საერთაშორისო ხელშეკრულებები
კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანის, საქართველოში უკანონო შემოტანის და მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოთა ანალოგიურ სამსახურებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
კანონით განსაზღვრული კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის წესი ვრცელდება დიპლომატიური პრივილეგიითა და იმუნიტეტით აღჭურვილ პირებზედაც.
გაითვალისწინეთ ძეგლების, არქეოლოგიური ობიექტების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა კულტურული ფასეულობების საქართველოდან უნებართვო გატანა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
კულტურული ფასეულობის საქართველოს საზღვარზე გადაადგილება
კულტურული ფასეულობის შემოტანა
საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანილი კულტურული ფასეულობა საქართველოს საბაჟო კოდექსის დადგენილი წესით გადის აუცილებელ საბაჟო კონტროლს და სპეციალურ რეგისტრაციას, რის შესახებაც 1 კვირის ვადაში ეცნობება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანა
კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანას სამუზეუმო, საარქივო, საბიბლიოთეკო დაწესებულებები, ფიზიკური და იურიდიული პირები ახორციელებენ შემდეგი მიზნებისათვის:
გამოფენის ორგანიზება;სარესტავრაციო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება;საკონცერტო, თეატრალური ან სხვა სახის სამსახიობო საქმიანობა;სხვა შემთხვევაში, როდესაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად პირი განცხადებით მიმართავს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
გაითვალისწინეთ კულტურული ფასეულობა საქართველოდან დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებისას ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო ექსპერტიზას.
კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ უკანონო გატანა და საქართველოდან დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობა, რაც კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანად ითვლება, იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
შენიშვნა თუ ნივთი არ წარმოადგენს კულტურულ ფასეულობას (ამის დასადასტურებლად, შეიძლება თან იქონიოთ შესაბამისი წერილიც ნებართვის გამცემი უწყებიდან) მაშინ სტანდარტული საბაჟო პროცედურების შესაბამისად წარმოებს საბაჟო ფორმალობები.
ნებართვა კულტურულ ფასეულობაზე
კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანასთან დაკავშირებულ ღონისძიბებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო არეგულირებს. რომლის კომპეტენციაშიც შედის:
გადაწყვეტილებების მიღება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის შესახებ;უზრუნველყოს საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ მისი საქართველოში დაბრუნებისას სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარება; გასცეს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვა. ნებართვა ერთჯერადია და მისი მოქმედების ვადაა 3 თვე.
კულტურული ფასეულობა
კულტურულ ფასეულობას წარმოადგენს არქეოლოგიის, წინაისტორიული პერიოდის, ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა მნიშვნელოვანი სასულიერო თუ საერო ხასიათის ფასეულობა, რომელიც:
შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი ერის ან სხვა ერების მიერ, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე;შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე და უცხოელი მოქალაქეების მიერ, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე;აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიაზე;წარმოადგენს საჩუქარს, ან შეძენილია იმ უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების თანხმობით, სადაც შექმნილია ეს კულტურული ფასეულობა;შეძენილია საქართველოს არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და საბუნებისმეტყველო ექსპედიციების მიერ იმ უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების თანხმობით, სადაც შექმნილია ეს კულტურული ფასეულობა.კულტურულ ფასეულობებად მიჩნეული ნივთები:
ფლორისა და ფაუნის, მინერალოგიისა და პალეონტოლოგიისათვის საინტერესო იშვიათი კოლექციები და ნიმუშები.ღირებულებები, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიასთან, მათ შორის, მეცნიერებისა და ტექნიკის, ომებისა და საზოგადოების ისტორიასთან, აგრეთვე ეროვნულ მოღვაწეთა, მოაზროვნეთა, მეცნიერთა, ხელოვანთა და სპორტსმენთა ცხოვრებასთან და დიდმნიშვნელოვან ეროვნულ ფაქტებთან.არქეოლოგიურ აღმოჩენები.მხატვრული, ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლების ფრაგმენტები;100 წელზე მეტი ხნის წარწერა, მონეტა და ბეჭედი;ეთნოგრაფიულ მასალა;ნებისმიერი მასალით ხელით შესრულებული ტილო, სურათი, ნახატი (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში;ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალური ნაწარმოები;ორიგინალურ გრავიურა, ესტამპსა და ლითოგრაფია;ნებისმიერი მასალისაგან დამზადებული ორიგინალური მხატვრული შენარჩევი და მონტაჟი;იშვიათი ხელნაწერი და ინკუნაბული, ძველი წიგნი, გუჯარი და გამოცემა, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს (ისტორიულ, მხატვრულ, სამეცნიერო, ლიტერატურულ და სხვა) იწვევენ ცალ-ცალკე და კოლექციად;მიმოქცევიდან ამოღებულ საფოსტო მარკ, საგადასახადო და ანალოგიური მარკა ცლ-ცალკე ან კოლექციად;არქივი, მათ შორის ფონო-, ფოტო- და კინოარქივი;100 წელზე მეტი ხნის ავეჯი და ძველებური მუსიკალური საკრავი.სახელმწიფო ატარებს მიზანმიმართულ პოლიტიკას მისი ტერიტორიიდან უკანონოდ გატანილ კულტურულ ფასეულობათა დასაბრუნებლად. საზღვარგარეთ უკანონოდ გატანილი ყველა კულტურული ფასეულობა, რაც საქართველოს სახელმწიფოს კულტურულ მემკვიდრეობადაა მიჩნეული, უნდა დაუბრუნდეს სამშობლოს, განურჩევლად მისი ადგილმდებარეობის, დროისა და გატანის გარემოებებისა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები