რადიოაქტიური მასალების ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის კონტროლი
სახელმწიფო აწესებს კონტროლს რადიოაქტიური მასალების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტზე, ტრანზიტზე და საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტზე.
რადიოაქტიური მასალების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი დასაშვებია მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოს მიერ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ კანონით
“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე
შენიშვნა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში ნებართვის მიღება და გაუქმება
ექსპორტი
რადიოაქტიური მასალების ექსპორტზე ნებართვის გაცემა ითვალისწინებს:
გამგზავნი მხარის შეტყობინებას რადიოაქტიური მასალების გაგზავნის თაობაზე;რადიოაქტიური მასალების მიმღები მხარის გარანტიას მასალების მიღებაზე;რადიოაქტიური მასალების გადამზიდავი ორგანიზაციის ლიცენზიის ასლს;გადასაზიდი რადიოაქტიური მასალების და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების თაობაზე ინფორმაციას;რადიოაქტიური მასალების გადაზიდვისას უსაფრთხოების და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფას.ბირთვული მასალის ექსპორტის შემთხვევაში ნებართვის გაცემა დამატებით ითვალისწინებს
მიმღები და გამცემი მხარეების მიერ ბირთვულ მასალაზე „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების“ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას;ბირთვული მასალის გადაზიდვას „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების“ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.იმპორტი
რადიოაქტიური მასალების იმპორტზე ნებართვის გაცემა ითვალისწინებს:
რადიოაქტიური მასალების მიმღები მხარის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის არსებობას; გადასაზიდი რადიოაქტიური მასალების დადამცავი კონტეინერების მახასიათებლების თაობაზე ინფორმაციას;რადიოაქტიური მასალების გადაზიდვისას უსაფრთხოების და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფას.ბირთვული მასალის იმპორტის შემთხვევაში ნებართვის გაცემა დამატებით ითვალისწინებს:
მიმღები მხარის მიერ მისაღებ ბირთვულ მასალაზე „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების“ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას;
ბირთვული მასალის გადაზიდვას „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების“ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად
ტრანზიტი
რადიოაქტიური მასალების ტრანზიტზე ნებართვის გაცემა ითვალისწინებს:
რადიოაქტიური მასალების დანიშნულების პუნქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;რადიოაქტიური მასალების მიმღები მხარის გარანტიას მასალების მიღებაზე;გადამზიდავის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფასრადიოაქტიური მასალების გამგზავნ და მიმღებ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების ასლის წარმოდგენას;გადასაზიდი რადიოაქტიური მასალების და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების თაობაზე ინფორმაციას;
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება ნებართვის ტიპები
ბირთვული და რადიაციულ პროდუქცის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადადგილებისას აუცლებელია აღნიშნულ ოპერაცისთვის განსაზღვრული ნებართვის წარდგენა, რომელსაც გასცემს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ბირთვული და რადიაციულის უსაფრთხოების სააგენტო.
შენიშვნა შემოსავლების სამსახური აკონტროლებს ბირთვული და რადიოაქტიური მასალების ნებართვას საზღვრის კვეთისას.
ნებართვა -წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებულ უფლებას, ერთჯერადად ან/და გარკვეული ვადით განახორციელოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობა განსაზღვრულ საბაჟო საზღვარზე. კანონით დადგენილი პირობების დაცვით ნებართვა გაიცემა, როგორც ლიცენზიის ფარგლებში ერთჯერადი ქმედების განხორციელების უფლება და მისი მოქმედების ვადაა არა უმეტეს 1 წლისა, ხოლო სამედიცინო დანიშნულებით რადიოფარმპრეპარატების იმპორტისას ნებართვა შეიძლება გაიცეს მრავალჯერადი ქმედების განხორციელებისათვის, 1 წლის ვადით.
ნებართვის ტიპები:
რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი;] რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი;გაითვალისწინეთ აკრძალულია საქართველოში წარმოებული რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი სამხრეთ განედის მე-60 გრადუსის სამხრეთით მათი დასაწყობებისა და განთავსების მიზნით. თუ რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი ვერ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და სანებართვო პირობების დაცვით, ისინი უბრუნდება მათ მფლობელს, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების და ფიზიკური დაცვის მოთხოვნები.
რადიაციული მასალის შეძენა და გადაცემა.შენიშვნა აღნიშნული ნებართვის კონტროლი არ ხორციელდება სსიპ -შემოსავლების სამსახური მიერ
ნებართვის ასაღებად განცხადების წარდგენა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სსიპ-ბირთვული და რადიაციულის უსაფრთხოების სააგენტო-ში ხორციელდება ელექტრონული სახით.
ბირთვული და რადიაციული კონტროლი
რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონელია ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული:
ბირთვული მასალები, რადიოაქტიური ნივთიერებები, რადიოაქტიური ნარჩენები და მინერალები (წიაღისეული), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება;ნებისმიერი ნივთი, რომელიც დამზადებულია ბირთვული მასალის ან რადიოაქტიური ნივთიერებისაგან ან/და შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს;ბირთვული ტექნოლოგიები და ნოუ-ჰაუგაითვალისწინეთ აკრძალულია რადიოაქტიურად დაბინძურებული ნედლეულის, სურსათის , სასმელი და მინერალური წყლის, ასევე მათთან შეხებაში მყოფი პროდუქციის და საქონლის იმპორტი, ექსპორტი და დამუშავება, თუ დაბინძურების დონე აღემატება დადგენილ დაბინძურების დასაშვებ დონეებს
ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ან/და სალიცენზიო პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები.