საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ტექნიკური რეგლამენტი

ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს პროდუქტის, ასევე, წარმოების პროცესის უსაფრთხოების ძირითად პარამეტრებს, როგორებიცაა კვების მრეწველობაში სურსათის მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედება, სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის პირობები, პროდუქციის წარმოების პროცესის მართვის მეთოდები და სხვა. სასურსათო პროდუქტების უვნებლობის პარამეტრები მეცნიერთა მიერ არის დადგენილი რისკის ანალიზის საფუძველზე და მათი ზღვრული მაჩვენებლები ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსება და თავისუფალი მიმოქცევა განპირობებულია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის და კონტროლის გზით. ტექნიკური რეგლამენტი, ვინაიდან მას გავლენა აქვს ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, შესასრულებლად სავალდებულოა და ქვეყნის საკანონმდებლო მოთხოვნას წარმოადგენს.

ტექნიკური რეგლამენტები:

  • სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესი 
  • სამშენებლო პროდუქტების შესახებ 
  • პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი 
  • სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ 
  • პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები
  • მანქანა-დანადგარების შესახებ 
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ
  • აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ
  • ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ 
  • პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების თაობაზე.
  • ინფორმაცია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ

    ნარჩენების მართვის კოდექსისმე-9 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად ისეთი პროდუქტის მწარმოებელი,  რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, და ამ პროდუქტის ბაზარზე  განმათავსებელი ვალდებული არიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, აღდგენა (მათ შორის, რეციკლირება) და გარემოსთვის უსაფრთხო განთავსება.

    მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ქვეშ ექცევა ის მწარმოებლები და იმპორტიორები, რომლებიც ახორციელებენ მგვ- დაქვემდებარებული პროდუქციის - ბატარეები და აკუმულატორები, საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები და ზეთები საქართველოს ბაზარზე პირველად განთავსებას (პირველი მომწოდებელი ბაზრისთვის - უშუალო მწარმოებელი ანდა იმპორტიორი, რომელიც პროდუქტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს), მათი გაყიდვის ფორმის მიუხედავად.

    მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 25 მაისს მიღებული იქნა 4 ტექნიკური რეგლამენტი (ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ; საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ; ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ; ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ). რეგლამენტებით განსაზღვრულია მგვ სქემაში ჩართული ყველა მხარის უფლება მოვალეობები.

    აღნიშნული რეგლამენტები ამოქმედდა 2020 წლის 1 სექტემბრიდან, მაგრამ პანდემიით შექმნილ ვითარებაში ბიზნეს სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გადაიწია მგვ სქემაში ჩართული მხარეების ვალდებულებების შესრულების თარიღებმა.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე ფუნქციონირებს მგვ რეესტრი (https://waste.mepa.gov.ge). მგვ დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებელი/ იმპორტიორი ვალდებულია 2022 წლის 1 ივნისამდე გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში და შეიტანოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს ბაზარზე ყოველწლიურად განთავსებული პროდუქტისა სახეობისა და წონის შესახებ და შესაბამისად ელექტრონულად უნდა ატვირთოს აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტი სსიპშემოსავლების სამსახურიდან”.

    ტექნიკური რეგლამენტების შესასაბამისად მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ქვეშ მოქცეული პროდუქტის მწარმოებლები (ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს, გადაამუშავებს, დაამუშავებს, ყიდის ან ახორციელებს იმპორტს ისეთი პროდუქტისა, რომელიც თავისი სასიცოცხლო ციკლის ამოწურვის შემდეგ სპეციფიკური ნარჩენი ხდება) ვალდებულნი არიან 2022 წლის 1 ივნისამდე წარადგინონ შესაბამისი ინფორმაცია და რეგისტრაცია გაიარონ მგვ ელექტრონულ რეესტრში waste.mepa.gov.ge. თითოეული ნაკადის ნარჩენისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი. (2020 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №2-772; №2-773; №2-774; №2-775)

    2022 წლის 1 ივლისიდან შესაბამისი მგვ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის დისტრიბუტორები ვალდებული არიან, ბაზარზე არ განათავსონ იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები. მწარმოებელი ვალდებულია შექმნას მგვ ორგანიზაცია ინდივიდუალურად ან კოლექტიურად იმის გათვალისწინებით, რომ ინდივიდუალური მგვ ორგანიზაციის მქონე მწარმოებლის ან კოლექტიური მგვ ორგანიზაციის წევრი მწარმოებლების (ჯამურად) ბაზრის წილი უნდა შეადგენდეს მთლიანი ბაზრის არანაკლებ 10%- .

  • ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ
  • ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ
  • ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ
  • საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ

  • ფქვილი

    ხორბლის ფქვილის  შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიზანია ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავების ან/და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ადგენს მოთხოვნებს რბილი ხორბლისა  (Triticum aestivum L.)  და  ქონდარა ხორბლისაგან (Triticum compactum Host.) მიღებულ ხორბლის  ფქვილზე ან მათ ნარევზე, რომელიც  შეფუთული, დაფასოებული და განთავსებულია ბაზარზე  მომხმარებლისთვის უშუალოდ მიწოდების ან სხვა სახეობის სურსათის წარმოებისათვის.

    რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ახორციელებს ხორბლის ფქვილის წარმოებას, გადამუშავებასა  ან/და ბაზარზე განთავსებას (მოიცავს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურას).

    რეგულირების ობიექტია:

    რბილი ხორბლისა  (Triticum aestivum L.)  და  ქონდარა ხორბლისაგან (Triticum compactum Host.) მიღებული ხორბლის  ფქვილი ან მათი ნარევი, რომელიც  შეფუთული, დაფასოებული და განთავსებულია ბაზარზე  მომხმარებლისთვის უშუალოდ მიწოდების ან სხვა სახეობის სურსათის წარმოებისათვის.

    ხორბლის ფქვილი სავალდებულოა აკმაყოფილებდეს რეგლამენტით დადგენილ ბაზარზე განთავსების პირობებს, ფქვილის მიმართ დადგენილ ზოგად/სპეციფიკურ მოთხოვნებს და ა.შ.

    იმპორტისათვის განკუთვნილი ტომრებით დაფასოებული ფქვილი, ტრანსპორტირების განხორციელებისას, სავალდებულოა განთავსდეს პალეტებზე. ხის პალეტების გამოყენების შემთხვევაში პალეტები დამუშავებული უნდა იქნეს  მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტის – ISPM 15-ის შესაბამისად.

    რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

    ა) ფქვილზე,   რომელიც მიიღება მხოლოდ მაგარი ხორბლისგან  (Triticum durum Desf.) ან მიღებულია მაგარი ხორბლისა და სხვა ხორბლის ფქვილის შერევით;

    ბ) რბილი ხორბლისა  (Triticum aestivum L.) და  ქონდარა ხორბლისაგან (Triticum compactum Host.) მიღებულ ან მათი ნარევისგან მიღებულ  გაუცრელ ხორბლის  ფქვილზე, მანანას ბურღულზე, სახამებელზე;

    გ) ხორბლის ფქვილზე, რომელიც გამოიყენება ლუდის წარმოებაში, როგორც დამხმარე საშუალება, ან  ხორბლის ფქვილზე, რომელიც გამოიყენება სახამებლის ან/და წებოგვარას (გლუტენი) წარმოებისათვის;

    დ) არასასურსათო დანიშნულების ხორბლის ფქვილზე;

    ე) ხორბლის ფქვილზე, რომელშიც ცილის შემცველობა შემცირებულია, ან ხორბლის ფქვილზე, რომელიც დაფქვის შემდეგ დაექვემდებარა სპეციალურ გადამუშავებას ცილის ჩანაცვლების მიზნით, გარდა გამოშრობისა და გათეთრებისა,  ან/და რომელსაც დაემატა ინგრედიენტები, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული  ინგრედიენტებისა.

    ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას – სსიპ  –  შემოსავლების სამსახურს წარედგინება შესაბამისობის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქონელი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს;

  • ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • ნუში

    ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიზანია ექსპორტისათვის განკუთვნილი, შეფუთული გაუტეხავი ნუშის, ნუშის გულის და ბლანშირებული  ნუშის გულის რეგულირების პრინციპების განსაზღვრა და ადგენს მოთხოვნებს ტკბილი ნუშის (Prunus amygdalus Batsch, syn. Prunus dulcis (Mill.) D.A. Webb. სხვადასხვა სახეობის კულტურული ჯიშების ნაყოფის მიმართ.

    რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ახორციელებს გაუტეხავი ნუშის (ნუში ნაჭუჭით/ნუში ენდოკარპით), ნუშის გულის (მოცილებული აქვს ეგზოკარპი და ენდოკარპი) და ბლანშირებული (კანგაცლილი ნუშის გულის) ექსპორტს.

    რეგულირების ობიექტია ექსპორტისთვის განკუთვნილი:

    ა) გაუტეხავი ნუში, რომელიც განკუთვნილია  უშუალოდ მოხმარებისათვის ან სხვა სურსათში შერევისათვის, რომელიც უშუალოდ გამოიყენება სურსათად შემდგომი საწარმოო გადამუშვების გარეშე;

    ბ) ნუშის გული, რომელიც არ წარმოადგენს ბლანშირებულ ნუშის გულს, ნახევარგულს, გულის   ნაწილებს, ნამცეცებს, ნატეხებს, ნაჭრებს,  რომელიც არ დაექვემდებარა დამარილებას, დაშაქვრას, მოხალვას  ან სხვა  სახის დამუშავებას;

    გ) ბლანშირებული ნუშის გული, ანუ ნუშის მთლიანი ნაყოფი, რომელსაც მოცლილი აქვს კანი ანუ ეპისპერმი, რომელიც განკუთვნილია   უშუალოდ მოხმარებისათვის   ან   სხვა   სურსათში   შერევისათვის,   რომელიც   უშუალოდ   გამოიყენება შემდგომი  გადამუშავების  გარეშე 

    ექსპორტისთვის განკუთვნილი გაუტეხავი ნუშის, ნუშის გულის და ბლანშირებული ნუშის  გულის  ამ  ტექნიკურ  რეგლამენტთან  შესაბამისობის კონტროლს, რეგლამენტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ახორციელებს:

    ა) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის დროს;

    ბ) ბიზნესოპერატორი შიდა საწარმო კონტროლის დროს შესაბამისობის შეფასებისას;

    გაუტეხავი ნუშის, ნუშის გულის და ბლანშირებული ნუშის  გულის ექსპორტის საბაჟო პროცედურაში მოქცევისას, სავალდებულოდ წარსადგენია  სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი დასტური, რომ ექსპორტისთვის განკუთვნილ გაუტეხავ ნუშზე, ნუშის გულსა და ბლანშირებულ ნუშის  გულზე, ბიზნესოპერატორის მიერ წარდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისობაშია რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.  

    დოკუმენტი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ეგზავნება შემოსავლების სამსახურს და მისი მატერიალური ფორმით წარდგენა არ ხორციელდება.

  • ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • კაკალი

    კაკლის  შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიზანია ექსპორტისათვის განკუთვნილი, შეფუთული გაუტეხავი კაკლის და  კაკლის გულის რეგულირების პრინციპების განსაზღვრა და ადგენს მოთხოვნებს კაკლის (Juglans regia L.) სხვადასხვა სახეობის კულტურული ჯიშების და ველურადმზარდი სახესხვაობების მიმართ, რომელიც წარმოშობილია Juglans regia L.-დან.

    რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ახორციელებს გაუტეხავი კაკლის (კაკალი ნაჭუჭით/ენდოკარპით)  და კაკლის გულის (მოცილებული აქვს ეგზოკარპი და ენდოკარპი) ექსპორტს.

    რეგულირების ობიექტებია  ექსპორტისათვის განკუთვნილი:

    შეფუთული გაუტეხავი კაკალი და კაკლის გული, რომელიც განკუთვნილია უშუალოდ მოხმარებისათვის ან სხვა სურსათში შერევისათვის, რომელიც უშუალოდ გამოიყენება სურსათად შემდგომი საწარმოო გადამუშვების გარეშე და რომელიც არ დაექვემდებარა დამარილებას, დაშაქვრას, არომატიზებას ან მოხალვას ან სხვა  სახის დამუშავებას.

    ექსპორტისათვის განკუთვნილი გაუტეხავი კაკლის, კაკლის გულის ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის კონტროლს, რეგლამენტის მე-8 მუხლის შესაბამისად, ახორციელებს:

    ა) სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის დროს;

    ბ) ბიზნესოპერატორი შიდა საწარმო კონტროლის დროს შესაბამისობის შეფასებისას;

    გაუტეხავი კაკლის/კაკლის გულის ექსპორტის საბაჟო პროცედურაში მოქცევისას, სავალდებულოდ წარსადგენია  სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი დასტური, რომ ექსპორტისთვის განკუთვნილ გაუტეხავ კაკალზე/კაკლის გულზე, ბიზნესოპერატორის მიერ წარდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისობაშია რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 

    დოკუმენტი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ეგზავნება შემოსავლების სამსახურს და მისი მატერიალური ფორმით წარდგენა არ ხორციელდება.

  • კაკლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • თხილი

    თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიზანია ექსპორტისთვის განკუთვნილი  თხილის  რეგულირების  პრინციპების  განსაზღვრა და ადგენს მოთხოვნებს ჩვეულებრივი თხილის (Corylus avvellana L., Corulus maxima) და მათი კულტივირებული ჰიბრიდების ნაყოფის მიმართ.

    რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორის მიმართ, რომელიც ახორციელებს გაუტეხავი, გატეხილი ან/და გადამუშავებული თხილის  ექსპორტს.

    რეგულირების ობიექტებია  ექსპორტისათვის განკუთვნილი:

    ა) გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით);

    ბ) თხილის გული, რომელიც არ დაექვემდებარა დამარილებას, დაშაქვრას, მოხალვას  ან სხვა  სახის დამუშავებას;

    გ) გადამუშავებული თხილის გული, რომელიც განკუთვნილია უშუალოდ მოხმარებისათვის ან სხვა სურსათში შერევისათვის, რომელიც უშუალოდ გამოიყენება შემდგომი გადამუშავების გარეშე და რომელიც არ დაექვემდებარა დამარილებას, დაშაქვრას, მოხალვას, არომატიზებას  სააგენტოსთან მქონდა ან სხვა  სახის დამუშავებას;

    ექსპორტისათვის განკუთვნილი გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის ამ ტექნიკურ რეგლამენტთან ან/და დეკლარირებულ სტანდარტთან შესაბამისობის კონტროლს რეგლამენტის მე-7 მუხლის შესაბამისად ახორციელებს:

    ა) ბიზნესოპერატორი შიდა საწარმო კონტროლის დროს შესაბამისობის შეფასებისას;

    ბ)  სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის დროს;

    თხილის ექსპორტის საბაჟო პროცედურაში მოქცევისას, სავალდებულოდ წარსადგენია  სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი დასტური, რომ ექსპორტისთვის განკუთვნილ თხილზე, ბიზნესოპერატორის მიერ წარდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისობაშია რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

    დოკუმენტი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ეგზავნება შემოსავლების სამსახურს და მისი მატერიალური ფორმით წარდგენა არ ხორციელდება.

    ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება 30 კგ-მდე საერთო წონის საექსპორტო თხილზე (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

  • თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • სურსათის უვნებლობა

    ტექნიკური რეგლამენტები:


    პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკები

    ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მიზანია პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირება.

    ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებას, იმპორტს ან/და რეალიზაციას.

    საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ, ქვემოთ ჩამოთვლილ სტანდარტთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების იმპორტი:

    1. სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შემთხვევაში,

    ა) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების მწარმოებელზე გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მწარმოებლის უფლებამოსილებას, აწარმოოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკები;

    ბ) მწარმოებლის მიერ გაცემული, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    2. ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 ან ტესტირებისა და მასალების ამერიკული ორგანიზაციის ASTM D5511 ან/და ASTM D5988 სტანდარტის შემთხვევებში

    ა) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020  ან ტესტირებისა და მასალების ამერიკული ორგანიზაციის ASTM D5511 ან/და ASTM D5988  სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია:

    ნებისმიერი სისქისა და ზომის პლასტიკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკებისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ამავე რეგლამენტის მე-2 მუხლის, მე-3 პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა (იხ.ქვემოთ).

    შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკის საქონლის ან/და პროდუქტის მიწოდების ადგილზე გამოყენება ან/და განთავსება, მასში საქონლის ან/და პროდუქტის მოთავსების მიზნით.

    ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება (გამონაკლისები):

    ა) შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკის საქონლის ან/და პროდუქტის მიწოდების ადგილზე გამოყენებას ან/და განთავსებას, მასში საქონლის ან/და პროდუქტის მოთავსების მიზნით, რომელიც რჩება აკრძალული);

    შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე, სავალდებულოა ნიშანდება მე-9 მუხლის მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად.

    ბ) პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ექსპორტის მიზნით წარმოებაზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა);

    მწარმოებელი ვალდებულია წარმოების დაწყებამდე 1 (ერთი) თვით ადრე, წერილობით აცნობოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, პარკების წარმოების დაწყებისა და დამთავრების ვადების, დასამზადებელი პლასტიკის, ოქსოდეგრადირებადი ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პარკების რაოდენობის, ზომების, ექსპორტის ქვეყნისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.

    გ) არანაკლებ 50 მიკრონი სისქისა  და ამავე დროს არანაკლებ 45X100 სმ ზომის  (იმ შემთხვევაში, თუ პარკს აქვს ჩასაკეც(ებ)ი, პარკი იზომება ჩაკეცილ მდგომარეობაში) პლასტიკის პარკებზე;

    დ) პოლიპროპილენის ძაფისგან მოქსოვილ პარკებზე (ტომრებზე, ჩანთებზე);

    ე) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში გაყიდული საქონლის მოსათავსებლად განკუთვნილი პლასტიკის პარკების იმპორტსა და რეალიზაციაზე. ამასთან, თითოეულ პარკზე, კომპიუტერული შრიფტით, ქართულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილი უნდა იყოს წარწერა − „თავისუფალი ვაჭრობა“ და „DUTY FREE“;

    ვ) ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა);

    ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე, სავალდებულოა ნიშანდება მე-9 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.

  • ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

  • მანქანა-დანადგარები

    მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მანქანა-დანადგარების უსაფრთხოების მოთხოვნებს.

    რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.

    ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება:

    ა) მანქანა-დანადგარებზე;                                                                       

    ბ) ურთიერთჩანაცვლებად მოწყობილობებზე;

    გ) უსაფრთხოების კომპონენტებზე;                                                                            

    დ) აწევისთვის განკუთვნილი მოწყობილობებზე;

    ე) ჯაჭვებზე, თოკებსა და ღვედებზე;                                                                  

    ვ) მოხსნად მექანიკურ გადამცემ მოწყობილობებზე;

    ზ) ნაწილობრივ დასრულებულ მანქანა-დანადგარებზე;

    ზემოაღნიშნული ნუსხიდან, მხოლოდ X დანართით განსაზღვრული მანქანა-დანადგარების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისთვის, იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს, ელექტრონული ფორმით, წარუდგინოს „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომელსაც თან დაერთვის:

  • შესაბამისობის დეკლარაცია (Declaration of Conformity);
  • გამოცდის ჩატარების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტაცია (შიდა შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტაცია ან ტიპის გამოცდის სერტიფიკატი ან ხარისხის სრული უზრუნველყოფის სერტიფიკატი) - მხოლოდ სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში;
  • ინვოისი;
  • შემოსავლების სამსახური ვალდებულია შეაჩეროს და არ დაუშვას X დანართით განსაზღვრული მანქანა-დანადგარების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა, თუ მასზე არ არის წარდგენილი დადასტურებული სტატუსის მქონე „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“.

    გაითვალისწინეთ, რომ წინასწარი შეტყობინების დადასტურების მიუხედავად, მასზე შესაძლოა განხორციელდეს ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები, ბაზარზე განთავსების შემდეგ.

    „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

    ა) ფიზიკური პირის მიერ:

    ა.ა) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ ან 3000 ლარამდე ღირებულების 50 კგ-მდე საერთო წონის იმ მანქანა-დანადგარების იმპორტისას ან ნებისმიერი ღირებულების ერთი ერთეული იმ მანქანა-დანადგარის იმპორტისას, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

    ა.ბ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში, 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის იმ მანქანა-დანადგარების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

    ა.გ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) იმ მანქანა-დანადგარების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

    ა.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ 5 000 ლარამდე ღირებულების იმ მანქანა-დანადგარების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

    ბ) მანქანა-დანადგარების იმპორტისას, სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით;

    გ) მანქანა-დანადგარების იმპორტისას, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემთხვევაში);

    დ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლის შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტისას.

    ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:

    ა) უსაფრთხოების კომპონენტებზე, რომლებიც გამიზნულია სათადარიგო ნაწილებად გამოყენებისთვის, მანქანა-დანადგარის იდენტური კომპონენტების შეცვლის მიზნით და მიწოდებულია იმავე მანქანა-დანადგარის მწარმოებლის მიერ;

    ბ) გასართობ მოედნებსა და პარკებში გამოსაყენებელ სპეციალურ მოწყობილობებზე;

    გ) ბირთვული მიზნებისათვის სპეციალურად დამზადებულ ან გამოყენებულ მანქანა-დანადგარებზე, რომელთა გაუმართაობამ შეიძლება გამოიწვიოს რადიოაქტიური გამოსხივება;

    დ) იარაღზე, მათ შორის, ცეცხლსასროლ იარაღზე;

    ე) შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე:                                                                                                                   

    ე.ა) სოფლის მეურნეობის და სატყეო დანიშნულების ტრაქტორები, გარდა აღნიშნული ტიპის ტრანსპორტზე განთავსებული დანადგარებისა;

    ე.ბ) ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები და მათი მისაბმელები, გარდა აღნიშნული ტიპის ტრანსპორტზე მიმაგრებული დანადგარებისა;

    ე.გ) ორ და სამთვლიან ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები, გარდა აღნიშნული ტიპის ტრანსპორტზე მიმაგრებული დანადგარებისა;

    ე.დ) სპეციალურად შეჯიბრებებისთვის განკუთვნილ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებები;

    ე.ე) საჰაერო, წყლისა და სარკინიგზო ქსელის მეშვეობით გადაადგილებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, გარდა აღნიშნული ტიპის ტრანსპორტზე განთავსებული მანქანა-დანადგარებისა;

    ვ) საზღვაოსნო ხომალდები, ზღვაში განსათავსებელი მობილური მოწყობილობები და აღნიშნულ ხომალდებსა და მოწყობილობებზე დამონტაჟებული მანქანა-დანადგარები;

    ზ) სპეციალურად სამხედრო და საპოლიციო მიზნებისთვის დაპროექტებული და აგებული მანქანა-დანადგარები;

    თ) კვლევით ლაბორატორიებში დროებითი გამოყენებისთვის განკუთვნილი, სპეციალურად კვლევის მიზნებისთვის დაპროექტებული და დამზადებული მანქანა-დანადგარები;

    ი) საშახტო ამწე-დანადგარები;

    კ) მხატვრული დადგმებისას მსახიობთა გადაადგილებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარები;

    ლ) განსაზღვრული ვოლტაჟის ფარგლებში გამოყენებისთვის გამიზნული ელექტრო მოწყობილობების თაობაზე საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით დაფარული შემდეგი დანიშნულების ელექტრული და ელექტრონული პროდუქტები:

    ლ.ა) საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის გამიზნული მოწყობილობები;

    ლ.ბ) აუდიო და ვიდეომოწყობილობები;

    ლ.გ) ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მოწყობილობები;                                                 

    ლ.დ) ჩვეულებრივი საოფისე დანადგარები;

    ლ.ე) დაბალი ვოლტაჟის ჩამრთველები და მაკონტროლებლები;                                                                       

    ლ.ვ) ელექტრული ძრავები.

    მ) მაღალი ვოლტაჟის შემდეგი ტიპის მოწყობილობები:                                                             

    მ.ა) ჩამრთველები და მაკონტროლებლები;

    მ.ბ) ტრანსფორმატორები.                                                                                                                                 

    სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაცია:

    ცხელი ხაზი: 1483                                                                                                                                                     

    ელექტრონული ფოსტა: info@msa.gov.ge


    აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები

    აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს აირზე მომუშავე მოწყობილობების უსაფრთხოების მოთხოვნებს.

    რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.

    ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება დანართი V და დანართი VI გათვალისწინებულ აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებზე.

    V და VI დანართებით განსაზღვრული აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისთვის, იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს, ელექტრონული ფორმით, წარუდგინოს „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომელსაც თან დაერთვის:

  • შესაბამისობის დეკლარაცია (Declaration of Conformity);
  • შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტაცია (მათ შორის, შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გაცემული სერტიფიკატ(ებ)ი) - მხოლოდ სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში;
  • ინვოისი;
  • შემოსავლების სამსახური ვალდებულია შეაჩეროს და არ დაუშვას დანართი V განსაზღვრული აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა, თუ მასზე არ არის წარდგენილი დადასტურებული სტატუსის მქონე „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, ხოლო VI დანართში მითითებულის დროს – მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას.

    გაითვალისწინეთ, რომ წინასწარი შეტყობინების დადასტურების მიუხედავად, მასზე შესაძლოა განხორციელდეს ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები, ბაზარზე განთავსების შემდეგ.

    „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ წარდგენა სავალდებულო არ არის შემდეგ შემთხვევებში:

    ა) ფიზიკური პირის მიერ:

    ა.ა) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 3000 ლარამდე ღირებულების, 50 კგ-მდე საერთო წონის, აირად საწვავზე მომუშავე იმ მოწყობილობის იმპორტისას, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

    ა.ბ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში, 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის, აირად საწვავზე მომუშავე იმ მოწყობილობის იმპორტისას, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

    ა.გ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) აირად საწვავზე მომუშავე იმ მოწყობილობის იმპორტისას, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

    ა.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ 5 000 ლარამდე ღირებულების აირად საწვავზე მომუშავე იმ მოწყობილობის იმპორტისას, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

    ბ) აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტისას, სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით;

    გ) აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტისას, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემთხვევაში);

    დ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლის შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტისას.

    ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება იმ მოწყობილობებზე, რომლებიც სპეციალურად დამზადებულია (მოწყობილობა სპეციალურად დამზადებულად ითვლება, თუ იგი დამზადებულია კონკრეტული გამოყენებისთვის):

    ა) ინდუსტრიულ სივრცეში ინდუსტრიულ პროცესებში გამოსაყენებლად;

    ბ) საჰაერო ხომალდებსა და რკინიგზაზე გამოსაყენებლად;

    გ) კვლევითი მიზნებისთვის ლაბორატორიებში დროებითი გამოყენებისთვის.


    ინდივიდუალური დაცვის საშუალებები

    ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ბაზარზე ხელმისაწვდომი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დაპროექტებისა და წარმოების მოთხოვნებს, მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

    რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.

    ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება დანართი X და დანართი XI გათვალისწინებულ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე.

    X და XI დანართებით  განსაზღვრული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისთვის, იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს, ელექტრონული ფორმით, წარუდგინოს „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომელსაც თან დაერთვის:

  • შესაბამისობის დეკლარაცია (Declaration of Conformity);
  • შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტაცია (მათ შორის, შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გაცემული სერტიფიკატ(ებ)ი) - მხოლოდ სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში;
  • ინვოისი;
  • შემოსავლების სამსახური ვალდებულია შეაჩეროს და არ დაუშვას დანართი X განსაზღვრული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების,  თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა, თუ მასზე არ არის წარდგენილი დადასტურებული სტატუსის მქონე „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, ხოლო XI დანართში მითითებულის დროს – მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას.

    გაითვალისწინეთ, რომ წინასწარი შეტყობინების დადასტურების მიუხედავად, მასზე შესაძლოა განხორციელდეს ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები, ბაზარზე განთავსების შემდეგ.

    „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ წარდგენა სავალდებულო არ არის შემდეგ შემთხვევებში:

    ა) ფიზიკური პირის მიერ:

    ა.ა) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 1500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის ინდივიდუალური დაცვის იმ საშუალებების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

    ა.ბ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში, 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის ინდივიდუალური დაცვის იმ საშუალებების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

    ა.გ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) ინდივიდუალური დაცვის იმ საშუალებების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

    ა.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ 5 000 ლარამდე ღირებულების ინდივიდუალური დაცვის იმ საშუალებების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

    ბ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტისას, სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით;

    გ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტისას, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემთხვევაში);

    დ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლის შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტისას.

    ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება შემდეგ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე:

    ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია შეიარაღებული ძალების გამოყენებისთვის ან კანონისა და წესრიგის დასაცავად;

    ბ) ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია თავდაცვისთვის, გარდა იმ ინდივიდუალური დაცვის საშუალებისა, რომელიც განკუთვნილია სპორტული აქტივობებისთვის;

    გ) ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც დამზადებულია პირადი გამოყენებისთვის, რათა უზრუნველყოს დაცვა:

    გ.ა) არაექსტრემალური ატმოსფერული პირობებისგან;

    გ.ბ) ჭურჭლის რეცხვის დროს სინესტისა და წყლისგან;

    დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც გამოიყენება საზღვაო და საჰაერო ხომალდებზე;

    ე) მოტოციკლებისა და მოპედებისთვის განკუთვნილი ჩაფხუტები და ხედვის ეკრანები.

    სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაცია:

    ცხელი ხაზი: 1483

    ელექტრონული ფოსტა: info@msa.gov.ge


    სათამაშოები

    სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს სათამაშოების უსაფრთხოების წესებს.

    რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.

    ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება დანართი VII და დანართი VIII გათვალისწინებულ სათამაშოებზე.

    დანართი VII და დანართი VIII სათამაშოების  შემოტანისას, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისთვის, იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით, წარადგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომელსაც თან დაერთვის:

  • შესაბამისობის დეკლარაცია (Declaration of Conformity);
  • შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტაცია (გამოცდის ანგარიში) - მხოლოდ სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში;
  • ინვოისი;
  • შემოსავლების სამსახური ვალდებულია შეაჩეროს და არ დაუშვას VII დანართით განსაზღვრული სათამაშოების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა, თუ მასზე არ არის წარდგენილი დადასტურებული სტატუსის მქონე „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, ხოლო VIII დანართში მითითებულის დროს – მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას.

    გაითვალისწინეთ, რომ წინასწარი შეტყობინების დადასტურების მიუხედავად, მასზე შესაძლოა განხორციელდეს ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები, ბაზარზე განთავსების შემდეგ.

    „სათამაშოების იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

    ა) ფიზიკური პირის მიერ:

    ა.ა) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 1500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის იმ სათამაშოების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

    ა.ბ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში, 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის იმ სათამაშოების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

    ა.გ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) იმ სათამაშოების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

    ა.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ 5 000 ლარამდე ღირებულების იმ სათამაშოების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

    ბ) სათამაშოების იმპორტისას, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემთხვევაში);

    გ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლის შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტისას.

    ასევე, რეგლამენტის მიზნებისათვის სათამაშოდ არ განიხილება ტექნიკური რეგლამენტის I დანართში ჩამოთვლილი პროდუქტები.

    სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაცია:

    ცხელი ხაზი: 1483

    ელექტრონული ფოსტა: info@msa.gov.ge


    სამშენებლო პროდუქტები

    სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური  რეგლამენტი ადგენს სამშენებლო  პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობებსა და მოთხოვნებს.

    რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.

    ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება დანართი VI და დანართი VII-ით გათვალისწინებულ სამშენებლო პროდუქტებზე.

    VI დანართით განსაზღვრული სამშენებლო პროდუქტის (ცემენტი, პლასტმასის მილები, არმატურა, ელექტროკაბელები) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისთვის, იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს, ელექტრონული ფორმით, წარუდგინოს „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომელსაც თან დაერთვის:

    არმატურა:

  • 3.1 ტიპის შემოწმების სერტიფიკატი;                                                                                                                
  • შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი;                                                                                                             
  • ინვოისი;                                                                                                                                           
  • ცემენტი, ელექტროკაბელები, თაბაშირ-მუყაოს ფილები:

  • პროდუქტის თვისებების დეკლარაცია (Declaration of Performance);
  • შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტაცია (გამოცდის ანგარიში/შესაბამისობის სერტიფიკატი) - მხოლოდ სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში;
  • ინვოისი;
  • პლასტმასის მილები:

  • ტექნიკური პასპორტი ან ინსტრუქციები, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − სხვა სახის დოკუმენტაცია, სადაც მითითებული იქნება დანართი V-ს 1.1.2. პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია;
  • ინვოისი;
  • შემოსავლების სამსახური ვალდებულია შეაჩეროს და არ დაუშვას VI დანართით განსაზღვრული სამშენებლო პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა, თუ მასზე არ არის წარდგენილი დადასტურებული სტატუსის მქონე „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“.

    გაითვალისწინეთ, რომ წინასწარი შეტყობინების დადასტურების მიუხედავად, მასზე შესაძლოა განხორციელდეს ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები, ბაზარზე განთავსების შემდეგ.

    „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება:

     ფიზიკური პირის მიერ, 30 კალენდარულ დღეში ერთხელ შემოტანილი, 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის სამშენებლო პროდუქტზე, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

    გაითვალისწინეთ, 2025 წლის 01 იანვრიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლითაც დანართი VII-ს სამშენებლო პროდუქტების ნუსხა ჩამოყალიბდა განახლებული რედაქციით.

    ცვლილების ამოქმედებამდეც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული, დანართი VII-ის განახლებული ნუსხით დადგენილი საქონლის შესაბამისობა სამშენებლო პროდუქტების რეგლამენტის მოთხოვნებთან, თუმცა მხოლოდ რეკომენდაციების გაცემის მიზნებისთვის.

    სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაცია:

    ცხელი ხაზი: 1483

    ელექტრონული ფოსტა: info@msa.gov.ge


    მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (მგვ)

    მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (მგვ) - არის გარემოსდაცვითი მიდგომა, რომელიც გულისხმობს მწარმოებლის/იმპორტიორის განგრძობით პასუხისმგებლობას ამ პროდუქტის მოხმარების ყველა ეტაპზე, საქონლის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

    „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ისეთი პროდუქტის მწარმოებელმა/იმპორტიორმა, რომელიც შემდგომ სპეციფიკურ ნარჩენად (შეფუთვა, ზეთი, საბურავი, ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, ბატარეა, აკუმულატორი, ელექტრო- და ელექტრონული მოწყობილობები და სხვა) გადაიქცევა, ვალდებულია უზრუნველყოს ამ პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, აღდგენა (მათ შორის, რეციკლირება) და გარემოსთვის უსაფრთხო განთავსება.

    მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მგვ) ექვემდებარება შემდეგი პროდუქტები:

  • ბატარეები და აკუმულატორები
  • საბურავები
  • ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები
  • ზეთები
  • მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი (მგვ) დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორი ვალდებულია, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე/თავისუფალი მიმოქცევის პროცედურაში გაშვებამდე, დარეგისტრირდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში.

    ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ მწარმოებელი/იმპორტიორი უკავშირდება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციას (მგვ-ის ორგანიზაცია) და აფორმებს წევრობის თაობაზე ხელშეკრულებას.

    მგვ-ის ორგანიზაცია არის  მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ ინდივიდუალურად ან მწარმოებელთა/იმპორტიორთა მიერ კოლექტიურად შექმნილი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესრულებაზე.

    შესაბამისად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) შესრულებას მწარმოებელი/იმპორტიორი სწორედ მგვ-ის ორგანიზაციის მეშვეობით ახორციელებს.

    იხ. მგვ ორგანიზაციების ნუსხა:

    დასახელება

    ტელ

    ელ.ფოსტა

    ა(ა)იპ „თეგეტა გრინ პლანეტი“

    32 2 264440 

    info@tgp.ge

    ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“

    593 357 891, 557 195 599

    info.wmba1@gmail.com

    ა(ა)იპ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“

    599 224 070, 514 930 093

    geoproassociation@gmail.com

    მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი (მგვ) დაქვემდებარებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას, სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით ამოწმებს იმპორტიორი პირის მგვ რეესტრში რეგისტრაციისა და მგვ სქემაში მონაწილეობის ნამდვილობას. 

    იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ორგანოში წარდგენილია მგვ საქონელი (ბატარეები და აკუმულატორები, საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ზეთები) რომელიც არ ექცევა შესაბამისი რეგლამენტის რეგულირების ქვეშ, სავალდებულოა წარდგენილ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის, წერილობითი მომართვა, რომლითაც დასტურდება, რომ ეს საქონელი არ ექცევა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფეროში და არ არსებობს მგვ შესაბამისობის სქემაში მწარმოებლის/იმპორტიორის მონაწილეობის აუცილებლობა.

    მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მოთხოვნების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული ჯარიმების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 441 მუხლში.

    მგვ-ის ტექნიკური რეგლამენტები:

  • ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ
  • ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ
  • ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ
  • საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ
  • მგვ-ის რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხები:

  • ბატარეები - მგვ რეესტრის წესი     (საქონლის კოდები იხ. დანართი 5)           
  • საბურავები - მგვ რეესტრის წესი   (საქონლის კოდები იხ. დანართი 4)            
  • ელექტრო მოწყ. - მგვ რეესტრის წესი (საქონლის კოდები იხ. დანართი №5) 
  • ზეთი - მგვ რეესტრის წესი  (საქონლის კოდები იხ. დანართი 5)           

  • პროდუქტის უსაფრთხოება

    ტექნიკური რეგლამენტები:


    ტექნიკური რეგლამენტები

    ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს პროდუქტისასევეწარმოების პროცესის უსაფრთხოების ძირითად პარამეტრებსროგორებიცაა კვების მრეწველობაში სურსათის მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედება, სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის პირობები, პროდუქციის წარმოების პროცესის მართვის მეთოდები და სხვა. სასურსათო პროდუქტების უვნებლობის პარამეტრები მეცნიერთა მიერ არის დადგენილი რისკის ანალიზის საფუძველზე და მათი ზღვრული მაჩვენებლები ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსება და თავისუფალი მიმოქცევა განპირობებულია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის და კონტროლის გზით. ტექნიკური რეგლამენტი, ვინაიდან მას გავლენა აქვს ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, შესასრულებლად სავალდებულოა და ქვეყნის საკანონმდებლო მოთხოვნას წარმოადგენს.

    პროდუქტის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის ტექნიკური რეგლამენტები:


    text