საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

პირის მიერ ნაღდი ფულის (ეროვნული უცხოური ვალუტა), ჩეკების სხვა ფასიანი ქაღალდების, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას.

შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს საზღვარზე გადაადგილებული 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების − გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირების იდენტიფიკაცია.

საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრისას, ძირითად დოკუმენტებთან ერთად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებზე ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე (რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) წარსადგენი დოკუმენტია – წარმომავლობისა და მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახდელისაგან.

საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის უკანონო გადატანისა და გადმოტანის შემთხვევაში გათვალისწინებულია შემდეგი სახის სანქციები:

  • 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით –იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას;
  • 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას;
  • 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით  ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
  • შენიშვნა არადეკლარირებული საქონლის არსებობისას არასწორ დეკლარირებად მიიჩნევა, თუ დეკლარირებული საქონლისა და არადეკლარირებული საქონლის საერთო ოდენობა 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტია.

    text