საქართველო 1997 წლიდან არის „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის
ოქმის“ მხარე.
2023 წლის 2 მაისს საქართველო შეუერთდა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილებას“.
მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერება – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C, E და F დანართებით განსაზღვრული და რეგულირებადი ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში;
ოზონდამშელელი ნივთიერება − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C და E დანართებით განსაზღვრული და რეგულირებადი ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში.
ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების სექტორი
სამაცივრო სისტემებიჰაერის კონდიცირებააეროზოლები და სტერილიზატორებიცეცხლმაქრებიქაფპლასტებიფუმიგაციათამბაქოს აფუებამონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი
მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის საფუძველზე.
მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი არის მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა.
ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით ათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. ნებართვას არ საჭიროებს 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 1 ლითონის კონტეინერით „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ჰიდროფთორნახშირბადების არაუმეტეს 13,5 კგ-ის იმპორტის განხორციელება.
ნებართვის მფლობელი ვალდებულია მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის განხორციელებამდე სამინისტროდან შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით, მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისთანავე ექვემდებარება „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის წარდგენას.აღნიშნული ნებართვის გარეშე მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას (გარდა გამონაკლისისა) და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 794 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.საქართველოს ადმინიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით:
„მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება“ იწვევს დაჯარიმებას ნივთიერების თითოეულ კილოგრამზე 150 ლარით, ნივთიერებისა და კონტეინერის კონფისკაციით ან უამისოდ;„მონრეალის ოქმით აკრძალული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის განხორციელება“ იწვევს დაჯარიმებას აღნიშნული ნივთიერების თითოეულ კილოგრამზე 300 ლარით, ნივთიერებისა და კონტეინერის კონფისკაციით ან უამისოდ;„მაცივარაგენტის კონტეინერისა და მის შეფუთვაზე მითითებული ინფორმაციის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა“ იწვევს დაჯარიმებას თითოეულ კონტეინერზე ან/და შეფუთვაზე 100 ლარით, კონტეინერისა და მისი შიგთავსის კონფისკაციით ან უამისოდ.შენიშვნა:
აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალდამრღვევს ეკისრება ჯარიმა და მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებები (გარდა კვოტირებული ნივთიერებებისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან სამართალდამრღვევის ხარჯით იქნება გატანილი;მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გავრცელდება 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 1 ლითონის კონტეინერით „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ჰიდროფთორნახშირბადების არაუმეტეს 13.5 კგ-ის იმპორტის განხორციელებაზე;მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გავრცელდება მონრეალის ოქმით აკრძალული ნივთიერებების იმპორტზე, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ლაბორატორიულ ან/და კვლევით მიზნებთან და რომელზედაც გაცემულია შესაბამისი ნებართვა.„მაცივარაგენტის კონტეინერის შეფერილობის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა“ იწვევს დაჯარიმებას თითოეულ კონტეინერზე 25 ლარით.საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილება „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“