვნა:

    ჰაფნიუმის ბუნებრივი შემცველობა ცირკონიუმში (ჩვეულებრივ, 2 %-დან 7 %-მდე) ცირკონიუმად ითვლება.

    e. იხ. სამხედრო პროდუქციის ნუსხაში ინჰიბირებული წითელი კვამლიანი აზოტმჟავა (IRFNA);

    f. იხ. სამხედრო პროდუქციის ნუსხაში და 1C238.a. – ში ნივთიერებები, რომლებიც შედგება ფთორის და ერთი ან მეტი სხვა ჰალოგენის, ჟანგბადის ან აზოტისგან;


    ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საკონტროლო ნუსხები

    საქართველოს მთავრობის დადგენილება N394-ით დამტკიცებულია სამხედრო  და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხები.  

    ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხებით ხორციელდება საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლი საქართველოს ეროვნული უშიშროების ინტერესების გათვალისწინებით და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმების განსამტკიცებლად.

    საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება ექსპორტის ნებართვის საფუძველზე.

    იმპორტზე და ტრანზიტზე ნებართვა ესაჭიროება მხოლოდ  საკონტროლო ნუსხაში ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით აღნიშნულ ორმაგი დანიშნულების პროდუქციას.

    შენიშვნა საკონტროლო ნუსხებში პროდუქცია ორი ვარსკვლავით (**) მონიშნული არ არის, მაგრამ ორი  ვარსკვლავით (**) აღნიშნულად ჩაითვლება ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, თუ მისი ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, საბროკერო მომსახურება და ტექნიკური დახმარება ხორციელდება ქვეყანაში ან ქვეყნიდან, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციით ადევს სანქცია/ემბარგო.


    ორმაგი დანიშნულების პროდუქცია

    ორმაგი დანიშნულების პროდუქცია − არის პროდუქცია (მათ შორის, კომპიუტერული პროგრამა ან/და ტექნოლოგია), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისათვის, აგრეთვე როგორც ბიოლოგიური ან/და ქიმიური იარაღის, ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ისე არაფეთქებადი მიზნებისათვის.


    text